Author: tea

  • 26 წლის ლანა ლა­ტა­რია მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს.

    26 წლის ლანა ლა­ტა­რია მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს.

    უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ზაალ ლა­ტა­რია ქა­ლიშ­ვი­ლის სამ­ძი­მარ­ზე ჩა­მო­ვი­და. მას სარფში ახ­ლობ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი დახ­ვდნენ. მძი­მე კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა.

    26 წლის ლანა ლა­ტა­რია მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს, ლა­ნას დედა, ქრის­ტი­ნე კვა­რა­ცხე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო და იქი­დან თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ბრუნ­დე­ბა, ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მა­მამ, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა ზაალ ლა­ტა­რი­ამ.

    • “ვა­ი­მე შვი­ლო, მოვ­დი­ვარ მამა, შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე, შვი­ლი აღა­რა მყავს” – წერს ზაალ ლა­ტა­რია.

    მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი სთხოვ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ შვილმკვდა­რი მამა უპ­რობ­ლე­მოდ შე­მო­ეშ­ვათ სამ­შობ­ლო­ში.

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რია ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დეგ ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს.

    “ლანა მე­სა­მე შვილ­ზე იყო ფეხ­მძი­მედ, ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ მას ნა­ყო­ფი მო­შორ­და, სა­ღა­მოს გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, რად­გან სახ­ლში გახ­და ცუ­დად. ამ­ბო­ბენ, რომ სეფ­სი­სი გან­ვი­თარ­და. ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლანა აღარ გვყავს. ვინც მას იც­ნობ­და, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი გოგო იყო. სი­ტყვე­ბი არ მაქვს, მი­ჭირს მას­ზე სა­უ­ბა­რი” – ამ­ბობს მე­გო­ბა­რი.

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაბრუნდა. 😱

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაბრუნდა. 😱

    ხაშურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაბრუნდა.

    „ქართლის ამბები“ საკრებულოს წევრ, ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით წერს, გამოძახებაზე მიმავალ ავტომანქანას საბურავი გაუსკდა, ხოლო მოსახვევში მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    „ქართლის ამბები“ საკრებულოს წევრ, ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით წერს, გამოძახებაზე მიმავალ ავტომანქანას საბურავი გაუსკდა, ხოლო მოსახვევში მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე ენერგიული და აქტიური იქნება. შესაძლოა მოულოდნელად ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ. საღამო მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სასიამოვნოდ ჩაივლის.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა დაგეგმვისთვის, თუმცა სპონტანური ხარჯები უმჯობესია თავიდან აიცილოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას გააქრობს.

    ტყუპები
    კომუნიკაცია თქვენი მთავარი ძალა იქნება. წარმატებას მიაღწევთ მოლაპარაკებებსა და ახალი ნაცნობობების დამყარებაში. ყურადღება მიაქციეთ დაწყებულ საქმეებს, რომ არაფერი გამოგრჩეთ.

    კირჩხიბი
    ემოციები დღეს განსაკუთრებით გაძლიერდება. ეცადეთ, გადაწყვეტილებები მხოლოდ გრძნობებზე არ დააფუძნოთ. დღის მეორე ნახევარი იდეალურია დასვენებისა და ძალების აღსადგენად.

    ლომი
    თქვენი თავდაჯერებულობა სხვების ყურადღებას მიიქცევს. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი არ არის გამორიცხული.

    ქალწული
    ორგანიზებულობა წარმატების საწინდარი იქნება. საქმეები იმაზე სწრაფად მოგვარდება, ვიდრე ელოდით. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება დღის რეჟიმის მოწესრიგება.

    სასწორი
    დღე ხელს უწყობს ურთიერთობების დალაგებას. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

    მორიელი
    მნიშვნელოვანი საკითხების გადადება არ ღირს. დღეს გაქვთ შანსი, საბოლოოდ მოაგვაროთ ის, რაც დიდი ხანია გაწუხებთ. საღამოს დასვენება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

    მშვილდოსანი
    ახალი გამოცდილებისა და თავგადასავლების სურვილი გაძლიერდება. თუ მოგზაურობას ან ახალ პროექტს გეგმავთ, პირველი ნაბიჯის გადასადგმელად კარგი დროა. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს.

    თხის რქა
    პრაქტიკული მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა ხელმძღვანელობისგან ან კოლეგებისგან დაფასება მიიღოთ. ოჯახური საქმეები დამატებით ყურადღებას მოითხოვს.

    მერწყული
    შემოქმედებითი იდეები წარმატების საფუძველი გახდება. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებული აზრის გამოხატვის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.

    თევზებიინტუიცია დღეს განსაკუთრებით ზუსტი იქნება. მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას, განსაკუთრებით თუ არჩევანის წინაშე დგახართ. დღის ბოლოს სასიამოვნო ამბავი ან მოულოდნელი შეხვედრაა შესაძლებელი.

  • ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც საბარგულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

    ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც საბარგულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

    გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 40 წლის მამაკაცი,  მსუბუქი ავტომობილის საბარგულის ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, ბესო მიქელაძე საბარგულში იჯდა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა.

    შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრიმატაიმს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

  • „ქმარს გავშორდი ერთი თვის ორსული… მშობლებმა უარი თქვეს ჩემზე…“ – ეკა ყუშიტაშვილი

    „ქმარს გავშორდი ერთი თვის ორსული… მშობლებმა უარი თქვეს ჩემზე…“ – ეკა ყუშიტაშვილი

    ეკა ყუშიტაშვილი, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ სკანდალური განცხადებებით გაიცნო, გადაცემაში „შენი ამბავი“ ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს.

    „ქმარს გავშორდი ერთი თვის ორსული… მშობლებმა უარი თქვეს ჩემზე, ახლანდელი გადმოსახედიდან მესმის რატომაც თქვეს უარი, იქნებ ოჯახი შეინარჩუნოსო, იქნებ არ გაშორდესო ქმარსო. მე მაინც გავშორდი. უკრაინაში წავედი…“, – ამბობს ეკა ყუშიტაშვილი.

     

  • “ღმერთო დაგვიფარე..” – შედეგები 2026 წელს გამოჩნდება, NASA-მ მკაცრი მიმართვა გაავრცელა

    “ღმერთო დაგვიფარე..” – შედეგები 2026 წელს გამოჩნდება, NASA-მ მკაცრი მიმართვა გაავრცელა

    Ecoportal- ის ცნობით, აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ( NASA)  გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ პლანეტა დედამიწა ბნელდება.

    აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ახლა შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ჩვენი პლანეტა ნაკლებ მზის სინათლეს იღებს და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, 2026 წელს ყველაფერი სრულიად განსხვავებულად გამოჩნდება.

    „რაც უფრო ნაკლები მზის სინათლე აღწევს დედამიწაზე, მით უფრო ნაკლებ სითბოს ვიღებთ. ეს ჩვენი პლანეტისა და მისი დიდი ვარსკვლავის ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. მათი ურთიერთქმედება ინტენსიურია და მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფერული ნახშირბადი ოზონის შრეს აზიანებს და დროთა განმავლობაში ცვლის პლანეტის ტემპერატურას, შესაძლოა, სხვა რამ იყოს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ნაკლებ მზის სინათლეს ვიღებთ“, – ნათქვამია სტატიაში.

    საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღამეები უფრო და უფრო ბნელდება, ეს არ ნიშნავს, რომ მზე არააქტიურია. სინამდვილეში, რომ არა, თითქმის ყველა ქვეყანა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან ახლოს არ მდებარეობს, ყინულით იქნებოდა დაფარული, თუნდაც ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი სიცხეა. თუ ასე გაგრძელდა, შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და მილიარდობით ადამიანის ცხოვრება შეცვალოს.

    მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწა ნაკლებ მზის სინათლეს ირეკლავს და ეს ეფექტი ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვლინდება. ეს აღმოჩენა არღვევს პლანეტის არეკვლის უნარის, ანუ ალბედოს, დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებულ ბალანსს. ათწლეულების განმავლობაში, ღრუბლები, როგორც ჩანს, ყველაფერს ათანაბრებდა. ისინი ისე მოძრაობდნენ, რომ აბალანსებდნენ ნახევარსფეროებს შორის აშკარა განსხვავებებს, როგორიცაა ხმელეთის განაწილება, ამიტომ ორივე ნახევარსფერო დაახლოებით ერთსა და იმავე რაოდენობის სინათლეს ირეკლავდა.

    NASA-ს ლენგლის კვლევითი ცენტრის მთავარმა მეცნიერმა, ნორმან ლობმა, აღნიშნა, რომ მეცნიერები ყოველთვის აკვირდებოდნენ მონაცემებში ამ სიმეტრიას, მაგრამ არასდროს ჰქონიათ დამაჯერებელი თეორია მის ასახსნელად. მისი გუნდის მიერ CERES პროგრამის 24-წლიანი თანამგზავრული მონაცემების ანალიზმა, რომელსაც NASA და NOAA 2000 წლიდან ატარებენ, აჩვენა, რომ ბალანსი საბოლოოდ დაირღვა. სტატიაში ნათქვამია:

    „ორივე ნახევარსფერო ქრება, მაგრამ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს ბევრად უფრო სწრაფად ხდება. ეს ცვლილება ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომ ნახევარსფეროს სიმეტრია დედამიწის კლიმატის თანდაყოლილი მახასიათებელია. ლოები და მისი კოლეგები თვლიან, რომ ეს ცვლილებები განპირობებულია ფაქტორების კომბინაციით: კლიმატის ცვლილებით, აეროზოლური დაბინძურების შემცირებით და მნიშვნელოვანი სტიქიური მოვლენებით, რაც საბოლოოდ 2029 წელს რუსეთისთვის ახალი მარშრუტის გაჩენას გამოიწვევს.“

    აღსანიშნავია, რომ მაღალი ამრეკლავი ყინულისა და თოვლის დნობა ჩრდილოეთით ამცირებს ალბედოს, რადგან მყინვარები და ყინულის საფარი უკან იხევს. ამასობაში, აეროზოლის შესახებ მკაცრმა რეგულაციებმა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდი ნაწილის ცა გაწმინდა, რამაც შეამცირა ღრუბლის საფარი და ამრეკლავი უნარი. თუმცა, სამხრეთში ბოლო დროს მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა ცა დროებით გაანათა.

    2019-2020 წლებში ავსტრალიაში გაჩენილი ტყის ხანძრებისა და 2021-2022 წლებში ჰუნგა-ტონგას ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ატმოსფეროში დიდი რაოდენობით აეროზოლები გამოიყო, რამაც ამრეკლავი ღრუბლები შექმნა, რამაც ნაწილობრივ კომპენსირება გაუწია სხვაგან დაფიქსირებულ დაბნელებას.

  • რას წერს ვერაზე მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში – ნიკა ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა

    რას წერს ვერაზე მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში – ნიკა ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა

    ხორავას ქუჩაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა.

    ნიკოლოზის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში ნიკოლოზის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

    “პირველი დაბადების დღე უშენოდ, დე…ამ ღიმილის გამო, დე??!! 18 წელი… გილოცავ, ჩემო სიამაყე”.

    შეგახსენებთ, ვერაზე მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა, 43 წლის ნიკა კაპანაძემ გასროლა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიჭრა, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

    44-1785575279.png

  • სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ

    სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ

    სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ. გარდაიცვალილია გოჩა არველაძე. სამწუხარო ინფორმაციას სამტრედიის ოფიციალური ჯგუფუ ავრცელებს.

    ,,სამტრედიელების ოფიციალური ჯგუფის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს , გოჩა არველაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

    ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებთ ყველას, ვისაც მისი დაკარგვა გულთან ახლოს მიაქვს. ვუსურვებთ ოჯახს ძალასა და გამძლეობას ამ უდიდესი ტკივილის გადასატანად.

    ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.”  -ნათქვამია გავრცელებულს ინფორმაციაში.

  • სიახლე, რომელიც სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან იქნება

    სიახლე, რომელიც სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან იქნება

    2026 -2027 სასწავლო წელს, მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივიბადე სკოლებს უკვე დაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა.

    დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მე-8 კლასისა, ქიმიის საგნის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.

    ამასთან, დაწყებით საფეხურზე გაზრდილია ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის სწავლება.

    კიდევ ერთი სიახლე შეეხება მე-10 კლასში ისტორიის სწავლებას, დაგეგმილი ცვლილებით, მსოფლიო ისტორიის სწავლება ამოღებულია ისტორიის საგნიდან და მე- 10 კლასიდან შეისწავლება მხოლოდ საქართველოს ისტორია.

  • პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    აქტიური და პროდუქტიული დღეა. შესაძლოა, სამსახურში ან პირად საქმეში საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებ.

    კურო
    დღე ფინანსურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და სამომავლო გეგმების გადასახედად.

    ტყუპები
    კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარე იქნება. ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი საუბარი სასარგებლო შედეგს მოგიტანს.

    კირჩხიბი
    საკუთარ ემოციებს მოუსმინე და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღო. დასვენება და ენერგიის აღდგენა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ლომი
    შენი სეზონია და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად და საკუთარი იდეების წარმოსაჩენად.

    ქალწული
    შესაძლოა, განმარტოების სურვილი გაგიჩნდეს. კარგი დროა დაგეგმვისა და დიდი ხნის გადადებული საქმეების დასასრულებლად.

    სასწორი
    მეგობრებთან ან კოლეგებთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება. გუნდური მუშაობა საუკეთესო შედეგს მოგიტანს.

    მორიელი
    კარიერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლე არ არის გამორიცხული. თავდაჯერებულობა და მოთმინება სასურველ შედეგამდე მიგიყვანს.

    მშვილდოსანი
    კარგი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან ახალი გამოცდილების მისაღებად. იყავი გახსნილი ახალი შესაძლებლობების მიმართ.

    თხის რქა
    ფინანსურ და პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხს მოაგვარებს. მოერიდე ზედმეტ რისკს.

    მერწყული
    ურთიერთობები დღის მთავარი თემა იქნება. პარტნიორთან ან ახლობელ ადამიანთან გულწრფელი დიალოგი დადებით შედეგს მოგიტანს.

    თევზებიყურადღება მიაქციე ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ რუტინას. მცირე ცვლილებებიც კი დადებითად აისახება შენს განწყობასა და ენერგიაზე.