Blog

  • საშინელი სიკვდილის ბოლო წუთები: ნაპოვნია ვიდეოკამერები, რომელიც “ზვიგენების გამოქვაბულში” მომხდარ ტრაგედიას ნათელს მოჰფენს – “აქ ორი სცენარია…”

    საშინელი სიკვდილის ბოლო წუთები: ნაპოვნია ვიდეოკამერები, რომელიც “ზვიგენების გამოქვაბულში” მომხდარ ტრაგედიას ნათელს მოჰფენს – “აქ ორი სცენარია…”

    მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­თან მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან, სა­დაც 5 იტა­ლი­ე­ლი მყვინ­თა­ვი და­ი­ღუ­პა, მაშ­ვე­ლებ­მა მსხვერ­პლთა სხე­უ­ლებ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი (GoPro) ამო­ი­ღეს. ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კად­რე­ბის გა­შიფვ­რა სა­ბო­ლო­ოდ მოჰ­ფენს ნა­თელს იმას, თუ რა გახ­და ელი­ტა­რუ­ლი მყვინ­თა­ვე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი.

    ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში, ზვი­გე­ნე­ბით სავ­სე წყლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ურ­თუ­ლე­სი სპე­ცო­პე­რა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია – მაშ­ვე­ლებ­მა ხუ­თი­ვე იტა­ლი­ე­ლი ტუ­რის­ტის ცხე­და­რი უკვე ამო­ას­ვე­ნეს. ძებ­ნის პრო­ცეს­ში ფი­ნე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მყვინ­თა­ვე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ოკე­ა­ნის ფსკე­რი­დან ნა­პოვ­ნი კა­მე­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უკვე გა­დას­ცეს.

    ვინ არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი?

    ბოლო ეტაპ­ზე მაშ­ვე­ლებ­მა „ზვი­გე­ნე­ბის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან“ 22 წლის ჯორ­ჯია სო­მა­კა­ლი­სა და 31 წლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რის, მუ­რი­ელ ოდე­ნი­ნოს ცხედ­რე­ბი ამო­იყ­ვა­ნეს. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კი ნა­პოვ­ნი იქნა ჯორ­ჯი­ას დედა – მო­ნი­კა მონ­ტე­ფალ­კო­ნე და სა­ზღვაო ბი­ო­ლო­გი ფე­დე­რი­კო გუ­ალ­ტი­ე­რი. ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გა­მოც­დი­ლი ინ­სტრუქ­ტო­რი და კა­ტარ­ღის კა­პი­ტა­ნი ჯან­ლუ­კა ბე­ნე­დე­ტი კი პირ­ვე­ლი იყო, ვისი ცხე­და­რიც კა­ტას­ტრო­ფი­დან მა­ლე­ვე იპო­ვეს.

    რა გახ­და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი? – ახა­ლი ვერ­სია

    სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ექ­სპე­დი­ცია შე­საძ­ლოა გა­მოქ­ვა­ბუ­ლის ვიწ­რო ლა­ბი­რინ­თებ­ში წარ­მოქ­მნილ­მა მძლავ­რმა დი­ნე­ბამ ჩა­ით­რია. წყლის წნე­ვის მკვეთრმა ვარ­დნამ ერ­თგვა­რი ვა­კუ­უ­მი შექ­მნა, სა­ი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვას მყვინ­თა­ვე­ბი ამა­ოდ ცდი­ლობ­დნენ, სა­ნამ ჟანგბა­დის მა­რა­გი არ ამო­ე­წუ­რათ.

    „აქ ორი სცე­ნა­რია: ან დი­ნე­ბამ ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა ჩა­ით­რია, ან ერთ-ერთი მათ­გა­ნი აღ­მოჩ­ნდა მა­ხე­ში და და­ნარ­ჩე­ნე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას შე­ე­წირ­ნენ,“ – აცხა­დებს იტა­ლი­ის წყალ­ქვე­შა და ჰი­პერ­ბა­რი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ალ­ფონ­სო ბო­ლო­ნი­ნი.

    კი­დევ ერთი მსხვერ­პლი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის დროს

    სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის 60 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, სი­ცო­ცხლის­თვის უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ოპე­რა­ცი­ას კი­დევ ერთი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა – მალ­დი­ვის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მყვინ­თა­ვი მუ­ჰა­მედ მაჰუდ­ჰი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ე­ლებს ეძებ­და, ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლი­სას დე­კომ­პრე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით მძი­მედ გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­რი­გად, ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 6-მდე გა­ი­ზარ­და.

    „ის მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო იყო…“ – ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი და და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა

    და­ღუ­პუ­ლი მო­ნი­კას ქმარ­მა და ჯორ­ჯი­ას მა­მამ, კარ­ლო სო­მა­კალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მე­უღ­ლე დე­და­მი­წა­ზე ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მყვინ­თა­ვი იყო და შვი­ლის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე­ში არას­დროს ჩა­აგ­დებ­და: „იქ, სიღ­რმე­ში, რა­ღაც გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მოხ­და. შე­საძ­ლოა, ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა იყო, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ წე­სე­ბი არ და­ურ­ღვე­ვი­ათ“.

    მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­მის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. ირ­კვე­ვა, რომ იახ­ტას, სა­ი­და­ნაც ტუ­რის­ტე­ბი წყალ­ში და­ეშ­ვნენ, სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და 30 მეტრზე (100 ფუტი) სიღ­რმე­ში ჩას­ვლის ნე­ბარ­თვა.

    ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი კი პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, რომ ამ სიღ­რმე­ზე შე­კუმ­შუ­ლი ჰა­ე­რით დაშ­ვე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია და გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ მის­ცეს ჯგუფს ამ ექ­სპე­დი­ცი­ის უფ­ლე­ბა.

    მალე ყვე­ლა ცხე­დარს დე­და­ქა­ლაქ მა­ლე­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­დაც სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი კი მთა­ვარ პა­სუ­ხებს სწო­რედ წყალ­ქვე­შა კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ელო­დე­ბი­ან.

  • ბოლო ზარზე, მასწავლებლის ცეკვა რეპერ “ბედინას” სიმღერაზე ინტერნეტსივრცეს იპყრობს

    ბოლო ზარზე, მასწავლებლის ცეკვა რეპერ “ბედინას” სიმღერაზე ინტერნეტსივრცეს იპყრობს

    ბოლო ზარზე, მასწავლებლის ცეკვა რეპერ “ბედინას” სიმღერაზე ინტერნეტსივრცეს იპყრობს

  • ძვირადღირებული მედიკამენტები 100 პროცენტით ფინანსდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მერიიდან

    ძვირადღირებული მედიკამენტები 100 პროცენტით ფინანსდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მერიიდან

    „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მუნიციპალიტეტი მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარს გამოყოფს.

    „თბილისის მერია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამებით ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. კერძოდ, განიკურნა ადრეული სტადიის ბენეფიციართა 97 პროცენტი.

    ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამა, HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება. ამ დაავადებასთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული აღმოჩენა, რადგან ხშირად სწორედ დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა და ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანებს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული მედიკამენტები ყველა მოსარგებლეს სრულად, 100 პროცენტით უფინანსდება.

    „შესაბამისი მომსახურების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე, პროგრამაში ჩასართავად, განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან მისაღებად, საგარანტიო წერილი გაიცემა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობამ წლების განმავლობაში, აღნიშნულის გარდა, არაერთი პროგრამა განახორციელა, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.

    „ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არაერთ პროგრამასა და პროექტს ვახორციელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ფუნდამენტზე უფრო ძლიერი საყრდენი – ადამიანი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, უზრუნველყოფილი შესაბამისი მედიკამენტებით, ჰქონდეს სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა და გრძნობდეს სიცოცხლის სიხარულს. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. სწორედ ამიტომ, ვალდებულად ვთვლით, ონკოპაციენტების დაფინანსება, მათზე ზრუნვა და დახმარება, დედაქალაქის ბიუჯეტში თანხის მაქსიმალური რიცხვით ავსახოთ. ხშირ შემთხვევაში, დროულად ჩატარებული კვლევა და სწორი მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ამ პროგრამის უკან დგას არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ დგანან ადამიანები, ოჯახები და მათი სიცოცხლე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ქალი არ დარჩეს აუცილებელი მკურნალობის გარეშე ფინანსური სირთულეების გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა – რა ვითარებაა ადგილზე?

    გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა – რა ვითარებაა ადგილზე?

    გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა.

    წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    პრაიმრაიმსში“ შსს-ში უთხრეს, რომ გატარდა ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

  • “ბოლო ზარზე” გადაღებული ვიდეო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – “აკრძალეთ!”

    “ბოლო ზარზე” გადაღებული ვიდეო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – “აკრძალეთ!”

    “ბოლო ზარზე” გადაღებული ვიდეო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ვიდეოს “ფეისბუკ გვერდი” “ყველაფერი პოლიციის შესახებ” აქვეყნებს.

    89-1779280261.jpg

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

    გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

    გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა.

    წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ,,პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ გატარდა ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

  • საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები

    საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები

    Toyota-სა და Skoda-ს მარკის ავტომობილებს შორის შეჯახება მოხდა.

    პოლიციის ინფორმაციით, 4 ადამიანი – მამაკაცი, ქალი და მათი 2 შვილი – შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

    ავარიას ასევე Skoda-ს მძღოლი [მამაკაცი] ემსხვერპლა.

    მესამე ბავშვი, რომელიც Toyota-ით მგზავრობდა, საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

    დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.