Blog

  • იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!

    იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!

    როგორ უნდა მოვიქცეთ ეკლესიაში (მჩხიბავებმა რომ არ გაგთვალონ)

    კარგი იქნება, თუ მათხოვარს მოწყალებას ეკლესიში შესვლამდე მისცემთ და თქვენთვის ჩაილაპარაკებთ: „დაე არ გახდეს მწირი გამცემის ხელი“. ეკლესიიდან გამოსვლისას არ არის სასურველი მოწყალების გაცემა, რადგან ფულთან ერთად შენ გასცემ იმას, რისთვისაც მოხვედი, რაც შესთხოვე ღმერთს და წმინდანებს.

    ჯადოქრების გამოცნობა შესაძლებელია. ეკლესიაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ყურადღება მიაქციე შენს გარშემო მყოფ ადამიანებს. ჯადოქარი (მჩხიბავი) ცდილობს თითები გადაჯვარედინებული ჰქონდეს, ან თვითონ ხელები ისე, რომ მარცხენა ხელი ედოს მარჯვენაზე. ტაძარში ისინი ყოველთვის დგებიან ისე, რომ ზურგი დაფარული იყოს საკურთხევლისგან. ხოლო ეკლესიიდან გადიან შეძლებისდაგვარად ნელა და ზურგით.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ეკლესიაში შეიძლება შემოგიარონ საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხელი შეგახონ და შემდეგ შენს უკან დადგნენ, ენერგია რომ გამოგაცალონ. თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინვე, მორიდების გარეშე შეეხე ამ ადამიანს
    მარცხენა ხელით, უკან რომ დაუბრუნდეს ცუდი ენერგია (გათვალვა).

    ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქცოთ სანთლებს, რადგან ხშირად სწორედ მათი დახმარებით ატარებენ სხვადასხვა რიტუალს მჩხიბავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, როდესაც უამრავი ადამიანი ანთებს სანთელს.

    როგორ გამოვიყენოთ სწორად საეკლესიო სანთელი

    1. თავიდან, ზოგმა არ იცის სად დატოვოს ანთებული სანთელი. ასეთ ადამიანთან აუცილებლად ეცდება მივიდეს მჩხიბავი რჩევით. მას ეუბნებიან „ჩადგი სანთელი და ეკლესიიდან ზურგით გადი“. თუ ასე მოიქცევი, შენ თავს ჯადოთი დაიზიანებ.

     

    2. ტაძარში სანთელი არ უნდა აანთოთ ასანთით ან სანთებელათი. აანთე მხოლოდ იმ კანდელიდან, რომელიც ცენტრში ანთია. არავითარ შემთხვევაში არ აანთო შენი სანთელი გვერდით მდგომიდან, რათა სხვისი პრობლემები არ მიიზიდო. ასევე არ მისცე ნება შენ სანთელზე აანთონ თავისი სანთელი, რათა შენი ბედნიერება არ წაგართვან.

    3. შენს ანთებულ სანთელს ნუ მიატოვებ, სანამ მისი დიდი ნაწილი არ დაიწვება. სანთელი ჩააქრე თითებით, არ შეუბერო.

    4. მიაქციე ყურადღება ასეთ რამეს: შენ აანთე სანთელი, მოცილდი თუარა, ის მოულოდნელად ჩაქრა. არ დაგეზაროს და ძირს დაიხედე. შენ შეიძლება დაწყევლილ ნემსზე დგახარ.

    5. როდესაც შენ ხატის წინ სანთელს ანთებ ჯანმრთელობის თხოვნით, სხვას უფლება არ მისცე ადგილი შეუცვალოს შენს სანთელს.

    6. ყურადღება მიაქციე იმას, რომ შენი სანთელი არ ჩააქრონ ან მის ადგლზე სხვა დაანთონ. ამგვარად როგორც წესი თქვენი გათვალვა უნდათ.

    და ბოლოს. შეიძლება ასეთი რამ შეგემთხვეთ: მიდიხარ ეკლესიის ახლოს, შენ გიახლოვდება საყვარელი ბებო, რომელიც გთხოვს დათვალო ეკლესიის გუმბათები. ეს არ გააკეთო!

    ერთგუმბათიან მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მარტოობაზე აკეთებენ რიტუალს, სამგუმბათიანთან – შიშზე, შფოთვაზე, კანონთან პრობლემებზე, ხუთგუმბათიანთან – სხვადასხვა დაავადებებზე.

    მალე აღდგომაა, უამრავი ადამიანი წავა ეკლესიაში. გახსოვდეს ეს რჩევები, რათა ამ წმინდა ადგილიდან დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა პრობლემები არ აღმოგაჩნდეს. და არ დაგავიწყდეს გაუზიარო ეს სასაგებლო ინფორმაცია შენს მეგობრებს!

     

    ( ეს არის მხოლოდ რჩევა, და არა თავს მოხვეული მტკიცებულება )

     

    ღმერთმა დაგლოცოთ!

  • გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე და სხვა ცნობილი სახეები – ვინ იყვნენ მეუფე შიოს კლასელები და როგორ ახასიათებენ მას ?

    გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე და სხვა ცნობილი სახეები – ვინ იყვნენ მეუფე შიოს კლასელები და როგორ ახასიათებენ მას ?

    მეუფე შიომ თბილისის 53-ე სკოლა დაამთავრა და მის ბევრ კლასელს და მეგობარს ასევე იცნობს საზოგადოება – ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რეჟისორი გიო მგელაძე…

    მარცხნიდან: გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მამა გიორგი ჭიჭინაძე, მეუფე შიო, ირაკლი კაკაბაძე და გიო მგელაძე. 1988 წელი.

    ასე იხსენებს მას ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში გიო მგელაძე:

    “მეუფე შიო ჩემი კლასელი და ნათლიაა. მამაჩემი მამამისის მეჯვარეა. მას ფანტასტიკური, მანათობელი მშობლები ჰყავდა.

    მამა, ძია თეიმურაზი, არქეოლოგი იყო, დედა, ნანა ქურდიანი, ფილოლოგიის დოქტორი გახლდათ.

    ბებია, ნინა ჟვანია იყო, ცნობილი ექიმი. პაპამისი, ელიზბარ ქურდიანიც ექიმი იყო. ერთს მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მეორეს ლენინგრადში.

    მეუფე შიო კი ძალიან თბილი ადამიანი იყო და არის. ნამდვილი არისტოკრატია – ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული… წარმოიდგინეთ, მაშინ 53-ე სკოლაში სწავლობდა, ვერაზე ცხოვრობდა და შეეძლო ისე ევლო ჩელოთი ხელში, რომ ამის გამო ხმა არავის გაუცია. მუსიკა ძალიან უყვარდა. კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, კონკურსებს იგებდა და ა.შ. მერე კი მიატოვა კონსერვატორია, არ დაუმთავრებია.

    ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო. არადა, კარგმა მუსიკოსმა დღეში 10 საათი მაინც უნდა გაატაროს ინსტრუმენტთან. ვურჩიე, დაანებე თავი, დაისვენე-მეთქი. რამდენიმე თვის მერე მისთვის უჩვეულო რამ მითხრა – მინდა, სასულიერო სემინარიაში ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა. მითხრა, მინდა თეოლოგია ვისწავლო და მერე სხვებს ვასწავლოო. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი შიო-მღვიმის მონასტრიდან – იქ ვიყავი ცოტა ხანს. შევთავაზე, ჩემს მეგობრებს ვეტყვი, აგიყვანთ შიო-მღვიმეში, ცოტა ხანს დარჩი, რომ მიხვდე იქ რა ხდება, აღსარება სთქვი-მეთქი და ა. შ.-მეთქი…

    მეორე დღესვე, ორმა ჩემმა მეგობარმა წაიყვანა შიო-მღვიმის მონასტერში.

    5 წელი თბილისში არ ჩამოსულა. დედაქალაქში, 5 წლის შემდეგ, უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 1991 წელს წავიდა შიო-მღვიმეში და 3 წელში ბერად აღიკვეცა.

    ძალიან წარმოსადეგი იყო – მაღალი, ახოვანი, ქერა თმები და ცისფერი თვალებით. ასაკში კი გამუქდა და გაჭაღარავდა. პირველ კლასში ერთ მერხზე აღმოვჩნდით.

    ძალიან ღია ფერის იყო – ქერა. ისეთი მაღალი და დიდი იყო ჩემზე, მეგონა, გვერდით მეხუთეკლასელი მეჯდა. მისი სიმაღლე ახლა, მგონი, 190 სანტიმეტრია.

    მამა შიო უთბილესი ადამიანია. ბოლომდე არისტოკრატად დარჩა. ნამდვილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული – ღმერთს და ხორცი ღმერთმა დიდხანს შეუნარჩუნოს! უმძიმესი ტვირთი ხვდა წილად. იმედია, სინოდი პატრიარქადაც აირჩევს და ნახავთ როგორ ღირსეულად ატარებს ამ ჯვარს. პატრიარქს ძალიან უყვარს მეუფე შიო. პატრიარქი გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე მე, მაგრამ მეუფე შიო ისეთი გამორჩეულია, მეც ვხედავ იმ სიძლიერეს და სინათლეს, რაც მასშია.

    22 წლის იყო სასულიერო ცხოვრება რომ დაიწყო. გოგონებიც მოსწონდა და გოგონებსაც მოსწონდათ, მაგრამ… ურთულესია ბერობის გზა… თუ გინდათ განგება დაარქვით, გინდაც კოსმოსი, ისეთი პიროვნებაა, ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან”.

    ირაკლი კაკაბაძე:

    ადამიანში, პირველ რიგში მისი პატიოსნება ფასობს და მისი სიყვარულის უნარი. შიო ამ თვისებების გამო უყვარს მის მეგობრებს. საოცრად განათლებული ადამიანია, ბავშვობაშიც უკვე ასე იყო – საოცრად ნაკითხი და არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ჰყავდა უინტელიგენტესი მშობლები. ძალიან სეკულარული ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი ოჯახიც იყო, კარგი გაგებით, უაღრესად განათლებული ქურდიანებისა და მუჯირების ძალიანაც სეკულარული ოჯახი. ყველა ჩვენგანთან შედარებითაც ძალიან სეკულარული იყო.

    მის რუსულ განათლებაზე ხაზის გასმა არის სრულიად უგუნური რამ: მე ძალიანაც მშურს მისი არაჩვეულებრივი ჰუმანიტარული განათლების. მისი მუსიკალური განათლებისაც, რომელიც თბილისში მიიღო და მისი თეოლოგიური განათლებისაც, რომელიც რუსეთში მიიღო. ყველაფერი ეს ძალიანაც დასაფასებელია. მე თვითონ ამერიკაში მაქვს დამთავრებული და დასავლეთში განათლებამიღებულ ბევრ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტა თუა შიოსნაირი ფართო განათლების მქონე. რუსეთშიც, ინდოეთშიც, ჩინეთშიც და სამხრეთ აფრიკაშიც შესაძლებელია ძალიან სერიოზული განათლების მიღება და მეორე მხრივ უამრავი ტექნოკრატი იდიოტი ვიცი ჰარვარდის, კორნელის, კემბრიჯის თუ სორბონის დიპლომებით…”

    “მეუფე შიო არის სამართლიანი ადამიანი. მას არ უყვარს ფარისევლობა… მეუფე შიო ნამდვილი იბერიელია, რომლის მამამაც აღმოაჩინა საყდრისი. დიახ, სწორედ თეიმურაზ მუჯირმა აღმოაჩინა საყდრისი 1984 წელს, რითიც დაამტკიცა რომ პროტო-იბერიული ცივილიზაცია ანტიკურ ბერძნულ-ზევსურ და ელინურ ცივილიზაციებამდე დიდი ხნით ადრე ფლობდა სრულყოფილ ოქროს კრეატიულ ცივილიზაციას. ელიზბარ მუჯირი იმ დიდი ოჯახის შვილია და მუჯირების და ქურდიანების წრეში უდიდესი სეკულარული იდეები ტრიალებდა მუდმივ – რაც მას სულიერებას არ აშორებდა…

    ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ”.

  • ცნობილია წყალტუბოში გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა

    ცნობილია წყალტუბოში გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა

    წყალტუბოში, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლი 63 წლის ნინო კიკალიშვილი და ილარიონ ქათამაძე არიან.

    “მეგა ტვ” -ის ინფორმაციით წყალტუბოში ცოლ-ქმარი სავარაუდოთ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

    როგორც “მეგა ტვ-ს” წყარო უყვება გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ექიმი იყო.

    “როცა ქალს ვერ დაუკავშირდნენ , სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილები” – ამბობს წყარო “მეგა ტვ”-თან.

    დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • “გარდაცვლილი ქალი სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო” – ტრაგედია წყალტუბოში: ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    “გარდაცვლილი ქალი სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო” – ტრაგედია წყალტუბოში: ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    წყალტუბოში, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ნინო კი­კა­ლიშ­ვი­ლი და ილა­რი­ონ ქა­თა­მა­ძე.

    “მეგა tv” -ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.

    “როცა ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ, სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილები” – ნათქვამია “მეგა tv”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • ეს ყველამ უნდა იცოდეთ ახლახანს გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს და ქართველებს მიმართავს

    ეს ყველამ უნდა იცოდეთ ახლახანს გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს და ქართველებს მიმართავს

    ეზოტერიკოსი გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

    „ათეულობით ქართველის დაღუპვაზე იქნება საუბარი რაც ძალიან სამწუხაროა!!! რეალური ომი ახლა იწყება!!თურქეთშიც იქნება აფეთქებები! მოერიდეთ საკონსულოებს არა მარტო თურქეთში!! მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი! ესეც გაივლის! საქართველოს დიდი ძალები იცავენ!!! საჰაერო სივრცეს გამოიყენებენ და არამარტო!“, – წერს სოციალურ ქსელში.

  • წყალტუბოში ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

    წყალტუბოში ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

    “მეგა tv” -ის ინფორმაციით წყალტუბოში ცოლ-ქმარი სავარაუდოთ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

    როგორც მეგა ტვ-ს უყვება წყარო გარდაცვლილი ქალბატონი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.

    როცა ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ , სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილები .

    დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • რატომ იყო იზოლენტი საბჭოთა კავშირში ლურჯი – თქვენ ამას ვერასდროს გამოიცნობდით

    რატომ იყო იზოლენტი საბჭოთა კავშირში ლურჯი – თქვენ ამას ვერასდროს გამოიცნობდით

    ლურჯი იზოლენტის რულონი სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა კავშირის ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ამოსაცნობ სიმბოლოდ. ეს უბრალო საგანი, პლასტმასის კოჭზე დახვეული, დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ტექნიკურ დანიშნულებას და ყოფითი კულტურის ნაწილად იქცა.

    თუმცა ბევრს უჩნდება კითხვა: რატომ გახდა ყველაზე გავრცელებული სწორედ ლურჯი ფერი, როცა შესაძლებელი იყო სხვადასხვა შეფერილობა? გავარკვიოთ, რა იყო ამის მიზეზი და რატომ ითვლებოდა ლურჯი იზოლენტი სხვებზე უკეთესად.

    რას ნიშნავს ლურჯი იზოლენტი და რატომ იყო ის ასეთი პოპულარული
    თანამედროვე იზოლენტის ისტორია უკავშირდება ამერიკულ კომპანიას, რომელმაც 1946 წელს დააპატენტა კაუჩუკის საფუძველზე შექმნილი წებოვანი ელექტროსაიზოლაციო ლენტი. აღსანიშნავია, რომ თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში მისი წარმოების ტექნოლოგია არაერთხელ შეიცვალა. თუ გაინტერესებთ, რისგან მზადდება ლურჯი იზოლენტი? დღეს, ყველაზე სავარაუდო პასუხია – პოლივინილქლორიდი (PVC), პლასტიკი, რომელიც მიიღება სამზარეულო მარილისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავების შედეგად.

    თავდაპირველად იზოლენტი საერთოდ არ იყო ლურჯი, იწარმოებოდა ღია ფერის ვარიანტები, მათ შორის თეთრი და ყვითელი. თუმცა მალე გაირკვა, რომ მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ასეთი მასალა სწრაფად კარგავდა სიმტკიცესა და ელასტიკურობას.

    გამოსავალი გახდა მუქი პიგმენტების დამატება, რომლებიც ზრდიდა მასალის სინათლისადმი მდგრადობას. ასე დამკვიდრდა უფრო პრაქტიკული ფერები — ლურჯი და შავი.

    სწორედ ასეთი ლენტები მიეწოდებოდა ომის შემდგომ პერიოდში სოციალისტური ბლოკის ქვეყნებს. ხარისხიანი PVC-ის წარმოება განვითარებულ ტექნოლოგიებს მოითხოვდა, ამიტომ იმპორტირებული პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადი აღმოჩნდა. შედეგად, სავაჭრო ქსელში ყველაზე ხშირად სწორედ ლურჯი იზოლენტი გვხვდებოდა და დროთა განმავლობაში ეს ფერი „სტანდარტად“ აღიქმებოდა.

    რა ფერის იზოლენტი რისთვის გამოიყენება – თანამედროვე სტანდარტები
    რადგან გავარკვიეთ, რატომ იყო იზოლენტი ლურჯი, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში რეალურად არსებობდა იზოლენტის ორი ტიპი.

    პირველი — შავი, ქსოვილის საფუძველზე დამზადებული ლენტი, რომელიც ქვეყნის შიგნით იწარმოებოდა. იგი მზადდებოდა ბამბის ქსოვილისგან, გაჟღენთილი წებოვანი შემადგენლობით. ასეთი ლენტი იაფი და თბოგამძლე იყო: გაცხელებისას არ დნებოდა, არამედ იწვოდა და ნახშირდებოდა.

    თუმცა მასაც ჰქონდა ნაკლოვანებები — დროთა განმავლობაში წებო შრებოდა, ზედაპირი ხელს წვავდა, ხოლო ჰერმეტულობა სუსტი იყო. სამაგიეროდ, ხორკლიანი ტექსტურის გამო მას ხშირად იყენებდნენ ხელსაწყოების და სპორტული ინვენტარის სახელურებზე მოსახვევად.

    მეორე ტიპი — PVC-ლენტი, იგივე საბჭოთა ლურჯი იზოლენტი. ის გამოირჩეოდა მოქნილობით, ტენგამძლეობით და კარგი დიელექტრიკული თვისებებით, თუმცა ძლიერ ყინვაში ხისტი და მტვრევადი ხდებოდა.

    ამგვარად, რომელი იზოლენტია უკეთესი, ლურჯი თუ შავი, დამოკიდებულია გამოყენების მიზანზე. თუ მნიშვნელოვანია წყალგაუმტარობა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ლურჯს, ხოლო თუ ლენტის გამოყენებას აპირებთ ღია ცის ქვეშ სიცივეში, უკეთესია შავი ვარიანტი.

  • როგორ გავახაროთ ჯეჯილი ერთ კვირაში – მარტივი და გამოცდილი მეთოდი

    როგორ გავახაროთ ჯეჯილი ერთ კვირაში – მარტივი და გამოცდილი მეთოდი

    აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.

    ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. გთავაზობთ ჯეჯილის გახარების გამოცდილ და მარტივ მეთოდს. გირჩევთ, ეს პროცესი ბავშვებთან ერთად წამოიწყოთ, რადგან მცენარეების შესახებ გარკვეულ ცოდნასაც შეიძენენ და ურთიერთთანამშრომლობაშიც ჩაგეთვლებათ.
    1. აიღეთ 500 გრამი ხორბლის მარცვალი. გარეცხეთ, დაასხით ოდნავ შემთბარი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე.
    2. დილით წყალი გადაღვარეთ, ისევ გარეცხეთ, ჩაყარეთ მინის ქილაში

    და თავზე დააფარეთ. დადგით თბილ ადგილას და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.
    3. მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი, გაანაწილეთ ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე. ლანგარი გამათბობელთან დადგით. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.

    გაითვალისწინეთ: ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან სანამავი პულვიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რათა არ გამოშრეს.
    დაახლოებით ერთ კვირაში თქვენი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.

    ამ წესით გახარებული ჯეჯილი შეგიძლიათ გასაწურადაც გამოიყენოთ. ცნობილია, რომ ჯეჯილის წვენი იდეალური საშუალებაა გახდომისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის.

    წყარო: ​mshoblebi.ge

  • 🌧️ როდის გამოიდარებს საქართველოში – მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზი

    🌧️ როდის გამოიდარებს საქართველოში – მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზი

    მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ „პრაიმტაიმთან“  მეტეოროლოგი თამარ პაპაშვილი საუბრობს.

    „მომდევნო კვირაში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ რეგიონებში, მათ შორის მთიან და მაღალმთიან ზონაში.

    ჰაერის ტემპერატურა, მართალია, მოიმატებს, თუმცა მიმდინარე კვირასთან შედარებით, გარკვეულ დღეებში უფრო მაღალი იქნება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა 25 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 22 გრადუსამდე დათბეს.

    მიუხედავად ამისა, კვლავ მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი დღეები. ასევე, 30-31 მარტს და 3-4 აპრილს შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც,“ – აღნიშნა თამარ პაპაშვილმა.

  • 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი  ნახეთ კომენტარში

    27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნახეთ კომენტარში

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    მეგობრების მოწყობილ წვეულებაზე ან მივლინებაში საინტერესო ნაცნობობა გელით. თქვენი მომხიბვლელობა და მიმზიდველობა გულგრილს არავის დატოვებს. მარსი აქტივობის პიკზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტი შეიძლება სრულიად უმიზეზოდ, ცარიელ ადგილზე წარმოიშვას. შეეცადეთ, ამ დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

    ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოულოდნელმა ამბებმა შეიძლება თქვენს გეგმებსა და ზოგადად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ნუ ინერვიულებთ — ეს უსიამოვნება დიდხანს არ გაგრძელდება.

    კურო

    გაურკვევლობა უფრო მეტად გაწუხებთ, ვიდრე მწარე სიმართლე, ამიტომ, პარტნიორთან გულახდილად უნდა ისაუბროთ. მუდმივად წარსულ შეცდომებსა თუ წარუმატებლობებზე ნუ იფიქრებთ. გაცილებით მნიშვნელოვანია მომავალს უყუროთ და წინ იაროთ. პრობლემების მოსაგვარებლად და მიზნების მისაღწევად შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ.

    თუ კოლეგები ჭორებითა და ცილისწამებებით თქვენთვის სახელის გატეხას ცდილობენ, უმოქმედოდ ნუ იქნებით და თავდაცვაზე იფიქრეთ. მნიშვნელოვანი დოკუმენტების დამუშავებისას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ. ამ დღეს წვრილმანებზე ნერვიულობა არ ღირს. სულიერი წონასწორობა ქრონიკული დაავადებების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

    ტყუპები

    სიყვარულში იმედგაცრუების გადატანა გაგიჭირდებათ, თუმცა გახსოვდეთ, რომ დრო საუკეთესო მკურნალია. ნუ ეცდებით, რომ ხელმძღვანელობას და კოლეგებს საკუთარი შეხედულებები თავზე მოახვიოთ — ამ დღეს უმჯობესია ჩრდილში დარჩეთ. მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ნუ დაგეგმავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. ნუ მოტყუვდებით და ილუზიებს რეალობად ნუ მიიღებთ.

    ნაცნობობა, რომელიც ერთი შეხედვით პერსპექტიული ჩანს, შესაძლოა მხოლოდ ილუზია აღმოჩნდეს. ამ დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები გელით, ამიტომ თუ შესაძლებელია, ეცადეთ მთელი დღე სახლში გაატაროთ.

    კირჩხიბი

    ძალიან მძიმე დღეა. დილიდან სამსახურის საქმეებში იქნებით ჩაფლული. ახლობლებისთვის დრო საერთოდ არ გრჩებათ, მათ კი თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შეეცადეთ, ეს სიტუაცია დროულად გამოასწოროთ. სასიყვარულო ურთიერთობებში გაუგებრობისა და უთანხმოების მიზეზი გაჩნდება. თქვენი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ და კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. გსურთ, საკუთარ ინდივიდუალურობას ხაზი გაუსვათ, თუმცა ამ დღეს წარმატების გასაღები გუნდურ მუშაობაშია. მალე დიდი ხნის ნანატრი ნივთის შეძენას შეძლებთ.

    მალე ფინანსური სიტუაცია გამოსწორდება — თქვენს ჰოროსკოპში მერკური დომინირებას იწყებს. დროა, მავნე ჩვევებს თავი დააღწიოთ და სასარგებლო უნარები შეიძინოთ. ეცადეთ, დღის დადებითი ენერგეტიკა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ!

    ლომი

    შანსი გაქვთ, რომ რაღაც ახალი გამოცადოთ და სიამოვნების ახალი წყაროები აღმოაჩინოთ! დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ. ოჯახს ძალიან ცოტა დროს უთმობთ, რის გამოც კამათი და კონფლიქტი ხშირია.

    დღეს თქვენი ნიშნის ბევრი წარმომადგენელი სამუშაოსგან დასვენებას მოინდომებს. ეცადეთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ, რადგან სხვა შემთხვევაში დასვენების დღეები მძიმე და დატვირთული იქნება. მოსალოდნელია ფინანსური ხარჯები, თუმცა ამაზე ნერვიულობა არ ღირს. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ძველი ოცნებები რეალობად აქციოთ.

    ქალწული

    ნუ ინერვიულებთ თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაცივდა — ეს დროებითია და ვნება მალე ახალი ძალით იფეთქებს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, თორემ შეიძლება ეს დღე დიდი ჩხუბით დასრულდეს. მეგობრებზე და ნაცნობებზე საკუთარი ავტორიტეტითა და ენერგიით ზეწოლას ნუ ეცდებით.

    ნუ აჩქარდებით, ზედმეტ ფაციფუცს მოერიდეთ და უბრალოდ სამუშაო ვალდებულებები დროულად შეასრულეთ. ფინანსური დოკუმენტებისა და ვალდებულებების შემოწმება არ დაგავიწყდეთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ახლა ნებისმიერი მოგზაურობა დადებით ემოციებს მოგიტანთ, ასე რომ ჩაალაგეთ ჩემოდნები და გზას გაუდექით.

    სასწორი

    გირჩევთ, საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშმით, გემრიელი და დახვეწილი კერძებით გაახაროთ და დაუვიწყარი საღამო აჩუქოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში საბუთები და საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ — უახლოეს პერიოდში შემოწმების ალბათობა არსებობს.

    მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეეცადეთ, ნაცადი გზით იაროთ და ახალი არაფერი მოიფიქროთ – ექსპერიმენტები უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეთ. რაც შეეხება კვებას, ჯანსაღი რეცეპტები მოიძიეთ და ნახევარფაბრიკატებს ერიდეთ, რათა მთელი დღის განმავლობაში ენერგია შეინარჩუნოთ.

    მორიელი

    ერთობლივი შემოქმედება შთაგონებას გაგიღვიძებთ და ურთიერთობებში ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით. თვალი ადევნეთ, რომ ოჯახური ურთიერთობები რუტინად არ იქცეს. საყოფაცხოვრებო პრობლემებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ მთელი დღე წაგართვათ. ნუ მოიწყენთ და გაბრაზდებით, თუ დავალების შესრულებას ვერ ახერხებთ — ეს შეიძლება ყველას დაემართოს.

    იფიქრეთ მცირე ინვესტიციებზე ან შენაძენებზე, რომლებიც სიამოვნებასა და სიხარულს მოგიტანთ. გონებრივადდ ნუ გადაიტვირთებით — სატურნი ამ დღეს აზროვნების პროცესებს აფერხებს. სჯობს ჩვეული საქმით დაკავდეთ, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

    მშვილდოსანი

    თქვენს პირად ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებების დროა. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა შეიძლება მეორე ნახევარი მეგობრების წრეში იპოვონ. ემოციები აკონტროლეთ, რომ უხეში ნათქვამით გული არავის ატკინოთ. გახსოვდეთ, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და მისი უკან წაღება შეუძლებელია.

    მუშაობის დროს სირთულეები შეიძლება აჩქარების, შეუთანხმებლობის ან გადაჭარბებული პრეტენზიების გამო წარმოიშვას. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, ამიტომ ფინანსურ საკითხებს უფრო ყურადღებით მიუდექით. კარგი იქნება თუ ამ დღეს ცხიმიან საკვებს და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდებით.

    თხისრქა

    გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების ნამდვილი ფასი გაიგოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები გამოცადოთ და დარწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში სწორი გზა აირჩიეთ.

    პარტნიორთან ურთიერთობაში არსებული ჰარმონიის მიუხედავად, შეეცადეთ საერთო საქმიანობა იპოვოთ. ეს პერიოდი აქტივობისკენ არ განაწყობს, თუმცა რამდენიმე საქმის დასრულება მაინც მოგიწევთ. შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ფული დახარჯოთ, თუმცა ეს თქვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს. იუპიტერისა და სატურნის კვინკონსი მიანიშნებს, რომ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

    მერწყული

    ეს დღე მნიშვნელოვან ფიზიკურ და სულიერ რესურსს მოითხოვს. ყველაფერს, რაც ახლა ხდება, ისე მიუდექით, როგორც თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების გამოცდას. რომანტიკული პაემანი სხვა დღისთვის გადადეთ — დღეს განმარტოება და დასვენება გჭირდებათ.

    ამ დღეს უყურადღებობისა და შეცდომების ალბათობა მაღალია. მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობა და გაუცხოება. შესაძლოა, დღეს რამდენიმე ახალი პროფესიული ნაცნობობა გააბათ, რომელიც მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება.

    თევზები

    საყვარელი ადამიანის სურვილებსა და საჭიროებებს ნუ დაივიწყებთ. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, დროთა განმავლობაში თქვენს ურთიერთობას აუცილებლად ბზარი გაუჩნდება. პირად ინფორმაციას ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ნუ გაანდობთ, რადგან ამ დღეს ჭორების გავრცელების რისკი არსებობს, რაც მომავალში დაგაზიანებთ.

    ახლა სჯობს უფროსობისგან თავი შორს დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებითი მოვალეობებით დაგტვირთავენ. მოერიდეთ გარემოს ნეგატიურ გავლენას — შენობა ხშირად გაანიავეთ, ჰაერის გამწმენდი შეიძინეთ ან დეკორატიული მცენარეები გაამრავლეთ.