Category: Uncategorized
-

“მანქანა ხევში გადავარდა დაიღიპა ერთი ადამიანი” – ნახეთ სად დატრიალდა საშნელი უბედურება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა – ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი პირი უგონო მდგომარეობაშია, არიან დაშავებულებიც | ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სამების ეკლესიასთან მოხდა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო ,სახანძრო სამსახურები და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები. -

სმიტების გადამალულ ფოტოაპარატში 5 წლის შემდეგ დაუჯერებელი რამ აღმოაჩინეს
საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაურია.
მას გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავიsუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კობაური ბრალს არ აღიარებს.
კობაურის ოჯახი და ადვოკატი, რომელთაც პროკურატურის ვერსიის დღემდე არ სჯერათ, საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავდნენ, თუმცა საჭირო ფინანსების უქონლობის გამო ეს ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
სმიტების მკვლელობის საქმის მთავარი დეტალები, რომლებიც თავდაყირა აყენებს მალხაზ კობაურის პირველ აღიარებით ჩვენებას -რა აღმოაჩინეს სმიტების ფოტოაპარატში რომელიც გადამალული იყო, ოფიციალურად მალე გახდება ცნობილი.
ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესისას ისაუბრა.
“ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ”, – განაცხადა კობაურმა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. შეტყობინების ავტორმა 112-ს უთხრა, რომ დაკარგულები ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. შეტყობინების ავტორმა 112-ს უთხრა, რომ დაკარგულები ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
ცოლ-ქმრის ცხედარი 6 ივლისს, შაბათს იპოვნეს, მათი შვილის ცხედარი კი მომდევნო დღეს. ქალის ცხედარი მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში იპოვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარიც. თუმცა მცხეთის სასამართლოში ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა. მალხაზ ბექაურის თქმით, მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ, სინამდვილეში კი თვითონ არ არის მკვლელი.
-

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 აპრილის ჩათვლით – ვრცლად იხილეთ კომენტარებში
ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია კორპუსის ფასადები, ავტომობილები, წაქცეულია ხეები… უამინდობაა, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. არის თუ არა მკვეთრი ცვლილებები და როგორი ამინდები იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი გვესაუბრა…
– 29 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში 17-22 გრადუსის ფრაგლებში.
30 მარტიდან კვლავ ველოდებით ამინდის პირობების გაუარესებას, კვლავ აციებას, წვიმას, დასავლეთის მიმართულების ქარს, ზოგგან ძლიერს, ტემპერატურა კვლავ დაიწევს, 10-15 გრადუსი, კიდევ უფრო ნაკლებიც, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
31 მარტს შედარებით გამოიდარებს, ნალექის თვალსაზრისით, თუმცა დასავლეთის ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. 1 და 2 აპრილს კვლავ უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში 20-22 გრადუსი იქნება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ველოდებით ამინდის გაუარესებას.
3 აპრილიდან წვიმა, ქარია მოსალოდნელი. ასე რომ მომდევნო კვირაში ცვალებადი ამინდი გველის, მონაცვლეობით წვიმიანი, ქარიანი, შედარებით უფრო ცივი დღეები, ასეთ ამინდებს შორის თბილი და უნალექო დღეები. აპრილის პირველი დღეები უფრო მეტად ნალექიანი იქნება, ვიდრე უნალექო. მიუხედავად ნალექიანი დღეებისა, მაინც ველოდებით ტემპერატურის საკმაოდ მაღალ ნიშნულამდე მომატებას.
-

ნამდვილი პასკა უნდა მომზადდეს მხოლოდ რძეზე – ნახეთ იდეალური პასკის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 1 ლიმონის ცედრა
- მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი
- ვანილი
- ცუკატები – 50 გ
- ნუში – 50 გ
- ქიშმიში – 50 გ
- ფქვილი – 650
- კარაქი – 200 გ
- კვერცხის გული – 5
- შაქარი – 150 გ
- საფუარი – 10 გ
- რძე – 250 მლ
მომზადების წესი:
თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და 200 გ ფქვილი. დადგით 30 წუთი თბილ ადგილას. კვერცხის გული, სუნელები, ვანილი, ცედრა და შაქარი ათვიფეთ. შემდეგ შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი. ეს მასა შეურიეთ საფუვრიან მასას, დაამატეთ დანარჩენი ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ და აცალეთ აფუება. აფუების შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ნუში, ქიშმიში და ცუკატები. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში 1/3 სიმაღლეზე და ხელახლა დატოვეთ ასაფუებლად. როცა კარგად ამოფუვდება, შედგით გამოსაცხობად 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
-

იცოდით, რომ ხახვს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!
ხახვის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. იგი საკმაოდ მდიდარია ვიტამინებითა (А, C, Е, PP, B, В1) და მინერალებით (მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა). ასევე მდიდარია ფიტონციდებით, რომლებიც გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. ეს ბოსტნეული შესანიშნავად უმკლავდება სებორეას, ქერტლს, ამაღლებს პოტენციას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. ხშირად იმ, იმედით, რომ ამა თუ იმ დაავადებისგან განიკურნებაში დაეხმარება, ხახვს ადამიანები ზედმეტი რაოდენობითაც კი მოიხმარენ. სამწუხაროდ, ამ დროს გვავიწყდება ან არ ვიცით, რომ ხახვს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, თან ძალიან ბევრი!
უმი ხახვი

უმი ხახვის საკვებად გამოყენება შეიძლება მხოლოდ გაფცქვნისთანავე. რაც მეტ დროს გაატარებს გაფცქვნილი და გაჭრილი ხახვი ჰაერზე, მით მეტ ბაქტერიას შეიწოვს. 2-3 დღის შემდეგ, ამგვარად დატოვებული ხახვი ინფექციების ძალიან საშიშ წყაროდ იქცევა და მხოლოდ ზიანი მოტანა შეუძლია.
ასე რომ, ხახვის შენახვა მხოლოდ გაუფცქვნელ მდგომარეობაში შეიძლება. მაგრამ სწორად შენახვის შემთხვევაშიც კი, არ ღირს ამ ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშრებით. ხახვი (მათ შორის მწვანე ხახვიც), ძლიერ ამაღლებს კუჭის მჟავიანობას და აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანს. ამიტომ, ჭარბი მოხმარება ადვილი შესაძლებელია მიზეზი გახდეს გასტრიტის, შემდეგ კი წყლულის.
თუ აღნიშნული პრობლემები უკვე გაწუხებთ, უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ ხახვზე. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ხახვის უარყოფითი გავლენებიდან ასევე აღსანიშნავია მეტეორიზმი და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
ხახვის მიღება არ არის რეკომენდებული ასევე მათთვის, ვინც მიდრეკილია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი. ხახვის წვენი აძლიერებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს ამ პროცესს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა, ხახვი უარყოფითად მოქმედებს ასევე გულისა და სუნთქვის ორგანოების მუშაობაზე. ნერვულ სისტემაზე გამაღიზიანებელი და აღმგზნები ზემოქმედების გამო, მას ადვილად შეუძლია ასთმის ან სხვა ალერგიული რეაქციის პროვოცირება. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავს მოვუსმინოთ: თუ რაიმე მიზეზის გამო ხახვის სუნი ზიზღსა და გულისრევას იწვევს, არ ღირს ძალად მიირთვათ იგი. ზიზღის გრძნობა არის ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი სიგნალი იმაზე, რომ მოცემული პროდუქტი მისთვის არასასურველი ან საზიანოა.
უმი ხახვის კიდევ ერთი უარყოფითი თვისებაა ისიც, რომ შეუძლია აამაღლოს არტერიული წნევა და ცუდად იმოქმედოს გულის რიტმზე. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ თადაყოლილი გულის მანკი, სისხლძარღვთა დისტონია, გადატანილი აქვთ ინფარქტი ან აქვთ არტერიული წნევის პრობლემები, უმჯობესია მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ბოსტნეულის მოხმარება. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და დაეხმარება მათ თავი უკეთ იგრძნონ.
მოხარშული და შემწვარი ხახვი
ხახვის საზიანო თვისებები არ მცირდება მისი მოხარშვით ან შეწვით. პირიქით, ამ დროს იგი თავის დადებით თვისებებს კარგავს, საზიანო კი – რჩება. განსაკუთრებით საზიანოა შემწვარი ხახვი. შეწვის დროს იგი შეიწოვს მთელ კარცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებიც გაცხელებულ ზეთში არსებობს. კარცეროგენები კი, ყველამ იცის, რომ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის წყაროა. შემწვარი ხახვი იწვევს მუცლის შებერილობასა და ბოყინს, რაც უკიდურესად საზიანოა პანკრეატიტის, გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს. პაციენტებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ კუჭზე ღვიძლსა და ნაწლავებზე, ექიმები საერთოდ ურჩევენ უარი თქვან ხახვის მიღებაზე ნებისმეირი ფორმით.
-

სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიციული მეთოდი
სააღდგომოდ კვერცხების შეღებვა ერთგვარი ტრადიციაა.
როგორ შევღებოთ წითლად კვერცხი – ტრადიციული მეთოდი.
დაგჭირდებათ კვერცხი, ძველი ჭურჭელი (გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი საღებავი ემალის ჭურჭელს ფერს უცვლის), ენდრო, მარილი, ხახვი და ზეთი.
საშუალო ზომის ჭურჭელში ჩაასხით 1.5. წყალი, მასში 1 შეკვრა კარგად გარეცხილი და დაჩეჩქვილი ენდრო ჩაყარეთ, დაამატეთ ჩაის კოვზი მარილი და არ დაგავიწყდეთ ხახვის ფურცლები. ის ბლომად გამოიყენეთ, რადგან იცავს კვერცხს გატეხვისგან და უნარჩუნებს საღებავს ფერს. თუ ყველაფერი გაამზადეთ, შემოდგით ჭურჭელი ცეცხლზე და 20 წუთი ადუღეთ.

როდესაც მიღებული საღებავი კარგად გაცივდება უკვე შესაძლებელია კვერცხი ჩავაწყოთ.
კვერცხი, ჭურჭელში მოთავსების წინ, საგულდაგულოდ გარეცხეთ, ასე თავიდან აიცილებთ მისი აჭრელების რისკს. კვერცხის მოსახარშად და ფერის შესანარჩუნებლად ცეცხლზე 20-25 წუთი დატოვეთ.
თუ გსურთ ფიგურები ქონდეს, შეგიძლიათ შეღებვის დროს გამოიყენოთ მწვანილების ფოთლები (იხ. ფოტოზე)

ფრთხილდ ამოიღეთ კვერცხები ჭურჭლიდან და გადაიტანეთ ცივ წყალში 10 წუთით. სადღესასწაულოდ შეღებილი კვერცხები შეგიძლიათ ზეთიანი ბამბით გაწმინდოთ, ის კვერცხის ფერს უფრო მკვეთრად გამოაჩენს.

სადღესასწაულო სუფრასთან წითელ კვერცხებს ჯეჯელით აფორმებენ, იყენებენ სხვადასხვა მოსახატ საშუალებასაც.
-

რა დეტალი გაამხილა სოფო ნიჟარაძემ მამა-შვილის ურთიერთობაზე
“შეჯიბრი აქვს მამამისთან…” – რას ყვება სოფო ნიჟარაძე ელის-მარიასა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზე
-

“ყვავების შემოსევა” თელ-ავივის ცაზე – რას ნიშნავს ეს და რატომ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა
ორი დღის წინ თელ-ავივის ცა ათასობით ყვავმა დაფარა – ფრინველები მაღალსართულიანი შენობების, მათ შორის ცნობილი კოშკების გარშემო წრეზე დაფრინავდნენ. კადრები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
- ბევრი ამ მოვლენას სიმბოლურად აღიქვამს და მას ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაძაბულობას უკავშირებს. ზოგმა ეს „განწირვის მაცნედ“ შეაფასა და ბიბლიურ ტექსტებსაც დაუკავშირა.

“ეს ცივილიზაციისთვის ყველაზე ცუდი ნიშანია“, – წერენ X-ზე, ზოგი კი ამ ფაქტს ისტორიასაც უკავშირებს.
- მაგალითად, ძველ რომში მღვდლები ფრინველების ქცევას ღმერთების გზავნილად აღიქვამდნენ და ამის მიხედვით იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

ასევე გაიხსენეს Tower of London-ის ცნობილი ყორნების ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, თუ ფრინველები ციხეს დატოვებენ, ბრიტანეთის სამეფო დაეცემა.
მეცნიერების თქმით, ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ფრინველთა მიგრაციულ მარშრუტზე მდებარეობს, ხოლო გაზაფხულზე აქ დაახლოებით 500 მილიონი ფრინველი გადაადგილდება. მსგავსი ჯგუფური გადაადგილება, განსაკუთრებით ყვავების შემთხვევაში, ჩვეულებრივი მოვლენაა და საფრთხეს არ წარმოადგენს.
-

“გამოჩნდა ახალი გიორგი ბრწყინვალე!…ზოგს ეს გახარია ეგონა, მაგრამ არა, ეს ლევანია” – რას წერს ლელა კაკულია
გამოჩნდა, ვიზეც ჯერ კიდევ 1995 წელს ვიწინასწარმეტყველე, ახალი გიორგი ბრწყინვალე! ზოგს ეს გახარია ეგონა, მაგრამ არა, ეს ლევანია, მე ბოლო დღემდე არ გავთქვი მისი სახელი, რომ ბოროტ ძალებს არ შეეშალათ ხელი წინსვლაში!
ის არის ახალი ძალა, ახალი ენერგია, მომავალიპრემიერი, რომელიც სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანს , ახალ ენერგიას შესძენს თითქმის ჩამოშლილ პარტიას, გააერთიანებს დაშლილ საქართველოს, იმედს და რწმენას დაუბრუნებს ხალხს, შემოიკრებს იმედგაცრუებულ საზოგადოებას, ტყვეობიდან დაიხსნას და გაათავისუფლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს!
ის იქნება მასზე ძლიერი, მასზე ენერგიული, მას კოსმოსი მფარველობს, ვხედავ, როგორ გადის პოლიტიკური სცენიდან რუსი ოლიგარქი და დავიწყებას მიეცემა.
კოსმოსი არაოდეს იტყუება!
ლელა კაკულია, 31.01.2023წყარო: tb24
