Blog

  • “იყო ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი: სახ­ლის და­კარ­გვა და ქი­რით გა­დას­ვლა” – ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე თუნ­დაც იმის­თვის რაც დღეს მაქვს” – რას წერს ნოე სულაბერიძე

    “იყო ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი: სახ­ლის და­კარ­გვა და ქი­რით გა­დას­ვლა” – ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე თუნ­დაც იმის­თვის რაც დღეს მაქვს” – რას წერს ნოე სულაბერიძე

    “რა უც­ნა­უ­რია არა, მშობ­ლე­ბი რომ მი­დი­ან სიკ­ვდი­ლის შიში გიქ­რე­ბა, მეც ასე და­მე­მარ­თა, როცა ლილი წა­ვი­და… გულ­წრფე­ლად, მარ­თლა აღარ მე­ში­ნია სა­ერ­თოდ”, – ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

    “არ ვიცი ამ ბოლო დროს რა­ტომ ვარ ასე, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს ბავ­შვო­ბას ეხე­ბა მა­სევ­დი­ა­ნებს, შემ­თხვე­ვით ჩარ­თუ­ლი ფილ­მი ტე­ლე­ვი­ზორ­ში, ტი­კტოკ­ში ნა­ნა­ხი ვი­დეო წარ­სუ­ლი­დან, აღ­მო­ჩე­ნი­ლი რა­ი­მე ფო­ტო­სუ­რა­თი არ­ქი­ვი­დან და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ადა­მი­ა­ნე­ბიც კი… ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩემი ბავ­შვო­ბი­დან მო­დის.

    ჩემ­თვის, ჩემი მშობ­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბის მერე, იყო ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი: სახ­ლის და­კარ­გვა და ქი­რით გა­დას­ვლა, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი “მად­ლო­ბით” მგზავ­რო­ბე­ბი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში, ზოგ­ჯერ მეტ­როს ჟე­ტო­ნის არ­ქო­ნაც და კი­დევ ბევ­რი სხვა რამ.ვიცი, რომ ეს მარ­ტო მე არ გა­მივ­ლია…

    ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე თუნ­დაც იმის­თვის რაც დღეს მაქვს, მახ­სოვს ოც­ნე­ბად მქონ­და მან­ქა­ნა მყო­ლო­და და უბ­რა­ლოდ სა­კუ­თა­რი ბინა. ვიცი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­საც დღე­საც შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი პრობ­ლე­მა ჰქონ­დეს და ყვე­ლას გულ­წრფე­ლად სი­კე­თეს ვუ­სურ­ვებ, თუმ­ცა ეს სტა­ტუ­სი იმი­ტომ დავ­წე­რე რომ წუ­ხელ კვლავ სიზ­მა­რი ვნა­ხე, სა­დაც ისევ პა­ტა­რა ვარ და სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ვე­ლა­დაა.

    ყვე­ლა ჩემს ახ­დე­ნილ ოც­ნე­ბას გავცვლი­დი (ჩემი ოჯა­ხი არ იგუ­ლის­ხმე­ბა, რა თქმა უნდა) ერთი დღით მანდ და­მაბ­რუ­ნა და მშობ­ლებ­თან ჩა­ხუ­ტე­ბის სუნი მაგ­რძნო­ბი­ნა.

    რა უც­ნა­უ­რია არა, მშობ­ლე­ბი რომ მი­დი­ან სიკ­ვდი­ლის შიში გიქ­რე­ბა, მეც ასე და­მე­მარ­თა, როცა ლილი წა­ვი­და… გულ­წრფე­ლად, მარ­თლა აღარ მე­ში­ნია სა­ერ­თოდ.მა­ინ­ტე­რე­სებს კი­დე­ვაც იქ წარ­სდგო­მის დღე რო­გო­რი იქ­ნე­ბა, სა­დაც მგო­ნია, რომ ღმერ­თთან მი­მა­ვალ გზა­ზე შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა/მო­ნა­ნი­ე­ბი­სას, თუ ერთი კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, მხო­ლოდ ამას ვი­კი­თხავ:

    ჩემი მშობ­ლე­ბი სად არი­ან?” – წერს ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე.

  • როგორი ამინდი გველოდება მაისში – გრძელვადიანი პროგნოზი

    როგორი ამინდი გველოდება მაისში – გრძელვადიანი პროგნოზი

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე საქართველოში, მაისში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

    როგორც მისი პროგნოზიდან ვიგებთ, თბილ ამინდებს არც მაისში უნდა ველოდოთ.

    „გაზაფხულის ცივი სუნთქვა საქართველოში…

    მიმდინარე წლის გაზაფხულის ორი თვე საქართველოში თითქოსდა ზამთრის ჩრდილს ატარებდა. ტემპერატურა ნორმაზე დაბალი და მასთან ახლოს იყო, თითქოს ბუნება გვახსენებდა, რომ მისი რიტმი ყოველთვის ერთფეროვანი არ არის.

    ყველა რეგიონში ხშირი იყო ცივი ჰაერის გავრცელება, რომლის გავლენითაც ნალექები ხშირი და არათანაბრად გადანაწილებული იყო. წვიმის ხმაური თითქოსდა ბუნების მუსიკად იქცა, რომელიც ერთდროულად ამაღლებდა და ამძიმებდა ყოველდღიურობას…

    ასეთი სეზონური გადახრები საქართველოში ფიქსირდება, მაგრამ იშვიათად. ეს გაზაფხული თითქოსდა გამონაკლისი იყო, ბუნების ციკლური სიურპრიზი, რომელიც გვახსენებს, რომ კლიმატი ცოცხალი ორგანიზმივით იცვლება და გვაოცებს….

    გაზაფხულის მესამე თვე წინ არის, თუმცა მნიშვნელოვან დათბობას ჯერჯერობით არ ველოდებით, მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდეს მაისში – 2026 წლის გაზაფხული ვფიქრობ მაინც ცივად დარჩება სტატისტიკურ მონაცემებს…“, – წერს კობა ფარტენაძე.

  • 3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.

    კურო
    ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან ახალი შემოსავლის წყაროზე ფიქრისთვის. ემოციურად უფრო მშვიდი ხარ.

    ტყუპები
    კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარე იქნება. შეხვედრები, მოლაპარაკებები და ახალი კონტაქტები წარმატებით ჩაივლის. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა მნიშვნელოვანია.

    კირჩხიბი
    შეიძლება ცოტა გადაღლილობა იგრძნო. ეცადე დრო საკუთარ თავს დაუთმო. ინტუიცია გაძლიერებულია — მოუსმინე საკუთარ შინაგან ხმას.

    ლომი
    აქტიური სოციალური დღეა. მეგობრებთან ურთიერთობა ენერგიას მოგცემს. ასევე შესაძლებელია საინტერესო შეთავაზება, რომელიც მომავალში განვითარებას მოგიტანს.

    ქალწული
    სამუშაო სფეროში ყურადღება და სიზუსტე წარმატებას მოგიტანს. ხელმძღვანელობის მხრიდან შეფასება ან ახალი პასუხისმგებლობაა მოსალოდნელი.

    სასწორი
    კარგი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან ახალი მიმართულებების აღმოჩენისთვის. პოზიტიური განწყობა შენს გარშემო ადამიანებზეც გადადის.

    მორიელი
    ფინანსური და პარტნიორული საკითხები აქტიურდება. მნიშვნელოვანია დეტალებში ჩაღრმავება. ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას ემოციის ფონზე.

    მშვილდოსანი
    ურთიერთობების დღეა — როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. შესაძლებელია მნიშვნელოვანი დიალოგი, რომელიც ბევრ რამეს დაალაგებს.

    თხის რქა
    დღე დაგეგმვას და ორგანიზებას ითხოვს. ყოველდღიურ საქმეებში დისციპლინა დიდ შედეგს მოგცემს. ჯანმრთელობასაც მიაქციე ყურადღება.

    მერწყული
    შემოქმედებითი ენერგია პიკზეა. იდეალური დღეა კონტენტის შექმნისთვის (განსაკუთრებით შენთვის ). ასევე, სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი.

    თევზებიოჯახური თემები წამოიწევს წინ. კარგი დროა სახლში სიმყუდროვის შექმნისთვის ან ახლობლებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.

  • “ვერ ვიჯერებ” – ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

    “ვერ ვიჯერებ” – ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

    მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს.

    „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა….

    ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი.

    ბატონი ნუგზარის შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნების გამორჩეული მატიანეა, როგორც ახმეტელის თეატრში – ასევე: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღაში“

    მისი მრავალმხრივი ნიჭი თანაბარი სიძლიერით ვლინდებოდა როგორც სცენაზე, ისე კინოეკრანზე. ბატონმა ნუგზარმა შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი კინოპერსონაჟი, რომლებმაც მას მაყურებლის საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა.
    ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ქართული კულტურისთვის.

    სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“,- წერია სამძიმრის წერილში.

  • 😭 ეს რა ხდება

    😭 ეს რა ხდება

    გლობალური ამინდის პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი კლიმატური ფენომენის — ელ-ნინიოს — ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის მკვეთრ ცვლილებებს გამოიწვევს.

    იაპონიის მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, 70%-იანი ალბათობა არსებობს, რომ ელ-ნინიო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონზე გამოვლინდება. ჩინეთის შესაბამისი უწყებების პროგნოზით კი, ამ ფენომენის ეფექტები ქვეყანაში წლის ბოლოსთვის გახდება შესამჩნევი, თავად პროცესი კი შესაძლოა მაისიდან დაიწყოს. ამასთან, აშშ-ის კლიმატის პროგნოზის ცენტრი 61%-იან შანსს ასახელებს, რომ ელ-ნინიო მაისიდან ივლისის პერიოდში ჩამოყალიბდება.

    ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიურო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მაისიდან აგვისტომდე ხანგრძლივ ნალექებს პროგნოზირებს.

    ელ-ნინიო და ლა-ნინია წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის ერთიანი კლიმატური სისტემის საპირისპირო ფაზებია. ელ-ნინიო ხასიათდება ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილის ზედაპირული წყლების არაბუნებრივი გათბობით, რაც ატმოსფერული წნევის ცვლილებებისა და პასატური ქარების შესუსტების შედეგად ხდება. ამის გამო თბილი წყლები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება და გლობალური ამინდის სურათი მნიშვნელოვნად იცვლება.

    ლა-ნინია კი საპირისპირო პროცესია — ამ დროს პასატური ქარები ძლიერდება, თბილი წყლები დასავლეთისკენ გადაადგილდება, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ტემპერატურა ნორმაზე დაბლა ეცემა.

    მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წლის ელ-ნინიოსგან მოსალოდნელია გლობალური ტემპერატურის ზრდა და ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირება, მათ შორის ძლიერი სიცხეები და ინტენსიური ნალექები. ნალექების მატება პროგნოზირებულია სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აშშ-ის სამხრეთში, აფრიკის რქასა და ცენტრალურ აზიაში, ხოლო შედარებით მშრალი ამინდია მოსალოდნელი ავსტრალიაში, ინდონეზიასა და სამხრეთ აზიის რიგ ქვეყნებში.

    ასევე ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულში ქარიშხლების რაოდენობა გაიზრდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, თუმცა შემცირდება ატლანტის ოკეანის აუზში.

    წარსულში ელ-ნინიოს მოვლენებს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონია. მაგალითად, 2015-2016 წლების ძლიერმა ელ-ნინიომ გვალვები გამოიწვია ავსტრალიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შეასუსტა ინდური მუსონი და მნიშვნელოვნად შეამცირა სასოფლო-სამეურნეო მოსავლიანობა. 1997-1998 წლების ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა შემთხვევამ აზიაში გვალვა და ამერიკის კონტინენტზე მასშტაბური წყალდიდობები გამოიწვია.

    სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი კლიმატური პროცესები გლობალურ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რის გამოც მიმდინარე წლის პროგნოზს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

  • პარლამენტმა კანონი მიიღო – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    პარლამენტმა კანონი მიიღო – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან, უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები შეწყდება.

    ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

    კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.

    როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.

    პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შედეგად, ზედმეტად დარიცხული პენსიების შემთხვევაში, შეღავათი 1 685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი, 1 213 804 ლარია.

    ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის არის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.

    რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130 500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1 444 პირს/ოჯახს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2 653 678 ლარს შეადგენს.

  • გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

    გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

    ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ადამიანებს ერთი ნივთის შესახებ აფრთხილებს, რომელიც, მისი თქმით, წარმატებას ბლოკავს.

    „იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში. ეს არა მარტო ბლოკავს თქვენს წარმატებას, ის იწვევს შეპყრობას და დაბალვიბრაციული ენერგიების გადმოსვლას თქვენს ასტრალურ თუ ფიზიკურ სხეულზე. ასეთი არის თვალი, რომელსაც ხშირად ვკიდებთ ხოლმე შემოსასვლელში. ასევე, ეს ნივთები გვხვდება სხვადასხვა სამაჯურებსა და ყელსაბამებზე.

    ყურადღებით იყავით, ეს ნივთი არის საბუთი შეპყრობის, ენერგეტიკული დაზიანების“, – ამბობს გოგა მანია.

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი

    როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი

    2 მა­ი­სი­დან 6 მა­ი­სამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, ზო­გან ძლი­ე­რი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აქ­ვეყ­ნებს.

    მა­თი­ვე ცნო­ბით, ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა, მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა.

    მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო).

  • ყოფილი პირველი ლედი შეყვარებულია. ცნობილია ვინაა მისი რჩეული მამაკაცი.

    ყოფილი პირველი ლედი შეყვარებულია. ცნობილია ვინაა მისი რჩეული მამაკაცი.

    სად გაქ­რა სან­დრა რუ­ლოვ­სი და რა­ტომ აღარ აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში? – Ambebi.ge ამ თე­მით და­ინ­ტე­რეს­და.

    წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ რუ­ლოვ­სის იმი­ჯის შეც­ვლა მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ სი­ახ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი აქვს და თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს.

    სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებს და რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ვინ არის მისი რჩე­უ­ლი, ამა­ზე თბი­ლის­ში უკვე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, თა­ვად არ სურს ამ ეტაპ­ზე, რომ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ისა­უბ­როს.

    ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი არ არის.

    წყარო : Ambebi.ge

  • 🔴 საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    🔴 საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა – აღმოსავლეთი – 22კმ. სოფელი საღამო – 9კმ.

    მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.