Category: Uncategorized

  • ყველაზე კარგი დრო თმის შესაჭრელად მაისში – საუკეთესო დღეები მთვარის ფაზების მიხედვით

    ყველაზე კარგი დრო თმის შესაჭრელად მაისში – საუკეთესო დღეები მთვარის ფაზების მიხედვით

    ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში იმ თარიღებს ასახელებს, როდესაც თმის მოვლა და შეჭრა, მის ზრდაზე მოახდენს გავლენას.

    „2026 წლის მაისის ასტროლოგიური და მთვარის კალენდრის მიხედვით, თავის მოვლის პროცედურებისთვის საუკეთესო პერიოდები ასე ნაწილდება:
    თმის მოვლა და შეჭრა თმის ზრდაზე გავლენას ახდენს მთვარის ფაზები: მზარდი მთვარე (17-30 მაისი) აჩქარებს ზრდას, ხოლო კლებადი – ანელებს.სწრაფი ზრდისა და გაძლიერებისთვის: საუკეთესო დღეებია 17-24 მაისი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვარე ქალწულისა და კუროს ნიშნებშია.თმის სტრუქტურის გასასქელებლად: რეკომენდებულია 25, 26, 27, 28 და 29 მაისი.
    ფესვების გასაძლიერებლად: იდეალურია 19 და 20 მაისი.ფინანსური იღბლისთვის (“ფულის შეჭრა”): ტიბეტური ტრადიციით, ენერგეტიკულად წარმატებული დღეებია 21, 25, 28 და 29 მაისი.
    თმის შეღებვა: ფერი დიდხანს ნარჩუნდება, თუ პროცედურას სავსემთვარეობისას, 1 ან 31 მაისს ჩაიტარებთ.
    კოსმეტიკური პროცედურები და კანის მოვლა,კანის ღრმა წმენდა და დეტოქსი: საუკეთესოა კლებადი მთვარისას, 4-დან 12 მაისამდე.
    დატენიანება და კვება: ნიღბები და ვიტამინები ყველაზე ეფექტურია მზარდი მთვარისას, 17-27 მაისის პერიოდში.
    ანტიცელულიტური მასაჟი: განსაკუთრებით შედეგიანია 3 მაისიდან, როცა მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.
    დეპილაცია: თმის ხელახალი ზრდის შესანელებლად საუკეთესო დროა ახალმთვარეობა : 15, 16 და 17 მაისი.  მანიკური და პედიკურიფრჩხილების მოვლისთვის ხელსაყრელი დღეებია: 6-7, 9-12, 17-18 და 23-27 მაისი.
    კრიტიკული დღეები (თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან)ასტროლოგები გვირჩევენ, მოვერიდოთ თმაზე მანიპულაციებს მე-9, მე-15, 23-ე და 29-ე მთვარის დღეებში, ასევე მაშინ, როცა მთვარე კირჩხიბის, მორიელის ან თევზების ნიშანშია.
    არასასურველი დღეები: 1, 2, 3, 9 და 31 მაისი.
    მადლობა რომ ხართ ჩემი გამომწერები”,- წერს იოსელიანი.

     

  • ფილიპინებზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა – რა მდგომარეობაა ადგილზე

    ფილიპინებზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა – რა მდგომარეობაა ადგილზე

    ფილიპინებზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა. მაიონის კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა.

    ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სტიქიური საფრთხის ზონასთან მიახლოება აუკრძალა. ძლიერი დაკვამლიანებით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო რამდენიმე რაიონში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

    ვულკანი

  • ამას არავინ ელოდა. ვინ არის სინამდვილეში ილია თოფურია ქეთა თოფურია-სთვის? ნახეთ ილიას მოულოდნელი პასუხი

    ამას არავინ ელოდა. ვინ არის სინამდვილეში ილია თოფურია ქეთა თოფურია-სთვის? ნახეთ ილიას მოულოდნელი პასუხი

    არი­ან თუ არა ილია და ქეთა თო­ფუ­რი­ე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი – ამ კი­თხვით რუ­სუ­ლი მე­დია და­ინ­ტე­რეს­და. ქეთა ილი­ა­ზე 11 წლით უფ­რო­სია და არა­სო­დეს უსა­უბ­რია ვარ­სკვლავ მებ­რძოლ­თან შე­საძ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

    ამას­თან, ილია თო­ფუ­რი­ას მომ­ღე­რალ­თან კავ­ში­რის შე­სა­ხებ ერთხელ უკვე ჰკი­თხეს: “დიახ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვცხოვ­რობ­დი ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ. ჩვენ პი­რა­დად არ ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მისი სა­ხე­ლი ბავ­შვო­ბა­ში გა­ვი­გე. ის კი­დევ მღე­რის?
    ჟურ­ნა­ლის­ტი: დიახ, რა თქმა უნდა. ის რუ­სეთ­ში გა­მო­დის
    ილია თო­ფუ­რია: მა­გა­რია

    ილია თო­ფუ­რია 1997 წლის 21 იან­ვარს ჰალე ვეს­ტფა­ლენ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. შვი­დი წლის ასაკ­ში ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბის სკო­ლა­ში და­ი­წყო ვარ­ჯი­ში.
    15 წლის ასაკ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ეს­პა­ნეთ­ში, ალი­კან­ტე­ში გა­და­ვი­და, სა­დაც საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით Climent Club-ში და­ი­წყო ვარ­ჯი­ში. 2015 წელს შედ­გა მისი დე­ბი­უ­ტი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ად­გი­ლობ­რივ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში.

  • როგორი ამინდი იქნება მაისის დასაწყისში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება მაისის დასაწყისში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მაისის დასაწყისის ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

    „მაისის დასაწყისი საქართველოში – არასტაბილური და ნალექიანი…
    მაისის პირველ დეკადაში საქართველოში კვლავ ცვალებადი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.

    დასავლეთ საქართველო: 2 მაისიდან მოსალოდნელია ხანმოკლე, პერიოდული წვიმა, ელჭექით.
    აღმოსავლეთ საქართველო: 3 მაისიდან მსგავსი პირობები გავრცელდება – ღრუბლიანი დღეები და ხანმოკლე ნალექი. ტემპერატურა ჯერჯერობით ვერ აღწევს იმ ნიშნულს, რაც გაზაფხულს შეეფერება. იგი დარჩება სტატისტიკურ საშუალო მაჩვენებლებთან ახლოს, რაც სეზონისთვის დამახასიათებელ სითბოს ვერ უზრუნველყოფს.

    მაისის პირველი ათდღეული არასტაბილური იქნება, თუმცა ვარდობისთვე მაინც გვპირდება, რომ მეორე და მესამე დეკადაში მისი სურნელი და მზის სხივები უფრო მეტად დაგვატკბობს“, – წერს კობა ფარტენაძე.

     

  • „იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია  ხალხს აფრთხილებს ‼️‼️🛑

    „იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია ხალხს აფრთხილებს ‼️‼️🛑

    ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ადამიანებს ერთი ნივთის შესახებ აფრთხილებს, რომელიც, მისი თქმით, წარმატებას ბლოკავს.

    „იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში. ეს არა მარტო ბლოკავს თქვენს წარმატებას, ის იწვევს შეპყრობას და დაბალვიბრაციული ენერგიების გადმოსვლას თქვენს ასტრალურ თუ ფიზიკურ სხეულზე. ასეთი არის თვალი, რომელსაც ხშირად ვკიდებთ ხოლმე შემოსასვლელში. ასევე, ეს ნივთები გვხვდება სხვადასხვა სამაჯურებსა და ყელსაბამებზე.

    ყურადღებით იყავით, ეს ნივთი არის საბუთი შეპყრობის, ენერგეტიკული დაზიანების“, – ამბობს გოგა მანია.

  • “იყო ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი: სახ­ლის და­კარ­გვა და ქი­რით გა­დას­ვლა” – ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე თუნ­დაც იმის­თვის რაც დღეს მაქვს” – რას წერს ნოე სულაბერიძე

    “იყო ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი: სახ­ლის და­კარ­გვა და ქი­რით გა­დას­ვლა” – ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე თუნ­დაც იმის­თვის რაც დღეს მაქვს” – რას წერს ნოე სულაბერიძე

    “რა უც­ნა­უ­რია არა, მშობ­ლე­ბი რომ მი­დი­ან სიკ­ვდი­ლის შიში გიქ­რე­ბა, მეც ასე და­მე­მარ­თა, როცა ლილი წა­ვი­და… გულ­წრფე­ლად, მარ­თლა აღარ მე­ში­ნია სა­ერ­თოდ”, – ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

    “არ ვიცი ამ ბოლო დროს რა­ტომ ვარ ასე, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს ბავ­შვო­ბას ეხე­ბა მა­სევ­დი­ა­ნებს, შემ­თხვე­ვით ჩარ­თუ­ლი ფილ­მი ტე­ლე­ვი­ზორ­ში, ტი­კტოკ­ში ნა­ნა­ხი ვი­დეო წარ­სუ­ლი­დან, აღ­მო­ჩე­ნი­ლი რა­ი­მე ფო­ტო­სუ­რა­თი არ­ქი­ვი­დან და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ადა­მი­ა­ნე­ბიც კი… ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩემი ბავ­შვო­ბი­დან მო­დის.

    ჩემ­თვის, ჩემი მშობ­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბის მერე, იყო ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი: სახ­ლის და­კარ­გვა და ქი­რით გა­დას­ვლა, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი “მად­ლო­ბით” მგზავ­რო­ბე­ბი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში, ზოგ­ჯერ მეტ­როს ჟე­ტო­ნის არ­ქო­ნაც და კი­დევ ბევ­რი სხვა რამ.ვიცი, რომ ეს მარ­ტო მე არ გა­მივ­ლია…

    ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე თუნ­დაც იმის­თვის რაც დღეს მაქვს, მახ­სოვს ოც­ნე­ბად მქონ­და მან­ქა­ნა მყო­ლო­და და უბ­რა­ლოდ სა­კუ­თა­რი ბინა. ვიცი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­საც დღე­საც შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი პრობ­ლე­მა ჰქონ­დეს და ყვე­ლას გულ­წრფე­ლად სი­კე­თეს ვუ­სურ­ვებ, თუმ­ცა ეს სტა­ტუ­სი იმი­ტომ დავ­წე­რე რომ წუ­ხელ კვლავ სიზ­მა­რი ვნა­ხე, სა­დაც ისევ პა­ტა­რა ვარ და სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ვე­ლა­დაა.

    ყვე­ლა ჩემს ახ­დე­ნილ ოც­ნე­ბას გავცვლი­დი (ჩემი ოჯა­ხი არ იგუ­ლის­ხმე­ბა, რა თქმა უნდა) ერთი დღით მანდ და­მაბ­რუ­ნა და მშობ­ლებ­თან ჩა­ხუ­ტე­ბის სუნი მაგ­რძნო­ბი­ნა.

    რა უც­ნა­უ­რია არა, მშობ­ლე­ბი რომ მი­დი­ან სიკ­ვდი­ლის შიში გიქ­რე­ბა, მეც ასე და­მე­მარ­თა, როცა ლილი წა­ვი­და… გულ­წრფე­ლად, მარ­თლა აღარ მე­ში­ნია სა­ერ­თოდ.მა­ინ­ტე­რე­სებს კი­დე­ვაც იქ წარ­სდგო­მის დღე რო­გო­რი იქ­ნე­ბა, სა­დაც მგო­ნია, რომ ღმერ­თთან მი­მა­ვალ გზა­ზე შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა/მო­ნა­ნი­ე­ბი­სას, თუ ერთი კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, მხო­ლოდ ამას ვი­კი­თხავ:

    ჩემი მშობ­ლე­ბი სად არი­ან?” – წერს ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე.

  • როგორი ამინდი გველოდება მაისში – გრძელვადიანი პროგნოზი

    როგორი ამინდი გველოდება მაისში – გრძელვადიანი პროგნოზი

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე საქართველოში, მაისში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

    როგორც მისი პროგნოზიდან ვიგებთ, თბილ ამინდებს არც მაისში უნდა ველოდოთ.

    „გაზაფხულის ცივი სუნთქვა საქართველოში…

    მიმდინარე წლის გაზაფხულის ორი თვე საქართველოში თითქოსდა ზამთრის ჩრდილს ატარებდა. ტემპერატურა ნორმაზე დაბალი და მასთან ახლოს იყო, თითქოს ბუნება გვახსენებდა, რომ მისი რიტმი ყოველთვის ერთფეროვანი არ არის.

    ყველა რეგიონში ხშირი იყო ცივი ჰაერის გავრცელება, რომლის გავლენითაც ნალექები ხშირი და არათანაბრად გადანაწილებული იყო. წვიმის ხმაური თითქოსდა ბუნების მუსიკად იქცა, რომელიც ერთდროულად ამაღლებდა და ამძიმებდა ყოველდღიურობას…

    ასეთი სეზონური გადახრები საქართველოში ფიქსირდება, მაგრამ იშვიათად. ეს გაზაფხული თითქოსდა გამონაკლისი იყო, ბუნების ციკლური სიურპრიზი, რომელიც გვახსენებს, რომ კლიმატი ცოცხალი ორგანიზმივით იცვლება და გვაოცებს….

    გაზაფხულის მესამე თვე წინ არის, თუმცა მნიშვნელოვან დათბობას ჯერჯერობით არ ველოდებით, მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდეს მაისში – 2026 წლის გაზაფხული ვფიქრობ მაინც ცივად დარჩება სტატისტიკურ მონაცემებს…“, – წერს კობა ფარტენაძე.

  • 3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.

    კურო
    ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან ახალი შემოსავლის წყაროზე ფიქრისთვის. ემოციურად უფრო მშვიდი ხარ.

    ტყუპები
    კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარე იქნება. შეხვედრები, მოლაპარაკებები და ახალი კონტაქტები წარმატებით ჩაივლის. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა მნიშვნელოვანია.

    კირჩხიბი
    შეიძლება ცოტა გადაღლილობა იგრძნო. ეცადე დრო საკუთარ თავს დაუთმო. ინტუიცია გაძლიერებულია — მოუსმინე საკუთარ შინაგან ხმას.

    ლომი
    აქტიური სოციალური დღეა. მეგობრებთან ურთიერთობა ენერგიას მოგცემს. ასევე შესაძლებელია საინტერესო შეთავაზება, რომელიც მომავალში განვითარებას მოგიტანს.

    ქალწული
    სამუშაო სფეროში ყურადღება და სიზუსტე წარმატებას მოგიტანს. ხელმძღვანელობის მხრიდან შეფასება ან ახალი პასუხისმგებლობაა მოსალოდნელი.

    სასწორი
    კარგი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან ახალი მიმართულებების აღმოჩენისთვის. პოზიტიური განწყობა შენს გარშემო ადამიანებზეც გადადის.

    მორიელი
    ფინანსური და პარტნიორული საკითხები აქტიურდება. მნიშვნელოვანია დეტალებში ჩაღრმავება. ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას ემოციის ფონზე.

    მშვილდოსანი
    ურთიერთობების დღეა — როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. შესაძლებელია მნიშვნელოვანი დიალოგი, რომელიც ბევრ რამეს დაალაგებს.

    თხის რქა
    დღე დაგეგმვას და ორგანიზებას ითხოვს. ყოველდღიურ საქმეებში დისციპლინა დიდ შედეგს მოგცემს. ჯანმრთელობასაც მიაქციე ყურადღება.

    მერწყული
    შემოქმედებითი ენერგია პიკზეა. იდეალური დღეა კონტენტის შექმნისთვის (განსაკუთრებით შენთვის ). ასევე, სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი.

    თევზებიოჯახური თემები წამოიწევს წინ. კარგი დროა სახლში სიმყუდროვის შექმნისთვის ან ახლობლებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.

  • “ვერ ვიჯერებ” – ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

    “ვერ ვიჯერებ” – ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

    მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს.

    „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა….

    ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი.

    ბატონი ნუგზარის შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნების გამორჩეული მატიანეა, როგორც ახმეტელის თეატრში – ასევე: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღაში“

    მისი მრავალმხრივი ნიჭი თანაბარი სიძლიერით ვლინდებოდა როგორც სცენაზე, ისე კინოეკრანზე. ბატონმა ნუგზარმა შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი კინოპერსონაჟი, რომლებმაც მას მაყურებლის საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა.
    ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ქართული კულტურისთვის.

    სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“,- წერია სამძიმრის წერილში.

  • 😭 ეს რა ხდება

    😭 ეს რა ხდება

    გლობალური ამინდის პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი კლიმატური ფენომენის — ელ-ნინიოს — ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის მკვეთრ ცვლილებებს გამოიწვევს.

    იაპონიის მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, 70%-იანი ალბათობა არსებობს, რომ ელ-ნინიო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონზე გამოვლინდება. ჩინეთის შესაბამისი უწყებების პროგნოზით კი, ამ ფენომენის ეფექტები ქვეყანაში წლის ბოლოსთვის გახდება შესამჩნევი, თავად პროცესი კი შესაძლოა მაისიდან დაიწყოს. ამასთან, აშშ-ის კლიმატის პროგნოზის ცენტრი 61%-იან შანსს ასახელებს, რომ ელ-ნინიო მაისიდან ივლისის პერიოდში ჩამოყალიბდება.

    ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიურო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მაისიდან აგვისტომდე ხანგრძლივ ნალექებს პროგნოზირებს.

    ელ-ნინიო და ლა-ნინია წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის ერთიანი კლიმატური სისტემის საპირისპირო ფაზებია. ელ-ნინიო ხასიათდება ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილის ზედაპირული წყლების არაბუნებრივი გათბობით, რაც ატმოსფერული წნევის ცვლილებებისა და პასატური ქარების შესუსტების შედეგად ხდება. ამის გამო თბილი წყლები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება და გლობალური ამინდის სურათი მნიშვნელოვნად იცვლება.

    ლა-ნინია კი საპირისპირო პროცესია — ამ დროს პასატური ქარები ძლიერდება, თბილი წყლები დასავლეთისკენ გადაადგილდება, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ტემპერატურა ნორმაზე დაბლა ეცემა.

    მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წლის ელ-ნინიოსგან მოსალოდნელია გლობალური ტემპერატურის ზრდა და ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირება, მათ შორის ძლიერი სიცხეები და ინტენსიური ნალექები. ნალექების მატება პროგნოზირებულია სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აშშ-ის სამხრეთში, აფრიკის რქასა და ცენტრალურ აზიაში, ხოლო შედარებით მშრალი ამინდია მოსალოდნელი ავსტრალიაში, ინდონეზიასა და სამხრეთ აზიის რიგ ქვეყნებში.

    ასევე ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულში ქარიშხლების რაოდენობა გაიზრდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, თუმცა შემცირდება ატლანტის ოკეანის აუზში.

    წარსულში ელ-ნინიოს მოვლენებს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონია. მაგალითად, 2015-2016 წლების ძლიერმა ელ-ნინიომ გვალვები გამოიწვია ავსტრალიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შეასუსტა ინდური მუსონი და მნიშვნელოვნად შეამცირა სასოფლო-სამეურნეო მოსავლიანობა. 1997-1998 წლების ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა შემთხვევამ აზიაში გვალვა და ამერიკის კონტინენტზე მასშტაბური წყალდიდობები გამოიწვია.

    სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი კლიმატური პროცესები გლობალურ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რის გამოც მიმდინარე წლის პროგნოზს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.