იმედია ყველა კარგადაა 🥺 კარფურთან 16 ტიანში
Category: Uncategorized
-

🔻ამ წუთებში თბილისში, სანზონის სასაფლაოებთან ახლოს ძლიერი ხანძარია – კადრები ადგილიდან – კადრები ადგილიდან ⤵️
თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხმელი ბალახი იწვის.
მათივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
-

ვრცელდება ვიდეო წვეულებიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო ერთ-ერთი დაბადების დღის წვეულებიდან, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
-

როგორ შევინახოთ პური სწორად
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მაცივარი საუკეთესო ადგილია პურის შესანახად, თუმცა სპეციალისტები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, მაცივარი ნამდვილად ანელებს ობის წარმოქმნას, მაგრამ ამავდროულად პური ბევრად უფრო სწრაფად შრება, კარგავს გემოს და მალე ძველდება.
როგორ შევინახოთ პური სწორად?
პურის შენახვის საუკეთესო მეთოდი დამოკიდებულია მის ტიპზე და იმაზე, თუ როდის აპირებთ მის მოხმარებას.
ხრაშუნა
ასეთი პური უმჯობესია ქაღალდის ჩანთაში, ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ. ქაღალდი ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და ქერქის სასიამოვნო სიხრაშუნეს ინარჩუნებს.
სპეციალისტები პლასტმასის პარკების გამოყენებას არ გვირჩევენ, რადგან ისინი ტენიანობას აკავებს და ხრაშუნა ქერქს არბილებს.
მოკლევადიანი შენახვა
თუ პურის რამდენიმე დღეში შეჭმას აპირებთ, დატოვეთ იგი სამზარეულოში, ოთახის ტემპერატურაზე. დაჭრილი პურის შემთხვევაში, მოათავსეთ იგი მოჭრილი მხარით ქვემოთ, პირდაპირ საჭრელ დაფაზე. ეს ბუნებრივი ბარიერი ხელს უშლის პურის გამოშრობას. დამატებით შეგიძლიათ ზემოდან ქაღალდის ჩანთა გადააფაროთ.
გრძელვადიანი შენახვის საუკეთესო გზა
თუ პურის რამდენიმე დღეში გამოყენებას არ აპირებთ, საუკეთესო გამოსავალი მისი გაყინვაა. სპეციალისტების თქმით, გაყინვა პრაქტიკულად აჩერებს პურის დაძველების პროცესს. ეს მეთოდი ეფექტურია როგორც მთლიანი, ისე დაჭრილი პურისთვის.
გაყინვამდე პური ჰერმეტულ პარკში მოათავსეთ და შეძლებისდაგვარად გამოუშვით ზედმეტი ჰაერი.
როგორ გავალღოთ გაყინული პური?
გალღობის დროს პური ჯერ ამოიღეთ პარკიდან, რადგან შეფუთვაში დაგროვილმა კონდენსატმა შესაძლოა ის დაანესტიანოს. შემდეგ დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე სრულ გალღობამდე.
თუ გსურთ, რომ პურმა ახლად გამომცხვარი პროდუქტის გემო და ტექსტურა დაიბრუნოს, გალღობის შემდეგ რამდენიმე წუთით გაათბეთ ღუმელში. ეს მეთოდი ქერქის სიხრაშუნესა და შიგთავსის რბილობს აღადგენს.
-

ელექტრო სკუტერით ავარიაში მოყოლილი 12 წლის ბიჭი, საავადმყოფოში გარდაიცვალა
დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდგომ იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი მცირეწლოვანი საბა ჯაგოდნიშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობისთვის, დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა.
საბა წინ იდგა და უფრო მძიმედ დაშავდა, ვიდრე მისი მეგობარი.

-

(ვიდეო) ღმერთო რა საშინელებაა, ვაიმე, ვაიმე, ყველაფერი 10 წუთში დაიწვა” – ვრცელდება უმძიმესი კადრები.
ვაიმე, ვაიმე, ყველაფერი 10 წუთში დაიწვა” – ვრცელდება უმძიმესი კადრები გორიდან.
პ/ნ 59501134390 გიორგი ტერტერაშვილისაქ ბანკი/TBS
-

🔻 რას წერს ბაბუა 8 წლის შვილიშვილის გარდაცვალებაზე? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️
ბაბუა შვილიშვილზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“ტელეფონმა დარეკა. მეუღლე იყო.ავთუკა სკოლაში ცუდად გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთო.რომ მოხვალ მაშინ გეტყვიო. საავადმყოფოში რომ მივედი კატეს ოთახში ჰყავდათ.
მითხრეს; მუსიკის მასწავლებელი ღონისძიებისთვის ამღერებდა. ჩვენც იქ ვიყავით.ქეთი ვიდეოს უღებდა სიმღერის დასრულებისთანავე ბავშვი გარბის დედასთან და ეუბნება დედა ჰაერს ვერ ვსუნთქავ და თავში ხელები მოიჭირაო.
ქეთიმ სასწრაფოდ ხელში აყვანილი მიიყვანა მანქანასთან.მე კალთაში ჩავისვი.5 წუთში აქ ვიყავითო.გათიშვის წინ დედა დაიძახაო. ამასობაში კატეს ოთახიდან გამოიყვანეს.ექიმს ვკითხე; მე ბავშვის ბაბუა ვარ მითხარით რა სჭირს ბავშვს მეთქი.
კატემ აჩვენა რომ თავში 70 მლ სისხლჩაქცევა აქვსო.სასწრაფოდ გადასაყვანი და საოპერაციო არისო.წარმოუდგენელი რამ მითხრა.8 წლის ბავშვის თავში სისხლის ჩაქცევა გაგონილიც არ მქონდა.გავშტერდი.გავშეშდი.ჭკუა და გონება ამერია.ვერაფერს ვფიქრობდი.ის ვთქვი თბილისში წამაყვანინეთ ხარჯებს მე დავფარავ მეთქი.მითხრეს; უკვე კატასტროფის ცენტრმა ყველაფერი იცის და ისინი იღებენ მისი გადაყვანის გადაწყვეტილებასო.
სანამ რეანიმობილი მოვიდოდა, სანამ გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სანამ ოპერაციის გაკეთებაზე 0%-იანი გარანტიით ხელს მოვაწერდით, სავარაუდოდ 6 საათამდე დროც გავიდა.ოპერაციის დაწყებამდე ქირურგიული მა გვითხრა;იმდენად მძიმე შემთხვევაა რომ ცენტრიდან მითხრეს უფლება გაქვს უარი თქვა ოპერაციის გაკეთებაზეო. მეც მყავს შვილები. კარგად მესმის თქვენი. თუ ოპერაცია არ გაკეთდება ერთ ან საათ ნახევარში გული გაუჩერდებაო.
ძალიან ჩქარობდა.ოპერაციის დასრულების შემდეგ გვითხრეს მდგომარეობის სიმძიმეზე და არანაირ იმედზე.მიუხედავად ექიმების უიმედო პასუხების, ჩვენ იმედს მაინც არ ვკარგავდით.თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჟანგბადის მიწოდება,ტემპერატურა,გულისცემა,სატურაცია, მოგვიანებით საკვებთან იღებდა. მაგრამ 82 დღის შემდეგ უცებ სატურაცია დაეცა და გულიც გაჩერდა.
ასე დასრულდა ჩემი ოჯახის დიდი სიხარულის, მომავლის იმედის,ძალიან სხარტის, უჭკვიანესი და უსაყვარლესი ათუკას სიცოცხლე.ის წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან. ეს ამბავი ქვემეხივით გავარდა.ვინ არ მოდიოდა,ყველა წუხდა, ყველას ეცოდებოდა და ენანებოდა ჩემი ანგელოზი ბაბუკი. ყველას უნდოდა გვერდით დგომა და დახმარება რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველას.მადლობა იმ ბიჭებს ვინც სისხლი გაიღო და სისხლის ბანკს ჩააბარა.მადლობა იმათ ვინც მეხმარებოდა გადასასხმელი სითხის ჰემოსოლის ძიებაში, რომელიც საქართველოს აფთიაქებში არ არის და სასომხეთიდან გვიწევდა რამდენიმე ცალობით შემოტანა.მადლობა ტრეილერის მძღოლებს რომლებიც სასომხეთში აფთიაქებში ეძებდნენ ამ სითხეს და მაწვდენდნენ.მადლობა ექიმებს ქირურგ რეზოს და მკურნალ ექიმ ანას რომლებიც იბრძოდნენ ჩემ ბაბუკას გადასარჩენად.მადლობა ექთნებს ზრუნვისა და მოვლა პატრონობისათვის.მადლობა ყველას და ყველას წუხილისათვის, თანაგრძნობისათვის, ჩემი ანგელოზი ბაბუკას უკანასკნელ გზაზე გაცილებისათვის.” – წერს ბაბუა და ვიდეოს ავრცელებს.
-

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგის პროგნოზი
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„უახლოეს დღეებში საქართველოში დღის ძირითადი ნაწილი უნალექო ამინდი იქნება, თუმცა სიცხის ფონზე საღამოსა და ღამის საათებში ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გამონაკლისად იქნება აჭარის სანაპირო ზოლი, სადაც მზიანი და მშვიდი დღეები გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც დასვენებას, ისე ტურისტულ აქტივობებს.
მზის სხივებმა თქვენი დღეები ოქროსფრად გაანათოს”,- წერს ფარტენაძე. -

რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს – სპეციალისტების პროგნოზი
გლობალური კლიმატის ცვლილების ეპოქაში, მსოფლიო სულ უფრო ხშირად საუბრობს ფენომენზე, რომელიც წყნარ ოკეანეში იბადება, თუმცა მისი „ექო“ მთელ პლანეტაზე, მათ შორის საქართველოშიც ისმის. ეს არის ელ-ნინიო – ბუნებრივი მოვლენა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ამინდის მკვეთრ ანომალიებს იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ოკეანეებისგან შორს, კავკასიის რეგიონში მდებარეობს, გლობალური კლიმატური სისტემები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როგორ აისახება წყნარი ოკეანის გათბობა ჩვენს რეალობაზე?
მარტივად რომ ვთქვათ, ელ-ნინიო არის ოკეანისა და ატმოსფეროს ურთიერთქმედების ციკლი. ამ დროს წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში წყლის ზედაპირის ტემპერატურა ჩვეულებრივზე მეტად თბება. ეს „ზედმეტი სითბო“ ატმოსფეროში გამოიყოფა, ცვლის ჰაერის მასების მოძრაობას და მთელ მსოფლიოში იწვევს: ზოგან უპრეცედენტო გვალვებსა და ხანძრებს, ზოგან კი — კატასტროფულ ნალექებსა და წყალდიდობებს.
როგორ აღწევს ოკეანის სითბო საქართველომდე?
საქართველოზე ელ-ნინიო პირდაპირ გავლენას არ ახდენს, თუმცა ის მოქმედებს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცირკულაციურ სისტემებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ჩვენი რეგიონის ამინდს განსაზღვრავენ.კლიმატოლოგების დაკვირვებით, ელ-ნინიოს აქტიურ ფაზაში საქართველოში რამდენიმე ძირითადი ტენდენცია იკვეთება:
1. ანომალიურად ცხელი ზაფხული;
ელ-ნინიო, როგორც წესი, ზრდის გლობალურ ტემპერატურას. საქართველოში ეს ვლინდება ხანგრძლივი, დამღლელი სიცხის ტალღებით. ზაფხულის თვეებში თერმომეტრის ნიშნული ხშირად აჭარბებს ნორმას, რაც ქალაქებში ცხოვრებას აუტანელს ხდის, ხოლო რეგიონებში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის.2. არაპროგნოზირებადი ნალექები და ლოკალური შტორმები;
ელ-ნინიოს პერიოდში ირღვევა ნალექების ბალანსი. მოსალოდნელია ხანგრძლივი გვალვები, რომლებსაც მოულოდნელად ცვლის უეცარი, კატასტროფული ხასიათის თავსხმა წვიმები. ასეთი ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი ნალექი ხშირად ხდება ნიაღვრების, მეწყერებისა და ღვარცოფების მიზეზი, რაც საქართველოს მთიანი რელიეფისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.3. თბილი ზამთარი;
ელ-ნინიოს წლებში საქართველოში ზამთარი ხშირად ჩვეულებრივზე რბილი და თბილია. ბარში თოვლის საფარი მინიმალურია, თუმცა ეს სულაც არ არის კარგი ამბავი. თბილი ზამთარი ნიშნავს მთებში თოვლის ნაკლებობას, რაც გაზაფხულსა და ზაფხულში მდინარეების დაშრობას და წყლის დეფიციტს იწვევს.რა საფრთხეს უქმნის ეს ფენომენი ქვეყანას?
მსგავსი გლობალური ძვრები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ყოველდღიურობაზე:სოფლის მეურნეობა: გაზაფხულის მოულოდნელი ყინვები ან ზაფხულის ხანგრძლივი გვალვები აზარალებს მოსავალს (განსაკუთრებით კახეთსა და შიდა ქართლში).
წყლის რესურსები: სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტი სერიოზულ გამოწვევად იქცევა ხოლმე.ტურიზმი: ზამთრის კურორტებზე თოვლის ნაკლებობა პირდაპირ დარტყმას აყენებს სამთო-სათხილამურო სეზონს.მნიშვნელოვანია: ელ-ნინიო არ არის კლიმატის ცვლილების ერთადერთი მიზეზი, თუმცა კლიმატის გლობალური თბობა მას კიდევ უფრო აგრესიულს და არაპროგნოზირებადს ხდის.ელ-ნინიო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედამიწა ერთიანი ორგანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტროპიკული ქარიშხლები არ ბობოქრობს, წყნარი ოკეანის „ცხელი სუნთქვა“ ჩვენს კლიმატზეც ტოვებს კვალს. ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ამინდის ამ სიურპრიზებთან ადაპტაცია, წყლის რესურსების სწორი მართვა და სოფლის მეურნეობის ახალ რეალობაზე მორგება.
-

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია
აჭარაში, ზღვის სანაპირო ზოლში არის გარკვეული ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
ბანაობა აკრძალულია:
სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ;
სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში;
ქვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები;
ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში;
მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ;
მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან;
სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ;
ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან;
მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან [მარჯვენა და მარცხენა მხარეს];
