„მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნინიკო გიგაურს ხელი სთხოვეს.
რჩეულმა ნინიკოს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.
ნინიკოსთვის აღნიშნული მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა.
ჟურნალისტი მომხდარს განსაკუთრებული ემოციით შეხვდა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნინიკო გიგაურს ხელი სთხოვეს.
რჩეულმა ნინიკოს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.
ნინიკოსთვის აღნიშნული მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა.
ჟურნალისტი მომხდარს განსაკუთრებული ემოციით შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა.
„ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: bpn.ge

ეზოთერიკოსი, გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოში მიწისძვრები მოიმატებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ცნობილი სპორტსმენი გარდაიცვლება უახლოეს პერიოდში. საზოგადოებას მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილად იყვნენ ლიფტებთან. მიწისძვრები მოხდება მიყოლებით და ასევე სვანეთის ტრაგედიას ვხედავ, რომელიც წყალთანაა დაკავშირებული.
სასტუმროში გარდაცვლილ პიროვნებას იპოვიან.
წლის ბოლომდე, საქართველოში დიდი პრობლემები იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და აუცილებლად დააფასეთ ერთმანეთი. უდიდესი ძალები იცავენ ახლა საქართველოს“,- ამბობს გოგა მანია.


„მაგთი“ შეფერხებით მუშაობს.
უკვე 15 წუთზე მეტია „მაგთის“ ინტერნეტ კავშირი შეწყვეტილია.
კომპანიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში გარდაიცვალა 4 წლამდე ბავშვი, რომელსაც მშობლებმა სცემეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბავშვთა უფლებადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 4 წლამდე გოგო კლინიკაში სახესა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით 7 აპრილს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.
მთავარი

რეჟისორი რობერ სტურუას მისი სპექტაკლის – “ვეფხისტყაოსნის” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, “ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ!
გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ “ნაცებს”, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ, ისევე როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, (შესაძლოა ქართულს კარგად არ ფლობენ!)
როცა ავთანდილი თინათინმა იხმო:
“გ ა ძ ც ვ რ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”
აკაკიმ თქვა, რომ – 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული “ვეფხისტყაოსანიო”!
დღეს როგორაა საქმე – სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები, და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები (შემოსავალზე ფიქრობენ ალბათ!)! ვხსნი: “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად”.
127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძეს კომენტარი:
“გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა – შიშველ ტანზე!”
გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!!” – წერს რობერტ სტურუა.

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა | დედამიწის შემსწავლელი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ორივე მიწისძვრა ქალაქ ახმეტასთან დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა 09:12 წუთზე დაფიქსირდა – მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 2 კილომეტრი. მეორე მიწისძვრა 1 წუთში, 09:13 საათზე დაფიქსირდა – მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 14 კილომეტრი.

საქართველოში 14 აპრილამდე იქნება შენარჩუნებული დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-10 აპრილის ღამეს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე.
„უარყოფითმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.