Author: tea

  • ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    სოციალურ ქსელში პატარა გოგონას შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.

    „მიწამ როგორ უნდა მიგიღოს… არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ
    და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას ეცვლება ფერი.

    პატარა სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიწმინდეს ასხივებდა, დღეს ანგელოზად იქცა. ტკივილი დაგვიტოვე, რომელიც სიტყვებში ვერ ეტევა. ტკივილი, რომელიც გულში სამუდამოდ რჩება…  სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე.

    დარჩა სიჩუმე, ცრემლები და უსასრულო მონატრება. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა ანგელოზის ლამაზი სული. სიტყვები აქ უძლურია“, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

    როგორც ირკვევა, 12 წლის დიანა ცქიფურაშვილი სიმსივნით გარდაიცვალა.

  • მოსალოდნელია სეტყვა, ქარი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    მოსალოდნელია სეტყვა, ქარი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო წერს, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

    საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე 25 აპრილს გავა, ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს და მრევლს მიმართავს.

    „შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა. მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლებით, ამქვეყნად აღსრულებულ საქმეთა მიხედვით, მე-40 დღეს ხდება სულის დამკვიდრება იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება მეორედ მოსვლამდე; მეორედ მოსვლისას კი ხელახლა მოხდება საბოლოო ადგილის მიკუთვნება გარდაცვლილისთვის მის სახელზე შემდეგ აღსრულებულ სხვა სიკეთეთა გათვალისწინებით.

    ასე რომ, მე-40 დღე ფრიად მნიშვნელოვანია.

    ფაქტია, მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს.

    გარდა ლოცვისა, რა თქმა უნდა, სხვა შესაძლებლობებიც მრავალგვარია; დიდად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოყვასისათვის სიკეთის ქმნა.

    ამასთან, შეგახსენებთ ილია II-ის ერთ სურვილსაც, რომ, ღვთის სადიდებლად, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა და მას სამუდამოდ განვშორებოდით.

    თუ თითოეული ჩვენგანი ამას ჩვენი პატრიარქის სახელზეც გავაკეთებთ, წარმოიდგინეთ, უფლის რაოდენ დიდი მადლი და წყალობა მოეფინება ჩვენს ერს, როგორ გავახარებთ ამით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და როგორი დიდი შეწევნა იქნება ეს (როგორც ჩვენი, ისე) მისი სულისთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • „შედეგები საგანგაშოა…“ – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

    „შედეგები საგანგაშოა…“ – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

    ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საკვები დანამატების შესახებ წერს.

    „არის თუ არა დანამატების მიღება უსაფრთხო? საკვების დანამატების ბაზარი არცერთ ქვეყანაში არ რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისე როგორც ეს ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე ვერასდროს იქნები დარწმუნებული რომ დანამატის ეტიკეტირება ასახავს მის რეალურ შემადგენლობას ძალიან ხშირია არასწორი ეტიკეტირება ანუ – Mislabeling.

    სხვადასხვა ჩატარებულმა კვლევებმა არასწორი ეტიკეტირება დაადასტურეს.
    ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ინტერნეტით შეძენილი დანამატების 15% დაბინძურებული იყო აკრძალული ნივთიერებებით როგორებიცაა ანაბოლური სტეროიდები.
    გარკვეული რაოდენობა პროფესიონალი სპორტსმენებისა რომლებიც იღებდნენ დანამატებს, დოპინგ კონტროლის დროს აღმოჩნდნენ პოზიტიურები – მათ სისხლში ან შარდში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა.

    არასდროს ენდო დანამატის მწარმოებელს რომელიც ირწმუნება რომ ის დამოწმებულია UEFA-ს, FIFA-ს ან სხვა მსგავსი სპორტული ორგანიზაციების მხრიდან. ასეთი რამ არ არსებობს.

    იყავი ფრთხილად როდესაც ეტიკეტირება ირწმუნება რომ მას შეუძლია ენერგიის გაძლიერება, ტესტოსტერონის ბუსტირება ან სხვა. ამ შემთხვევაში ის დიდი ალბათობით შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას როგორიცაა სტეროიდი.

    მცენარეული და საკვები დანამატების გამოყენება დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანებასთან – მტკიცებულებების ხარისხი, რომლის მიხედვითაც მცენარეული და საკვები დანამატები არათუ სარგებელს იძლევა, არამედ ხშირ შემთხვევაში აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს და შესაბამისად უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

    კვლევით დადგინდა რომ ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული (chemical-induced) ღვიძლის დაზიანების 5 შემთხვევიდან 1-ში გამომწვევი სწორედ მცენარეული და საკვები დანამატები გახლდათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტებია მწვანე ჩაი, ვიტამინები და საკვები დანამატები.
    Non-steroid supplements included green tea, mixtures labeled as “Chinese herbs,” “Korean herbs,” or “Ayurvedic medications,” as well as vitamins and dietary supplements.

    https://www.medscape.com/viewarticle/869907?src=android&devicetype=android&osversion=9&appversion=6.0.1&&src=medscapeapp-android&ref=share

    FDA-ის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით 776 დანამატი რომელიც შეისწავლეს 2007-2016 წლებში, ისინი შეიცავდნენ – Sildenafil, Sibutramine, Steroids და Fluoxetine.
    პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ ქვეყანაში დანამატები არ კონტროლდება ისე ხვდება გაყიდვაში. ასევე ცალკე საკითხია ის, რომ არ არსებობს მტკიცებულება მათი ეფექტურობისა.
    A recent analysis of US Food and Drug Administration (FDA) warnings issued to manufacturers of 776 supplements from 2007 to 2016 found that they contained prescription drugs such as sildenafil, sibutramine, steroids, and fluoxetine.
    https://www.medscape.com/viewarticle/903925…

    საკვები დანამატები, რეცეპტის გარეშე გასაცემი (OTC) მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები – არაკონტროლირებადი და რისკის შემცველი.

    დღეისათვის საზოგადოებაში ძალზედ პოპულარულია სხვადასხვა სახის საკვები დანამატები, მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები, რომლებსაც მოსახლეობა სისტემატიურად მოიხმარს ხშირად რჩევით და/ან ექიმის დანიშნულებით.

    სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ბაზარზე, გაყიდვაში ისე ხვდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან რეგულაციას არ საჭიროებს, ანუ არ ხდება მათი შემოწმება.
    მაგალითად მედიცინის დონით ყველაზე მაღლა მდგომ ქვეყანაში, აშშ-ში ეს პროდუქცია არ მოწმდება FDA-ს მიერ, ის მხოლოდ გამოსცემს რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას დანამატებთან მიმართებაში – “Buyer Beware”

    შედეგები საგანგაშოა: საკვები დანამატები, ვიტამინები და მცენარეული პროდუქცია ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს.

    ასევე ძალზედ ხშირია ამ პროდუქციის არასწორი ეტიკეტირება (Mislabeling), რაც იმას ნიშნავს რომ ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს რაც ეტიკეტზე არ არის აღნიშნული.

    არასწორი ეტიკეტირება დაფიქსირდა: ჰორმონალურ პროდუქციაში – 80%; ვიტამინები – 54%; მცენარეული მედიკამენტები – 48%.
    ყველაზე ხშირად არასწორი ეტიკეტირება დადასტურდა: ბოდიბილდინგის პროდუქცია – 79%; წონის კლების პროდუქცია – 72%; ენერგეტიკები – 60%; ზოგადი ჯანმრთელობის/well- being პროდუქცია – 51%.

    2000-2001 წლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად (ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო კომისიის მიერ) ლაბორატორიულად შესწავლილ იქნა საცალო გაყიდვაში არსებული 215 ბრენდის (მწარმოებელი კომპანიის), 634 საკვები დანამატი, 14 სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც დაადასტურა რომ ნახევარზე მეტი 57% შეიცავდა ისეთ ნივთიერებებს, რომელიც არ იყო აღნიშნული ეტიკეტზე (ჰორმონებს/ სტეროიდებს, პროჰორმონებს, სტიმულანტებს და სხვა სახის აკრძალულ ნივთიერებებს).

    პროფესიონალ სპორტსმენებში სერიოზულია რისკი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდნისა, რადგან როგორც აღნიშნულია ამ პროდუქციის რეგულაცია/შემოწმება სამწუხაროდ არ ხდება, ისეთ ქვეყანაშიც კი როგორიც აშშ-ია.მრავალი ფაქტია დაფიქსირებული სპორტში როდესაც სპორტსმენი მოიხმარდა სხვადასხვა სახის საკვებ დანამატს და ის დოპინგზე ჩავარდა.შესაბამისად ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა FIFA და UEFA გამოსცემენ სპორტსმენების განათლების დონის ასამაღლებელ ბუკლეტებს.არსებული სურათი სწორედ UEFA-ს მიერ გამოცემული ბუკლეტიდან არის მოყვანილი“ – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

  • კარგი სიახლე თბილისის მერიისგან, რომელიც დღეს გახდა ცნობილი

    კარგი სიახლე თბილისის მერიისგან, რომელიც დღეს გახდა ცნობილი

    „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური საკურორტო ვაუჩერის ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდის, წელს კი 3 600 ვაუჩერს გასცემს.

    „თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის 3 600-მდე ვაუჩერს გასცემს. საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად განკუთვნილი ვაუჩერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და შესაბამისად, დასვენების შესაძლებლობა ამ საჭიროების მქონე მეტ შშმ პირს ეძლევა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური საკურორტო ვაუჩერის ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდიდა. ეს თანხა 2026 წელსაც გაიზარდა და აღნიშნული პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი გამოიყოფა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

    მისივე ინფორმაციით, საკურორტო ვაუჩერით დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული. ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, საქართველოს მთისა და ზღვის კურორტზე დასასვენებლად,  ადგილს, სასტუმროს და დროს თავად ირჩევს.

    „უახლოეს დღეებში, საკურორტო ვაუჩერების დარიგების პროცესი დაიწყება, რაც „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. ვაუჩერის მფლობელს, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღების საშუალება დედაქალაქის მერიაში ექნება. საკურორტო ვაუჩერის გამოყენების ვადა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული. ვაუჩერის მსურველთა მიერ განაცხადის გაკეთება სამი თვის განმავლობაში – 2026 წლის 8 იანვრიდან 8 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე ინფორმაციით, 2025 წელს დედაქალაქის მერიამ 3 247 საკურორტო ვაუჩერი გასცა.

  • წერეთელზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – რა ვითარება ადგილზე?

    წერეთელზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – რა ვითარება ადგილზე?

    წერეთლის გამზირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

    შემთხვევის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ,,ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • “თუ ბანანს მიირთმევთ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!” –

    “თუ ბანანს მიირთმევთ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!” –

    გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ბანანის მოყვარულებს დააინტერესებთ.

    „თუ ბანანი გიყვართ, მაშინ ეს 5 ფაქტი სწორედ რომ თქვენთვისაა.

    1. ბანანი არასდროს არ მიირთვათ გაურეცხავი. შეიძლება ახლა ვიღაცას გაეცინოს, თუმცა რაც უფრო მწიფდება ის მასზე ბაქტერიები მრავლდება. ხილის ბუზის კვერცხები შესაძლოა სახლში სხვადასხვა საგნებზე გადავიდეს. შესაბამისად სხვებმა რა დააშავეს, შენ თუ გინდა ბუზის კვერცხები მიირთვა.

    2. ბანანი არასდროს უნდა შეინახო ვაშლთან, ავოკადოსთან, პომიდორთან და ზოგადად სხვა ხილთან ერთად.3. არასდროს შეინახო ბანანი მაცივარში.4. ასევე ბანანის შენახვა არ შეიძლება პარკში, რადგან მალევე გადასაგდები გახდება.5. ბანანის ყუნწს ფოლგაში ახვევენ, რათა ბანანიდან ეთილენი სწრაფად არ გამოიდევნოს“, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე.

  • იგეგმება ცვლილებები მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით.

    იგეგმება ცვლილებები მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით.

    საქართველოში გარკვეული ნებართვების გაცემამდე, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმდება. საუბარია, იარაღის ტარების ნებართვის გაცემასა და მართვის მოწმობის აღებაზე. აღნიშნულს გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.კერძოდ, ცვლილებათა პაკეტში საუბარია, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნაზე, სადაც აღრიცხული და თავმოყრილი იქნება მონაცემები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა შესახებ.მართვის მოწმობის გაცემა უფრო გართულდება?!როგორც ცნობილია, იარაღის ტარების ნებართვის, მართვის მოწმობის უფლების მისაღებად საჭიროა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, თუმცა, კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების კუთხით არსებული მექანიზმები, მაგალითად როგორიც არის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს პოტენციური რისკების გამორიცხვას.„შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მოცემული ინფორმაცია არაზუსტი ან არასრული იყოს. ასევე, პირს ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა შეიძლება წარმოეშვას კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მიღების შემდეგ. ასეთი პირი საფრთხეს წარმოადგენს როგორც საკუთარი, ასევე, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. წარმოდგენილი ცვლილებები კი უზრუნველყოფს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს იარაღზე, სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ხელი არ მიუწვდებოდეს,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას.ცვლილების თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა სავალდებულო იქნება, აგრეთვე, შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისას, ან მართვის მოწმობის შეცვლისას ან აღდგენისას.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, ბაზის ადმინისტრირებას და მართვას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული მიზნობრიობით ექნება მასზე წვდომა.„მაგალითისთვის, ეს მიზნები შეიძლება იყოს: იარაღის ტარების ნებართვის გაცემა, სატრანსპორტო საშუალებაზე მართვის მოწმობის გაცემა. ამასთან, როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია შსს-თვის ცნობილი იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ოჯახში ხდება ძალადობა, დროებითი მოთავსების იზოლატორში ხდება გადაყვანა ან უწყებაში დასაქმების საკითხია გადასაწყვეტი,“ – აღნიშნა დარახველიძემ.აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის კომიტეტმა წარდგენილ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა. სრულად წაკითხვა..

  • რა მოხდება დედამიწაზე 2040 წელს – ნახეთ 15 წლის წინასწარმეტყველმა ბიჭმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა და მსოფლიო აალაპარაკა

    რა მოხდება დედამიწაზე 2040 წელს – ნახეთ 15 წლის წინასწარმეტყველმა ბიჭმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა და მსოფლიო აალაპარაკა

    15 წლის ბიჭი ინდოეთიდან, სახელად აბიგია ანანდი, ცნობილი გახდა თავისი საოცარი ნიჭით – ის ზუსტად წინასწარმეტყველებს მომავალს. კონკრეტულად რა ეხმარება მას, უცნობია. თვითონ ამბობს, რომ ვარსკვლავებს ელაპარაკება.ანანდმა იუთუბის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო 2023 წლის პროგნოზით, საიდანაც ირკვევა, რომ ეკოლოგიური კატაკლიზმები მალე შეუერთდება პოლიტიკურ და სოციალურ კატაკლიზმებს.წინასწარმეტყველის აზრით, სწორედ მარსი აშრობს დედამიწას. დასავლეთის ქვეყნები ისტორიაში ყველაზე უარესი პერიოდის წინაშე დგანან: „ვარსკვლავები საუბრობენ უპრეცედენტო სასურსათო კრიზისზე, რომელიც რეგიონის მაცხოვრებლებს უახლოეს 20 წელიწადში შეექმნებათ“.

    ანანდი გვირჩევს: თუ ეს მოხდება, ჯობია დატოვოთ დიდი ქალაქები და დაიწყოთ საკუთარი პროდუქციის მოყვანა.

    2023 წელს გვალვა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას დაატყდება თავს. ბევრ რეგიონში წყალი იქნება ყველაზე ძვირფასი

    რესურსი.

    ეკოლოგიური კატასტროფის კულმინაცია 2040 წელი იქნება. სწორედ მაშინ მოხდება მარსის და სატურნის შემდეგი ურთიერთქმედება, რის შედეგადაც ეს წელი პლანეტაზე ყველაზე გვალვიანი და უმოსავლო იქნება.

    თუმცა, აბიგია განმარტავს, რომ რუსეთი გვალვის კრიზისულ პერიოდს ნაკლებად მტკივნეულად გადაურჩება და ქვეყანაში მარცვლეულის დეფიციტი საერთოდ არ იქნება.

    ეკოლოგიური პრობლემების გარდა, მომავალ წელს დაიწყება ანალიზის გლობალური პროცესი – სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი.

    „სიყალბე და დეზინფორმაცია – ყველაფერი ზვავივით წამოვა. თუმცა, ხალხი აღმოაჩენს სიმართლეს. ბევრი საზოგადოება, ორგანიზაცია და გაერთიანება შეწყვეტს არსებობას, რადგან ისინი დაარსდა სიცრუეზე. ყველაფერი, რაც უარყოფით და დაბალ ვიბრაციას ასხივებს, თანდათან განადგურდება.“ – განმარტა ანანდიმ.