ილია თოფურია–სა და ჯასტინ გეიჯი–ს შორის გამართული დაპირისპირების შემდეგ, სადაც გამარჯვება გეიჯიმ მოიპოვა, სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გავრცელდა.
ეზოთერიკოსმა მანია სწორედ ბრძოლის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც საკუთარ ხედვებს განმარტავს
Category: Uncategorized
-

იყო თუ არა ჯასტინ გეიჯი ზედოზირების ქვეშ და რა მოხდება მომავალში,გოგა მანიას ანლიზი.
-

ჩხუბის შემდეგ ილიამ პირველი ეს იკითხა
ილია თოფურიას მენეჯერმა, მალკი კავამ ქართველი მებრძოლის გეიჯისთან წაგებული ჩხუბის შესახებ ისაუბრა.
კავამ ილიას მენტალიტეტს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა
თოფურიას მენეჯერის თქმით, პირველი რაც ილიამ ბრძოლის შემდეგ იკითხა იყო: ფანებმა ჩხუბით ისიამოვნეს?
შეგახსენებთ, რომ თოფურია დაზიანებების გამო ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლას მეოთხე რაუნდის შემდეგ გამოეთიშა.
-

როგორია ილია თოფურიას მდგომარეობა? ბოლო ცნობები უკვე ვრცელდება!
ბოლო საათებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, რომლებმაც გულშემატკივრებში დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია. მიუხედავად მძიმე ბრძოლისა და მიღებული დაზიანებებისა, გავრცელებული ინფორმაციით, ილია თოფურიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მებრძოლის გზა არასოდეს ყოფილა მარტივი — ოქტაგონზე ყოველი გამარჯვება უდიდეს შრომას, დისციპლინასა და გამძლეობას მოითხოვს. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა ილია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ რთული მომენტები მისთვის მხოლოდ ახალი დაბრუნების დასაწყისია.გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, რომ ილია აუცილებლად დაბრუნდება ოქტაგონზე უფრო ძლიერი, უფრო მოტივირებული და ახალი გამარჯვებებისთვის მზად. მისი შეუპოვრობა და მებრძოლი ხასიათი შთაგონების წყაროა არა მხოლოდ სპორტის მოყვარულებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.ჩვენ, ქართველი ხალხი, ყოველთვის ვდგავართ ჩვენი ჩემპიონების გვერდით. ვუსურვებთ ილიას სწრაფ გამოჯანმრთელებას და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის. ❤️🇬🇪 -

რა დადგინდა კვლევების შედეგად? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში
ილია თოფურიას სამედიცინო დასკვნა ცნობილია.
ბოლო ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმების შედეგად მას აღენიშნება ორბიტის ძვლის მცირე მოტეხილობა და სახის არეში ძლიერი შეშუპება.
ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. სჭირდება მხოლოდ დრო და დასვენება რეაბილიტაციისთვის.
ვინაიდან კვლევების შედეგად დაზუსტდა, რომ დაზიანებები ღრმა არ არის, ის გაცილებით უფრო მალე შეძლებს ძალების აღდგენას, რაც ძალიან სასიხარულოა.
წყარო: “მკურნალი”
-

,,თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა“ – რას ტექსტს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე?
ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ახალი აღთქმიდან ავრცელებს ეპიზოდს, სადაც დამასკოს გზაზე სავლეს (შემდგომში მოციქულ პავლეს) გაბრწყინებული ზეციური სინათლისგან დაბრმავების მომენტია ასახული.
დამასკოსკენ მიმავალ სავლეს ციდან გარდამოსული კაშკაშა ნათელი შემოადგა და უფლის ხმა მოესმა. შეძრწუნებული სავლე მიწაზე დაეცა, ხოლო წამოდგომისას თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ფიზიკურად ვერაფერს ხედავდა.
,,სავლე ადგა მიწიდან, თუმცა თვალები გაღებული ჰქონდა, ვერაფერს ხედავდა”.
მას ხელკიდებული დასჭირდა, რომ დამასკოში შეეყვანათ, სადაც სრულ სიბნელეში სამი დღე გაატარა, სანამ ერთმა მოწაფემ, ანანიამ მისთვის არ ილოცა და მხედველობა არ დაუბრუნა.
განმარტება: ქრისტიანულ ტრაადიციაში ამ სიბრმავეს განიხილავენ არა მხოლოდ ფიზიკური მხედველობის დაკარგვად, არამედ როგორც სიმბოლოს – სავლე ,,სულიერად ბრმა” იყო და ესაწიროებოდა გაჩერება, რათა სხვაგვარად დაენახა საგმები, მანამ გააგრძელებდა თავის გზას.

ეს, დროში ემთხვევა ილია თოფურიას მარცხს UFC-ს ორთაბრძოლაში, სადაც მისმა მეტოქემ, ჯასტინ გეიჯმა ქართველს თვალის არეში მიაყენა მძიმე დაზიანება. საბოლოოდ, მხედველობის შეზღუდვისა და სხვა დაზიანებების გამო, ილია თოფურიას ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვა და გამარჯვება გეიჯს ავტომატურად გაუფორმდა.
მატჩის შემდეგ ილია თოფურიამ მეტოქეს მიმართა:
,,პირველ რაუნდში მარჯვენა თვალით მხედველობა წამართვი, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს – მარცხენა თვალშიც.
ასეთია ეს სპორტი, დიდება და ტკივილი ერთმანეთის გვერდიგვერდ დადის.
მე გამოვჯანმრთელდები. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო სახიფათო.
და დამიჯერე… ჩვენი ისტორია აქ არ მთავრდება.
ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი მატჩი“, – წერს ილია თოფურია.
უცნობია, ილია თოფურიას მხედველობის პრობლემები და ჯორჯინას პოსტი ირიბად კავშირშია თუ არა.
-

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს ენერგიით სავსე იქნებით და გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად შეძლებთ. სამუშაო სფეროში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში კი გულწრფელობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.კურო
ფინანსური საკითხები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და სამომავლო მიზნების განსაზღვრისთვის. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს.ტყუპები
თქვენთვის აქტიური და საინტერესო დღეა. კომუნიკაცია, შეხვედრები და ახალი ნაცნობობები წარმატებული იქნება. შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მომავალში გამოგადგებათ.კირჩხიბი
დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე და ინტუიციური იქნებით. ოჯახურ და პირად საკითხებში სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. შინაგანი სიმშვიდე წარმატების გასაღები იქნება.ლომი
თქვენი ბუნებრივი ლიდერული თვისებები დღეს კიდევ უფრო გამოიკვეთება. კარგი დროა ინიციატივის გამოსავლენად. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და თქვენი აზრი ბევრისთვის მნიშვნელოვანი იქნება.ქალწული
პრაქტიკული მიდგომა და დეტალებისადმი ყურადღება წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა სამსახურში მნიშვნელოვანი დავალება ან ახალი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ.სასწორი
ურთიერთობები და პარტნიორობა დღის მთავარი თემა იქნება. ეცადეთ მოუსმინოთ სხვების პოზიციასაც. დიპლომატიურობა ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.მორიელი
დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებულად ძლიერია. საიდუმლო ან დაფარული ინფორმაცია შეიძლება გამოვლინდეს. ფინანსურ საკითხებში წარმატების შანსი გაქვთ.მშვილდოსანი
ახალი იდეები და შთაგონება მოგაკითხავთ. მოგზაურობის, სწავლის ან ახალი პროექტის დაწყებისთვის კარგი დროა. ოპტიმიზმი ბევრ კარს გაგიღებთ.თხის რქა
კარიერული საკითხები აქტიურდება. მოთმინება და დისციპლინა შედეგს აუცილებლად მოგიტანთ. ნუ იჩქარებთ — ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა ყველაზე ეფექტური იქნება.მერწყული
შემოქმედებითი და არასტანდარტული აზროვნება დღეს თქვენს უპირატესობად იქცევა. კარგი დროა იდეების გაზიარებისა და თანამოაზრეებთან თანამშრომლობისთვის.თევზებიემოციური და რომანტიკული დღეა. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სურვილებსა და ოცნებებს. ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში.
-

მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
ილია თოფურიას წაგებასთან დაკავშირებულ მიმოხილვასა და გამოხმაურებებს UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ეხმიანება და ქართველ გულშემატკივრებს აკრიტიკებს.
„რამდენჯერაც შემოვედი „ფეისბუკზე“ და „ინსტაგრამზე“ ყველა ილია თოფურიას ბრძოლას განიხილავს და სასწაული ვერსიები მოვისმინე. საიდან ამდენი ფანტაზია, ყველა პროფესორი როგორ გახდა… განიხილავენ სხვადასხვა სისულელე მიზეზს, არ ჩამოვთვლი. მიკვირს, ამდენი ნეგატიური აზრი, ამდენი ეჭვიანობა, ამდენი აბსურდული ანალიზი… ჩვენ მებრძოლები ვართ, როგორც მოგებისთვის ვართ მზად, ისე ვიცით, რომ შეიძლება, დავმარცხდეთ. რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას, ამდენი ცუდი აზრი გაავრცელოთ?! მე ვამაყობ ილიათი, მან არაფრისგან ბევრი შეძლო. ღმერთის წყალობით მალე დაბრუნდება,“ – ამბობს დვალიშვილი.
ვრცლად ↓
-

სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 27 ივნისიდან ამოქმედდება
სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 27 ივნისიდან ამოქმედდება
დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.
-

კიდევ ერთი ავარია ტრაგიკული დასასრულით – სად მოხდა უმძიმედი შემთხვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა?
გონიოში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
-

“იცანით?ახლა ძალიან პოპულარულია..” – ნახეთ ვერ დაიჯერებთ ვინ არის ეს ბიჭუნა

ილია თოფურია დედასთან ერთად
#ილიათოფურია