Category: Uncategorized
-

მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება მდუმარე ნარიმანზე
“ნიკოლოზ, შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინეო. ტრუბაში გაგაძვრენენ, ნიკოლოზო” – ასე არიგებდა ღირსი მამა გაბრიელი ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს, რომელმაც მის მორჩილებაში სამი წელი გააატარა.
მამა გაბრიელის ფოტოებში მის გვერდით მჯდომი შავ წვერიანი ახალგაზრდა ბერი, სწორედ მამა ნიკოლოზია, ერის კაცობაში ნარიმან მაქარაშვილი.
მოგვიანებით, ღირსი მამის კურთხევით, მისი სულიერი შვილები მამა ნიკოლოზს აბარებდნენ აღსარებას, რომელიც სვეტიცხოველში ატარებდა წირვა-ლოცვას.
თავის სულიერ შვილებთან კი, მამა გაბრიელი, ახალგაზრდა ბერზე სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი კონტექსტით საუბრობდა.
“ბერებს შორის დირექტორი მე ვარ და ჩემს შემდეგ ნიკოლოზი იქნება. მას მხარზე ეშმაკი აზის. ბერი ნიკოლოზი ბოლო ჟამის უძლიერესი ბერია საქართველოსი. ის გაგიჟდა…”
“პრაიმტაიმთან” მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია, ღირსი მამისა და ბერი ნიკოლოზის ურთიერთობაზე ჰყვება.
მალხაზ ჯინორია: – მამა გაბრიელი გვეუბნებოდა (მასთან სულ 30 კაცი დავდიოდით), თქვენზე ახლო ვინ მყავს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო.
ოთხი წელი თითქმის 24 საათს მასთან ვატარებდი. სულ რაღაცებს ვეკითხებოდი, ვაწუხებდი, ამიტომ ერთხელ რომ დამინახა, თქვა – ხალხო, ეშმაკები მოვიშორე, ჯინორია ვერაო. სასწაული იუმორი ჰქონდა.
მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზზე ორგვარად საუბრობდა. ცუდსაც ამბობდა და კარგსაც.
ბერი ნიკოლოზი მონასტრიდან რომ წავიდა, მამა გაბრიელმა თქვა: ბერს რომ აგდებენ მონასტრიდან, მან უნდა ითხოვოს არ გააგდონ, უნდა ევედრებოდეს და თუ არ აბრუნებენ, უნდა ილოცოს; ეს კიდე კარდაკარ დადის, ეს როგორ შეიძლებაო?
ჩვენ მამა ნიკოლოზს ვეხმარებოდით და მამა გაბრიელმა გვითხრა, თქვენ ღუპავთ მას, თქვენ რომ არ ეხმარებოდეთ, მონასტერში მოვიდოდაო. მაგაზე დიდი დემონი მხარზე არავის აზის, დამიჯერეთ, გაგიჟდა, მაგრამ ბოლოს მართალ კაცად აღესრულებაო. მის სულიერ შვილს, მანანა ხორბალაძეს კი უთხრა, მამა ნიკოლოზის მსგავსი ბერი საქართველოს არ ეყოლება. მოვა დრო და როცა ივერის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში სწორედ ბერი ნიკოლოზი შემოუძღვებაო. ვრცლად
-

აი, რატომ შეუჩერა პატრიარქმა მღვდელმსახურება ნარიმან მაქარაშვილს – სკანდალური და დღემდე უცნობი ფაქტები.
მიტროპოლიტი იოსები შემოქმედელი ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ საუბრობს და იხსენებს ისტორიას, რატომ შეუჩერა მას კათოლიკოს-პატრიარქმ მღვდელმსახურება.
იოსები შემოქმედელი ბერი ნიკოლოზის შესახებ აქამდე უცნობ ამბავს ჰყვება. ინტერვიუ რამდენიმე წლის წინანდელია :
„სურს გამოვეხმაურო ბერ მამა ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის თემას, რომლის მრევლი აქტიურ პროპაგანდას ეწევა მთელს საქართველოში.
მე როგორც გურიის ანუ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილს) ალბათ ყველა სასულიერო პირზე კარგად ვიცნობ, რამეთუ მე და ის დიდი ხნის მანძილზე ვმსახურობდით სვეტიცხოველში.
მსურს გაგიზიაროთ და გავიხსენო ის მცირე მოგონება, წლები, როდესაც მე და ბერი ნიკოლოზი ერთად ვმსახურობდით სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში.
1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაკურთხა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მორჩილად, ხოლო წინამძღვრად პატრიარქის მიერ დადგენილ იქნა დეკანოზი მამა დავითი (დათუაშვილი), იგივე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.
1991 წელს, ერთი წლის შემდეგ ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოთქვა ნარიმან მაქარაშვილმა, იგივე ბერმა ნიკოლოზმა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სულიერ თუ საერო ცხოვრებაზე, თუმცა ჩემი შეხედულებით ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლური რელიგიებისა; კერძოდ, ბუდიზმის, კრიშნაიზმის და სხვა. მე იმედი მქონდა, რომ გაივლიდა წლები და იგი კარგად განისწავლებოდა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, თუმცა, როგოც ჩანს, მან რაღაც ახალი მოძღვრება შექმნა და იგი დღითიდღე ყალიბდება, როგორც ახალი სექტა.
იგი ხშირად აცდენდა წირვა-ლოცვებს და მე როგორც წინამძღვარს სვეტიცხოვლისა, მიწევდა მის მაგივრად წირვის ჩატარება. თავიდანვე მამა ნიკოლოზი დიდ ინტერესს იჩენდა ასკეტური ცხოვრებისადმი. ასკეტური ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიღებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და მე ეს მომწონს, მაგრამ მისი ასკეტიზმი უფროდაუფრო ემსგავსებოდა ფანატიზმს, ხიბლს, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: მსურს გავიხსენო ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას შეუჩერა მღვდელმსახურება:
მამა ნიკოლოზი ხშირად მიმართავდა უკიდურეს ფორმას ასკეტიზმისა, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენე, უმეტესად ახასიათებს აღმოსავლურ რელიგიებს: შიმშილი, წყლის არმიღება და სხვა. მე, როგორც იმდროისთვს არქიმანდრიტი, წინამძღვარი სვეტიცხოვლისა, ვეკითხებოდი მას, თუ რატომ შიმშილობდა იგი. მისი პასუხი იყო შემდეგი შინაარსის: ვინაიდან ვერ ვახდენ სასწაულებს, ვერ ვაცოცხლებ მკვდრებს, ვერ დავდივარ ფეხით წყალზე და ასე შემდეგ, ამიტომაც ვშიმშილობო (რათა სასწაულმოქმედი გავხდეო), ანუ ეძიებდა და ითხოვდა ღმერთისგან სასწაულის კეთების უნარს… ერთ დღეს სვეტიცხოველში ჩამობრძანდა კათოლიკოს- პატრიარქი ილია II, შეწუხებული მამა ნიკოლოზის გამო. პატრიარქმა მამაოს სთხოვა, შეეჭამა მცირეოდენი საჭმელი, რომელიც მისმა უწმინდესობამ თავისი ხელით გაუმზადა .მამა ნიკოლოზმა კი მტკიცე უარი უთხრა პატრიარქს მის მიწოდებულ დახეხილ სტაფილოზე: არა თქვენო უწმინდესობავ, მე შიმშილით ჭეშმარიტება უნდა გავარღვიოო. ბევრი საუბრის, ბევრი თხოვნის, ბევრი შეგონების მიუხედავად, მამა ნიკოლოზმა მაინც არ შეასრულა კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა და მუდარა. მახსოვს მისი უწმინდესობის დამწუხრებული, სევდიანი სახე. იგი ვერაფერს გახდა და წავიდა მწუხარე. მეორე დღეს, ალბათ, დიდი ფიქრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დამიბარა და მაკურთხა, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ჩამოეხსნა. ამის შემდეგ, 1995 წლამდე, სანამ მე შემოქმედელი ეპისკოპოსი გავხდებოდი, ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობდით. ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მე ალბათ უფრო ვემორჩილებოდი მას, ვიდრე იგი მე. მას აშკარად ეტყობოდა ხიბლი და თავის თავზე დიდი წარმოდგენა. შემდგომ, როდესაც ეპისკოპოსი გავხდი, ხშირად ვნახულობდი მას, ხშირდ ვჩუქნიდი თაფლს და სხვა, ასევე ვთხოვდი, წამოსულიყო ჩემთან ეპარქიაში და მისი სურვილისამებრ გავუშვებდი მონასტერში, მივხედავდი და ყოველმხრივ შევუწყობდი ხელს, თუმცა მან თბილისში დარჩენა არჩია. ერთ დღეს კი, ჩვეულებისამებრ, მე და ოთარ ნიკოლაიშვილი ვესტუმრეთ მას. მან დაიწყო საუბარი წმინდა სამების დოგმატზე და თქვა, რომ თუ იესო ქრისტე განკაცდა, რატომ არ შეიძლება მამა ღმერთი განკაცდესო, ხოდა მე ვარ ის მამა ღმერთიო. ესეთი მკრეხელობა და მწვალებლობა, სიმართლე გითხრათ, ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზე.
რამდენიმე წლის უკან მცხეთაში მივედით ისევ ოთარ ნიკოლაიშვილი და მე, მასთან, ნათხოვარ ბინაში. მივართვით თაფლი, თაფლზე მადლობა გადაგვიხადა, მაგრამ ჩვენ სახლში არ შეგვიშვა. ამის შემდეგ მე გადავწყვიტე აღარ მომენახულებია იგი არასოდეს, რადგანაც უფრო და უფრო მძიმე ცოდვაში არ ჩამეგდო. სამწუხარო იყო ჩემთვის კიდევ ის ფაქტი ,რომ მამა გაბრიელის წესის აგებაზე ის არ მოვიდა. მე მახსოვს მამა გაბრიელის სიტყვები მის მიმართ თქმული: მამა ნიკოლოზს ურჩობისთვის ღმერთმა გონება ახადაო. ამას დამემოწმება მამა გაბრიელის მომვლელი, მონაზონი დედა პარასკევა.
დიდი პატივისცემის მიუხედავად მინდა მივმართო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ასევე მამა ნიკოლოზის თაყვანისმცემლებს: ხიბლს და თავისი თავის აღიარებას დიდ სულიერ მამად, ამპარტავნებამდე მივყავართ, რომლითაც ეშმაკი, ნათლის ანგელოზი, დაეცა. ხოლო უფალი ღმერთი იესო ქრისტე ნათელი მაგალითია თავმდაბლობის, მორჩილების და სიყვარულის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ ძალა და მადლი ჭეშმარიტი სარწმუნოების, სრულიად საქართველოს, მამა ნიკოლოზს და ყოველ ადამიანს, ამინ“,- იხსენებდა იოსებ შემოქმედელი.
-

ხმაური და დაპირისპირება ბერი ნიკოლოზის სახლთან – მრევლი ბინაში შეშვებას ითხოვდა
რამდენიმე საათის წინ, ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
ამ წუთებში ბერი ნიკოლოზის სახლთან პოლიციაა მობილიზებული. ბინაში იმყოფებიან ექსპერტები და კრიმინალისტები. გავრცელებული ცნობით, პოლიციასა და მრევლს შორის დაპირისპირება იყო. მრევლის წევრები ბინაში შეშვებას ითხოვენ.
-

საყურადღებო ინფორმაცია პენსიონერებისთვის…😱😱
იანვარში საპენსიო ფონდის პორტფელებმა მაღალი ზრდა დააფიქსირეს, რასაც ხელი შეუწყო საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ. 2026 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო საპენსიო ფონდის ყველა პორტფელისთვის, რომელშიც ტრადიციულად ლიდერობდა დინამიკური პორტფელი:
დინამიკური – 2.76%
დაბალანსებული – 2.06%
კონსერვატიული – 1.49%ამასთან, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 15.0%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.5% და 12.1%-ს შეადგენს. იანვრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებული შემოსავლიანობა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია.
-

რას წერდა მრევლი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებამდე?
ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ის ბოლო რამდენიმე წელია, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. ბერი ნიკოლოზის ბინის კართან მუდამ იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები და მდუმარე ბერისგან დალოცვას 24 საათის განმავლობაში ელოდა სადარბაზოში შეკრებილი ჯგუფი.
როგორც გვერდი “ქრისტე მეფე ნარიმანი“ წერს, 9 აპრილის შემდეგ, ბერი ნიკოლოზი ბინიდან არ გასულა. ბოლოს მას გადაადგილება უჭირდა და დაუძლურებელი იყო.
“მამა ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინის წინა ბინაში, შევიდა ორი პოლიციელი და ბინის მეპატრონე. გამოსვლის მერე კარებზე დატოვეს განცხადება: “ბინაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა.” მრევლის ორი წევრი იქ იმყოფებოდა… თვითმხილველები. 17.04.2026.
შეგახსენებთ, რომ 9.04.2026. მამა ნიკოლოზი თავისი საცხოვრებელი ბინიდან გამოვიდა და მრევლის დახმარებით წინა მეზობლის კარებთან მივიდა, უჭირდა გადაადგილება, კარის სახელური ორჯერ ჩამოწია და გასაღების ადგილზე მიანიშნა. მას შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის, ის არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს,“ – წერდა ორი დღის წინ გვერდი. განაგრძეთ კითხვა>>>
-

რა ხდება ამ წუთებში ბერი ნიკოლოზის სახლთან , სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს
ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – რა ხდება ცნობილი
ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-

გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი)
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

