Blog

  • მთავრობის ახალი განკარგულება, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

    მთავრობის ახალი განკარგულება, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

    პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით, 2026 წლის 1 აპრილიდან კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან, პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმელის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს. განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.

    “გარემოს პლასტმასით დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციებს აწესებს.

    სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა საქართველოს მთვარობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმელის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს. განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.

    განკარგულება 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.

    აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან უკვე აკრძალულია სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია.

    ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის; მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა აუცილებელია გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.

    პლასტმასით დაბინძურების შესაფასებლად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კვლევა ჩატარდა. მსოფლიო ბანკის (World Bank) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მდინარე რიონის აუზის 13 უბანზე ჩატარებულმა შეფასებებმა დაადასტურა პლასტმასის ნარჩენების დომინირება ყველა ლოკაციაზე, ამასთან, დადგინდა რომ მდინარე რიონში ნარჩენების სიმჭიდროვე საშუალოდ შეადგენს 1.77 ერთეულს კვადრატულ მეტრზე, ზოგიერთ უბანში თითქმის 4 ერთეულამდე აღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.5 ერთეული/მ²), რაც ხაზს უსვამს პრობლემის მასშტაბურობასა და გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობას.

    გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარება მნიშვნელოვნად მაღალია და ყოველწლიურად დაახლოებით 613.5 მილიონ ერთეულს შეადგენს, რაც დაახლოებით 3.9–5.9 ათასი ტონაა.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომელიც 2026 წლის 1 აპრილიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმელის შეძენას კრძალავს. განკარგულების ამოქმედება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ნიკა გვარამიამ ,თეა წულუკიანს ლექსი მიუძღვნა

    ნიკა გვარამიამ ,თეა წულუკიანს ლექსი მიუძღვნა

    “გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…

     

    ნიკა გვარამიამ ესპანელი პოეტის ლექსი მიუძღვნა თეა წულუკიანს, რომელიც ამჟამად 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს.

     

    “გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…

     

     

    ყასბის ქალიშვილი

     

    სოფელში ცხოვრობს ლუპიტა,

     

    ყასაბი ჰყავდა მამა.

     

    მამის ხელობა ესწავლა,

     

    სულ ოცნებობდა ამას.

     

    მოსწონდა, როცა საკლავი

     

    ასხმარტალებდა ფეხებს;

     

    მოსწონდა, როცა ხედავდა

     

    რიდით მომზირალ გლეხებს.

     

    მოსწონდა, სისხლის მდინარე

     

    რომ ჩაჰყვებოდა ღელეს;

     

    მოსწონდა, როცა ხედავდა

     

    მამის სისხლიან ხელებს.

     

    მაგრამ ვერ გახდა ყასაბი,

     

    ტანად მორჩილი, ჩია.

     

    ვერ ერეოდა ნაჯახს და

     

    ვერ მოკლა გულის ჭია.

     

    ჰოდა, იფიქრა – ყასბობის

     

    თუკი არ შემწევს ძალა,

     

    სხვაგვარად დავაზიანებ –

     

    ენას ვიხმარებ ხმალად…

     

    სოფელში ახლა ლუპიტას

     

    სუყველა იცნობს, როგორც

     

    ბოროტი ენის პატრონს და

     

    ყასბის მემკვიდრე გოგოს.

    ცდილობს, სუყველა დაგესლოს

     

    სოფლის მიღმა თუ მოღმა…

     

    სამოციოდე კილოა

     

    და სამოცივე – ბოღმა.

  • “ბოლოს 11 საათზე მოგვწერა” – 22 წლის გოგო თბილისში, ერთ-ერთ სასტუმრო გარდაცვლილი იპოვეს: რას ჰყვება გარდაცვლილის მამა?

    “ბოლოს 11 საათზე მოგვწერა” – 22 წლის გოგო თბილისში, ერთ-ერთ სასტუმრო გარდაცვლილი იპოვეს: რას ჰყვება გარდაცვლილის მამა?

    რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო Panorama 360 Hotel-ში, 22 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ალი­ნა კამ­ბა­რო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც უამ­რავ კი­თხვის ნი­შანს აჩენს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. გო­გო­ნას მამა მე­დი­ას­თან შვი­ლის ბოლო სა­ა­თებ­სა და მათ ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს.

    ალი­ნა კამ­ბა­რო­ვა ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დი­დან თბი­ლის­ში 16 მარტს ჩა­მო­ვი­და. ეს მისი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი არ ყო­ფი­ლა – ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დეც, ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. რუ­სეთ­ში მხო­ლოდ დრო­ე­ბით, ოჯა­ხის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად დაბ­რუნ­და.

    მა­მის თქმით, ალი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ელო­და:

    “ის ამ გამ­გზავ­რე­ბას ცხოვ­რე­ბის ახალ ეტა­პად მი­იჩ­ნევ­და. უნ­დო­და იქ ცოტა ხნით ეცხოვ­რა და დის­ტან­ცი­უ­რად ემუ­შა­ვა. მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი ჰქონ­და და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო, რომ იქ მი­დი­ო­და“, – იხ­სე­ნებს მამა.

    როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ა.კ.-ს თან­ხმლე­ბი პი­რის გად­მო­ცე­მით, მან და ახალ­გაზ­რდა ქალ­მა, სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მა­რი­ხუ­ა­ნა” მო­იხ­მა­რეს, დი­ლის სა­ა­თებ­ში კი მა­მა­კაც­მა ა.კ. გარ­დაც­ვლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა.

    განაგრძეთ კითხვა>>>

  • ცნობილია ვინ არის ის არასრულწლოვანი ვინც გუშინ პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა რომ დანაღმული ჰქონდა შენობა და… იხილეთ ვრცლა დინფორმაცია კომენტარში

    ცნობილია ვინ არის ის არასრულწლოვანი ვინც გუშინ პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა რომ დანაღმული ჰქონდა შენობა და… იხილეთ ვრცლა დინფორმაცია კომენტარში

    💬„მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება. ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი.
    კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ საღამოსვე შევძელით დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.
    არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
    არასრულწლოვანს ბრალდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“— ნათქვამია სუს-ს განცხადებაში

  • როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე – ვრცლად

    როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე – ვრცლად

    სიონის საპატრიარქო ტაძარი, სადაც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უწმინდესის საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგონ მას.

    სიონში მოქალაქეების ნაკადი ამ დროისთვისაც არ წყდება.

    საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილის თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს დაკრძალეს.

    უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან – წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

    პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.

    წყარო: primetime.ge

  •  სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი ემსხვერპლა

     სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი ემსხვერპლა

    🔻 კატარში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი ემსხვერპლა | ინფორმაციას CNN ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ვერტმფრენი ტერიტორიულ წყლებში რუტინული დავალების შესრულების დროს ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. მათივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უკვე დასრულდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი ბორტზე თურქეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდა

  • 9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა – რა დაადგინეს მეცნიერებმა?

    9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა – რა დაადგინეს მეცნიერებმა?

    2023 წლის სექტემბერში სეისმოლოგებმა უნიკალური სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც ცხრა დღის განმავლობაში მთელ პლანეტაზე ვრცელდებოდა. განსხვავებით მიწისძვრებისგან, ეს სიგნალი მხოლოდ ერთი სიხშირისგან შედგებოდა და ის ისმოდა არქტიკიდან ანტარქტიდამდე. თავდაპირველად მას “USO” ეწოდა — უცნობი სეისმური ობიექტი – წერს Science და Nature Communications-ი.

    საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სიგნალის მიზეზი გახდა მასშტაბური კატასტროფა აღმოსავლეთ გრენლანდიაში. 2023 წლის 16 სექტემბერს დიქსონის ფიორდში გიგანტური მეწყერი ჩამოიშალა, რომლის მოცულობა დაახლოებით 10 000 ოლიმპიური აუზის ტოლფასი იყო ქანების სახით. ამან გამოიწვია 200-მეტრიანი მეგაცუნამი — ტალღა, რომელიც სიდიდით აღემატებოდა ცნობილი სატელიტურ კოშკს, Space Needle-ს.

    ფიორდში წყალმა წინ და უკან მოძრაობა დაიწყო, რასაც სეიში ეწოდება — ფენომენი, რომელიც დაახლოებით 10 000-ჯერ აირეკლა ცხრა დღის განმავლობაში. სწორედ ეს მოძრაობა დააფიქსირეს სეისმურმა სენსორებმა მთელ მსოფლიოში. მეცნიერები კატასტროფის მიზეზად კლიმატის ცვლილებას და მყინვარების დნობას ასახელებენ, რამაც მთის ფერდობები არასტაბილური გახადა.

    „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა წყლის შხეფისგან წარმოქმნილი რხევა დედამიწის ქერქის გავლით მთელ პლანეტაზე გავრცელდა,“ — აღნიშნა სეისმოლოგმა სტივენ ჰიკსმა (UCL-დან).

  • ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, – „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

    პარტიის ცნობით, საბაზისო ინდექსის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ.

    „ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ოლიგარქიული ტენდენციები. ანგარიში ყურადღება საქართველოსაც ეთმობა. მკვლევართა შეფასებით საქართველო რისკფაქტორის მიხედვით ჩამორჩება მაგალითად შვეიცარიას, კვიპროსს, უნგრეთს და ა.შ. ( გვ. 41). მიუხედავად ანგარიშში რისკად აღქმული იმ მოცემულობისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, რეალური და მრავალფაქტორიანი მონაცემების ანალიზის საფუძველზე კვლევამ დაადგინა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია (გვ.42) (გვ. 89). ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით 2 ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო (გვ.42) და კორექტირებული (გვ. 89) მაჩვენებლები.

    ოლიგარქიზაციის ტენდენციის საბაზისო ინდიკატორი ასახავს 2012 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს 10 -წლიანი გაანგარიშებით და ეძღვნება იმის დადგენას, თუ როგორ შეიცვალა ეროვნულ სიმდიდრის ფორმირებაში საზოგადოების უმდიდრესი 1%-ის წვლილი.

    საბაზისო ინდექსის მიხედვით 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ (გვ.42). კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10 – წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს ოლიგარქიზაციის გაღრმავებას. ამასთან ოლიგარქიზაციის საბაზისო ინდიკატორი გაუარესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში . ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, დანია, ავსტრია, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი.

    მკვლევრებმა საბაზისო ინდექსის გარდა უფრო სიღრმისეული, მრავალფაქტორიანი ანალიზის საფუძველზე ოლიგარქიზაციის ცვლილების კორექტირებული ინდექსიც შეიმუშავეს (გვ. 89). ოლიგარქიზაციის ტენდენციის კორექტირებული ინდექსი აანალიზებს სიმდიდრის უთანაბრობის გაუმჯობესების და გაუარესების ხანგრძლივ ტენდენციებს, რომელიც სპეციალური ფორმულით შეწონილია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ცვლილების ტენდენციებთან 2013-2023 წლებში(გვ. 88-89). შედეგები საქართველოსთვის შთამბეჭდავად გამორჩეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ამ კორექტირებული ინდექსის მიხედვით, დეოლიგარქიცაზიის ხანგრძლივი 10- წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა ირლანდიის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ოლიგარქიზაციის ცვლილების შეწონილი მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან 17-ში გაუარესდა.

    ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ, რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“. https://corruptiondata.eu/a-report-on-causes-and-trends-of-corruption-risk-in-europe-41/“- ნათქვამია ინფორმაციაში

  • მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყველასთვის უცნობი” – ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

    მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყველასთვის უცნობი” – ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

    ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები ქვეყნდება :

    🔴მეგობრებო, ვინაიდან ახლა თითოეული ჩვენგანის ყურადღება საპატრიარქოსკენაა მიპყრობილი, შეგახსენებთ იმ წინასწარმეტყველებათა უმცირეს ნაწილს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ქართული ეკლესიის მომავალს ეხება.

     

    ✅ ცნობისათვის, ეს წინასწარმეტყველებები წარსულში უკვე გამოქვეყნებულია როგორც ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე მის წიგნებში „ახალი სიტყვა“ – სხვადასხვა წლების გამოცემებში როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე.

    📌2006 წელი, 29 ნოემბერი

    ვხედავ, მოდის პატრიარქად ახლაგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მე ვიცნობ კარგად, ისიც მიცნობს და მაფასებს. აღფრთოვანებულია. მთავრობა ზურგს უმაგრებს.

    რეფორმები საპატრიარქოსაც შეეხება. სამართალი იმარჯვებს! ყველაფერი სუფთავდება.

    📌2007 წელი, 17 დეკემბერი

    ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. გარდაიცვლება წინამძღვარი – პატრიარქი ილია II. ბევრი რამ შეიცვლება. საპატრიარქოში, ვხედავ, სიმშვიდეა.

    მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.

    მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი! რაც ძალიან სჭირდება საქართველოს.

    📌2008 წელი, 24 იანვარი

    ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველას და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი, მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში.

    მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა.

    ‼️ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს.

    მეუფეს ეს ბევრი წლის წინ ვუწინასწარმეტყველე პირადად, საპატრიარქოში, მის კაბინეტში <…>. იგი უნდა გახდეს ნამდვილი პატრიარქი საქართველოსი და განაგრძოს ქვეყნის აღმშენებლობა, რასაც აკეთებდა ილია II. უფრო განსხვავებულ გზას ვხედავ, მართალია, მაგრამ ყოველივე ეს ხომ ღმერთის ნებაა. ამინ!

    📌2009 წელი, 30 ნოემბერი

    ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში: ძლიერი, რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არამხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას.

    📌2009 წელი. 20 დეკემბერი

    კოსმოსი დაასუფთავებს უფლის სახლს და მერე როგორ?! ყველა იხილავს ამას. ასეთია ნება კოსმოსისა, რათა დარჩეს მღვდელი იგი პატიოსანი და ვხედავ, გადარჩება ბოლოს საპატრიარქო. განწმინდავს და დაასუფთავებს უფლის ხელი ყველაფერს. ირწმუნეთ, ვინაიდან თითოეული სიტყვა ასრულდება ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება.

    📌2017 წელი, 20 თებერვალი

    ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი. მასში დიდი ენერგიაა ჩადებული. კარგად იცის, რა თამაშებიცაა პოლიტიკაში და როგორ ითამაშოს. ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

    მთავარი კი ის არის, რომ მას სწამს, სჯერა ქართველი წინასწარმეტყველის, +ლელა+ კაკულიასი — როგორც მის წინამორბედ პატრიარქ ილია მეორეს. ამიტომ მას დიდი ძალა ეძლევა კოსმოსიდან. ეს ასეა. ამინ!

    მომავალში საქართველოს პატრიარქი ეყოლება, ვხედავ, და ყველაფერი ირგვლივ დამშვიდდება.

    📌2018 წელი, 30 ნოემბერი

    მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები. სინოდი ისე გადაწყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს, მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს.

    ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება — პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი. საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს.

    📌2019 წელი, 16 მარტი

    ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყველასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

    📌2020 წელი, 1 ივლისი

    უფლის, კოსმიური საცერი იცრება და ვხედავ, საპატრიარქოც გაიცრება. იქნება ისე, როგორც კოსმოსს სურს და არა ისე, როგორც ადამიანებს სურთ. ბევრი რამ შეიცვლება.

    📌2022 წელი, 25 აპრილი

    მოდის ახალი პატრიარქი. ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში — ყველა და ყველაფერი. და ამას ვერ შეაჩერებთ. ამინ!” – წერა პოსტში

  • “ეს იქნება დიდი შოკი….” –ვრცელდება ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება მიხეილ სააკაშვილის შესახებ

    “ეს იქნება დიდი შოკი….” –ვრცელდება ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება მიხეილ სააკაშვილის შესახებ

    „რუსეთს აუცილებლად გარიცხავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასე ვთქვათ, წონიანი, გავლენიანი ორგანიზაციებიდან!“ – ასე ბრძანა ქალბატონმა ლელამ 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც მისი საავტორო გაზეთის №66-ში გამოქვეყნდა და 2017 წელს გამოცემულ წიგნშიც შევიდა.
    თუმცა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა ქალბატონმა ლელამ კიდევ უფრო ადრე იწინასწარმეტყველა.

    მიმდინარე წლის 10 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთს არ სურს მონაწილეობა „ნატოსა და მისი მორჩილი მიმდევრის“, ევროკავშირის საქმიანობაში, რომელიც ევროსაბჭოს „დასავლური უპირატესობისა და ნარცისიზმის პლატფორმად“ გარდაქმნას ემსახურება, და ამიტომ კრემლმა ევროსაბჭოს დატოვება განიზრახა.

    გუშინ კი, 15 მარტს, მოსკოვმა პათეტიკურად განაცხადა, რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვაო.

    სინამდვილეში კი ეს ევროსაბჭომ გარიცხა თავისი რიგებიდან რუსეთი და შტაბბინის წინ აღმართული მისი სახელმწიფო დროშაც ოპერატიულად დაუშვა.
    და ეს ყველაფერი არ არის: მოსკოვს კიდევ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიაბრძანებენ, როგორც ეს არაერთხელ იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წარსულში.

    ქვემოთ ერთ ამონარიდს შეგახსენებთ – 13 წლის წინანდელს.

    2009 წელი, 14 ივნისი

    … რუსეთს საბოლოოდ აგრესორის სახელი ედება და ისინი ამას ვერ წაშლიან.ვხედავ, მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება მას, ვინაიდან რუსეთი თავხედურად ცდილობს ზეწოლას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და ასევე სხვა ევროპულ სახელმწიფოებზეც. არც გერმანიას მოერიდებიან. პირდაპირ განაცხადებენ, რომ ბერლინის კედელს ისევ ააშენებენ და არც არაფრის ეშინიათ, ევროპის აზრი არც აინტერესებთ.

    ეს იქნება დიდი შოკი ევროპისთვის. რომელსაც უცებ დაავიწყდება საყვარელი სიტყვები: „მოლაპარაკებები“, „დიალოგი და მხოლოდ დიალოგი“ და იწყებს სანქციების გამოყენებას, რომლებიც ყველა პოლიტიკურ ზღვარს ცდება. აი, აქ კი მართლა შეშინდება რუსეთის მთავრობა.

    ევროპამ რუსების მიმართ სანქციები ბოლომდე არ გამოიყენა, როცა ეს უკანასკნელი საქართველოში შემოიჭრა. ჰოდა, იმის ხედვა, რასაც რუსეთი მომავალში მოუწყობს ევროპელებს და შესაბამისად, ევროპის პასუხიც, რომელიც რუსულ პოლიტიკას დიდ დარტყმას მიაყენებს, ძალიან მსიამოვნებს<…>.

    და მთავარი: თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და ანგარიშს არ გაუწევს ევროპას, ვხედავ, მას ევროსაბჭოდან გამოაგდებენ; დიახ, ხმის უფლებასაც ჩამოართმევენ და გამოაგდებენ კიდეც.

    ევროპა და ამერიკა ძალიან მალე დაიღლებიან რუსეთის კაპრიზებით. აი, მაშინ იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები.”