Category: Uncategorized

  • “რატომ ანრი, შვილოო…” – ნახეთ რა დაემართა ანრი ჯოხაძეს – ახლახან, სკანდალური ფოტო გავრცელდა

    “რატომ ანრი, შვილოო…” – ნახეთ რა დაემართა ანრი ჯოხაძეს – ახლახან, სკანდალური ფოტო გავრცელდა

    მომღერალმა და ტელეწამყვანმა ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რასაც მისი ფეისბუქ-

    მეგობრების კრიტიკა მოჰყვა. როგორც ჩანს, ანრის გადაპარსულ თმას ვერ ახდენენ.

    მარიო ბიონდის ჰგავხარ აქ“; „დაბნელება პირველ სახლში იმიჯზე აისახა, ხომ?“; „თურქული სერიალის პერსონაჟს რატომ ჰგავხარ?“; „ვაიმე, ანრი, რატომ შვილო? მაინც მიყვარხარ“; „არა ანრი, არ არის შენი“ – წერენ კომენტარებში.

  • რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში – წელს უფრი ხანგრძლივი არდადეგებია

    რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში – წელს უფრი ხანგრძლივი არდადეგებია

    წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამიტომ, 10-13 აპრილი ოფიციალურად უქმე დღეებია.

    აღსანიშნავია, რომ 9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, ასევე ოფიციალურად უქმე დღეა, რომელიც წელს ხუთშაბათს ემთხვევა.

    შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ. ამის შესახებ  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომაც დაადასტურა.

  • საჭმლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – ტრაგედია კახეთში

    საჭმლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – ტრაგედია კახეთში

    დაკონსერვებული პროდუქტით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30  წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა და თავი შეუძლოდ იგრძნო.

    სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა. ძლიერი ინტოქსიკაციის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზა დაინიშნა.

    გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

  • “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10-ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

    როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ორ კრიტერიუმში: ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

    „ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი 20-წლიან პერიოდში. ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევრებმა საბაზისო 2006-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2023-2025 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს. შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და ბოსნია და ჰერცეგოვინა“. მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10- ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

    ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ კრიტერიუმში, როგორიცაა ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

    არჩევანის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ლიეტუვა, ბულგარეთი, ბელგია, ესტონეთი, გერმანია, რუმინეთი, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, შეერთებული შტატები, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი.

    კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, ესპანეთი, მალტა, ხორვატია, ლიეტუვა, კვიპროსი, ლატვია, მონტენეგრო, სლოვენია, თურქეთი, ალბანეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

    ჟურნალისტებთან საუბრისას, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა, წლების წინ, პატრიარქთან საუბარი.

    „მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო –  გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე კიდია ეს გასაღებიო, აქ არის, თუ იქ არისო, მაგით მეტად აღარ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია, თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • თბილისში კაცმა დედა და ძმა მოკლა – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

    თბილისში კაცმა დედა და ძმა მოკლა – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.რ. ბრალდებულის სახით დააკავა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის 2026 წლის აპრილში ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება ​

    ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის 2026 წლის აპრილში ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება ​

    2026 წლის აპრილი ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის, გარდამტეხი ეტაპი იქნება. ამ თვეში პლანეტების იშვიათი განლაგება ადამიანებს საკუთარი ცხოვრების გადაფასებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას ჰპირდება.

    აღნიშნული პერიოდი შემთხვევით ცვლილებებს კი არა, არამედ იმ ღრმა შინაგან ძვრებს უკავშირდება, რომლებიც კარიერაზე, ურთიერთობებსა და პიროვნულ ზრდაზე გავლენას მოახდენს. სატურნის გავლენა მკაცრ, თუმცა აუცილებელ გაკვეთილებს მოგვიტანს, იუპიტერი ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს, ხოლო მთვარის კვანძები შემდგომი მოძრაობის მიმართულებას მიგვანიშნებს.

    ​რას ნიშნავს “ბედისწერის გადატვირთვა”?
    ​ასტროლოგიაში ეს ის პერიოდია, როდესაც ტრანზიტები ნატალური რუკის საკვანძო წერტილებს ააქტიურებს. 2026 წლის აპრილში აღნიშნული მოვლენა საკუთარი გზის მოულოდნელი გააზრებით, საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებით, მოძველებული ისტორიების დასრულებითა და ახალი, გრძელვადიანი ეტაპის დაწყებით გამოიხატება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, გავლენას ყველა ადამიანი იგრძნობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ზოდიაქოს 5 ნიშნის წარმომადგენლებისთვის იქნება:

     ​ვერძი

    აპრილმა თქვენი პროფესიული ცხოვრება შესაძლოა, სრულიად შეცვალოს. ახალი შესაძლებლობები ან მოულოდნელი შემობრუნებები მიზნების გადაფასებას გაიძულებთ. ეს ლიდერული პოზიციის დაკავების ან საქმიანობის სფეროს შეცვლის კარგი შანსია. ​

    კირჩხიბი
    მთავარი თემა ურთიერთობები გახლავთ. არჩევანის გაკეთება კავშირების გაღრმავებასა თუ გულწრფელ დამშვიდობებას შორის მოგიწევთ. ემოციური სიცხადე შინაგანი სიმშვიდის მოპოვების გასაღები გახდება.

    ​სასწორი
    ბალანსი საგრძნობლად ირღვევა. სამსახური და პირადი ცხოვრება სერიოზულ გადახედვას მოითხოვს. ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებები მომავალი წლების საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, თითოეულ გადაწყვეტილებასა და ინიციატივას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

    მორიელი
    ღრმა ტრანსფორმაციის დროა. ქცევის ძველი მოდელები აღარ მუშაობს, რაც შინაგან ცვლილებებს განაპირობებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2026 წლის აპრილი დიდი გადაფასებისა და ახალი სტრატეგიების დასახვის ეტაპი იქნება...ვრცლად

  • ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდა და იწყება “სამყაროს აღსასრული”

    ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდა და იწყება “სამყაროს აღსასრული”

    ებრაელი ფუნდამენტალისტების ჯგუფი აცხადებს, რომ წინასწარმეტყველება, რომელიც იუწყებოდა წითელი ხბოს დაბადებას, ახდა და მას “არმაგედონი” მოჰყვება.. ეს არის პირველი შემთხვევა ორი ათასი წლის განმავლობაში, როდესაც დაიბადა წითელი ხბო.. მათ სჯერათ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდა და სამყაროს აღსასრული ახლოვდება. ებრეალ ფუნდამენტალისტებს სჯეროდათ, რომ როდესაც დაიბადებოდა “ულაქო წითელი თხა”, ის მოიტანდა არმაგედონს და “ბიბლიურ სიწმინდეს”. ბიბლიის თანახმად, “წითელი ხბო” მსხვერპლად უნდა შეიწიროს, რის შემდეგადაც უნდა აშენდეს მესამე ტაძარი, რის შესრულებასაც აპირებენ ტაძრის მსახურნი.

  • „არაფერი წამოიღოთ სასაფლაოდან… ნებისმიერი ნივთი რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზეა, იქ უნდა დარჩეს” – ეზოტერიკოსი

    „არაფერი წამოიღოთ სასაფლაოდან… ნებისმიერი ნივთი რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზეა, იქ უნდა დარჩეს” – ეზოტერიკოსი

    მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

    „ქცევის წესები სასაფლაოზე:
    (ამ თემას მეტს აღარ შევეხები და გაიზიარეთ)
    ახლოვდება აღდგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი თქვენგანი მალე ეწვევა სასაფლაოებს. იცით თუ არა წესები, როგორ უნდა მოიქცეთ სასაფლაოზე, რომ არ აიკიდოთ „ნეკრო-მიჯაჭვულობა“, არ წაგართვან ჯანმრთელობა და არ დაიზიანოთ ენერგეტიკა?

    სასაფლაოზე სტუმრობა ყოველთვის დაკავშირებულია განსაკუთრებულ ემოციურ ფონთან და ეთიკურ ნორმებთან. იმისთვის, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ და ენერგეტიკული დისკომფორტი აირიდოთ, სასურველია დაიცვათ ქცევის გარკვეული წესები.
    აი, ძირითადი რეკომენდაციები:
    1. ემოციური მდგომარეობა და ხმაური
    სიმშვიდე: ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ზედმეტი ხმამაღალი ტირილი, ყვირილი ან ისტერიკა, ხალხური რწმენით, „აფრთხობს“ მიცვალებულის სულს და თქვენც ფიზიკურად გფიტავთ.
    ხმაური: ნუ ისაუბრებთ ხმამაღლა, ნუ იცინებთ და ნუ მოყვებით მხიარულ ისტორიებს, რაც არ უკავშირდება მიცვალებულის პატივსაგებ მოგონებებს.
    2. ნივთებთან მოპყრობა
    არაფერი წამოიღოთ სახლში: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წესია. ნებისმიერი ნივთი (ყვავილი, მონეტა, მიწა), რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზეა, იქ უნდა დარჩეს. სახლში მიტანილი ნივთი ნეგატიური ენერგიის მატარებლად ითვლება.
    თუ რამე დაგივარდათ: თუ ძვირფასი ნივთი (მაგალითად, ტელეფონი ან გასაღები) დაგივარდათ, აიღეთ, მაგრამ იმავე ადგილას სიმბოლურად დატოვეთ ხურდა ფული ან კანფეტი „გამოსასყიდად“.
    არ გადააბიჯოთ: ნუ გადააბიჯებთ საფლავებს ან მათ შორის არსებულ ბორდიურებს. გამოიყენეთ მხოლოდ ბილიკები.
    3. კვება და სასმელი
    ზომიერება: საქართველოში გავრცელებული ტრადიციაა საფლავზე შესანდობარის თქმა, თუმცა ეკლესია არ მიესალმება სასაფლაოზე ნადიმის მოწყობას. საკმარისია სიმბოლურად პურისა და ღვინის მიღება.
    ნარჩენები: არასოდეს დატოვოთ ნაგავი საფლავზე. ყველაფერი, რაც მორჩება, მოაგროვეთ და სპეციალურ ურნაში გადაყარეთ.
    4. პირადი უსაფრთხოება და ჰიგიენა
    ხელების დაბანა: სასაფლაოდან გამოსვლისთანავე კარგად დაიბანეთ ხელები. სახლში მისვლისას კი სასურველია ფეხსაცმლის გაწმენდა, რათა იქაური მიწა არ შეიტანოთ.
    ორსულები და ბავშვები: ხალხური ტრადიციით, ორსულებისთვის და ძალიან პატარა ბავშვებისთვის სასაფლაოზე სიარული სასურველი არ არის მათი სუსტი ენერგეტიკული ველის გამო.
    5. ჩაცმულობა
    შეარჩიეთ მოკრძალებული, მუქი ფერის სამოსი. მოერიდეთ გამომწვევად ჩაცმას ან ზედმეტად მკვეთრ ფერებს.
    6.ხალხური რწმენები (რატომ ერიდებიან ფოტოების გადაღებას)
    არსებობს რამდენიმე გავრცელებული „აკრძალვა“
    ენერგიის „მიბმა“: ითვლება, რომ ფოტო აფიქსირებს მომენტს და ადგილის ენერგიას. ძველი რწმენით, სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოს შეუძლია „ნეგატიური მუხტი“ შემოიტანოს სახლში.ამიტომ ნუ გადაიღებთ ფოტოებს სასაფლაოზე,ნუ უღებთ პატარა ბავშვებს და ნუ გიხარიათ ეს  ცუდია!

    ყურადღება!
    … სასაფლაო ითვლება განსაკუთრებულ ზონად, სადაც „ცოცხლებისა“ და „მიცვალებულების“ სამყარო ერთმანეთს ხვდება. ამიტომ, არსებობს მკაცრი დაუწერელი წესები, რათა ადამიანმა არ დააზიანოს თავისი ენერგეტიკა.
    აი, ძირითადი ეზოთერული აკრძალვები:
    მზის ჩასვლის შემდეგ სტუმრობა: ითვლება, რომ მზის ჩასვლისას აქტიურდება სხვა სამყაროს ენერგიები. ამ დროს ადამიანის დამცავი ველი სუსტდება და იზრდება „მიწებების“ (ნეგატიური ენერგიის აკიდების) რისკი. საუკეთესო დროა დილის 8-დან შუადღის 2 საათამდე.
    საფლავზე ფულის დათვლა: არასოდეს ამოიღოთ საფულე და არ დათვალოთ ფული სასაფლაოს ტერიტორიაზე.  ამით თქვენს ფინანსურ იღბალს „სასაფლაოს ენერგიას“ აბამთ, რაც მომავალში დანაკარგებს იწვევს.
    ზედმეტი საუბარი პირად წარმატებებზე: ნუ მოყვებით საფლავთან თქვენს დიდ მიღწევებზე, ბედნიერებაზე ან სიმდიდრეზე. ითვლება, რომ ამით შეიძლება „დააფრთხოთ“ თქვენი იღბალი ან გამოიწვიოთ ენერგეტიკული დისბალანსი.
    სხვისი საფლავიდან ჭამა ან დალევა: არასოდეს აიღოთ სხვის საფლავზე დატოვებული ტკბილეული ან საკვები. ეს ნივთები უკვე „მიკუთვნებულია“ სხვა სამყაროსთვის და მათი მითვისება ენერგეტიკულად სახიფათოა.
    უკან მოხედვა გამოსვლისას: სასაფლაოს ჭიშკარს რომ გამოცდებით, უკან არ მოიხედოთ, რაც არ უნდა მოგეჩვენოთ. ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ თქვენ ტოვებთ იმ სამყაროს და არ ეპატიჟებით მას თქვენს ცხოვრებაში გამოსაყოლებლად.
    საჩივრები ცხოვრებაზე: ნუ დაიწყებთ საფლავთან წუწუნს იმაზე, თუ რა ცუდად გაქვთ საქმე ან როგორ გინდათ სიკვდილი. „ადგილის სულებმა“ ეს შეიძლება პირდაპირ გაიგონ და თქვენი სურვილი „შეასრულონ“.
    ფეხმძიმე ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ყოფნა: ეზოთერიკაში მიჩნეულია, რომ ნაყოფს და პატარა ბავშვებს (7 წლამდე) ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ძლიერი ენერგეტიკული ფარი, ამიტომ ისინი ყველაზე ადვილად იწოვენ ნეგატივს.
    მთავარი წესი: სასაფლაოზე შედით და გამოდით სხვადასხვა გზით (თუ შესაძლებელია), ან გამოსვლისას გონებაში თქვით: „რაც აქ არის, აქ დარჩეს, მე ჩემი მშვიდობით მივდივარ“.

    სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ ენერგეტიკული და ფიზიკური განწმენდა დაგეხმარებათ, რომ იქაური მძიმე ემოციები და „ნეგატივი“ სახლში არ შეიტანოთ.
    აი, მარტივი და ეფექტური ნაბიჯები:
    შხაპი და თმის დაბანა: სასურველია მიიღოთ შხაპი და აუცილებლად დაიბანოთ თმა. თმა ყველაზე მეტად იწოვს გარემოს ენერგეტიკას. შხაპის დროს წარმოიდგინეთ, როგორ ჩააქვს წყალს მთელი დღის სიმძიმე.
    ტანსაცმლის გამოცვლა: ის ტანსაცმელი, რომელიც სასაფლაოზე გეცვათ, მაშინვე გაიხადეთ და გარეცხეთ. ნუ დატოვებთ მას ოთახში და ნუ ჩამოკიდებთ სხვა ტანსაცმელთან ერთად კარადაში გაურეცხავად.
    მარილით განწმენდა: მარილი ენერგეტიკული „ღრუბელია“. შეგიძლიათ შხაპის დროს სხეულზე (კისრის ქვემოთ) მარილიანი წყალი გადაივლოთ ან უბრალოდ ხელები დაიბანოთ მარილით. ის ანეიტრალებს ნებისმიერ უარყოფით მუხტს.
    სანთლის დანთება: სახლში დაანთეთ სანთელი (უმჯობესია ნაკურთხი). ცეცხლი წმენდს სივრცეს და ამშვიდებს ფსიქიკას. ცოტა ხანს უყურეთ ალს – ეს დაგეხმარებათ აზრების მოკრეფაში.
    ნაკურთხი წყლის პკურება: თუ მორწმუნე ხართ, შეგიძლიათ სახლის კუთხეებში ნაკურთხი წყალი ასხუროთ და თავადაც დალიოთ ერთი ყლუპი.
    მთავარია: არ ჩაიციკლოთ შიშებზე. თუ ამ პროცედურებს ჩაატარებთ, ჩათვალეთ, რომ ენერგეტიკული „კარი“ დაიხურა და თქვენს პირად სივრცეში ხართ.

    უფალმა დალოცოს თქვენი ცოცხლები და გაუნათლოს სული თქვენს წასულებს. ვისწავლოთ პატივისცემა იქ, სადაც მარადისობა იწყება.დაიცავით ეს წესები და იყავით მშვიდად. გაუგზავნე მეგობარს, ვისი უსაფრთხოებაც გაინტერესებს! “,- წერს იოსელიანი.