გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
,,პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
,,პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, სამ მოქალაქეს ყურები და თითები დააჭრეს, რომ დიდი ფული გამოძალათ. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, დაზარალებულია, რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დაუდგენელი მოტივით საქართველოში, ბოლო სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდა და ყველა ერთ მისამართზე ვარკეთილში, მდებარე კორპუსში დასახლდა.
„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, 27 მარტს რუსეთიდან ჩამოსულებიდან ერთ-ერთს მობილურზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ბინაში გაზი ჟონავდა, ხელოსნები მივიდნენ და მესამე სართულიდან ეზოში უნდა ჩასულიყო. „შაბათის ეთერის” მოპოვებულ ვიდეო ფაილებში ჩანს, რომ რომან ბელოვი სადარბაზოდან ღამის პირველ საათზე კორპუსიდან ნამდვილად ჩადის, მაგრამ იქ არც ხელოსნები და არც ოპერატიული ჯგუფი არ არის. რამდენიმე ხანში კადრში ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება, რომელიც კორპუსში შედის.
ეზოდან, სახლში აბრუნებულ რომან ბელოვს ინკასატორების ნაცვლად, სახლში კრიმინალური ბანდა დახვდა, ის სახლში ძალით შეათრიეს, სადაც უკვე განეიტრალებულები იყვნენ მისი მეგობრები.
ირკვევა, რომ შეირაღებული ბანდის წევრებმა დაზარალებულების ტელეფონები გახსნეს, თუმცა დიდი ფული, მათ კრიპტო საფულეზე ვერ იპოვეს. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა რუსეთის მოქალაქეებს ცულით დაზიანებები ჯერ ყურებზე მიაყენეს. საქმის მასალების თანახმად, რადგან წამების ამ ფორმით თაბვდამსხმელებმა შედეგი ვერ მიიღეს, მათი სამიზნე უკვე დანილ მიშაევიცგახდა, რომელსაც თითის მოჭრით ემუქრებოდნენ.
თითქმის 12 საათიანი წამების შემდეგ ადგილზე დანაშაულებრივი ბანდის წევრებმა რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, აიტი სპეციალისტიმიიყვანეს. 25 წლის შოთა გაგლოშვილიპოლიციამ სამი დღის წინ დააკავა. რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გადამალულ ფულს რაც ადგილზე მიყვანილმა ტექმოლოგიებისსპეციალისტმაც ვერ მიაგნო. ამის შემდეგ გადაწყდა, პეტერბურგელების ჯგუფის სამივე წევრი გაეტაცებინათ.
საბოლოოდ, ნაწამებ ახალგაზრდები მარნეულში გაიტაცეს, ვიდეოები გადაუღეს და დაემუქრნენ, რომ თუ პოლიცია რამეს გაუგებდა, ამ კადრებს გაუვრცელებდნენ.
მძიმე დანაშაულის ბრალდებით 7 პირია დაკავებული.

ფრანგი ასტროლოგის, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები დღემდე იწვევს საზოგადოებრივ ინტერესს. ადამიანები მის იდუმალ ტექსტებს ხშირად აკავშირებენ ფინანსურ ბაზრებთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მსოფლიოში იზრდება გაურკვევლობა, ინფლაციური რისკები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა.
ამ კონტექსტში, 2026 წელს ისეთი მეტალები, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, შესაძლოა კვლავ მოექცეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგან ფასზე გავლენას მოახდენს როგორც პროგნოზები, ისე რეალური საბაზრო მდგომარეობა
ნოსტრადამუსის 2026 წლის პროგნოზები სიმდიდრესა და მეტალებზე
ნოსტრადამუსს არასოდეს უხსენებია პირდაპირ ოქროსა და ვერცხლის ფასები. თუმცა მის ნაწერებში ხშირად არის საუბარი ეკონომიკურ არასტაბილურობაზე, ვალუტის გაუფასურებასა და სოციალურ არეულობაზე, რაც, ექსპერტების ინტერპრეტაციით, ასახავს მის ხედვას მსგავსი ეკონომიკური პირობების მიმართ. ისტორიულად, ასეთ პერიოდებში ადამიანები სიმდიდრის შესანარჩუნებლად სწორედ ოქროსა და ვერცხლს იყენებდნენ.
ოქრო განიხილება, როგორც მთავარი „უსაფრთხო თავშესაფრის“ ინვესტიცია. მიმდინარე საბაზრო ტენდენციების მიხედვით, 2026 წელს ოქროს ფასის ზრდას ხელს შეუწყობს ცენტრალური ბანკების მიერ მისი შესყიდვების ზრდა, ინფლაციით გამოწვეული საბაზრო პროცესები და გლობალური კონფლიქტებით გაზრდილი მოთხოვნა. ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზრის გაურკვევლობის პირობებში ინვესტორები სანდო აქტივებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ოქროს ფასის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას განაპირობებს.

საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
ვერძი
დილიდანვე მოიცილეთ ნეგატიური აზრები და შეუდექით რუტინული საქმეების შესრულებას. თუნდაც პირადი ნივთების, სახლის დალაგებას, რომელიც დღეს არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ აქტუალურიც.
კურო
შეამცირეთ კომუნიკაცია, განსაკუთრებით ონლაინ: მიმოწერისას, შეიძლება დაუშვათ შეცდომა, რომელიც გამოიწვევს დაბნეულობას და, შედეგად, კონფლიქტს, რომელიც მალე არ მოგვარდება.
ტყუპი
დღეს ყველაზე მთავარია შეიკავოთ ემოციები, თუ ნეგატივს გააღვივებთ, ხვალ ინანებთ თქვენი სიტყვებისა და, განსაკუთრებით, ქმედებების გამო; არ უნდა მიიყვანოთ საქმე ღია დაპირისპირებამდე.
კირჩხიბი
ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც შეიძლება თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჩნდეს, დიდი ალბათობით, უსაფუძვლო იქნება, ამიტომ ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ – ხვალ ის ბოდიშს მოგიხდით.
ლომი
ფრთხილად უნდა იყოთ სწრაფი და მარტივი ფულის გამომუშავების შეთავაზებებთან, განსაკუთრებით თუ მათ უცნობი ადამიანისგან მიიღებთ, თუმცა, ახლობლისგანაც კი შეიძლება საფრთხე იყოს.
ქალწული
ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო, აკრძალულია: თუნდაც მცირე თანხის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მატერიალური ზარალის ჯაჭვური რეაქცია – არ ღირს რისკი.
სასწორი
აკონტროლეთ ემოციები, ზედმეტმა გაღიზიანებამ შეიძლება საუკეთესო გავლენას არ მოახდინოს არც თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე და არც პირად ცხოვრებაზე.
მორიელი
პროვოკაციებზე ემოციური რეაგირებით კვებავთ ბოროტების ძალებს. უმჯობესია გამოიჩინოთ თავშეკავება და არ უპასუხოთ მათ.
მშვილდოსანი
არავის გაუზიაროთ ის პროფესიული იდეები, რაც გაქვთ: დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენს ოცნებებს სხვები მიისაკუთრებენ, განახორციელებენ და წარმატებასაც მიაღწევენ.
თხის რქა
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. და ნუ გასცემთ დაპირებებს, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ მათ შესრულებას და მოიპოვებთ არასანდო პარტნიორის რეპუტაციას.
მერწყული
უმჯობესია უარი თქვათ წარსულის ადამიანთან შესაძლო კომუნიკაციაზე – დიდი ალბათობით, ის თქვენს ცხოვრებაში ცუდი განზრახვებით გამოჩნდება, არ მისცეთ საშუალება დაანგრიოს თქვენი დღე და ამავდროულად თქვენი ცხოვრება.
თევზები
მნიშვნელოვანია ხანდაზმული ნათესავების დაცვა ცხოვრებისეული კატაკლიზმებისგან; მათ თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდებათ.

SOS! “სასწრაფოა ამის გავრცელება, იყავით ფრთხილად” – რა უნდა იცოდეთ თაღლითური სქემის შესახებ, რომ არ მოტყუვდეთ?

ასტროლოგების შეფასებით, არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც იღბალი განსაკუთრებით ხშირად „სტუმრობს“. ისინი წარმატებას აღწევენ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფინანსურ და პროფესიულ სფეროში.
აი, ვინ მოხვდა ყველაზე იღბლიანი ნიშნების TOP 5-ში:
მშვილდოსანი – იღბლის ნამდვილ ფავორიტად მიიჩნევა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად აღმოჩნდებიან სწორ დროს სწორ ადგილას, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება.
ლომი – ბუნებრივი ქარიზმა და თავდაჯერებულობა მათ ბევრ შესაძლებლობას უხსნის. ხშირად სწორედ ისინი იქცევიან ყურადღებისა და წარმატების ცენტრად.
თევზები – ძლიერი ინტუიცია მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რის გამოც მოულოდნელი წარმატებები ხშირად თან სდევს.
კურო – ფინანსურ სტაბილურობასა და მატერიალურ წარმატებაში განსაკუთრებით უმართლებთ. მათი შრომა თითქმის ყოველთვის ფასდება.
სასწორი – ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და ჰარმონიის სიყვარული მათ სასურველი მიზნების მიღწევაში ეხმარება.

გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და თიკა ფაცაცია საუბრობენ, როგორ უნდა გავრეცხოთ მარწყვი სწორად, რომ ის სრულად გავასუფთაოთ და დიდხანსაც შევინახოთ.
„მოსახლეობის დიდი ნაწილი მარწყვის გარეცხვის დროს ერთ შეცდომას უშვებს. გამდინარე წყლის ქვეშ ამყოფებენ ხოლმე, რადგან მიიჩნევენ, რომ ასე მარწყვი უფრო კარგად გაირეცხება და ჩამოშორდება მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება, მარწყვზე იყოს. თუმცა ეს მცდარი მიდგომაა. სწორედ ამ ჭავლის გამო, მარწყვის ძალიან სათუთი ზედაპირი ირღვევა და შესაბამისად, უფრო მარტივად ფუჭდება“, – ამბობს ექიმი.
მათი თქმით, მარწყვის გასასუფთავებლად იდეალურია მისი გარეცხვა ძმრით.
„ავიღოთ 1 ჭიქა ძმარი და 3 ჭიქა წყალი და მარწყვი საწურში მოვათავსოთ. საწური უფრო მოზრდილ კონტეინერში ჩავდგათ. დავასხათ წყალი და 1 ჭიქა ძმარი“, – ამბობს თიკა.
ექიმებმა ასევე ისაუბრეს, თუ რატომაა კენკრა სასარგებლო ადამიანების ორგანიზმისათვის.

ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია, „პრაიმტაიმს“ ახალ წინასწარმეტყველებაზე ექსკლუზიურად ესაუბრება.
„პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ამიტომ ის ყოველთვის იქნება დაცული, რადგან ენერგეტიკულად არის მაღალ ველზე. თუმცა არის რაღაცები, რასაც ვერ გავექცევით და უნდა გავუფრთხილდეთ.
იქნება პატარ-პატარა ნგრევები, მსოფლიო მასშტაბით ომი, რუსეთ-უკრაინამ რა შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიოს, ეს ომი მაინც გაგრძელდება.
საქართველოს ბევრი რამ ნაკლებად შეეხება, თუმცა არის ახალი ვირუსი, რომელიც აუცილებლად გავრცელდება, ეს კორონავირუსის ახალი ვერსიაა, საკმაოდ ძლიერი და მძიმე.
სამწუხაროა, მაგრამ ქართველ მსახიობს დავკარგავთ, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს, ის სერიალ ცხელ ძაღლში თამაშობდა. საქართველოში ჩამოვარდება მფრინავი აპარატი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელით გვიზიარებს იმ ემოციას და რთულ მდგომარეობას, რომელიც ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე, მეუღლესთან დაშორების შემდგომ აქვს.
„ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერაფრით ამოვხსენი… რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის… შარშან ხომ ისე ვიყავი, რაღაცნაირად მობილიზებულად… არ ვიყავი ასე. ამ ისტორიამ ნაკუწებად დამამსხვრია… ალბათ, ახლა ერთად მოგვიწევს ფენიქსის დაბადების ყურება და, რადგან ძალიან ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში, ერთად ვასწავლით ერთმანეთს, როგორ შევაკოწიწოთ ჩვენი თავი…
საიდან და როგორ იწყება ეს ყველაფერი არ ვიცი, იმიტომ, რომ დიდი ხანია ასეთი მდგომარეობა არ მქონია, დიდი ხანია არავის დავშორებულვარ, 13, 14 წელია… მაგრამ, რაღაცნაირად ერთმანეთს ვასწავლით და ერთად გავივლით იმ გზას, რასაც საკუთარი თავის დაბრუნება ჰქვია!
აი აქ, ყელში მაქვს რაღაც გაჩხერილი, მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი! აუცილებლად დავდგები ფეხზე და ერთი წამით არ განვიხილავ, რომ დეპრესიაში ჩავვარდები“, – აცხადებს თამუნა მუსერიძე.