Category: Uncategorized

  • რით არის საშიში 2026 წლის აპრილი და ივლისი? – ინდოელი წინასწარმეტყველი ბიჭის სკანდალური პროგნოზი

    რით არის საშიში 2026 წლის აპრილი და ივლისი? – ინდოელი წინასწარმეტყველი ბიჭის სკანდალური პროგნოზი

    ინ­დო­ე­ლი ნა­თელ­მხილ­ვე­ლი აბი­გია ანან­დი, რომ­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბიც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სი­ზუს­ტით სრულ­დე­ბა (მან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­აც კი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა), 2026 წლის­თვის ახალ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს. მისი თქმით, წინ გვე­ლო­დე­ბა “ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნის” წელი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს­თვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა.
    რა­ტომ არის 2026 წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, 2026 წელი გრძელ­ვა­დი­ა­ნი კარ­მუ­ლი ციკ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას მო­ას­წა­ვებს. ანან­დი გან­მარ­ტავს, რომ სამ­ყა­რო შე­ვი­და ფა­ზა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ ხდე­ბა. ეს გა­მო­იწ­ვევს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­წყო­ბას, მეც­ნი­ე­რულ გარ­ღვე­ვებ­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლას.
    პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, მარ­სის აქ­ტი­ვა­ცია და სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა გა­მო­იწ­ვევს ძვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სის რღვე­ვას, რაც შე­საძ­ლოა სა­მო­ქა­ლა­ქო მსხვერ­პლის ზრდი­თა და იდე­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გამ­წვა­ვე­ბით გა­მო­ი­ხა­ტოს.
    კრი­ტი­კუ­ლი თა­რი­ღე­ბი: აპ­რი­ლი და ივ­ლი­სი
    აბი­გია ანან­დი ორ კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდს გა­მო­ყოფს, რო­დე­საც მსოფ­ლიო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გე­ბა:

    • 2026 წლის აპ­რი­ლი : მარ­სის აქ­ტი­ვა­ცი­ი­სა და პლა­ნე­ტა­რუ­ლი შე­ჯა­ხე­ბე­ბის გამო, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის პიკი და გლო­ბა­ლუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა. ანან­დი გვირ­ჩევს, ამ დროს მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნოთ.
    • 2026 წლის ივ­ლი­სის ბოლო: ამ პე­რი­ოდ­ში მარსს “რაჰუ” უერ­თდე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს ქცე­ვის მო­დე­ლებ­ში, გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე არ­სე­ბულ ქა­ოს­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას.

    საფრ­თხის ზო­ნე­ბი და პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი
    წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი რამ­დე­ნი­მე რისკ-ზო­ნას ასა­ხე­ლებს: ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი, კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი და ფი­ლი­პი­ნე­ბი. მისი თქმით, ამ რე­გი­ო­ნებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გლო­ბა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა.
    თუმ­ცა, 2026 წელი მხო­ლოდ საფრ­თხე­ებს არ მო­ი­ტანს. ანან­დი ხე­დავს დიდ პროგ­რესს:

    1. მე­დი­ცი­ნა : გარ­ღვე­ვა დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დახ­მა­რე­ბით.
    2. მეც­ნი­ე­რე­ბა: სე­რი­ო­ზუ­ლი წინსვლა მა­თე­მა­ტი­კა­ში, ფი­ზი­კა­სა და კოს­მო­სის კვლე­ვა­ში.
    3. პო­ლი­ტი­კა: ნო­ემ­ბერ­ში სა­ტურ­ნის დო­მი­ნი­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, რა­მაც შე­საძ­ლოა არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის ეს­კა­ლა­ცია შე­ა­ჩე­როს.

    “ჩემი პროგ­ნო­ზე­ბი ხალ­ხის და­სა­ში­ნებ­ლად კი არა, მათ მო­სამ­ზა­დებ­ლად არ­სე­ბობს. თუ წი­ნას­წარ გვე­ცო­დი­ნე­ბა საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შოკი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა და უფრო გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ვი­ღებთ,” – ამ­ბობს აბი­გია ანან­დი.

  • “სამწუხაროდ ასეა…” – რა გაამხილა ვანო ჯავახიშვილმა ნიკა არაბიძის შესახებ ?

    “სამწუხაროდ ასეა…” – რა გაამხილა ვანო ჯავახიშვილმა ნიკა არაბიძის შესახებ ?

    პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და იუ­მო­რის­ტი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას, “მე­სა­მე ფურ­ცელს“ სტუმ­რობ­და. ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმ რთულ გზა­ზე, რო­მელ­საც კრი­ტი­კუ­ლი მე­დია გა­დის, გა­იხ­სე­ნა გუნ­დის დაშ­ლის მტკივ­ნე­უ­ლი პე­რი­ო­დი და ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან დღეს აქვს

    გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

    გუნ­დის გახ­ლე­ჩა და ურ­თი­ერ­თო­ბა ნიკა არა­ბი­ძეს­თან

    ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა გუნ­დის დაშ­ლის პრო­ცეს­ზე, რო­დე­საც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი „რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და, ნა­წი­ლი კი ახალ არხზე გა­და­ვი­და.

    “პრობ­ლე­მა ჩემ­თვის გუნ­დის გახ­ლე­ჩაა, რაც რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და. პირ­ვე­ლი 2012-ში იყო, როცა ნა­წი­ლი ბი­ძი­ნას გუნდში გა­და­ვი­და. ბოლო გა­ყო­ფა კი მა­შინ მოხ­და, როცა „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ პირ­ვე­ლი პრო­ტეს­ტის დროს გუნ­დი „ფორ­მუ­ლა­ზე“ იყო, შემ­დეგ კი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ნიკა არა­ბი­ძე „რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და. და­ნარ­ჩე­ნებ­მა, მათ შო­რის მიშა ან­დღუ­ლა­ძემ, ცალ­კე ტე­ლე­ვი­ზია გა­ა­კე­თეს.

    ეს და­ყო­ფა, რა თქმა უნდა, მუდ­მი­ვად გა­ზი­ა­ნებს და გან­გრევს. იწყებ ახ­ლე­ბის ძებ­ნას, ზრდი მათ და მერე ისი­ნიც მი­დი­ან. ამ სფე­რო­ში არ­სე­ბო­ბენ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს – მიშა ან­დღუ­ლა­ძე ჩემი მე­გო­ბა­რია და მას­თან ხში­რად ვკონ­ტაქ­ტობ, თუმ­ცა ნიკა არა­ბი­ძეს­თან, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს და მას მერე არც მი­ნა­ხავს“.

  • ახლახანს ნიკა გვარამია პატრიარქთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, ეს აქამდე არავინ იცოდა, იხილეთ ვრცლად კომენტარში

    ახლახანს ნიკა გვარამია პატრიარქთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, ეს აქამდე არავინ იცოდა, იხილეთ ვრცლად კომენტარში

    პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთიდან აკოორდინირებს დაკრძალვის პროცედურებს? 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო,- ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა.

    გვარამიას თქმით, კობახიძე, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მნიშვნელოვან ამოცანას არ ასრულებს, მეორე მხრივ, კი გარდაცვლილსა და მის ჭირისუფლებს პატივს არ სცემს.

    „მისი პირადი რელიგიური მოსაზრებები საერთოდ არ მაინტერესებს – „ქოცი“ კი არ ვარ, ხალხი რელიგიური ნიშნით დავყო და ვინ რამდენი ფოტო გადაიღო და რამდენი კურცხალი გადმოყარა, ის ვითვალო და რაიმე მნიშვნელობა მივანიჭო. ამით „ქოცები“ სპეკულირებენ, როგორც ზოგადად სჩვევიათ ტრაგედიებით მოვაჭრეებს.

    აქ ამბავი ის არის, რომ საკუთარ საქმეს არ ასრულებს ეს კაცი, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანის შეუსრულებლობა, უპასუხისმგებლობა და არასერიოზულობაა, მეორეს მხრივ კი, გარდაცვლილის და მისი ჭირისუფლის უპატივცემლობა.

    სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ყოფილიყო. არა – პარტიულ შეკრებაზე გაიქცა, მისი და ივანიშვილის პირადი საკითხების “დასალაგებლად”. სამარცხვინო!“- განაცხადა გვარამიამ.

  • რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2026 წლისთვის: ამას ვერავინ წარმოიდგენდა … 🛑😱😱 ვრცლად იხილეთ კომენტარში👇👇👇

    რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2026 წლისთვის: ამას ვერავინ წარმოიდგენდა … 🛑😱😱 ვრცლად იხილეთ კომენტარში👇👇👇

    ლეგენდარული ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ხშირად მართლდებოდა. ასევე, მან გააკეთა რამდენიმე შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის. ვანგა ხედავდა მნიშვნელოვან გლობალურ მოვლენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მომხდარა. მან იწინასწარმეტყველა მსოფლიო ცვლილებები 2025–2026 წლებში, — წერს Wionews. მისი თქმით, მომავალში მოხდება:

    დიდი ომი, რომელიც შეცვლის მსოფლიო დინამიკას;
    კონტაქტი უცხოპლანეტელებთან;
    ახალი სტიქიური უბედურებები.
    მთავარი წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის ეხება მესამე მსოფლიო ომს.

    გამოცემა აღნიშნავს, რომ გლობალური დაძაბულობა ახლა რეკორდულად მაღალ დონეზეა. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი კვლავ გრძელდება, ისრაელი ჩართულია რამდენიმე კონფლიქტში, ხოლო ჩინეთის შესაძლო თავდასხმა ტაივანზე ახლოვდება. ამგვარად, სიტუაცია მძიმდება.

    ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2026 წელს ეს ყველაფერი შეიძლება გაერთიანდეს და პროვოცირება მოახდინოს მესამე მსოფლიო ომის.

    უცხოპლანეტელებთან კონტაქტი

    ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წელს მოხდება ადამიანების ოფიციალური კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. მისი თქმით, 2026 წლის ნოემბერში დედამიწაზე დიდი კოსმოსური ხომალდი ჩამოვა. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა უცხოპლანეტელებთან. თუმცა ეს წინასწარმეტყველება ბევრს არარეალურად მიაჩნია.

    სტიქიური უბედურებები და კლიმატი

    ვანგას მიხედვით, 2026 წელს კლიმატის ცვლილება დიდ ზიანს მიაყენებს მსოფლიოს. გაიზრდება მიწისძვრებისა და ვულკანის ამოფრქვევების რაოდენობა. მისი მიმდევრების მტკიცებით, სტიქიური უბედურებები დედამიწის ზედაპირის 7–8%-ს შეცვლის, ეკოსისტემებს დაანგრევს და მსოფლიო შოკში ჩააგდებს.

    ხელოვნური ინტელექტი (AI)

    ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, რომ ადამიანების კონტროლს დაიწყებს. ის მოიცავს სამუშაო ადგილებს, იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე და გავლენას მოახდენს ყოველდღიურ რუტინულ საქმეებზეც კი.

    საინტერესოა, რომ ფრანგმა ასტროლოგმა ნოსტრადასტრამმაც მსგავსი შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებები გააკეთა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს დაიპყრობს მსოფლიოს.

  • პატრიარქის ერთადერთი და, დედა ნატალია და ძმისშვილის მრავალშვილიანი ოჯახი – რა არის ცნობილი ილია მეორის ოჯახის წევრებზე?

    პატრიარქის ერთადერთი და, დედა ნატალია და ძმისშვილის მრავალშვილიანი ოჯახი – რა არის ცნობილი ილია მეორის ოჯახის წევრებზე?

    დღეს, როცა მთელი მართლმადიდებლური სამყარო გლოვობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, რასაკვირველია, ყველაზე მეტად ამ უდიდეს დანაკარგს მისი უახლოესი ადამიანები განიცდიან – ოჯახის წევრები და მეგობრები. პირველ რიგში კი მისი ძმისშვილი და ამავდროულად მისი ერთგული მეგობარი წლების განმავლობაში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი (სწორედ მისი დისშვილი აღიკვეცა პატრიარქის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბერად და დაერქვა ილია – იხილეთ ვრცლად).

    da-zma-1774039447.jpg

    პატრიარქის და-ძმა მონაზონი ნატალია და ბერი გიორგი (შიოლაშვილი)

     

    როგორც ცნობილია, ილია მეორეს (ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს), რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა, ჰყავდა დედმამიშვილები: ძმები – თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო (ნატალია).

     

    უფროსი ძმა ვიქტორი, რომელიც ბერი გიორგის სახელით მოღვაწეობდა, რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. მეუფე დიმიტრი კი ილიას ძმის შოთას შვილი გახლავთ.

    ერისკაცობაში ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში. ყმაწვილობიდან იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით. 1979 წელს დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

    1989 წლის 13 მაისს მისი დეკანოზად ხელდასხმა მოხდა ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში. 1991 წლის 14 ოქტომბერს დაინიშნა ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორად. 1993 წლის 14 სექტემბერს დაინიშნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1996 წლის 25 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად და მეორე დღეს, 26 ოქტომბერს ამაღლებულ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. იმავე წლის 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მცხეთის საკათედრო ტაძარში აკურთხა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 2003 წელს მეუფე დიმიტრის მიენიჭა მთავარეპისკოპოსის ხარისხი. 2006 წლის დეკემბერში ბათუმ-სხალთის ეპარქია გაიყო ბათუმ-ქობულეთისა და სხალთის ეპარქიებად. ბათუმ-ქობულეთის მღვდელმთავრად დადგინდა მთავარეპისკოპოსი დიმიტრი. 2007 წლის დეკემბერში ბათუმ-ქობულეთის ეპარქია გადაკეთდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიად, რომლის წინამძღოლად მიტროპოლიტი დიმიტრი აირჩია წმინდა სინოდმა და იმავე წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.

    945086-640495869298803-367633625-n-1774039445.jpeg.jpg
    513115739-10048118368601342-4539254575797624352-n-1774039447.jpg502426719-9844573952289119-5322640013416233312-n-1774039446.jpg
    489315024-9435747496505102-2348236435342484554-n-1774039446.jpg
    ~მეუფე დიმიტრის დიდი ოჯახი ჰყავს – შვილები და შვილიშვილები.

    ილია მეორის და, დედა ნატალია, ძმას გლოვობს
  • “საერთოდ, სიმართლე უნდა ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

    “საერთოდ, სიმართლე უნდა ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

    [ბიძინა ივანიშვილმა] პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის. ვერ ეღირსება!, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

    როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მისი მიყვანა იქნებოდა „ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი“.

    „პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ შეეშალა ხელი ჩემთვის პატრიარქთან გამომშვიდობებაში რაც მოვითხოვე, როგორც პატრიარქის სულიერმა შვილმა და ასევე პატრიარქის მონათლული ნიკუშას მამამ.

    ჩემი მიყვანა მათი მხრიდან იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი.

    საერთოდ, სიმართლე ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს, ორი ადამიანი აღიზიანებდა ყოველთვის ივანიშვილს ყველაზე მეტად, პატრიარქი, (რომელსაც შენობით მიმართავდა, ხელზე არასდროს მთხვევია და ყველანაირად უთხრიდა ძირს) და მე.

    პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის. ვერ ეღირსება!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • პატრიარქის სამძიმარზე მიმსვლელთა საყურადღებოდ! – როდის და რომელი საათიდან ვეღარ შეძლებენ მოქალაქეები სამების ტაძარში შესვლას?

    პატრიარქის სამძიმარზე მიმსვლელთა საყურადღებოდ! – როდის და რომელი საათიდან ვეღარ შეძლებენ მოქალაქეები სამების ტაძარში შესვლას?

    22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში, ტაძარი მსახურებისთვის უნდა მოამზადონ.

    როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დროის ამ მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში, გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ.

    მღვდელმსახურების განმარტებით, სამების საკათედრო ტაძარში კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე და მსახურებას კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

    ამასთან, არსებული ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი თბილისში 11:00 საათზე ჩამოფრინდება და ის პატრიარქისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

  • “ვერ ვიჯერებდი, რით დავიმსახურე ეს ყოველივე” – პატრიარქის რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნოჟარაძე?

    “ვერ ვიჯერებდი, რით დავიმსახურე ეს ყოველივე” – პატრიარქის რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნოჟარაძე?

    მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში პატრიარქის ვიდეოს აზიარებს, სადაც ის საუბრობს, რატომ გადაწყვიტა “ავე მარიას” დაწერა.

    “ვერ ვიჯერებდი, რით დავიმსახურე ეს ყოველივე. მთელი ცხოვრება მემახსოვრებადა მადლიერი ვიქნები ყოველი სიტყვისთვის”, – წერს სოფო ნიჟარაძე.

  • 🔴 „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!“ – საპატრიარქო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

    🔴 „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!“ – საპატრიარქო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

    მათთვის, ვინც სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას და პატივის მიგებას გეგმავს, საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.

    საპატრიარქოს ცნობით, სამების ტაძარი ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე, დაიხურება.

    „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!
    გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.

    ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში.

    ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.