Category: Uncategorized

  • “ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!” | წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში

    “ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!” | წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში

    🔻💬 “შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე.

    აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობას, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.

    შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!” | წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში

    🔻 18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: “მოვიდა დრო”. ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: “დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე… პოსტის სოც.ქსელში განთავსება „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა”

  • დადგინდა ვინ გამოაქვეყნა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტი

    დადგინდა ვინ გამოაქვეყნა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტი

    🔻💬 “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.
    გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
    ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
    როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.
    აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.
    ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).
    მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის” | წერს შსს გავრცელებულ განცხადებაში
    🔻 18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: “მოვიდა დრო”
  • “კობახიძემ, შესაძლოა, ბიძინაც მოიცილოს და „ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს” – ეკა გიგაური

    “კობახიძემ, შესაძლოა, ბიძინაც მოიცილოს და „ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს” – ეკა გიგაური

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:

    რამდენიმე არცთუ ახალი რამ გავიგეთ და კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ისტორიით:

    1. ამ ყველაფერს კორუფციასთან ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ივანიშვილი საკუთარ გარემოცვაში საკადრო გადაადგილებებს ახორციელებს, კობახიძე კი, მისი თანხმობითა და მდინარაძის ხელით, პოლიტიკურ კონკურენტებს იშორებს. „ქართულ ოცნებაში“ ხალხის ხარჯზე გამდიდრებითა და კორუფციაში ჩართულობით ვერავის გააკვირვებ :იქ ყველა იპარავს. მთელი სისტემა კორუფციაზე დგას და ამის უფლება მათ თავად ივანიშვილმა მისცა. ამიტომ „კორუფციასთან ბრძოლა“ მხოლოდ ანგარიშსწორების შესანიღბად დადგმული სპექტაკლია.

    2. კობახიძე თავად არ ისვრის ხელებს ამისთვის მდინარაძე ჰყავს. ამასობაში ის მისი ერთგული შემსრულებელი და მსახური გახდა.

    3. აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უდიდეს ნაწილში ღარიბაშვილის მიმართ გულწრფელი მხარდაჭერა არსებობს, რასაც კობახიძისა და მდინარაძის შემთხვევაში ვერ ვხედავთ. შეხედეთ ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის განცხადებების ქვეშ „ოცნების“ მხარდამჭერთა რეაქციებს. მდინარაძე ციხეში რომ ჩასვან და კობახიძეც ზედ მიაყოლონ, მათ დასაცავად „ოცნების“ მხარდამჭერები ერთ სიტყვასაც არ იტყვიან. კობახიძე მათთვის მაინც ყოფილი „ენჯეოშნიკი“ და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელია. არც ეკლესიურია და არც ეკლესიასთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა. მის გუნდშიც უმეტესობა ასეთი ხალხია.

    4. „ქართულ ოცნებაში“ არც მეგობრობა იციან, არც ძმაკაცობა და არც გვერდში დგომა. ეს ქართული ვაჟკაცური უნარი როგორც ჩანს არც ერთს არ აღმოაჩნდა. ჩაგიშვებენ, გიღალატებენ და მიგატოვებენ შიშის, ბიძინას და ახლა უკვე კობახიძის გამოც.

    5. ივანიშვილი საკუთარ გუნდში განხეთქილებას შეგნებულად აღრმავებს და გუნდის წევრებს ერთმანეთთან აპირისპირებს. მისი მიზანია, ისინი მის წინააღმდეგ არ გაერთიანდნენ და მუდმივად ერთმანეთის დასმენა და ერთმანეთთან დაპირისპირება უწევდეთ.

    6. დღეს ივანიშვილის აშკარა ფავორიტი კობახიძეა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ სტატუსმა მას უკვე თავბრუ დაახვია. ხშირად საუბრობს იმაზე, პირადად მან რა გააკეთა, თითქოს ივანიშვილის გარეშეც ჰქონდეს ამის ძალაუფლება. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ შიგნით ბევრი გულწრფელი მხარდამჭერი არ ჰყავდეს, მაგრამ დღეს ინსტიტუტებზე თითქმის სრულ კონტროლს ახორციელებს.როგორც ჩანს, „ოცნების“ წევრებს მისი ძალიან ეშინიათ შესაძლოა, ბიძინაზე მეტადაც კი. მათ იციან, რომ კობახიძეს ბიძინასთან პირდაპირ მიუწვდება ხელი და შეუძლია თანაგუნდელზე ისეთი რამ უთხრას, რაც მას საბოლოოდ დაღუპავს. ასეთი გავლენა ღარიბაშვილსაც კი არ ჰქონია. კობახიძემ თითქმის ყველგან საკუთარი კადრები დანიშნა და პარლამენტიც მთლიანად მის კონტროლქვეშაა. ეს უზომო ძალაუფლება მან თანდათანობით მოაგროვა. თუ ასე გაგრძელდა, ამ სისტემის დაშლა თავად ივანიშვილსაც გაუჭირდება.

    მსოფლიოს ავტორიტარული რეჟიმების გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ დიქტატორები გარემოცვას სწორედ ამ პრინციპით მართავენ: „დაყავი და იბატონე“. ისინი პერიოდულად ცვლიან ფავორიტებს, ყველას რთავენ კორუფციასა და სხვა დანაშაულებში, რათა შემდეგ მათი სისუსტეები და დანაშაულში თანამონაწილეობა მათ წინააღმდეგ გამოიყენონ. ამასთანავე, ერთმანეთს უპირისპირებენ გავლენიან ჯგუფებს, ახალისებენ ერთმანეთის დასმენას და შერჩევითი დასჯით ყველას მუდმივ შიშში ამყოფებენ.

    ამ გზით ვერც ერთი ადამიანი ან ჯგუფი ვერ ძლიერდება იმდენად, რომ ლიდერს რეალური საფრთხე შეუქმნას. თუმცა ასეთ სისტემას ერთი მნიშვნელოვანი რისკიც ახლავს: ფავორიტმა, რომელსაც ძალაუფლების ყველა ბერკეტი ჩაუვარდება ხელში, შესაძლოა, დროთა განმავლობაში თავად დაიწყოს დამოუკიდებელ ძალად ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ დიქტატორები საბოლოოდ ხშირად საკუთარ ყველაზე ერთგულ და გაძლიერებულ მსახურებსაც იშორებენ.

    ამავე დროს, მსოფლიოში ხელისუფლების ცვლილების ინიციატორები ხშირად სწორედ ავტორიტარი მმართველის უახლოესი გარემოცვის წევრები ხდებიან. მოკლედ, ავტორიტარებსა და დიქტატორებს საკუთარი გარემოცვის უსაფუძვლოდ არ ეშინიათ. დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო,” – წერს ეკა გიგაური. 

  • “თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმი მარინე ძაგნიძე საზოგადოებას აფრთხილებს!

    “თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმი მარინე ძაგნიძე საზოგადოებას აფრთხილებს!

    “რა უნდა გავაკეთოთ, რომ არასდროს დაგვემართოს სიმსივნე – ამ თემაზე უნდა გელაპარაკოთ ახლა” – ექიმი მარინე ძაგნიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

  • 🔴 “ძალიან დიდი საფრთხეა!” – ნინო ჩხობაძე საზოგადოებას აფრთხილებს: რატომ არ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენების დაწვა?

    🔴 “ძალიან დიდი საფრთხეა!” – ნინო ჩხობაძე საზოგადოებას აფრთხილებს: რატომ არ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენების დაწვა?

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    მათივე ცნობით, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.

    „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება.

    სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა.

    ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს.

    ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა“, – აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.

  • ტესტი: გვითხარი რომელ ვარდს ირჩევ და ჩვენ გეტყვით როდის აგიხდება სურვილები ჯერ დაწერე ციფრი და შემდეგ

    ტესტი: გვითხარი რომელ ვარდს ირჩევ და ჩვენ გეტყვით როდის აგიხდება სურვილები ჯერ დაწერე ციფრი და შემდეგ

    ფსიქოლოგიური სურათის ტესტი ძალიან სწრაფი და სახალისო გზაა საკუთარი თავის შესახებ რაღაც ახალი შეიტყოთ. სიყვარულში ადამიანებს შეუძლიათ ტრანსფორმაცია და ზოგჯერ მოულოდნელად იქცევიან.

    ამ ტესტში თქვენ უნდა აირჩიოთ სამი განსხვავებული ვარდიდან ერთ-ერთი. ისინი გეტყვიან, როგორი სასიყვარულო ურთიერთობა გექნებათ. ეს შეიძლება იყოს ვნება, რომანტიკა ან სიმშვიდე და სტაბილურობა.

    ვარდი 1

    თქვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდი და სტაბილური ურთიერთობის აშენება, რომელშიც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. შენდამი სიყვარული ურთიერთპატივისცემა, ნდობა და მოთმინებაა. თქვენ ცდილობთ ღრმა ემოციური კავშირის პოვნას და ხანგრძლივი, ძლიერი ურთიერთობების შექმნას.

    შეიძლება ზოგიერთისთვის ისინი საკმარისად ვნებიანი ან ქარიშხლიანი არ ჩანდნენ, მაგრამ ისინი სავსენი არიან სტაბილურობით, მშვენიერი მომენტებითა და ურთიერთკუთვნილების გრძნობით. ასეთ კავშირს შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ უბედურებას და განსაცდელებს.

    მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ბუნებრივად განვითარდეს და არა ძალდატანებით. თქვენს პარტნიორს შეუძლია დაეყრდნოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების ატმოსფეროს, ტკბილ ჟესტებს, გულწრფელ საუბრებსა და გაგებას.

    ვარდი 2

    თქვენ ძალიან ვნებიანი ადამიანი ხართ თბილი გულით. ყველაფერს აძლევ საყვარელ ადამიანს. არ გეშინია შენი გრძნობების გამოხატვის. განსაკუთრებით გსიამოვნებთ ის ვნება და ემოციები, რომლებსაც პარტნიორთან იზიარებთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ამან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში არეულობა გამოიწვიოს, თუ ემოციებს არ დააბალანსებთ.

    შენთან ურთიერთობა სავსეა თავგადასავლებითა და რომანტიკით, მაგრამ იმისათვის, რომ ის აყვავდეს, ძლიერი კავშირის დასამყარებლად საჭიროა ვნებასა და სიმშვიდეს შორის ბალანსი.

    თუ ამას შეძლებ, განუმეორებელ კავშირსა და გრძნობებს დაუვიწყარ სიყვარულს განიცდი.

    ვარდი 3

    ბუნებით ოპტიმისტი და ძალიან ღია ადამიანი ხართ. ეს დადებითი ენერგია ასევე გავლენას ახდენს თქვენს მიერ დამყარებულ ურთიერთობებზე.

    თქვენთვის სიყვარული სიხარულისა და შინაგანი ზრდის ამოუწურავი წყაროა. სირთულეების წინაშე დგომისას, თქვენ პოულობთ მათ დაძლევის გზებს თქვენი ბუნებრივი ოპტიმიზმისა და მოქნილობის წყალობით. თქვენი ცხოვრებისადმი ენთუზიაზმი თქვენს ურთიერთობებს სიმსუბუქეს, სიხარულს და ნათელ მომენტებს აძლევს. თქვენ შთააგონებთ თქვენს პარტნიორს, რომ თქვენთან ერთად გაიზარდოს, ურთიერთობას აღიქვამთ, როგორც საერთო მოგზაურობას, რომელიც სულს ავსებს. თავგადასავლებისა და ახალი გამოცდილებისადმი წყურვილი დაგეხმარებათ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ძლიერი კავშირების დამყარებაში. გახსნილობა და პოზიტიური განწყობა იზიდავს ადამიანებს თქვენკენ და თქვენ მათთან ქმნით ენერგიითა და სიცოცხლის სიყვარულით სავსე ურთიერთობებს.

  • ,,მას მოიშორებენ…”– ვის გარდაცვალებას წინასწარმეტყველებს გოგა მანია

    ,,მას მოიშორებენ…”– ვის გარდაცვალებას წინასწარმეტყველებს გოგა მანია

    ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მის ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის გარდაცვალებას ეხება.

    “ახალი წინასწარმეტყველება!!! 12.01.2024 წლის ჩანაწერი✍️ !! დიდი ბრიტანეთი, მეფის გარდაცვალება!”– წერია აღწერაში.

    ვიდეოშიმანია ამბობს:”ამ ყველაფერს დიდი აღშფოთება მოჰყვება,მას მოიშორებენ, ეს იქნება ერთგვარი დადგმული სპექტაკლი. ეს ყველაფერიკეთდება იმიტომ, რომ მისი ადგილი დაიკავოს ახალგაზრდა ბიჭმა.

  • მიქაუტაძე “ბარსელონაში”?

    მიქაუტაძე “ბარსელონაში”?

    გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის “ბარ­სე­ლო­ნა­ში” შე­საძ­ლო ტრანსფერ­ზე დიდი ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მე­ბიც ალა­პა­რაკ­დნენ – გი­ორ­გის გზა­ზე და იმა­ზეც, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი და ტაქ­ტი­კუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს ნა­ბი­ჯი? – “სპორ­ტა­ლი” ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც ფრაგ­მენტს გთა­ვა­ზობთ:

    გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის გზა სე­რე­ნის პა­ტა­რა მინ­დვ­რე­ბი­დან ევ­რო­პის დიდ სტა­დი­ო­ნე­ბამ­დე ასე და­ი­წყო: 2019 წლის 7 დე­კემ­ბე­რი, “ნი­ცას­თან“ მატ­ჩი. მა­შინ­დე­ლი 1-4 მარ­ცხი ვე­რაფ­რით შე­ლა­ხავ­და იმ პო­ტენ­ცი­ალს, რო­მე­ლიც “მეც­მა“ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა­ში და­ი­ნა­ხა, რა­საც მოწ­მობს ისიც, რომ კლუბ­მა მას ზუს­ტად სამ დღე­ში, 10 დე­კემ­ბერს, პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, ოთხწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მა, თუმ­ცა, იმის­თვის, რომ ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი უფრო რე­ა­ლო­ბას მორ­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მის კა­რი­ე­რა­ში სა­ჭი­რო იყო ბელ­გი­უ­რი ზღა­პა­რი. 2020 წელს იჯა­რით ბელ­გი­ის მე­ო­რე ლი­გის “სე­რენ­ში“ გა­დას­ვლა მი­ქა­უ­ტა­ძის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა. 8 მატჩში გა­ტა­ნი­ლი 14 გოლი: აქე­დან 4 “ლო­მე­ლის­თვის“, 3-3 “ლი­ერსსა“ და “ბრი­უ­გე II-სთვის“ მი­უ­თი­თებ­და იმა­ზე, რომ იზ­რდე­ბო­და ფორ­ვარ­დი, რო­მე­ლიც დიდ სცე­ნა­ზე გა­სას­ვლე­ლად მზად არის.

    საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით 2024 წლის ზა­ფხუ­ლი გი­ორ­გის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. ევრო 2024-ის ბრწყინ­ვა­ლე და­სას­რუ­ლი­სა და ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე სამი გო­ლით თა­ნა­ბომ­ბარ­დი­რის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, მი­სით ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი კლუ­ბე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “მეც­მა“ “მო­ნა­კოს­თა­ნაც“ მი­აღ­წია შე­თან­ხმე­ბას, გი­ორ­გიმ გულს და­უ­ჯე­რა და ბავ­შვო­ბის კლუ­ბი, “ლი­ო­ნი“ აირ­ჩია. ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Get French Football News აღ­ნიშ­ნავ­და, რომ 18.5 მი­ლი­ო­ნი ევრო ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვის­თვის სიმ­ბო­ლუ­რი ფა­სია. “ლი­ონ­ში“ დაბ­რუ­ნე­ბა ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა: სა­დე­ბი­უ­ტო მატჩში “რე­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ გა­ცუ­დე­ბუ­ლი პე­ნალ­ტი მან­დან­დას­თან მწა­რე გაკ­ვე­თი­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მალე და­ამ­ტკი­ცა, რომ გაკ­ვე­თი­ლი ის­წავ­ლა “ოსე­რის“ კარ­ში გა­ტა­ნი­ლი სა­დე­ბი­უ­ტო დუბ­ლით. ევ­რო­პა ლი­გა­ზე კი მი­ქა­უ­ტა­ძემ ბა­ქო­ში “ყა­რა­ბაღ­თან“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე დუბ­ლით (9.2 შე­ფა­სე­ბით მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე) და გან­სა­კუთ­რე­ბით ბუ­ქა­რეს­ტის “სტი­ა­უ­ას­თან“ ის­ტო­რი­უ­ლი სა­ღა­მო­თი, სა­დაც მან ოთხი­ვე გოლ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ორი გოლი და ორი სა­გო­ლე გა­და­ცე­მა), აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თვე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი უმაღ­ლე­სი კლა­სის ევ­რო­პულ ფორ­ვარ­დად ყა­ლიბ­დე­ბო­და.

    ეს­პა­ნუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი 2025 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო. მი­ქა­უ­ტა­ძე “ვი­ლი­ა­რე­ალს“ 30 მი­ლი­ო­ნი ევ­როს სა­ნაც­ვლოდ შე­უ­ერ­თდა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს კლუ­ბის­თვის სარ­ე­კორ­დო ტრანსფე­რი იყო. მად­რი­დის “ატ­ლე­ტი­კოს­თან“ სა­დე­ბი­უ­ტო მატ­ჩი­სა და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე “ტო­ტე­ნ­ჰემ­თან“ პირ­ვე­ლი გაბრ­წყი­ნე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე მო­ვი­და პირ­ვე­ლი ეს­პა­ნუ­რი გო­ლე­ბის დროც: ჯერ “ოსა­სუ­ნას­თან“ ლა ლი­გა­ში და შემ­დეგ უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე ტუ­რი­ნის “იუ­ვენ­ტუ­სის“ (ტუ­რი­ნელ ბე­ბერ ქალ­ბა­ტონ­თან) კარ­ში გა­ტა­ნი­ლი ბურ­თი, რო­მელ­მაც “ვი­ლი­ა­რე­ალს“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქულა მო­უ­ტა­ნა. ამით გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძის, შოთა არ­ვე­ლა­ძის, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის გვერ­დით დად­გა და ჩვე­ნი ბომ­ბარ­დი­რი, რო­მელ­საც გო­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს ლა ლი­გის ის­ტო­რი­ა­ში მე­ხუ­თე ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა