Category: Uncategorized

  • “ცხედრები გახრწნილია, სახლში შესვლა ვერ შევძელი, რადგან ძალიან მძაფრი სუნი იყო” – რას ჰყვებიან ზუგდიდში დაღუპულ დებზე?

    “ცხედრები გახრწნილია, სახლში შესვლა ვერ შევძელი, რადგან ძალიან მძაფრი სუნი იყო” – რას ჰყვებიან ზუგდიდში დაღუპულ დებზე?

    საშინელი ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში. გუშინ, საღამოს საათებში, მეზობელმა, რომელმაც როგავების სახლთან ჩაიარა, საშინელი სუნი იგრძნო და მაშინვე განგაში ატეხა. ეზოში შესულს როგავების სახლიდან არც ერთმა იქ მცხოვრებმა ქალბატონმა ხმა არ გასცა, მიხვდა რაღაც ხდებოდა, რადგან სახლიდან საშინელი სუნი გამოდიოდა და სასწრაფოდ 112-ში დარეკა. მალე მივიდნენ ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები და უმძიმესი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და როლენა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილას დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ახლა ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, თუ რა გახდა სამი დის გარდაცვალების მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ, დები ქუჩაში ბოლო დღეებში არ უნახავთ, ამიტომ არის ვარაუდობენ, რომ ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.

    ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო შველიძეს, რომელიც გვიდასტურებს, რომ სამივე გარდაცვლილი დედმამიშვილია.

    ლადო შველიძე:

    – ძალიან სამწუხარო ამბავია მომხდარი. გარდაცვლილები დები არიან. ტყუპი ნაირა და როლენა როგავები 60 წლისანი იყვნენ, მათ ჰყავდათ სახლში უფროსი და, დალი როგავა, რომელიც ტყუპებზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, 66 წლის იქნებოდა. სამივენი ერთად ცხოვრობდნენ, ერთ სახლში. არც ერთი გათხოვილი არ იყო. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. სულ სახლში იყვნენ, იქ საქმიანობდნენ. ამ ოჯახში სულ 6 შვილი გაიზარდა, მათი დედმამიშვილებიც უკვე გარდაცვლილები არიან. ამ ტრაგედიის მიზეზი რა გახდა, არ ვიცით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს სამივეს ცხედარი და ექსპერტები იტყვიან რეალურად რით გარდაიცვალნენ ისინი. ახლო მეზობელი არ ჰყავდათ და ამიტომ მოხდა ასე გვიან რომ გაირკვა ეს ამბავი. მე წუხელ, ღამის სამ საათზე შევიტყვე მომხდარი, დამირეკეს ძალოვნებმა, რომ მივედი სამართალდამცავები, კრიმინალისტები და ყველა უკვე იქ იყო. ოთახში არ შევსულვარ, რადგან ეზოშიც საშინელი, გაუსაძლისი სუნი იდგა და სპეციალურად დამცავი პირბადის გარეშე სახლში შესვლას ვერც შევძლებდით. ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი, იმიტომ, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ თუ არ თქვა მიზეზი, თუ არ დაიდო ექსპერტიზის პასუხი, ჩვენ ვერანაირი ინფორმაციას ვერ ვფლობთ. უფროსია დალი, როლენა და ნაირა არიან ტყუპები. როგორც ვიცი, ძმისშვილი პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საქართველოში რომ არ არის ამჟამად ეს ნამდვილად ვიცი. დადებითად დავახასიათებ გარდაცვლილებს, სოფელში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. როგორც ვიცი, არ მუშაობდნენ. განაგრძეთ კითხვა

  • გარდაცვლილები თავიანთ საწოლებში ნახეს – ორი ერთ ოთახში და მესამე – მეორე ოთახში

    გარდაცვლილები თავიანთ საწოლებში ნახეს – ორი ერთ ოთახში და მესამე – მეორე ოთახში

    საშინელი ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში. გუშინ, საღამოს საათებში, მეზობელმა, რომელმაც როგავების სახლთან ჩაიარა, საშინელი სუნი იგრძნო და მაშინვე განგაში ატეხა. ეზოში შესულს როგავების სახლიდან არც ერთმა იქ მცხოვრებმა ქალბატონმა ხმა არ გასცა, მიხვდა რაღაც ხდებოდა, რადგან სახლიდან საშინელი სუნი გამოდიოდა და სასწრაფოდ 112-ში დარეკა. მალე მივიდნენ ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები და უმძიმესი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და როლენა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილას დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ახლა ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, თუ რა გახდა სამი დის გარდაცვალების მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ, დები ქუჩაში ბოლო დღეებში არ უნახავთ, ამიტომ არის ვარაუდობენ, რომ ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.

    ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო შველიძეს, რომელიც გვიდასტურებს, რომ სამივე გარდაცვლილი დედმამიშვილია.

    ლადო შველიძე:

    – ძალიან სამწუხარო ამბავია მომხდარი. გარდაცვლილები დები არიან. ტყუპი ნაირა და როლენა როგავები 60 წლისანი იყვნენ, მათ ჰყავდათ სახლში უფროსი და, დალი როგავა, რომელიც ტყუპებზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, 66 წლის იქნებოდა. სამივენი ერთად ცხოვრობდნენ, ერთ სახლში. არც ერთი გათხოვილი არ იყო. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. სულ სახლში იყვნენ, იქ საქმიანობდნენ. ამ ოჯახში სულ 6 შვილი გაიზარდა, მათი დედმამიშვილებიც უკვე გარდაცვლილები არიან. ამ ტრაგედიის მიზეზი რა გახდა, არ ვიცით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს სამივეს ცხედარი და ექსპერტები იტყვიან რეალურად რით გარდაიცვალნენ ისინი. ახლო მეზობელი არ ჰყავდათ და ამიტომ მოხდა ასე გვიან რომ გაირკვა ეს ამბავი. მე წუხელ, ღამის სამ საათზე შევიტყვე მომხდარი, დამირეკეს ძალოვნებმა, რომ მივედი სამართალდამცავები, კრიმინალისტები და ყველა უკვე იქ იყო. ოთახში არ შევსულვარ, რადგან ეზოშიც საშინელი, გაუსაძლისი სუნი იდგა და სპეციალურად დამცავი პირბადის გარეშე სახლში შესვლას ვერც შევძლებდით. ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი, იმიტომ, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ თუ არ თქვა მიზეზი, თუ არ დაიდო ექსპერტიზის პასუხი, ჩვენ ვერანაირი ინფორმაციას ვერ ვფლობთ. უფროსია დალი, როლენა და ნაირა არიან ტყუპები. როგორც ვიცი, ძმისშვილი პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საქართველოში რომ არ არის ამჟამად ეს ნამდვილად ვიცი. დადებითად დავახასიათებ გარდაცვლილებს, სოფელში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. როგორც ვიცი, არ მუშაობდნენ.

    – ბატონო ლადო, ვინ მოიკითხა გარდაცვლილები?

    – როგორც გითხარით სულ სახლში ფუსფუსებდნენ. თხილი ჰქონდათ ეზოში და საქმიანობდნენ სახლში. როგორც მეზობელი ამბობს, საშინელი სუნი იგრძნო, ეზოში შესულა, მაგრამ თურმე ისეთი მძაფრი სუნი იყო, პოლიცია გამოიძახა. შეატყობინეს პოლიციას, პოლიციის მოსვლამდე სახლში არავინ შესულა, რადგან მიხვდნენ რომ რაღაც ხდებოდა. ისეთი სუნი იყო, ახლოსაც ვერ მივიდოდა ადამიანი. დარეკა პოლიციაში და ხალხიც მოგროვდა ეზოში, ჭიშკართან უკვე იგრძნობოდა ძალიან ცუდი სუნი. ძალოვნები რომ შევიდნენ სამივე გარდაცვლილი დახვდათ. თავიანთ საწოლებში ნახეს ისინი. ორი ერთ ოთახში და მესამე მეორე ოთახში. ბოლოს მეზობლებმა ალბათ ოთხი-ხუთი დღის წინ ნახეს, ამიტომ არის ვარაუდი, რომ რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან. ცხედრები გახრწნილია. მე როგორც კი შემატყობინეს, პოლიციამ რომ დამირეკა მივედი მაშინვე, მაგრამ სახლში შესვლა ვერ შევძელი, რადგან ძალიან მძაფრი სუნი იყო. საჭმლით ინტოქსიკაციას ვარაუდობენ, მაგრამ მე ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი. სიმართლე რომ გითხრათ, ისეთი სუნი იყო, ახლოსაც არ მივსულვარ. ფიზიკურად ვერ შევიდოდა სახლში უნიღბო ადამიანი. მჭიდრო მოსახლეობა არ არის, ახლო მეზობელი არ ჰყავდათ და ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ გვიან იპოვეს ცხედრები. სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან. ცოტა მოშორებით არის მეზობელი, მან გაიარა, უბრალოდ სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია. სულ ექვსი დედმამიშვილები იყვნენ, დღეს არც ერთი აღარ არის ცოცხალი. სამხარაული ალბათ იტყვის თავის სიტყვას, დადებს ექსპერტიზის პასუხებს. ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ მათ ახლობლებს.

    “კვირის პალიტრა” სამძიმარს

  • 24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    აქტიური დღეა. ახალი საქმის დაწყება და ინიციატივის გამოჩენა წარმატებას მოგიტანთ.

    კურო

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.

    ტყუპები

    ახალი შესაძლებლობა ან საინტერესო სიახლე გელით. კომუნიკაცია წარმატებული იქნება.

    კირჩხიბი

    ემოციებს ნუ აჰყვებით. გულწრფელი საუბარი ურთიერთობებს გააუმჯობესებს.

    ლომი

    პროფესიულ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი გაქვთ.

    ქალწული

    ყურადღება დეტალებს მიაქციეთ და დაგეგმილი საქმეები თანმიმდევრულად შეასრულეთ.

    სასწორი

    ურთიერთობებში კომპრომისი დაგეხმარებათ. მშვიდი საუბრისთვის კარგი დღეა.

    მორიელი

    მოულოდნელმა ცვლილებამ შესაძლოა გეგმები შეგიცვალოთ. მოთმინება შეინარჩუნეთ.

    მშვილდოსანი

    ახალი იდეებისთვის ხელსაყრელი დღეა. ინიციატივა საინტერესო შედეგს მოგიტანთ.

    თხის რქა

    სამუშაოში ნაყოფიერი დღე გელით. დაწყებული საქმეების დასრულებაზე კონცენტრირდით.

    მერწყული

    შესაძლოა მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიიღოთ.

    თევზები

    ინტუიციას ენდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

  • ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

    ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

    ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.

    „გრძელენიანებო, გისურვებთ ჩემი ცხოვრება გენატროთ! მე მჯერა, რომ უფალი არც მე და მით უმეტეს, ჩემს ალექსანდრეს არ გაგვწირავს…“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.

    ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

    არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

  • ბათუმში 22 წლის კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს

    ბათუმში 22 წლის კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს

    23 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

    „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს იმ ახალგაზრდა კაცის ცხედარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ბათუმში ეძებდნენ.

    საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

    გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილია.

  • ზუგდიდში გარდაცვლილ 3 დასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი ‼️‼️❌ ვრცლად ნახეთ კომენტარებში 👇👇

    ზუგდიდში გარდაცვლილ 3 დასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი ‼️‼️❌ ვრცლად ნახეთ კომენტარებში 👇👇

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს.

    „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 60 წლის ტყუპი დები, ასევე უფროსი და – ნაირა, დალი და ლორიტა როგავები.

    ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაცია იყოს.

    გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით.

  • მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

    მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

    პოლიციამ გამოძიება დაიწყო კაცის მიმართ, რომელიც თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა.

    მამა შვილებს ასევე ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტი დელისის მეტროსთან მოხდა.

    ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს.

  • შემზარავი ამბავი – ზუგდიდში, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან

    შემზარავი ამბავი – ზუგდიდში, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან

    მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.