Blog

  • ცხოველი, რომელიც ამ ფოტოზე პირველად დაინახეთ, თქვენს ყველა ფარულ თვისებას ფარდას ახდის

    ცხოველი, რომელიც ამ ფოტოზე პირველად დაინახეთ, თქვენს ყველა ფარულ თვისებას ფარდას ახდის

    კარგად დააკვირდით ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოს. რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? თქვენი ინსტინქტები პირდაპირაა დაკავშირებული თქვენს პიროვნებასთან. ამ საინტერესო ტესტს შეუძლია მრავალი საინტერესო ფაქტის მოთხრობა თქვენს პიროვნებაზე და შინაგან მეზე.

    რიმოელი ცხოველი დაინახეთ პირველად? 

    1. ჟირაფი

    თუ პირველ რიგში ჟირაფი დაინახეთ, თქვენ ძალიან უბრალო და თავმდაბალი ადამიანი ბრძანდებით, აზროვნებთ კარგად და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ფიქრობთ ბევრს. სხვა ადამიანების გადმოსახედიდან, მტკიცედ დგახართ მიწაზე და მშვიდ რიტმში მიუყვებით ცხოვრებას, თუმცა თქვენს ჩანაფიქრებსა და აზრებს ბოლომდე ვერავინ ჩაწვდება.

    ისახავთ საკმაოდ რთულად განსახორციელებელ მიზნებს, თუმცა დარწმუნებული ხართ თქვენს ძალებში და ზუსტად იცით, რომ საჭირო მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ.

    მარტივად შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი კარიერული თვალსაზრისით, თუმცა თქვენთვის მატერიალურ ფასეულობებზე გაცილებით მნიშვნელოვანი ღირებულებებიც არსებობს.

    ძალიან არ გიყვართ ჭორები და ჭორიკანა ადამიანები. მეგობრების არჩევის საკითხს ყოველთვის დიდი სიფრთხილით უდგებით და არასდროს იჩერებთ გვერდში ადამიანს, რომელსაც ბევრი ზიანი მოაქვს გარშემომყოფთათვის.

    2. ლომი

    თუ პირველად თქვენი ყურადღება ლომის გამოსახულებამ მიიპყრო, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მამაცი და გამბედავი ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც დაბრკოლებების არასდროს ეშინია.

    თქვენი ძალებისა და წარმატების მთავარი საიდუმლო არა ფიზიკურ და მატერიალურ მდგომარეობაში, არამედ საკუთარ თავის ღრმა რწმენიაშია. ზუსტად იცით, რომ არ არსებობს სირთულე, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გადალახავთ, რაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში გეხმარებათ.

    თქვენი, როგორც მტკიცე და ძლიერი ხასიათით გამორჩეული პიროვნების, ბევრს ეშინია, თუმცა ახლო მეგობრებმა კარგად იციან, თუ რამდენად კეთილი გული გაქვთ, რომელიც გაიძულებთ, იზრუნოთ საყვარელ ადამიანებზე და მათ გამო ხშირად გადადოთ გვერდზე საკუთარი თავიც კი.

    მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენს გულში ნამდვილი ლომი ცხოვრობს – ველური, ძლიერი, თუმცა კეთილსინდისიერი.

    3. აქლემი

    თუ ამ სურათზე პირველად აქლემი დაინახეთ, თქვენ სწორედ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც არასდროს დაყრის ფარ-ხმალს, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოთ. აქლემის მსგავსად, მშვიდად და აუღელვებლად შეგიძლიათ ყველაზე რთული გარემოებების ატანა და გამოირჩევით საოცარი შრომისმოყვარეობით.

    რაც არ უნდა ცუდად გრძნობდეთ თავს, როდესაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობთ, სახეზე ყოველთვის გულწრფელი ღიმილი გაქვთ. არასდროს აგრძნობინებთ გარშემომყოფებს, რომ ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში დიდი სირთულეების წინაშე დგახართ. ბევრი ლაპარაკის ნაცვლად, ყოველთვის შეუპოვრად იბრძვით დაბრკოლებების გადასალახად.

    ყოველთვის მზად ხართ, გაიაროთ ზედმეტი მილი, რათა დაეხმაროთ სხვას. როგორც კი ამჩნევთ, რომ ადამიანები თქვენს გვერდში მხოლოდ პირადი ინტერესების გამო არიან, სწრაფადვე იშორებთ მათ.

    4. სპილო

    თუ პირველად თქვენი ყურადღება სპილომ მიიპყრო, ეს ნიშნავს, რომ მიეკუთვნებით ადამიანების იმ კატეგორიას, რომელიც საკუთარ ტყავში თავს კომფორტულად გრძნობს და აბსოლუტურად დარწმუნებულია მის შინაგან ძალებში. არასდროს ამახვილებთ ყურადღებას წვრილმანებზე, რადგან უპირატესობას გაცილებით ფართო მასშტაბებსა და პერსპექტივებს ანიჭებთ, ხოლო მიზნების მისაღწევად ყოველთვის შეუპოვრად იბრძვით.

    თუ ვინმე გზაზე გადაგეღობებათ, მას აუცილებლად ცუდი ბედი ელის. შეგიძლიათ პატიება, თუმცა არასდროს არაფერს ივიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პიროვნება იწვევს შიშს, როდესაც მეგობრების გარემოცვაში იმყოფებით, ყოველთვის ძალიან კეთილი და მხიარული ხართ.

    5. ღორი

    თუ პირველ რიგში ამ ფოტოზე ღორი დაინახეთ, მაღალი ინტელექტითა და მახვილი გონებით გამორჩეული ადამიანი ბრძანდებით. ბუნებამ მტკიცე ხასიათითა და თავისუფლების სიყვარულით დაგაჯილდოვათ, რაც ერთი შეხედვითაც კი გეტყობათ.

    სამწუხაროა, თუმცა საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ კარგავთ რწმენას საკუთარ ძალებში, რაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმაში ძლიან გზღუდავთ და ხელს გიშლით. რამდენად ძლიერადაც არ უნდა გეპარებოდეთ ეჭვი თქვენი მომავალი ნაბიჯების სისწორეში, ჯიუტად განაგრძობთ წინსვლას იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯების სიმცდარისკენ სხვა ადამიანები მიგითითებენ.

    არასდროს დახარჯავთ ძალებს იმისათვის, რომ ჩაეწეროთ საზოგადეობრივ ნორმებში. როგორც წესი, თქვენ თავად ადგენთ წესებსა და ნორმებს, სხვა ადამიანების აზრი კი ნაკლებად გაინტერესებთ.

    6. ცხენი

    თუ ამ ფოტოზე პირველად ცხენი დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სწორედ ის ადამიანი ხართ, რომელიც თავისუფლებისათვის დაიბადა. ძალიან გიყვართ ოცნებებში გადართვა, გსურთ, შეგეძლოთ ფრენა, რათა ყოველთვის მარტივად აღმოჩნდეთ იქ, სადაც ყოფნა მოგესურვებათ.

    თქვენი ჩარჩოებში მოქცევა შეუძლებელია, რადგან ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სწორედ არჩევანის თავისუფლებას აფასებთ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერად გიყვართ დამოუკიდებლობა, ღალატი თქვენთვის სრულიად უცხოა. ძალიან ერთგული ადამიანი ბრძანდებით, რომელიც საოცნებო ფრთებსაც კი მოიჭრიდა საყვარელი ადამიანების კეთილდღეობისთვის.

    ისეთივე ლამაზი პიროვნება ხართ, როგორც ცხოველი, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო. თუ ვინმე თქვენთვის ზიანის მოტანას გაბედავს, ის მაშინვე დარწმუნდება, თუ რამდენად ძლიერი ადამიანი იმალება ერთი შეხედვით საკმაოდ ნაზი ნატურის მიღმა.

    7. დათვი

    თუ პირველად დათვი დაინახეთ, საოცარი ქარიზმითა და სიძლიერით გამორჩეული ადამიანი ბრძანდებით, რომელიც მარტივად აღწევს წარმატებას ყველა სფეროში, რომელსაც აირჩევს.

    გიყვართ სპონტანურად აზროვნება და გადაწყვეტილებების მოულოდნელად მიღება. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მარტივად ახერხებთ გარშემომყოფი ადამიანების გაოცებას, რადგან სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით აღსავსე პიროვნება ხართ.

    აღსანიშნავია ისიც, რომ თქვენთან ბოროტულად ხუმრობა არ შეიძლება, რადგან სხვა ადამიანების ცხოვრების ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაცევა მარტივად გამოგდით, მიუხედავად იმისა, რომ არ მოგწონთ ეს. ურთიერთობებში პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნებითა და ერთგულებით გამოირჩევით, მაგრამ მზად ხართ დაშორდეთ ყველაზე საყვარელ ადამიანსაც კი, თუ ის თქვენთან თამაშს ან სიტუაციების დრამატიზირებას დაიწყებს.

    8. ძაღლი

    თუ ამ ფოტოზე პირველად ძაღლი დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან თბილი და მოსიყვრულე ადამიანი ხართ, რომელიც ამ წუთისოფლეში ყველაზე მეტად ერთგულებას აფასებს. გარშემომყოფ ადამიანებს ყოველთვის დახმარების ხელს უწვდით და ამას უანგაროდ აკეთებთ, სანაცვლოდ არასდროს არაფერს ითხოვთ.

    ყოველთვის მზად ხართ, გაიღოთ ყველაფერი ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების კეთილდღეობისთვის. ერთადერთი რამ, რასაც საყვარელ ადამიანს ვერასდროს აპატიებით – ღალატია.

    ძალიან გჭირდებათ გვერდში ისეთი პიროვნება, ვინც ჰარმონიულად გაგრძნობინებთ თავს. ასეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდება, რადგან ამას იმსახურებთ.

    რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება თქვენი ხასიათის ასეთი აღწერა რეალობას?

  • ახლახან მოხდა…ეს რახდება? 14 წლის გოგო 40 წლის კაცმა სკოლიდან გაიტაცა და …

    ახლახან მოხდა…ეს რახდება? 14 წლის გოგო 40 წლის კაცმა სკოლიდან გაიტაცა და …

    აფხაზეთში არასრულწლოვანი ქორწინების მიზნით გაიტაცეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული ე.წ. პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი

    არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგო 40 წლის კაცმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში მდებარე საშუალო სკოლის შენობიდან გაიტაცა.

    მანქანაში ჩასმის შემდეგ, მან არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ ადგილას, სოხუმში წაიყვანა, სადაც ჩასვლისთანავე არასრულწლოვნის ნათესავებს აცნობეს ჯოპუა მ.ზ.-ს განზრახვის შესახებ, არასრულწლოვანზე დაქორწინებულიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

    სააგენტოს ცნობით, გოგონა თავდაპირველად სოხუმის პროკურატურაში გადაიყვანეს. პოლიცია გამტაცებელს ეძებს.

  • რა უნდა გადაყაროთ სახლიდან აღდგომამდე, რომ ენერგეტიკული წმენდა ჩაატაროთ და უიღბლობის სერია დაასრულოთ – სპეციალისტის რჩევები

    რა უნდა გადაყაროთ სახლიდან აღდგომამდე, რომ ენერგეტიკული წმენდა ჩაატაროთ და უიღბლობის სერია დაასრულოთ – სპეციალისტის რჩევები

    დროთა განმავლობაში, ყველა სახლში გროვდება უსარგებლო ნივთები, რომლებიც ადგილს იკავებენ. ძველი ჟურნალები, დაბზარული ჭურჭელი, „ყოველი შემთხვევისთვის“ ტანსაცმელი – ეს ყველაფერი ნაცნობი ინტერიერის ნაწილი ხდება და ჩვენ ვეღარ ვამჩნევთ, თუ როგორ მოქმედებს ასეთი პატარა ნივთები ჩვენს განწყობაზე, კეთილდღეობაზე და იღბალზეც კი. აღმოსავლური პრაქტიკის, ხალხური სიბრძნისა და თანამედროვე ფსიქოლოგიური მიდგომების თანახმად, იმისათვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი და კარგი გამოჩნდეს, ჯერ მისთვის ადგილი უნდა გამოვყოთ. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკული გაწმენდა ითვლება არა მხოლოდ საოჯახო საქმედ, არამედ განახლების ნამდვილ რიტუალად, რომელიც ეხმარება სტაგნაციისგან თავის დაღწევასა და პოზიტიური ცვლილებების შეტანაში.

    რატომ მოქმედებს დასუფთავება იღბალზე

    ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, გარკვეულ ენერგიას ატარებს. გატეხილი ნივთები, არეული კუთხეები და არაორგანიზებულობა ქმნის ე.წ. „ენერგეტიკულ ბლოკებს“. ისინი ხელს უშლიან სასიცოცხლო ძალის თავისუფალ დინებას, ბლოკავენ ახალ შესაძლებლობებს და ქმნიან დაღლილობის ან თუნდაც უიღბლობის სერიას.

    როდესაც არასაჭირო ნივთებს მოიშორებთ, სივრცე იწყებს „სუნთქვას“. სისუფთავესთან ერთად, სახლში სიმსუბუქე, შთაგონება და ახალი პერსპექტივები ბრუნდება. ეს არ არის მისტიკა, არამედ დახვეწილი კავშირი გარე წესრიგსა და შინაგან მდგომარეობას შორის.

    რა უნდა გადაყაროთ იღბლის მოსაზიდად

    1. გატეხილი და დაზიანებული ნივთები

    დაბზარული ჭიქები, დაბზარული ჭურჭელი, გატეხილი სარკეები, გაუმართავი საათები – ეს ყველაფერი სიმბოლურად გამოხატავს სტაგნაციას და „გაყინულ“ ენერგიას. უმჯობესია არ შეინახოთ ასეთი ნივთები, რადგან ისინი ნეგატიურ ემოციურ ფონს ატარებენ.

    2. ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ

    თუ ნივთი ერთ წელზე მეტია არ გამოიყენება, ის სტაგნაციის წყარო ხდება. გააჩუქეთ ან გადააგდეთ – გამოთავისუფლებული სივრცე ახალ, უფრო სასარგებლო ნივთებს მიიზიდავს.

    3. წარსულის ნივთები მტკივნეული მოგონებებით

    ძველი წერილები, ყოფილი პარტნიორების ფოტოები, საჩუქრები, რომლებიც სევდას იწვევს – ისინი წარსულში გაბრუნებენ. ახალი ბედნიერების შემოსაშვებად მნიშვნელოვანია ასეთი „წამყვანების“ გათავისუფლება.

    4. ვადაგასული პროდუქტები

    ვადაგასული კოსმეტიკა, მედიკამენტები და სანელებლები არა მხოლოდ ფიზიკურ ზიანს აყენებს, არამედ სიმბოლურად „აფუჭებს“ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ენერგიას.

    5. არასაჭირო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

    ნივთები, რომლებიც არ გერგებათ, გაცვეთილია ან დისკომფორტს იწვევს, სინანულის გარეშე უნდა გადააგდოთ. ისინი ხელს უშლიან გარდერობის განახლებას და შინაგანი თავდაჯერებულობის გრძნობას.

    6. გაფუჭებული ტექნიკა და აქსესუარები

    ძველი დამტენები, გაუმართავი გაჯეტები და გამოუყენებელი ყურსასმენები ვიზუალურ და ენერგეტიკულ ხმაურს ქმნიან. მათი მოშორებით, თქვენ სივრცეს ხსნით განახლებისათვის.

    7. ძველი სამზარეულოს ჭურჭელი

    დაზიანებულმა ჭურჭელმა და გაცვეთილმა ქვაბებმა და ტაფებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სახლში კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ატმოსფეროზე.

    8. საყოფაცხოვრებო ნაგავი და „ყოველ შემთხვევაში“ ნივთები

    ცარიელი ყუთები, შეფუთვები და გამხმარი ყვავილები – ეს ყველაფერი სიმბოლურად გამოხატავს სტაგნაციას თქვენს სამუშაოსა და ფიქრებში. რაც უფრო ნაკლებია ეს „ნარჩენები“, მით უფრო ადვილად მიედინება ცხოვრება.

    როგორ ჩავატაროთ ენერგეტიკული წმენდა სწორად
    სეზონზე ერთხელ მაინც დაალაგეთ ნივთები
    მადლიერებით დაემშვიდობეთ ნივთებს – ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია.
    აჩუქეთ კარგი ნივთები გაჭირვებულებს – ეს ზრდის დადებითი ენერგიის ნაკადს.
    გაანიავეთ ოთახი და შემოუშვით მზის შუქი.
    დასუფთავების შემდეგ აანთეთ სანთელი, გამოიყენეთ სურნელოვანი სუნამო ან დადეთ ახალი ყვავილები.
    ეს ქმედებები აძლიერებს გამწმენდ ეფექტს და ხელს უწყობს შედეგების კონსოლიდაციას.

    რა იცვლება ნივთების დალაგების შემდეგ
    ენერგეტიკული წმენდის შემდეგ ბევრი ამჩნევს საოცარ ცვლილებებს:

    ქრება სიმძიმისა და აპათიის შეგრძნებაჩნდება ენერგია და მოქმედების სურვილიგადაწყვეტილებები უფრო ადვილი ხდებამოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო მოვლენები ხდებაზოგჯერ სწორედ ნივთების დალაგების შემდეგ შემოდის თქვენს ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები – ახალი ნაცნობები, შეთავაზებები, იდეები ან ძველი პრობლემების გადაჭრის გზები.

  • რა ბედი დაგყვათ დაბადების რიცხვის მიხედვით? – მიხეილ ცაგარელის განმარტება, ჯერ დააკომენტარეთ თქვენი დაბადების რიცხვი შემდეგ ნახეთ

    რა ბედი დაგყვათ დაბადების რიცხვის მიხედვით? – მიხეილ ცაგარელის განმარტება, ჯერ დააკომენტარეთ თქვენი დაბადების რიცხვი შემდეგ ნახეთ

    კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანს ამ თარიღთან ასოცირებული ბედი დაჰყვება. ადამიანები ამ ქვეყანას კონკრეტული რიცხვების ვიბრაციით ევლინებიან, რაც სამომავლოდ მათი ხასიათის უმთავრეს შტრიხებსა და პიროვნულ განვითარებაზე ახდენს გავლენას.

    მიხეილ ცაგარელის განმარტებებს დაბადების რიცხვებთან დაკავშირებით.

    – ამ რიცხვში დაბადებულები მზის ენერგიის მატარებლები არიან. მათთვის აუცილებელია მუდმივი მოძრაობა და მოქმედება.

    2 – ცხოვრებაში მთავარია, სწორად გააკეთონ არჩევანი, რადგან ამ რიცხვში დაბადებულები მუდამ უკიდურესობებში ვარდებიან.

    3
     – ამ რიცხვში დაბადებულებს მოეთხოვებათ, ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარი ხელით აკეთონ და არასოდეს იყვნენ სხვის იმედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წარუმატებლობა ელით.

    – ამ რიცხში დაბადებულთათვის მთავარია ინფორმაციის სწორად აღქმა. კომუნიკაბელური ხალხია და ყოველთვის წარმატებული არიან კომერციასა და ჟურნალისტიკაში.

    – იურისტების, ადვოკატებისა და ზოგადად, სამართლიანობის მოყვარული ადამიანები არიან. მათთვის უმთავრესი სიმართლის პრინციპით ცხოვრებაა.

    – ამ რიცხვის ვიბრაციით მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანები იბადებიან. მათთვის აუცილებელია, ყველაფერი სიყვარულით აკეთონ და არასოდეს დააძალონ თავს საქმის იძულებით კეთება.

    – ასკეტების, მკაცრი მორალური პრინციპების მქონე ხალხის რიცხვია. მათ თანდაყოლილი სიბრძნე და კეთილგონიერება აქვთ.

    – რეფორმატორების, გამომგონებლების რიცხვია, ამ ხალხს განსაკუთრებული მისია აკისრია. ხშირად აღწევენ წარმატებას პოლიტიკაში.– მაღალი სულიერების მქონე ინდივიდების რიცხვია, მათ შორის ბევრი თეოლოგი და ფსიქოლოგი გვხვდება. ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით უყურებენ.

    10 – მასწავლებლების, პედაგოგიური ნიჭის მქონე ხალხის რიცხვია. მათთვის მარტივია სხვებისთვის ცოდნის გადაცემა.

    11 – ხელოვანი ადამიანების რიცხვია. მათთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითგამოხატვა. მათ შორის ხშირად ვხვდებით თეატრალებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს.

    12 – მზრუნველი, აქტიური ადამიანების რიცხვია. მათ შორის ბევრია ექიმი და სოციალური მუშაკი.

    13 – კომუნიკაციური ხალხის რიცხვია. კარგი დიპლომატები და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები გამოდიან.

    14 – კანონმორჩილი, ტრადიციების მოყვარული ხალხის რიცხვია. არიან საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. წარმატებას აღწევენ ისტორიკოსობასა ან ტურიზმის სფეროში.

    15 – დამოუკიდებლობის მოყვარული, კრეატიული ადამიანები არიან. ყველაფერში ეძებენ სილამაზესა და ჰარმონიას.

    16 – მიზანსწრაფული, ჯიუტი და საოცრად პრინციპული ხალხია. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.

    17 – გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან შედევრი.

    18 – იდეალისტი, მეოცნებე და ხშირად ილუზიებში მცხოვრები ხალხის რიცხვია. ბევრი მათგანი მიდრეკილია ალკოჰოლიზმისკენ.

    19 – სხვებზე დამოკიდებული და ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანები არიან. მათთვის აუცილებელია საკუთარი, ინდივიდუალური ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავება.

    20 – პრინციპული, წინდახედული და ფრთხილი ხალხია. მათი მთავარი პრობლემა ასოციალურობაა, ამიტომ უნდა ეცადონ, გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები.

    21 – სპორტსმენების, მოცეკვავეებისა და ზოგადად, ფიზიკური აქტივობით გამორჩეული ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა ღრმა სიბერემდე აქტიურია.

    22 – ამ ხალხისთვის უდიდესი ნაკლია ქაოსურობა. მათ უნდა გამოიმუშაონ დაკვირვების უნარი და სიფრთხილე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ბევრი პრობლემა ელით.

    23 – მაძიებელი ბუნების, ცნობისმოყვარე და ოპტიმისტი ხალხის რიცხვია. მათთვის აუცილებელია, ცხოვრებაში კონკრეტული მიზანი დაისახონ და მიჰყვნენ მას.

    24 – კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნების მქონე ხალხია. მათთვის აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია ადამიანებთან.

    25 – ავტორიტეტული, დიქტატურისკენ მიდრეკილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა პატივისცემით სარგებლობს გარშემო მყოფებში.

  • “სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში…” – დეტალები, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს – რას ამბობს გოგა მანია?

    “სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში…” – დეტალები, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს – რას ამბობს გოგა მანია?

    ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა და გვითხრა,  როგორ შევხვდეთ აღდგომის დღეს, ისე, რომ მთელი წელი წარმატებულები ვიყოთ.

    “აღდგომას, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სუფრის წითელი და მწვანე გადასაფარებელი. ფერებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, კვირა დღეს, უნდა გქონდეთ კუპიურები მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად, ღვინო და წყალი. ბავშვებს და თქვენც გაიკეთეთ წითელი ლენტი ან ძაფი, ეს წარმატებას მოგიტანთ მომავალ აღდგომამდე.

  • იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!

    იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!

    როგორ უნდა მოვიქცეთ ეკლესიაში (მჩხიბავებმა რომ არ გაგთვალონ)

    კარგი იქნება, თუ მათხოვარს მოწყალებას ეკლესიში შესვლამდე მისცემთ და თქვენთვის ჩაილაპარაკებთ: „დაე არ გახდეს მწირი გამცემის ხელი“. ეკლესიიდან გამოსვლისას არ არის სასურველი მოწყალების გაცემა, რადგან ფულთან ერთად შენ გასცემ იმას, რისთვისაც მოხვედი, რაც შესთხოვე ღმერთს და წმინდანებს.

    ჯადოქრების გამოცნობა შესაძლებელია. ეკლესიაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ყურადღება მიაქციე შენს გარშემო მყოფ ადამიანებს. ჯადოქარი (მჩხიბავი) ცდილობს თითები გადაჯვარედინებული ჰქონდეს, ან თვითონ ხელები ისე, რომ მარცხენა ხელი ედოს მარჯვენაზე. ტაძარში ისინი ყოველთვის დგებიან ისე, რომ ზურგი დაფარული იყოს საკურთხევლისგან. ხოლო ეკლესიიდან გადიან შეძლებისდაგვარად ნელა და ზურგით.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ეკლესიაში შეიძლება შემოგიარონ საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხელი შეგახონ და შემდეგ შენს უკან დადგნენ, ენერგია რომ გამოგაცალონ. თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინვე, მორიდების გარეშე შეეხე ამ ადამიანს
    მარცხენა ხელით, უკან რომ დაუბრუნდეს ცუდი ენერგია (გათვალვა).

    ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქცოთ სანთლებს, რადგან ხშირად სწორედ მათი დახმარებით ატარებენ სხვადასხვა რიტუალს მჩხიბავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, როდესაც უამრავი ადამიანი ანთებს სანთელს.

    როგორ გამოვიყენოთ სწორად საეკლესიო სანთელი

    1. თავიდან, ზოგმა არ იცის სად დატოვოს ანთებული სანთელი. ასეთ ადამიანთან აუცილებლად ეცდება მივიდეს მჩხიბავი რჩევით. მას ეუბნებიან „ჩადგი სანთელი და ეკლესიიდან ზურგით გადი“. თუ ასე მოიქცევი, შენ თავს ჯადოთი დაიზიანებ.

     

    2. ტაძარში სანთელი არ უნდა აანთოთ ასანთით ან სანთებელათი. აანთე მხოლოდ იმ კანდელიდან, რომელიც ცენტრში ანთია. არავითარ შემთხვევაში არ აანთო შენი სანთელი გვერდით მდგომიდან, რათა სხვისი პრობლემები არ მიიზიდო. ასევე არ მისცე ნება შენ სანთელზე აანთონ თავისი სანთელი, რათა შენი ბედნიერება არ წაგართვან.

    3. შენს ანთებულ სანთელს ნუ მიატოვებ, სანამ მისი დიდი ნაწილი არ დაიწვება. სანთელი ჩააქრე თითებით, არ შეუბერო.

    4. მიაქციე ყურადღება ასეთ რამეს: შენ აანთე სანთელი, მოცილდი თუარა, ის მოულოდნელად ჩაქრა. არ დაგეზაროს და ძირს დაიხედე. შენ შეიძლება დაწყევლილ ნემსზე დგახარ.

    5. როდესაც შენ ხატის წინ სანთელს ანთებ ჯანმრთელობის თხოვნით, სხვას უფლება არ მისცე ადგილი შეუცვალოს შენს სანთელს.

    6. ყურადღება მიაქციე იმას, რომ შენი სანთელი არ ჩააქრონ ან მის ადგლზე სხვა დაანთონ. ამგვარად როგორც წესი თქვენი გათვალვა უნდათ.

    და ბოლოს. შეიძლება ასეთი რამ შეგემთხვეთ: მიდიხარ ეკლესიის ახლოს, შენ გიახლოვდება საყვარელი ბებო, რომელიც გთხოვს დათვალო ეკლესიის გუმბათები. ეს არ გააკეთო!

    ერთგუმბათიან მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მარტოობაზე აკეთებენ რიტუალს, სამგუმბათიანთან – შიშზე, შფოთვაზე, კანონთან პრობლემებზე, ხუთგუმბათიანთან – სხვადასხვა დაავადებებზე.

    მალე აღდგომაა, უამრავი ადამიანი წავა ეკლესიაში. გახსოვდეს ეს რჩევები, რათა ამ წმინდა ადგილიდან დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა პრობლემები არ აღმოგაჩნდეს. და არ დაგავიწყდეს გაუზიარო ეს სასაგებლო ინფორმაცია შენს მეგობრებს!

     

    ( ეს არის მხოლოდ რჩევა, და არა თავს მოხვეული მტკიცებულება )

     

    ღმერთმა დაგლოცოთ!

  • გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე და სხვა ცნობილი სახეები – ვინ იყვნენ მეუფე შიოს კლასელები და როგორ ახასიათებენ მას ?

    გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე და სხვა ცნობილი სახეები – ვინ იყვნენ მეუფე შიოს კლასელები და როგორ ახასიათებენ მას ?

    მეუფე შიომ თბილისის 53-ე სკოლა დაამთავრა და მის ბევრ კლასელს და მეგობარს ასევე იცნობს საზოგადოება – ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რეჟისორი გიო მგელაძე…

    მარცხნიდან: გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მამა გიორგი ჭიჭინაძე, მეუფე შიო, ირაკლი კაკაბაძე და გიო მგელაძე. 1988 წელი.

    ასე იხსენებს მას ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში გიო მგელაძე:

    “მეუფე შიო ჩემი კლასელი და ნათლიაა. მამაჩემი მამამისის მეჯვარეა. მას ფანტასტიკური, მანათობელი მშობლები ჰყავდა.

    მამა, ძია თეიმურაზი, არქეოლოგი იყო, დედა, ნანა ქურდიანი, ფილოლოგიის დოქტორი გახლდათ.

    ბებია, ნინა ჟვანია იყო, ცნობილი ექიმი. პაპამისი, ელიზბარ ქურდიანიც ექიმი იყო. ერთს მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მეორეს ლენინგრადში.

    მეუფე შიო კი ძალიან თბილი ადამიანი იყო და არის. ნამდვილი არისტოკრატია – ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული… წარმოიდგინეთ, მაშინ 53-ე სკოლაში სწავლობდა, ვერაზე ცხოვრობდა და შეეძლო ისე ევლო ჩელოთი ხელში, რომ ამის გამო ხმა არავის გაუცია. მუსიკა ძალიან უყვარდა. კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, კონკურსებს იგებდა და ა.შ. მერე კი მიატოვა კონსერვატორია, არ დაუმთავრებია.

    ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო. არადა, კარგმა მუსიკოსმა დღეში 10 საათი მაინც უნდა გაატაროს ინსტრუმენტთან. ვურჩიე, დაანებე თავი, დაისვენე-მეთქი. რამდენიმე თვის მერე მისთვის უჩვეულო რამ მითხრა – მინდა, სასულიერო სემინარიაში ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა. მითხრა, მინდა თეოლოგია ვისწავლო და მერე სხვებს ვასწავლოო. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი შიო-მღვიმის მონასტრიდან – იქ ვიყავი ცოტა ხანს. შევთავაზე, ჩემს მეგობრებს ვეტყვი, აგიყვანთ შიო-მღვიმეში, ცოტა ხანს დარჩი, რომ მიხვდე იქ რა ხდება, აღსარება სთქვი-მეთქი და ა. შ.-მეთქი…

    მეორე დღესვე, ორმა ჩემმა მეგობარმა წაიყვანა შიო-მღვიმის მონასტერში.

    5 წელი თბილისში არ ჩამოსულა. დედაქალაქში, 5 წლის შემდეგ, უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 1991 წელს წავიდა შიო-მღვიმეში და 3 წელში ბერად აღიკვეცა.

    ძალიან წარმოსადეგი იყო – მაღალი, ახოვანი, ქერა თმები და ცისფერი თვალებით. ასაკში კი გამუქდა და გაჭაღარავდა. პირველ კლასში ერთ მერხზე აღმოვჩნდით.

    ძალიან ღია ფერის იყო – ქერა. ისეთი მაღალი და დიდი იყო ჩემზე, მეგონა, გვერდით მეხუთეკლასელი მეჯდა. მისი სიმაღლე ახლა, მგონი, 190 სანტიმეტრია.

    მამა შიო უთბილესი ადამიანია. ბოლომდე არისტოკრატად დარჩა. ნამდვილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული – ღმერთს და ხორცი ღმერთმა დიდხანს შეუნარჩუნოს! უმძიმესი ტვირთი ხვდა წილად. იმედია, სინოდი პატრიარქადაც აირჩევს და ნახავთ როგორ ღირსეულად ატარებს ამ ჯვარს. პატრიარქს ძალიან უყვარს მეუფე შიო. პატრიარქი გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე მე, მაგრამ მეუფე შიო ისეთი გამორჩეულია, მეც ვხედავ იმ სიძლიერეს და სინათლეს, რაც მასშია.

    22 წლის იყო სასულიერო ცხოვრება რომ დაიწყო. გოგონებიც მოსწონდა და გოგონებსაც მოსწონდათ, მაგრამ… ურთულესია ბერობის გზა… თუ გინდათ განგება დაარქვით, გინდაც კოსმოსი, ისეთი პიროვნებაა, ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან”.

    ირაკლი კაკაბაძე:

    ადამიანში, პირველ რიგში მისი პატიოსნება ფასობს და მისი სიყვარულის უნარი. შიო ამ თვისებების გამო უყვარს მის მეგობრებს. საოცრად განათლებული ადამიანია, ბავშვობაშიც უკვე ასე იყო – საოცრად ნაკითხი და არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ჰყავდა უინტელიგენტესი მშობლები. ძალიან სეკულარული ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი ოჯახიც იყო, კარგი გაგებით, უაღრესად განათლებული ქურდიანებისა და მუჯირების ძალიანაც სეკულარული ოჯახი. ყველა ჩვენგანთან შედარებითაც ძალიან სეკულარული იყო.

    მის რუსულ განათლებაზე ხაზის გასმა არის სრულიად უგუნური რამ: მე ძალიანაც მშურს მისი არაჩვეულებრივი ჰუმანიტარული განათლების. მისი მუსიკალური განათლებისაც, რომელიც თბილისში მიიღო და მისი თეოლოგიური განათლებისაც, რომელიც რუსეთში მიიღო. ყველაფერი ეს ძალიანაც დასაფასებელია. მე თვითონ ამერიკაში მაქვს დამთავრებული და დასავლეთში განათლებამიღებულ ბევრ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტა თუა შიოსნაირი ფართო განათლების მქონე. რუსეთშიც, ინდოეთშიც, ჩინეთშიც და სამხრეთ აფრიკაშიც შესაძლებელია ძალიან სერიოზული განათლების მიღება და მეორე მხრივ უამრავი ტექნოკრატი იდიოტი ვიცი ჰარვარდის, კორნელის, კემბრიჯის თუ სორბონის დიპლომებით…”

    “მეუფე შიო არის სამართლიანი ადამიანი. მას არ უყვარს ფარისევლობა… მეუფე შიო ნამდვილი იბერიელია, რომლის მამამაც აღმოაჩინა საყდრისი. დიახ, სწორედ თეიმურაზ მუჯირმა აღმოაჩინა საყდრისი 1984 წელს, რითიც დაამტკიცა რომ პროტო-იბერიული ცივილიზაცია ანტიკურ ბერძნულ-ზევსურ და ელინურ ცივილიზაციებამდე დიდი ხნით ადრე ფლობდა სრულყოფილ ოქროს კრეატიულ ცივილიზაციას. ელიზბარ მუჯირი იმ დიდი ოჯახის შვილია და მუჯირების და ქურდიანების წრეში უდიდესი სეკულარული იდეები ტრიალებდა მუდმივ – რაც მას სულიერებას არ აშორებდა…

    ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ”.

  • ცნობილია წყალტუბოში გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა

    ცნობილია წყალტუბოში გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა

    წყალტუბოში, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლი 63 წლის ნინო კიკალიშვილი და ილარიონ ქათამაძე არიან.

    “მეგა ტვ” -ის ინფორმაციით წყალტუბოში ცოლ-ქმარი სავარაუდოთ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

    როგორც “მეგა ტვ-ს” წყარო უყვება გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ექიმი იყო.

    “როცა ქალს ვერ დაუკავშირდნენ , სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილები” – ამბობს წყარო “მეგა ტვ”-თან.

    დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • “გარდაცვლილი ქალი სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო” – ტრაგედია წყალტუბოში: ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    “გარდაცვლილი ქალი სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო” – ტრაგედია წყალტუბოში: ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    წყალტუბოში, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ნინო კი­კა­ლიშ­ვი­ლი და ილა­რი­ონ ქა­თა­მა­ძე.

    “მეგა tv” -ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.

    “როცა ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ, სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილები” – ნათქვამია “მეგა tv”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.