Category: Uncategorized

  • ბათუმში დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

    ბათუმში დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

    🔻 ბათუმში დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა – პოლიციამ ქალი დააკავა | ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ მეზობლების თქმით, შემთხვევის დროს აივანზე მყოფი კაცი სისხლდენით რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა. მომხდარის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შსს-მ გამოძიება 126 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

  • მიხეილ ყაველაშვილის ცოლის, თამარ ბაგრატიონის პირველი კომენტარი – რას ამბობს გლობალური სამიტის დასრულების შემდეგ?

    მიხეილ ყაველაშვილის ცოლის, თამარ ბაგრატიონის პირველი კომენტარი – რას ამბობს გლობალური სამიტის დასრულების შემდეგ?

    “დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს… 45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში, თავის ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პირადი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ, პირველ ლედებს და პირველ ქმრებს შორის ჩამოყალიბდა ყველაზე მნიშვნელოვანია“ | თქვა მიხეილ ყაველაშვილის ცოლმა, თამარ ბაგრატიონმა.

    24 მარტს თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

  • დედამიწაზე მალე “დღე და ღამე აღარ იქნება” – მეცნიერების შოკისმომგვრელი აღმოჩენა

    დედამიწაზე მალე “დღე და ღამე აღარ იქნება” – მეცნიერების შოკისმომგვრელი აღმოჩენა

    კლიმატოლოგების თქმით, გლობალური დათბობა შეამცირებს განსხვავებას ღამისა და დღის ტემპერატურას შორის.
    დედამიწაზე და მალე დღე და ღამე აღარ იქნება. აპოკალიფსურად ჟღერს. ფაქტობრივად – მზე არ გაჩერდება, მზის ამოსვლა და ჩასვლა იქნება ყოველდღე, ყველაფერი რიგზე იქნება. ღამით კი – მთვარე და ვარსკვლავები იქნებიან.

    აბა, რაზეა ლაპარაკი? დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურაზე. კლიმატოლოგებმა დაადგინეს, რომ განსხვავება მათ შორის თანდათან მცირდება, რაც გლობალური დათბობის ბრალია.
    აქამდე მეცნიერები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ კლიმატის ცვლილების ამ ეფექტს. ყველა გაანგარიშება და გრძელვადიანი პროგნოზი ითვალისწინებს საშუალო დღიურ ტემპერატურას.

    იმავდროულად, განსხვავება დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურას შორის მნიშვნელოვანია მრავალი პროცესისთვის. როცა შესაძლებელია, მაგალითად, კულტურების დარგვა, რომ მცენარეები არ გაიყინოს. როცა მოსავლის აღების დროა, გათბობისთვის, ჯანმრთელობისთვის (განსაკუთრებით ზაფხულის სიცხეში – გრილი ღამეები შესამჩნევად არბილებს სითბოს ზემოქმედებას სხეულზე, მაგრამ თუ ღამით სიცხე არ ჩაცხრება, ეს უკვე უფრო რთული იქნება).

    ამ მომენტის საფუძვლიანად შესწავლა გადაწყვიტეს აშშ-ს, იაპონიისა და ჩინეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათ აიღეს სუპერკომპიუტერი იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტიდან, შექმნეს ძალიან დეტალური პროგნოზის მოდელი – გარჩევადობით 2 კვადრატული მეტრი. კმ (როგორც წესი, კლიმატის მოდელები იყენებენ 100 კვ.კმ გარჩევადობას). მონაცემები ტემპერატურისა და ამინდის სხვა პარამეტრების შესახებ 21-ე საუკუნის დასაწყისში, 2005-2014 წწ. და კლიმატის ცვლილების სცენარები ამ საუკუნის ბოლოსთვის. ასევე გათვალისწინებული იყო ნალექების რაოდენობა და ნიადაგის ტენიანობა.

    რა დასკვნა გამოიტანეს? ტემპერატურა მოიმატებს როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. თუმცა ეს სიახლე არ არის. გაირკვა, რომ დღისით ტემპერატურა ოდნავ უფრო ნელა მოიმატებს, ვიდრე ღამისა და ეს მოხდება დედამიწის ძალიან ბევრ რეგიონში.

    მიზეზი ღრუბლებშია. ისინი ხელს უშლიან მზეს ჰაერის გაცხელებაში დღის განმავლობაში. ღამით კი პირიქით, ისინი დაიცავენ დედამიწას სწრაფი გაციებისგან. შედეგად, სხვაობა დღისა და ღამის ტემპერატურას შორის ნაკლები იქნება, ვიდრე ახლაა. ბევრია? არც ისე ძალიან – 0,25 – 0,5 გრადუსით. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრები დამოკიდებულია ადგილობრივ მახასიათებლებზე.

    – ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლება ღრუბლიანობა გლობალური დათბობის გამო, – აღიარებს დევ ნიიოგი ტეხასის უნივერსიტეტიდან (აშშ).

    მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, – დარწმუნებულია მისი კოლეგა, ცუკუბას (იაპონია) უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზოან კუანგ ვანი. – ღრუბლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დღის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილებებში, რადგან ისინი გავლენას ახდენენ როგორც მზის რადიაციის რაოდენობაზე, ასევე დედამიწის ზედაპირს ან ოკეანესა და ატმოსფეროს შორის სითბოს გაცვლაზე. ხოლო დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურას შორის სხვაობა მნიშვნელოვანია ადამიანის, ცხოველისა და მცენარეების სიცოცხლისთვის.

    წყარო: primetime.ge

  • რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე მეუფე შიოზე, რომელიც მისი კლასელი იყო ?

    რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე მეუფე შიოზე, რომელიც მისი კლასელი იყო ?

    ადამიანში, პირველ რიგში მისი პატიოსნება ფასობს და მისი სიყვარულის უნარი. შიო ამ თვისებების გამო უყვარს მის მეგობრებს. საოცრად განათლებული ადამიანია, ბავშვობაშიც უკვე ასე იყო – საოცრად ნაკითხი და არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ჰყავდა უინტელიგენტესი მშობლები. ძალიან სეკულარული ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი ოჯახიც იყო, კარგი გაგებით, უაღრესად განათლებული ქურდიანებისა და მუჯირების ძალიანაც სეკულარული ოჯახი. ყველა ჩვენგანთან შედარებითაც ძალიან სეკულარული იყო.
    მის რუსულ განათლებაზე ხაზის გასმა არის სრულიად უგუნური რამ: მე ძალიანაც მშურს მისი არაჩვეულებრივი ჰუმანიტარული განათლების. მისი მუსიკალური განათლებისაც, რომელიც თბილისში მიიღო და მისი თეოლოგიური განათლებისაც, რომელიც რუსეთში მიიღო. ყველაფერი ეს ძალიანაც დასაფასებელია. მე თვითონ ამერიკაში მაქვს დამთავრებული და დასავლეთში განათლებამიღებულ ბევრ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტა თუა შიოსნაირი ფართო განათლების მქონე. რუსეთშიც, ინდოეთშიც, ჩინეთშიც და სამხრეთ აფრიკაშიც შესაძლებელია ძალიან სერიოზული განათლების მიღება და მეორე მხრივ უამრავი ტექნოკრატი იდიოტი ვიცი ჰარვარდის, კორნელის, კემბრიჯის თუ სორბონის დიპლომებით…” – ამბობს ირაკლი კაკაბაძე მეუფე შიოზე.

  • მომხდარის დეტალები იხილეთ კომენტარებში

    მომხდარის დეტალები იხილეთ კომენტარებში

    თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

  • როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

    როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს აქვეყნებს.

    „მიმდინარე კვირაში, საქართველოში კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი, პერიოდულად ხანმოკლე წვიმით. დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში, სანაპირო კურორტებისგან განსხვავებით შედარებით დათბა, მაგრამ არც ესაა საბოლოო დათბობა და ისევ აცივდება. ასე რომ, ჯერჯერობით ამინდის მხრივ სტაბილური გაზაფხული არ იქნება…

    მიუხედავად ცვალებადი ამინდისა, გისურვებთ, რომ ყოველი წვიმის წვეთი გახდეს თქვენი სიხარულის ნაპერწკალი, ხოლო ყოველი მზის სხივი – ახალი იმედის და ენერგიის წყარო“, – წერს კობა ფარტენაძე.

  • 26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    სულიერი სიმშვიდით შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და დაუფიქრებლად.

    კურო

    გზებზე სიფრთხილე და ყურადღება არ მოადუნოთ. იყავით წინდახედული და მეტი პოზიტივით უყურეთ მიმდინარე მოვლენებს.

    ტყუპები

    პირად საქმეებსა და საქმიან სფეროში, მოგიწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

    კირჩხიბი

    კარგი დროა, რათა დაიკმაყოფილოთ ცნობისმოყვარეობა და გაიუმჯობესოთ მეხსიერება. ეს კარგად აისახება თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაზე.

    ლომი

    შესაძლოა, პირველ ცდაზე ბიზნესსა თუ სხვა წვრილმან საქმეები წარმატებას ვერ მიაღწიოთ, მაგრამ ვარსკვლავებს თქვენი სიმტკიცისა და შეუპოვრობის დანახვა უნდათ.

    ქალწული

    კარგია, დღეს, მიხედოთ სარემონტო სამუშაოებს, იზრუნეთ ასევე ჯანმრთელობაზე, აიმაღლეთ იმუნიტეტი.

    სასწორი

    ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს, დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ გაგონილს და შეეცადეთ, პოზიტიური განწყობა გადასდოთ ახლობლებს, კოლეგებსა და მეგობრებს.

    მორიელი

    ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, თავი შეიკავეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისგან.

    მშვილდოსანი

    დღეს, შესაძლოა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი საკითხების გადაჭრა და ახალ გეგმებზე მუშაობა მოგიწიოთ.

    თხის რქა

    მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, ახლობლებთან ერთად დაგეგმეთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმეები და წვრილმანი საყიდლებისთვის შესაფერისი დროა.

    მერწყული

    სამსახურსა, თუ ბიზნესში წარმატებისთვის გამოიყენეთ ვერბალური მაგია. იყავით ოპტიმისტი და განეწყვეთ პოზიტიურად.

    თევზები

    ეცადეთ, იყოთ მშვიდად, განსაკუთრებით, უფროსობასთან და კოლეგებთან ნუ იქნებით უხეში და რადიკალური. გამოიჩინეთ გულისხმიერება და კეთილგანწყობა ირგვლივ მყოფთა მიმართ.

  • მანქანა ქალს დაეჯახა – თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

    მანქანა ქალს დაეჯახა – თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

    თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • „ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები უძლურია…“ – გორში ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია

    „ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები უძლურია…“ – გორში ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია

    გორის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაღუპული 22 წლის ბიჭი სპირიდონ ტატიაშვილია.

    ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს, გორი-მეჯვრისხევის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • გორში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

    გორში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

    გორის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

    შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ კვარხითის გადასახვევთან მოხდა.

    დამატებითი დეტალები უცნობია.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.