Category: Uncategorized

  • თუ ნოშპა ოდესმე მიგიღია ეს აუცილებლად უნდა იცოდე.

    თუ ნოშპა ოდესმე მიგიღია ეს აუცილებლად უნდა იცოდე.

    ნოშპა არის პრეპარატი, რომლის მოქმედი ნივთიერებაა დროტავერინი (Drotaverine hydrochloride). ის მიეკუთვნება სპაზმოლიზურ საშუალებებს და ამცირებს გლუვი კუნთების სპაზმს. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ორგანოები “იკუმშება ზედმეტად”, ნოშპა ამ შეკუმშვას ამშვიდებს.

    რას შველის?
    ნოშპა გამოიყენება მაშინ, როცა ტკივილი სპაზმით არის გამოწვეული:

    მუცლის ტკივილი და ნაწლავის სპაზმი
    ნაღვლის ბუშტის სპაზმი
    შარდსასქესო გზების სპაზმი
    მენსტრუალური ტკივილი
    ზოგჯერ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სპაზმური ტკივილი
    მნიშვნელოვანია: ის არ არის ტკივილგამაყუჩებელი პირდაპირი მნიშვნელობით. თუ ტკივილი სპაზმით არ არის გამოწვეული, ეფექტი შეიძლება სუსტი იყოს.

    როგორ მოქმედებს?
    დროტავერინი ამცირებს ფერმენტ PDE4-ის აქტივობას, რის შედეგადაც გლუვი კუნთები მოდუნდება. ის არ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე ისე, როგორც ზოგი სხვა სპაზმოლიზური საშუალება, ამიტომ იშვიათად იწვევს გამოხატულ ნერვულ გვერდით ეფექტებს.

    სტანდარტული დოზირება (ზრდასრულებში)
    ჩვეულებრივ 40–80 მგ ერთ მიღებაზე
    მაქსიმუმი დღეში ხშირად არის 240 მგ-მდე
    ზუსტი დოზა დამოკიდებულია ასაკზე და მდგომარეობაზე. ბავშვებში დოზა განსხვავდება და საჭიროა ექიმის რეკომენდაცია.

    შესაძლო გვერდითი მოვლენები
    უმეტესად კარგად გადაიტანება, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს:

    დაბალი წნევა
    თავბრუსხვევა
    გულისცემის აჩქარება
    გულისრევა
    ალერგიული რეაქცია (იშვიათად)
    თუ გაჩნდა ძლიერი სისუსტე, გამონაყარი ან სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართო ექიმს.

    როდის უნდა იყო ფრთხილად?
    თუ გაქვს დაბალი არტერიული წნევა
    თუ იღებ სხვა წნევის დამწევ წამლებს
    ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
    მძიმე ღვიძლის ან თირკმლის დაავადების შემთხვევაში
    მნიშვნელოვანი რამ, რაც ბევრმა არ იცის
    ნოშპა არ ამცირებს ანთებას და არ არის ანტიბიოტიკი
    თუ მუცლის ძლიერი ტკივილი არ გადის ან ძლიერდება, აუცილებელია დიაგნოზის დაზუსტება. ზოგჯერ სპაზმის უკან შეიძლება უფრო სერიოზული მიზეზი იდგეს
    ხანგრძლივი თვითმკურნალობა არასასურველია .

  • როგორი ამინდი იქნება სანაპირო კურორტებზე – უახლოესი დღეების პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება სანაპირო კურორტებზე – უახლოესი დღეების პროგნოზი

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ წერს.

    „უახლოეს დღეებში – დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა ელჭექით. განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ნალექი შესაძლოა იყოს ძლიერი და თან ახლდეს სეტყვა.

    სანაპირო კურორტებზე დღის საათებში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი, ხოლო ზღვა მშვიდი იქნება, რაც ხელს შეუწყობს დასვენებასა და ტურისტულ აქტივობებს.

    გაითვალისწინეთ საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელი ნალექი და ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში.“ – წერს მეტეოროლოგი.

  • ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.

    ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.

    ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.

    „გემუდარები, შემიბრალე, გამოჩნდი და დამაჯერე, რომ სასწაულები ხდება უშენოდ არაფერი მიხარია, დეე!!!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი წერს.

    ცნობისთვის,ალექსანდრე მიქელაძე 6 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

    არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

  • 13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ენერგიული დღეა. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

    კურო

    ყურადღება ფინანსურ საკითხებზე გადაიტანეთ. გეგმაზომიერი მოქმედება სასურველ შედეგს მოგიტანთ.

    ტყუპები

    კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. საინტერესო შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები გელით.

    კირჩხიბი

    ემოციებს ნუ აჰყვებით. სიმშვიდე და მოთმინება ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

    ლომი

    საკუთარი იდეების წარმოსაჩენად ხელსაყრელი დღეა. თავდაჯერებულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

    ქალწული

    დეტალებზე ყურადღების გამახვილება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას.

    სასწორი

    პირად და საქმიან ურთიერთობებში ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება. კომპრომისი სასარგებლო აღმოჩნდება.

    მორიელი

    ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. ნუ იჩქარებთ და ყველა ნაბიჯი კარგად გაიაზრეთ.

    მშვილდოსანი

    ოპტიმიზმი და აქტიურობა ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. საღამოს დასვენებასაც დრო დაუთმეთ.

    თხის რქა 

    შრომა და პასუხისმგებლობა დაფასდება. დაწყებული საქმეების დასრულებაზე კონცენტრირდით.

    მერწყული

    კრეატიული იდეები წარმატების საფუძველი გახდება. მოულოდნელი შეთავაზება შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს.

    თევზები 

    საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე დაფიქრდით. ინტუიცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

  • “თუ დილით გაღვიძებისას, შენიშნავთ, რომ სადაც თავი გედოთ ის ადგილი სველია და პირიდან ნერწყვი გადმოგდიოდათ, არ დააიგნოროთ” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

    “თუ დილით გაღვიძებისას, შენიშნავთ, რომ სადაც თავი გედოთ ის ადგილი სველია და პირიდან ნერწყვი გადმოგდიოდათ, არ დააიგნოროთ” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

    “თუ დილით გაღვიძებისას, შენიშნავთ, რომ სადაც თავი გედოთ ის ადგილი სველია და პირიდან ნერწყვი გადმოგდიოდათ, არ დააიგნოროთ” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

    წყარო: ​palitravideo.ge

  • 2026 წლის ივლისის „ფულის ცხრიანის“ ყველაზე ძლიერი თარიღები

    2026 წლის ივლისის „ფულის ცხრიანის“ ყველაზე ძლიერი თარიღები

    მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.

    „2026 წლის ივლისში ფულის „ცხრიანის“ ყველაზე ძლიერი თარიღები
    გიზიარებთ ივლისის ყველაზე ხელსაყრელი დღეების კალენდარს „ფულის ცხრიანის“ პრაქტიკისთვის.
    შეინახეთ ეს კალენდარი, რომ საჭირო დროს გამოიყენოთ.
    თუ დაგავიწყდათ, როგორ სრულდება ეს პრაქტიკა, გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას:
    რომელ ხელზე უნდა დაიხატოს?
    — დახატეთ სამუშაო ხელით საპირისპირო ხელის მაჯის შიდა მხარეს. თუ მემარცხენე ხართ — მარცხენა ხელზე, ხოლო თუ ცაცია — მარჯვენაზე.
    მნიშვნელოვანია, რომ გამოსახულ „ცხრიანს“ 9 კუთხე ჰქონდეს.
    რა ფერის უნდა იყოს?
    — წითელი ან მწვანე ფერის კალმით, მარკერით ან ფლომასტერით. ითვლება, რომ ყველაზე ეფექტურად წითელი ფერი მუშაობს.
    რამდენჯერ შეიძლება შესრულება?
    — პრაქტიკის ჩატარება თვეში სამ ჯერზე მეტად არ არის რეკომენდებული.
    როგორ უნდა დაიხატოს?
    — მაჯის შიდა მხარეს, ერთი უწყვეტი მოძრაობით, კალმის აუღებლად.
    რიტუალის დასრულების შემდეგ ხმამაღლა თქვით:
    „ვაპროგრამებ საკუთარ თავს ფულის მისაღებად.“
    შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ფული თავისუფლად შემოდის და მუდმივად მრავლდება.
    „ცხრიანის“ მაშინვე წაშლა საჭირო არ არის. თუ დროთა განმავლობაში წაიშლება, ამ პრაქტიკის მიმდევრების რწმენით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს”,- წერს იოსელიანი.

     

  • მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

    მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

    11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ცნობილია მდინარე ქსანში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

    ცნობილია მდინარე ქსანში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

    “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი გუგა გურგენიშვილია.

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს, გუშინ მოხდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული.

    “საუკეთესო ბიჭო როგორ უნდა გაგიშვათ, ერთადერთო საუკეთესო  შვილო”,- წერს ოჯახის ახლობელი.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

  • სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეასკდა – არის მსხვერპლი

    სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეასკდა – არის მსხვერპლი

    ​”მთავარი ამბების” ინფორმაციით, სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.

    ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა.

    მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.​

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

  • მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო – რა ხდება ცნობილი მომხდარ ტრაგედიაზე

    მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო – რა ხდება ცნობილი მომხდარ ტრაგედიაზე

    მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო.

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს, გუშინ მოხდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული.