Author: tea

  • დიდი ტრაგედია – ცნობილი ფეხბურთელი ავარიის შედეგად დაიღუპა

    დიდი ტრაგედია – ცნობილი ფეხბურთელი ავარიის შედეგად დაიღუპა

    ავსტრიაში მატარებლის და ავტომობილის შეჯახების შედეგად ყოფილი ავსტრიელი ფეხბურთელი, მეკარე, 48 წლის ალექსანდრე მანინგერი დაიღუპა. ავტოავარია ნუსდორფ-ამ-ჰაუნსბერგის რაიონში მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

    მანქანასთან შეჯახება სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. ავარიის შემდეგ მატარებელმა ავტომობილი რამდენიმე მეტრი ათრია. ადგილზე მაშველები ოპერატიულად მივიდნენ და მათ ყოფილი ფეხბურთელის რეანიმაცია სცადეს, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. ავარიის დროს მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან. მანინგერი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის წამყვან კლუბებში ასპარეზობდა. ის 1990-იანი წლების ბოლოს ლონდონის „არსენალის“ კარს იცავდა, რა დროსაც გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო. ასევე მანინგერი იტალიური კლუბების, „ფიორენტინის“, „ტორინოს“, „ბოლონიის“, „სიენას“ და „იუვენტუსის“ კარსაც იცავდა. ავსტრიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 33 მატჩი ჩაატარა.

  • არ გაბედოთ ხორცის ასე მოხარშვა თუ… – ეს ყველამ უნდა იცოდეს! რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი – საიდუმლო, რომელიც ბევრმა არ იცის! გთხოვთ გააზიაროთ რათა ყველამ გაიგოს

    არ გაბედოთ ხორცის ასე მოხარშვა თუ… – ეს ყველამ უნდა იცოდეს! რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი – საიდუმლო, რომელიც ბევრმა არ იცის! გთხოვთ გააზიაროთ რათა ყველამ გაიგოს

    ჩვეულებრივ, ხორცს მოსახარშად ცივ წყალს ვასხამთ, ველოდებით მის წამოდუღებას და ვიწყებთ ქაფის მოშორებას. ყველა დიასახლისი დარწმუნებულია იმაში, რომ ქაფის მოდხა აუცილებელი პროცესია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავავიწყდეს. მაგრამ ცოტამ თუ იცის სინამდვილეში რას წარმოადგენს ხორცის ხარშვის დროს წარმოქმნილი ქაფი.

    ქაფი მხოლოდ და მხოლოდ აჭრილი ცილაა – ხორცის ცივ წყალში გაცხელებისას ცილების ნაწილი და მინერალური მარილები წყალში გადადის. ხოლო თუ ხორცს პირდაპირ მდუღარე წყალში მოვათავსებთ, აღნიშნული ცილები და მინერალები ხორცშივე დარჩება.
    image

    ასე რომ, თუ მხოლოდ ხორცს ხარშავთ და ბულიონი არ გჭირდებათ, მოათავსეთ ხორცი თავიდანვე მდუღარეში. ხოლო თუ კარგი ბულიონის მიღება გსურთ, ხორცს ცივი წყალი დაასხით და ისე მოხარშეთ.

    თავად ქაფს გააჩნია საკვები ღრებულება და გარკვეულწილად სასარგებლოცაა. იმისათვის, რომ ქაფი ზედაპირზე აღარ ამოვიდეს, ჩააგდეთ ხარშვისას ქვაბში ერთი თავი ხახვი – ცილა აიჭრება და ქაფი აღარ ამოვა.

    ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქაფი შეიძლება იყოს თეთრი (ის, რაზეც ზემოთ იყო საუბარი) და მუქი. მუქი ფერის ქაფში სისხლია შერეული და ღირს თუ არა მისი მოხდა თქვენი გადასაწყვეტია.

     

    image

    რამდენიმე რჩევა ბულიონის მომზადებისთვის:

    1. თუ ხორცს მაღალ ცეცხლზე მოვხარშავთ, იგი უფრო გემრიელი იქნება,
    ხოლო თუ დაბალ ცეცხლზე მოიხარშება, ბულიონი უფრო გემრიელი გამოვა.

    2. ხორცის ბულიონში მარილის დამატება უნდა მოხდეს ხორცის მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე; თევზის ბულიონში – ხარშვის დასაწყისში, ხოლო ბოსტნეულის ბულიონში – მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

    3. თუ ქაფი ბულიონში ფსკერზე დავიდა, საჭიროა ერთი ჭიქა ცივი წყალი დავამატოთ – ქაფი ზემოთ ამოვა და ამის შემდეგ შევძლებთ მის მოხდას.

    4. ხორცის ბულიონის საგემოვნო თვისებები უმჯობესდება, თუ ხარშვის ბოლოსკენ ნიორს დავამატებთ.

    5. ბულიონს სასიამოვნო ფერს მისცემს და გააუმჯობესებს თუ მას ხახვის ფურცლების
    ნახარშს დავამატებთ.

  • პენსიის გაცემის პროცესი შეიცვალა – რა შემთხვევაში შეგიჩერდებათ პენსიის დარიცხვა

    პენსიის გაცემის პროცესი შეიცვალა – რა შემთხვევაში შეგიჩერდებათ პენსიის დარიცხვა

    ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა.

    „ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.

    ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • მარნეულში, სკოლაში თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა მოსწავლე საკანცელარიო დანით დააზიანა

    მარნეულში, სკოლაში თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა მოსწავლე საკანცელარიო დანით დააზიანა

    მარნეულში, №4 საჯარო სკოლაში სკოლაში თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა მოსწავლე შემთხვევით, საკანცელარიო დანით დააზიანა.

    დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

  • ვინ იყიდა ლიბერთი ბანკი და რა ცვლილებები იქნება .

    ვინ იყიდა ლიბერთი ბანკი და რა ცვლილებები იქნება .

    ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი შეიძინა | ინფორმაციას BMG ავრცელებს. მათი ცნობით, ბაზისბანკმა რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობა მიიღო და ის ლიბერთი ბანკის 95.99%-ის მფლობელი გახდა.

    ბანკის ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი ოფიციალურად 2025 წელს გამოთქვა. რუხაძემ მიმდინარე წლის თებერვალში, ბრიტანული სანქციების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გაყიდა “ოცნების” პროპაგანდისტული “ტვ იმედიც”.

    წერს მთავარი

    „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი “ბაზისბანკის” გენერალური დირექტორი დავით ცაავა იქნება. ახალი მფლობელების განმარტებით, მომხმარებლებისთვის ორივე ბანკის ფუნქციონირება შეუფერხებლად გრძელდება.

    ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად მიიჩნევა, სამთავრობო ტელეკომპანია “იმედი” დიდი ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებამდე რამდენიმე დღით ადრე, თებერვალში, გაყიდა. აქედან მალევე ცნობილი გახდა, რომ უარი თქვა ლიბერთი ბანკზეც.

    „ლიბერთი ბანკის“ შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა, ამაზე მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდა – თავად რუხაძემაც მალევე დაადასტურა:

    „მთავარი, ვინც განიხილება არის ბაზისბანკი, მაგრამ შეიძლება ეს პროცესი სხვანაირად წავიდეს, ვიღაც სხვა გაჩნდეს ან საერთოდ უარი ვთქვათ გაყიდვაზე, როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ“ – უთხრა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა გასული წლის ივნისში.

    „ლიბერთი ბანკის“ შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა ვარაუდი, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედის“ იმ დროისთვის მფლობელი – ირაკლი რუხაძე – მოსალოდნელი სანქციებისგან თავის გადარჩენას ცდილობდა. 2025 წლის 5 ივნისს რუხაძე ამბობდა, რომ ლიბერთი ბანკის შესაძლო გაყიდვას კავშრი არ აქვს სანქციებთან:

    “ჩვენი ყველა კომპანია იყიდება და მეტსაც გეტყვით, ცოტა ხანში იმედია გამოვაცხადებთ, რომ რაღაც ახალს ვყიდულობთ საქართველოში. ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სანქციებთან. სანქციებზე ეს რაღაც ვითომ საფრთხე არსებობს დიდი ხანია და ჩვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი ვართ და ვიცით, როგორ მოვემზადოთ ამ საფრთხისთვის”. – თქვა რუხაძემ.

    „ლიბერთი ბანკი“ მრავალი წელია ფლობს მონოპოლიას პენსიების გაცემაზე, შესაბამისად  მხოლოდ მას შეუძლია პენსიით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა – ქართველი პენსიონერები წინასწარ იღებენ რამდენიმე თვის პენსიას, ამაში კი „ლიბერთი ბანკი“ მაღალ პროცენტს მოითხოვს, შესაბამისად დიდი მოგებაც რჩება.

    რაც შეეხება „ბაზისბანკს“: „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია. “ბაზისბანკი” ბოლოს 2022 წელს გამსხვილდა, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები VTB ბანკს შეეხო, რომელსაც შვილობილი ბანკი საქართველოშიც ჰქონდა. სწორედ ბაზისბანკმა იყიდა მაშინ VTB ბანკის აქტივები.

    წერს: ფორმულა.

  • ხვალ პარასკევს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი – ნახეთ, რომელ ნიშნებზე საუბრობს მიხეილ ცაგარელი😱😱ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

    ხვალ პარასკევს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი – ნახეთ, რომელ ნიშნებზე საუბრობს მიხეილ ცაგარელი😱😱ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

    სა­ში­ში, ე.წ. სა­ტა­ნუ­რი დღეა, ფრთხი­ლად იყა­ვით. არ წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. მო­ე­რი­დეთ ყო­ველ­გვარ ვაჭ­რო­ბას, ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ცუდი დღეა საქ­მის, საქ­მი­ა­ნო­ბის შე­საც­ვლე­ლად. მოგ­ზა­უ­რო­ბა და შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. უფრო მე­ტიც, უმ­ჯო­ბე­სია, ეს დღე შინ გა­ა­ტა­როთ. პა­სი­უ­რად და­ის­ვე­ნეთ. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ქორ­წინ­დეთ ამ დღეს, გა­და­დეთ ნიშ­ნო­ბაც. გან­ქორ­წი­ნე­ბაც კი სხვა დღეს და­ნიშ­ნეთ. არ გა­და­უს­ხათ სხვას სის­ხლი და პი­რი­ქით. ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ: სირ­ბი­ლი, ვე­ლო­სი­პე­დი, სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი. არ გა­დატ­ვირ­თოთ კუჭი. მო­ე­რი­დეთ ცხი­მი­ან საკ­ვებს.

    ვერ­ძი

    დი­ლი­დან­ვე მო­ი­ცი­ლეთ ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბი და შე­უ­დე­ქით რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. თუნ­დაც პი­რა­დი ნივ­თე­ბის, სახ­ლის და­ლა­გე­ბას, რო­მე­ლიც დღეს არა მხო­ლოდ სა­სარ­გებ­ლოა, არა­მედ აქ­ტუ­ა­ლუ­რიც.

    კურო

    შე­ამ­ცი­რეთ კო­მუ­ნი­კა­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით ონ­ლა­ინ: მი­მო­წე­რი­სას, შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვათ შეც­დო­მა, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს დაბ­ნე­უ­ლო­ბას და, შე­დე­გად, კონ­ფლიქტს, რო­მე­ლიც მალე არ მოგ­ვარ­დე­ბა.

    ტყუ­პი

    დღეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია შე­ი­კა­ვოთ ემო­ცი­ე­ბი, თუ ნე­გა­ტივს გა­აღ­ვი­ვებთ, ხვალ ინა­ნებთ თქვე­ნი სი­ტყვე­ბი­სა და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქმე­დე­ბე­ბის გამო; არ უნდა მი­იყ­ვა­ნოთ საქ­მე ღია და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე.

    კირჩხი­ბი

    ნე­ბის­მი­ე­რი პრე­ტენ­ზია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უსა­ფუძ­ვლო იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ეცა­დეთ, გულ­თან ახ­ლოს არ მი­ი­ტა­ნოთ – ხვალ ის ბო­დიშს მო­გიხ­დით.

    ლომი

    ფრთხი­ლად უნდა იყოთ სწრა­ფი და მარ­ტი­ვი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ მათ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის­გან მი­ი­ღებთ, თუმ­ცა, ახ­ლობ­ლის­გა­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე იყოს.

    ქალ­წუ­ლი

    ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცია, თუნ­დაც ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო, აკ­რძა­ლუ­ლია: თუნ­დაც მცი­რე თან­ხის და­კარ­გვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლის ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია – არ ღირს რის­კი.

    სას­წო­რი

    აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, ზედ­მეტ­მა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დი­ნოს არც თქვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

    მო­რი­ე­ლი

    პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბით კვე­ბავთ ბო­რო­ტე­ბის ძა­ლებს. უმ­ჯო­ბე­სია გა­მო­ი­ჩი­ნოთ თავ­შე­კა­ვე­ბა და არ უპა­სუ­ხოთ მათ.

    მშვილ­დო­სა­ნი

    არა­ვის გა­უ­ზი­ა­როთ ის პრო­ფე­სი­უ­ლი იდე­ე­ბი, რაც გაქვთ: დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ თქვენს ოც­ნე­ბებს სხვე­ბი მი­ი­სა­კუთ­რე­ბენ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წე­ვენ.

    თხის რქა

    ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. და ნუ გას­ცემთ და­პი­რე­ბებს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვერ შეძ­ლებთ მათ შეს­რუ­ლე­ბას და მო­ი­პო­ვებთ არა­სან­დო პარტნი­ო­რის რე­პუ­ტა­ცი­ას.

    მერ­წყუ­ლი

    უმ­ჯო­ბე­სია უარი თქვათ წარ­სუ­ლის ადა­მი­ან­თან შე­საძ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე – დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ცუდი გან­ზრახ­ვე­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა, არ მის­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა და­ან­გრი­ოს თქვე­ნი დღე და ამავდრო­უ­ლად თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა.

    თევ­ზე­ბი

    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხან­დაზ­მუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის დაც­ვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის­გან; მათ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

  • რეგულაცია, რომელიც კვების ობიექტებში ამოქმედდა – დეტალები

    რეგულაცია, რომელიც კვების ობიექტებში ამოქმედდა – დეტალები

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება

    „პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით, სამინისტრო განმარტავს:

    2026 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება; ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.

    2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება: საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის; ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

    2031 წლის პირველი თებერვლიდან აიკრძალება: პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “დაუჯერებელი სასწაულია” – წაჩხურის მონასტრის სასწაული – „ამბავი, რომელიც, შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს…“

    “დაუჯერებელი სასწაულია” – წაჩხურის მონასტრის სასწაული – „ამბავი, რომელიც, შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს…“

    „აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა!.. უშვილო წყვილებს ხელში
    ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ ტაძარში, მათი რიცხვი 10-15 ათასამდეც აღწევს.

    მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია, სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს. წირვის შემდგომ კი აკვნებს აკურთხებენ და ნაკურთხ აკვანs შინ მიაბრძანებენ, ეს უფრო ძველი
    ტრადიციული რიტუალია, აკვნების კურთხევის ტრადიცია მონასტერში XV-XVI საუკუნიდან არსებობს.

    ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში, გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო.

    ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა…

    სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია“.