Author: tea

  • 🔻”მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა” – გორში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻”მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა” – გორში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას – მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს – “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

    “კვირის პალიტრა” ანა ბერიანიძის ბიძაშვილს, ირმა ამბარდნიშვილის ესაუბრა.

    “როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით გაასამართლო ადამიანების სიცოცხლის მომსპობი? ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა. მთვრალი რომ ჯდები საჭესთან, მკვლელი ხარ, რად უნდა ამას ლაპარაკი?! სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა გამოუტანონ. ორი ადამიანი შეიწირა და დანარჩენებიც დაგვხოცა. მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა. ანა იქვე გარდაიცვალა, იმიტომ რომ მანქანამ დაარტყა და მერე ზედ გადაუარა. მთლად დაჩეჩქვილია, ხელ-ფეხი აღარ აქვს, ყველაფერი დაკეპილი აქვს… მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო. მართას ტვინი ჰქონდა გასხმული, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არისო, თქვეს, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

    გორში კონცერტი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქალაქი იქ ყოფილა. თვითმხილველებიც შოკში იყვნენ. ერთს ტანსაცმელი გაუხდია და ისე დარბოდაო, მეორესაც რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში და ტვინი რომ გადმოდიოდა, თურმე თავზე აჭერდა ხელს… შოკურ მდგომარეობაში ყოფილა და ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს…

    არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა და ღმერთმა ქნას, თავს არაფერი აუტეხოს. ლიზა ოთხ ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის იაპონურად, უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა სწავლა. ანას მეუღლე უპატიოსნესი მშრომელი ბიჭია. დაიქცა მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი. მკვლელს რანაირი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეს, არ არსებობს, ვერ გამოძვრება” – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. განაგრძეთ კითხვა>>>

  • “სასტუმროს ადმინისტრაციამ საერთოდ ვერ დაგვიცვა თავდასხმისგან, ბოდიშიც არ მოუხდია” – თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის, ალიონა ნესტერიუკის პირველი კომენტარი

    “სასტუმროს ადმინისტრაციამ საერთოდ ვერ დაგვიცვა თავდასხმისგან, ბოდიშიც არ მოუხდია” – თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის, ალიონა ნესტერიუკის პირველი კომენტარი

    სოციალურ ქსელში თელავში, ქროწილში, ინციდენტში მონაწილე ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კის ვიდეოინტერვიუ ვწრცელდება.

    ვიდეოს რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­ი მა­მუ­კა ფი­ფი­ა აქვეყნებს.

    “საქართველოში დაახლოებით მერვედ ვარ. ეს ნამდვილად არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. აქამდეც ვყოფილვარ და 5 წლის წინაც. მსგავსი პრობლემები არასდროს მქონია. ზოგადად, არც ვარ პრობლემური ადამიანი. სიტუაცია, რაც შეიქმნა, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა.

    არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყეთ. ის, რასაც ინტერნეტში წერენ, არ გაგვიკეთებია – ვენ იქ არა­ფე­რი გა­დაგ­ვის­ხამს, ვედ­რო­თი წყა­ლი არ დაგ­ვიღ­ვრია და ა.შ ჩვენ მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედით, 5 გოგო ვიყავით. მხოლოდ გოგოები, კაცები არ ყოფილან. ამავდროულად, მეორე მხარე დღესასწაულს, ქორწილს აღნიშნავდა.

    ნო­მერ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 20:11 ან 20:15 საათზე შე­ვე­დით. გვქონ­და შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლი, გავ­ხსე­ნით, შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა წვე­თე­ბი მოხ­ვდა, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ. პრინ­ციპ­ში, იქ სა­ხუ­რა­ვიც გვქონ­და და ჩვე­ნი ად­გი­ლია აი­ვა­ნი. ჩვენ არ­სად გავ­დი­ო­დით. ანუ, ჩვენ მხო­ლოდ ფან­ჯრი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დით. და ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ორ მხა­რეს შო­რის რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და.

    შესაძლოა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მაგრამ ცალსახად, 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ მოქცეულან. ისინი არ იგინებოდნენ და არ ჩხუბობდნენ. პირველად ჩხუბი მეორე მხარემ დაიწყო. ეს მათ ვიდეოზეც კი ჩანს.

    მე საერთოდ ოთახში ვიყავი. როცა ეს სიტუაცია მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად დავდექი, რადგან ის ოთახში შემოიჭრა… გოგოებმ

    კარი გააღეს და არც კი შეუხედავთ, ვინ მოდიოდა. ეგონათ, რომ მენეჯერი იყო, რადგან მენეჯერი მანამდე უკვე იყო ჩვენთან შემოსული ერთხელ. სხვათა შორის, ჩვენ ვთხოვეთ მას კონფლიქტის მოგვარება. ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. დახმარება ვითხოვეთ, რადგან შექმნილი ვითარება ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც სრული პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, თანაც არა პირველად, და ვიცით აქ როგორ უნდა მოვიქცეთ.

    მეორე მხარე ძალიან აგრესიული იყო. როცა ის ადამიანი ოთახში შემოიჭრა, ვიდეოც არსებობს, ჩვენც გვაქვს სრული ვიდეომასალა, არაადეკვატური იყო და დიახ, ყველას შეგვეშინდა.

    არ ვფიქრობ, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა ხელი შეუწყო. უფრო მეტიც, მათ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, გვეუბნებოდნენ: “ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ”, “პირდაპირ ქუჩაში არ გამოხვიდეთ”. ყვიროდნენ: “ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ, შებრუნდით უკან ოთახში.

    რაც ჩვენ მიმართაც არასწორია, რადგან ჩვენც სტუმრები ვართ. ისეთივე თანაბარუფლებიანი ვართ, როგორც ისინი, ვინც ქორწილს აღნიშნავდა. სასტუმრომ საერთოდ არ დაგვიცვა ამ თავდასხმისგან. ბოდიშიც კი არ მოუხდია და არ გაუკეთებია ის ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო კონფლიქტის მოსაგვარებლად.

    ჩემი გამოკითხვა რამდენიმე საათით ადრე მოხდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს ადვოკატს ველოდებოდი. პოლიციამ მხოლოდ 24 საათის შემდეგ, მეორე დღეს დამკითხა.

    პოლიციის მხრიდან ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. პირიქით, შეეცადნენ, რომ ნორმალურად და მშვიდად აეხსნათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა მოხდებოდა შემდეგ. მთხოვეს ვყოფილიყავი აბსოლუტურად გულწრფელი” – ამბობს ვიდეოში ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა.

    ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა.

    დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  • 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ენერგიული დღეა. მნიშვნელოვანი საქმეები დილით დაგეგმეთ, საღამოს კი დასვენებას დაუთმეთ დრო.

    კურო

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ახლობლებთან გულწრფელი საუბარი სასარგებლო იქნება.

    ტყუპები

    ახალი იდეები წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

    კირჩხიბი

    ემოციების მართვა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოჯახური საქმეები დადებითად განვითარდება.

    ლომი

    ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გამოიყენეთ ეს შანსი საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

    ქალწული

    დეტალებზე კონცენტრაცია წარმატების გასაღებია. სამუშაოში მოთმინება შედეგს მოგიტანთ.

    სასწორი

    კარგი დღეა პარტნიორული ურთიერთობებისთვის. კომპრომისი საუკეთესო გამოსავალი იქნება.

    მორიელი

    ინტუიციას ენდეთ. მოულოდნელი შესაძლებლობა შეიძლება თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალდეს.

    მშვილდოსანი

    აქტიურობა და ოპტიმიზმი წარმატებას მოგიტანთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო პერსპექტივებს გააჩენს.

    თხის რქა

    მიზნებზე კონცენტრირდით და ზედმეტ პასუხისმგებლობებს ნუ აიღებთ. საღამო დასვენებისთვის გამოიყენეთ.

    მერწყული

    შემოქმედებითი იდეები მხარდაჭერას მიიღებს. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

    თევზები

    საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ. სიმშვიდე და მოთმინება დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

  • სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

    სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

    "ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რა ხდებოდა სინამდვილეში" - ვრცელდება კადრები თელავიდან, რომელიც ქორწილში მომხდარ ინციდენტს ასახავს

    სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი.

    კად­რებს ქორ­წილ­ში მყო­ფი პირი აქ­ვეყ­ნებს.

    “გა­და­ა­ზი­ა­რეთ!

    ალ­ბათ, ყვე­ლამ ნა­ხეთ გუ­შინ­დე­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი სი­მარ­თლე კადრს მიღ­მა დარ­ჩა.

    ამ ვი­დე­ო­ში კი ნათ­ლად ჩანს, რა ხდე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლე­ში: რო­გორ ყვი­რი­ან ზე­მო­დან არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბი, რო­გორ აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას სუფ­რის წევ­რებს და ცდი­ლო­ბენ ქორ­წი­ლის ჩაშ­ლას. ​

    სა­ნამ ეს ბიჭი მათ­თან ავი­დო­და, მათ აპა­რა­ტუ­რას ალ­კოჰო­ლი გა­და­ას­ხეს და ქვე­მოთ მყოფ ხალ­ხს აფურ­თხებ­დნენ.

    პატ­რუ­ლი უკვე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ის და­სამ­შვი­დებ­ლად ასულ ბიჭს თა­ვად­ვე და­ესხნენ თავს ფი­ზი­კუ­რად (ყელ­ში ეძ­გერ­ნენ და მკერ­დში ჩა­არ­ტყეს). ბი­ჭის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ თავ­დაც­ვა აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში!” – წერს თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში ინ­ცი­დენ­ტის შემ­სწრე პირი და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

    • ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნავს, რომ თე­ლავ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სას­ტუმ­რო­ში დამ­სვე­ნე­ბელ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სას­ტუმ­როს ნომ­რის აივ­ნი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ქორ­წილ­ში მყოფ პი­რებს და წყა­ლი და­ას­ხეს აპა­რა­ტუ­რას, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალს. და­შა­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.
  • დედოფლისწყაროში მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

    დედოფლისწყაროში მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

    ქალაქ დედოფლისწყაროში კორპუსის მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა – შემთხვევა დღეს დილით, ჰერეთის ქუჩაზე მოხდა.

    მცირეწლოვანი პოლიტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

    არსებული ინფორმაციით, საჭირო გახდა თავის არეში სპეციალიზებული კვლევის ჩატარება, რის გამოც ბავშვი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

    შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

  • „არ შემეძლო ეს არ დამეწერა…“ 😱😱 რა მოხდა დაკრძალვის დღეს იხილეთ კომენტარში 👇👇👇

    „არ შემეძლო ეს არ დამეწერა…“ 😱😱 რა მოხდა დაკრძალვის დღეს იხილეთ კომენტარში 👇👇👇

    გორში ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილების ნათესავი, ირმა ამბარდნიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ტაძარში გამოსვენებისას სასულიერო პირმა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ხმამაღალი გლოვა და დატირება აუკრძალა.

    “დღეს ჩემი ანა და მარ­თა მი­წას მი­ვა­ბა­რეთ… მად­ლო­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნად­გო­მის­თვის, მაგ­რამ რომ არ და­მე­წე­რა, ბოღ­მის­გან ვიხ­რჩო­ბი…

    სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ვას­ვე­ნეთ ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი… რა თქმა უნდა, დედა შვილს, შვი­ლიშ­ვილს დას­ტი­რის და აჩუ­მებს… რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში არ იყო და­ტი­რე­ბა ტაძ­რებ­ში, მა­ინ­ტე­რე­სებს. ერეკ­ლე მე­ფეს დას­ტი­როდ­ნენ მარ­ტო სვე­ტი­ცხო­ველ­ში? სა­ი­დან ხართ ეს ამ­დე­ნი შტე­რი და თავ­ხე­დი ანა­ფო­რი­ა­ნი? ვაჟა- ფშა­ვე­ლა არ და­ი­ტი­რეს თუ და­ტი­რე­ბაც აგ­ვიკ­რძა­ლეთ?

    წყევ­ლა მა­წყე­ვა­რი­სა აივ­ლი­და და ჩა­ივ­ლი­და! იმას თა­ვის უბე­დუ­რე­ბაც ეყო­ფა, ვლო­ცუ­ლო­ბო მისი სუ­ლის­თვი­სო – შოკი მი­ვი­ღე, მკვლე­ლის­თვის ლო­ცუ­ლობს? ხატ­ზე გა­და­ცე­მა რომ იყო არა თუ დამ­ნა­შა­ვის, არა­მედ მთე­ლი გვა­რის, ლენ­ჩო მღვდე­ლო, უწიგ­ნუ­რო პირ­ვე­ლად გა­ი­გე? ქარ­თუ­ლი კინო მა­ინც არ გი­ნა­ხავს თუ წიგ­ნე­ბი არ წა­გი­კი­თხავს? ლო­მი­სის ხატს რომ გა­დას­ცეს გვა­რი და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გო­გოს მო­ტა­ცე­ბის გამო, დღემ­დე არ გა­მომ­დის მეხ­სი­ე­რე­ბი­დან და მთას არ ამო­უ­ღია ხმა! გვარს არ უშ­ვებ­დნენ ლო­მი­სა­ში ხალ­ხო, გვარს! საკ­ლავს არ აკ­ვლე­ი­ნებ­დნენ და სან­თელს არ ან­თე­ბი­ნებ­დნენ! აი, ის იყო ეკ­ლე­სი­აც, დე­კა­ნო­ზიც და ადათ – წე­სიც!

    დღეს სა­ერ­თოდ წირ­ვა ჩემი ჭკუ­ის და­რი­გე­ბას უძღვნა! ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პოს­ტე­ბის წე­რას! სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ებს! ეტყო­ბა, რეზო ელი­ბა­რაშ­ვი­ლის ფუ­ლებს იჩხრი­ა­ლებ­და ცოდ­ვე­ბის მო­სა­ნა­ნი­ე­ბელს!

    მღვდე­ლი რომ ხარ, დიახ, ყვე­ლას უნდა მო­უ­წო­დო, რომ არ შერ­ჩე­ბა სხვი­სი ოჯა­ხე­ბის გამ­წა­რე­ბა და შა­ვებ­ში ჩაც­მულ დე­დას, გამ­წა­რე­ბულს არ უნდა გა­უ­ბე­დო, არ და­ი­ტი­რო შვი­ლიო და არც არა­ვინ იწყევ­ლე­ბო­და იქ!

    ჩემი სა­ბერ­ძნე­თი­დან ჩა­მო­სულ დე­ი­დაშ­ვილს, დი­მიტ­რის მი­ვუბ­რუნ­დი და ვუ­თხა­რი – დი­მიტ­რი, მე რომ მოვ­კვდე­ბი, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ რომ სვე­ტი­ცხო­ველ­ში მო­ი­თხო­ვოს ჩემი დას­ვე­ნე­ბა, არ და­მას­ვე­ნო მეთ­ქი! – გა­რეთ გა­მო­ვე­დი…

    მე ვერ გა­ვა­ცო­ცხლებ ანას და მარ­თას, მაგ­რამ გა­მო­დი ეკ­ლე­სია და შენ და­წყევ­ლე! ხატ­ზე გა­და­ე­ცი მთვრა­ლი და ნარ­კო­მა­ნი მძღო­ლი და ნუ შე­უნ­დობ შე­სა­წი­რის გამო ცოდ­ვებს! შენ აღ­კვე­თე ეს უსა­მარ­თლო­ბა 500 ადა­მი­ა­ნი რომ მოკ­ვდა, გა­სულ წელს და მათ შო­რის 28 ბავ­შვი!

    მე ვიბ­რძო­ლებ, რომ ჩემი მარ­თა ბოლო ბავ­შვი იყოს მკვდა­რი ლოთი, ნარ­კო­მა­ნი, თავ­ში ავარ­დნი­ლი გო­ი­მე­ბის გამო! ყვე­ლამ თავ-პირ­ში უნდა გირ­ტყათ. ვინც დრიფ­ტა­ობთ და სოფ­ლებ­ში ხალ­ხი თა­ვი­სი სახ­ლის კარ­თან ვერ დამ­ჯდა­რა თქვე­ნი ში­შით!

    ხა­მე­ბო და არას­წო­რო ხალ­ხო!” – წერს ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლი.

    ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. კლინიკაში კი მოგვიანებით ბავშვიც გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა დააკავეს მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • “გადმოასხეს ჯერ ღვინო მერე შარდი ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს…”

    “გადმოასხეს ჯერ ღვინო მერე შარდი ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს…”

    🔻💬 ,,კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო ავარდა ერთი ბიჭი, სავარაუდოდ მთვრალი, დაარტყა რუს ქალს ეს ქალები ამბობენ ახლა რუსულად ლაპარაკის გამო იძალადაო და ვიდეოს კომენტარებში რუსები თაგავენ კახა კალაძეს გვიშველეო არ ვამართლებ იმ ბიჭს, არ შეიძლება ქალის ცემა, რაც არ უნდა დააშავოს. უბრალოდ კახა მაინტერესებს რას იზამს.” – წერს ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში.
    🔻💬 „ეს გენოციდი უკვე მომბეზრდა. რატომ აქვს ვინმეს უფლება, სხვა ადამიანი საკუთარი ენის გამო აწამოს? “- წერს ინციდენტის მონაწილე ქალი და არგუმენტად იშველიებს, რომ თავად უკრაინაში დაიბადა, მაგრამ რუსეთში ცხოვრობს და ამავე ენაზე საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ მასთან ერთად უკრაინელი ქალები იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე რუსულად საუბრობენ და დაბადების დღის აღსანიშნავად ყველანი აქ, საქართველოში შეიკრიბნენ.
    🔻 ამავე ქალის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენებები პოლიციის განყოფილებაში უკვე მისცეს, მთავარი დეტალებს შსს-სთან არკვევს.
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები ელოდება

    ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები ელოდება

    9 ივლისს ვენერა ქალწულის ნიშანში გადავიდა. ამ პლანეტას ასტროლოგიაში სიყვარულის, ჰარმონიის, ფინანსებისა და შემოქმედების სიმბოლოდ მიიჩნევენ. ეს პოზიცია თითქმის ერთ თვეს გაგრძელდება. აღნიშნულმა ტრანზიტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს როგორც პირად ცხოვრებაზე, ისე სამსახურზე, ფულსა და ახალ შესაძლებლობებზე.

    ვის მოუტანს ვენერა ყველაზე დიდ წარმატებას
    ამ ტრანზიტის ყველაზე პოზიტიურ გავლენას შემდეგი ნიშნები იგრძნობენ:

    კურო,
    თხის რქა,
    კირჩხიბი,
    მორიელი.
    ასტროლოგების აზრით, სწორედ ამ ნიშნების წარმომადგენლებს მოუტანს უახლოესი კვირები წარმატებულ შანსებს ფინანსებში, სამსახურში, შემოქმედებასა და პარტნიორულ ურთიერთობებში…ვრცლად