Category: Uncategorized

  • 6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    თქვენს ცხოვრებაში დაუვიწყარი მოვლენა მოხდება. ვარსკვლავების განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს დიდი ხნის ნანატრი და სასიამოვნო ამბავი იქნება. ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, თქვენს მეორე ნახევარს მეტად ენდოთ. თქვენი ეჭვიანობა და უმიზეზო უნდობლობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. უახლოეს დღეებში საქმიანი შეხვედრა ან მივლინება გელით. ამ დღეს „ცივი გონებით“ მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. ფულთან ან საბუთებთან მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ — არსებობს შეცდომის დაშვების საფრთხე. ნუ გასცემთ ნაჩქარევ დაპირებებს, რადგან სავარაუდოდ, მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. დღეს შანსი გექნებათ, რომ აპატიოთ მათ, ვინც წარსულში გული გატკინათ. ეს კეთილშობილი ნაბიჯი თქვენს აურაზე დადებითად აისახება.

    კურო

    თქვენი ფსიქიკა ახლა დაუცველია, ამიტომ დამშვიდდით და მოთმინება გამოიჩინეთ. მეგობრის რჩევა პირადი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მალე დარწუნდებით, რომ ხანგრძლივ ფილოსოფიურ მსჯელობას გადამჭრელი მოქმედება სჯობს. დაუღალავი შრომა და შეუპოვრობა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ფინანსურ დავებს და ეცადეთ, მატერიალური საკითხები მშვიდობიანად მოაგვაროთ. თუ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზე ოცნებობთ, გახსოვდეთ, რომ თუ ჯერ ივარჯიშებთ, შემდეგ კი დივანზე წამოწვებით და ტორტს მიირთმევთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

    ტყუპები

    პირად ცხოვრებაში პატარა სიურპრიზი გელით. დადგა დრო, რომ იმიჯი შეიცვალოთ და ურთიერთობებს გადახედოთ. ეცადეთ, მეორე ნახევართან მეტი დრო გაატაროთ — ეს თქვენს კავშირს გააძლიერებს. ამ დღეს სამსახურში თქვენს წარმატებას ის განსაზღვრავს, თუ რამდენად მონდომებული იქნებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მუშაობა მხოლოდ ფუსფუსის იმიტაცია არ უნდა იყოს. საუკეთესო დღეა სპორტისა და ფიზიკური შრომისთვის. ბევრ ტყუპს გაუჩნდება სურვილი, რომ გარისკოს და ადრენალინის მოზღვავება იგრძნოს.

    კირჩხიბი

    მათ, ვინც სასიყვარულო ურთიერთობა ახლახან დაიწყო, მოვლენების დაჩქარებას არ ვურჩევთ — ამან შეიძლება თქვენი პარტნიორის გაღიზიანება გამოიწვიოს. სანამ გაებუტებით, ეცადეთ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ — შესაძლოა მისი პრეტენზიები უსაფუძვლო არ იყოს. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს, მოსალოდნელია კამათიც. კოლეგა, რომელიც მეგობარი გეგონათ, ეცდება, სხვა კოლეგების ან ხელმძღვანელობის თვალში უარყოფითად წარმოგაჩინოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება წარმატებულ ფინანსურ ოპერაციებს გპირდებათ. ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

    ლომი

    შესაძლოა, მალე სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ. ვარსკვლავების პროგნოზით, თქვენი რჩეული შეიძლება ის ადამიანი გახდეს, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ. გამორიცხული არ არის შორეული ნათესავების მოულოდნელი სტუმრობა. შესაძლოა, ძველი მეგობრების დახმარებით გავლენიანი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ფინანსებთან დაკავშირებული სარისკო გარიგებები სამომავლოდ გადადოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას — ერთი შეხედვით უწყინარი გაციება შესაძლოა გართულდეს.

    ქალწული

    ამ დღეს განვითარებული მოვლენების გავლენით სტრატეგიის შეცვლა და პრაგმატულად მოქმედება მოგიწევთ. ძლიერმა ემოციებმა რომ შეცდომა არ დაგაშვებინოთ, ეცადეთ, დროულად შეჩერება ისწავლოთ. პროფესიული პრობლემები სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს — თუ საჭიროა, დახმარება კოლეგებს სთხოვეთ. გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, თუმცა სანერვიულო არაფერია — თქვენი მატერიალური მდგომარეობა მყარია და შემოსავლების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. ერთადერთი, რამაც შეიძლება თქვენს განწყობაზე იმოქმედოს, ახლობელი ადამიანის პრობლემებია. თუ ყველა საქმის დროულად დასრულება გსურთ, დილას ადრე უნდა ადგეთ და მოვალეობების ნაწილი სანდო ადამიანებს მიანდოთ.

    სასწორი

    ეცადეთ, რომ სიმპათიური უცნობის გაცნობის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გულწრფელობა და სიმართლე ერთმანეთის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ უსამართლო პრეტენზიებით ოჯახის წევრებს გული ატკინოთ. ასე რომ არ მოხდეს, საყვარელი ადამიანების მოსმენა უნდა ისწავლოთ. დღეს კარიერული წინსვლის კარგი შანსი გექნებათ. პირადი მომხიბვლელობა, კავშირები და გამოცდილება ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მთავარია, თავში არ აგივარდეთ — იღბალს ამპარტავანი ხალხი არ უყვარს. დღის დასაწყისში სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ. დილას რაც ნაკლებად ინერვიულებთ, საღამოს მით უკეთესი განწყობა გექნებათ.

    მორიელი

    დღევანდელმა შეხვედრამ შესაძლოა დიდ მეგობრობას საფუძველი ჩაუყაროს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო დიდ გრძნობაში გადაიზრდება. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, უბრალოდ ამ ადამიანთან ურთიერთობით ისიამოვნეთ. ახლობელ ადამიანს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა დასჭირდება — შესაძლოა ვინმე შეუძლოდ გახდეს ან უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვიოს. ცდუნებას ნუ აჰყვებით, გახსოვდეთ, რომ იოლი ფული მხოლოდ სათაგურშია. ჯობია საქმიანი პარტნიორის კეთილ რჩევას დაუჯეროთ და დაწყებული საქმე დაასრულოთ. თქვენს ჯანმრთელობაზე ემოციური ფონი დიდ გავლენას ახდენს. გაითვალისწინეთ, რომ ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.

    მშვილდოსანი

    მოვლენები აჩვენებს, რომ საყვარელ ადამიანს ისე კარგად არ იცნობთ, როგორც გეგონათ და ყველა აღმოჩენა სასიამოვნო არ იქნება. მოერიდეთ ნათესავების კრიტიკას და განსჯას — თქვენი სიტყვები ძალიან მტკივნეულად იქნება აღქმული. ეცადეთ, პოზიტიური და მეგობრული ატმოსფერო შეინარჩუნოთ. შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა დაგეხმარებათ, მნიშვნელოვან ამოცანებზე კონცენტრირდეთ და საქმეები დროულად დაასრულოთ. ფინანსური მდგომარეობა ნაკლებად სტაბილურია, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, გაუაზრებელი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. ამ დღეებში დიეტის დაწყება ნაკლებად ეფექტურია, რადგან ჯერჯერობით, თქვენი მეტაბოლიზმი შენელებულია.

    თხისრქა

    ჭორები და სპეკულაციები რომ აირიდოთ, თქვენი პირადი ცხოვრება ყველასთვის საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ახლობლების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. თქვენი ბოლოდროინდელი შრომა ნაყოფს გამოიღებს — მოსალოდნელია მატერიალური კეთილდღეობის ზრდა.
    შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ — ეცადეთ, რეალურსა და სასურველს შორის გონივრული ბალანსი იპოვოთ.
    შესაძლოა დღის ბოლომდე ენერგია არ გეყოთ, მაგრამ ყავისა და სხვა სტიმულატორების გადამეტებული მოხმარებისგან მაინც თავი შეიკავეთ.

    მერწყული

    თუ გრძნობთ, რომ თქვენს ურთიერთობაში მოწყენილობა გაჩნდა, იფიქრეთ იმაზე, როგორ გაამრავალფეროვნოთ — უჩვეულო პაემანი თქვენს კავშირს ახალ ნაპერწკალს შემატებს. სამსახურში სიფრთხილე გამოიჩინეთ — უფროსი ცუდ ხასიათზეა და სჯობს, თვალში არ მოხვდეთ. როცა საქმე ფულს ან ახალ შენაძენს ეხება, გაბედულად უნდა იმოქმედოთ. ატმოსფერული წნევის ცვალებადობამ შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს, ამიტომ გამაყუჩებელი საშუალებები ახლოს იქონიეთ.

    თევზები

    ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ეცადეთ საოჯახო პასუხისმგებლობები სამართლიანად გაანაწილოთ — მნიშვნელოვანია, რომ სახლის მოვლაში ოჯახის ყველა წევრს თავისი წვლილი ჰქონდეს. საპასუხისმგებლო საქმის დაწყება ნუ შეგაშინებთ — თუ მონდომებით და თავდადებით იმუშავებთ, შედეგი თავადაც გაგაოცებთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური სტრატეგიის განახლებისთვის — დროა, შემოსავლების გაზრდის ახალ გზებზე იფიქროთ. დაგეგმეთ საქმეები პრიორიტეტების მიხედვით და გეგმას მიჰყევით — სწორად ორგანიზებული სამუშაო მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ.

  • ძლიერი სეტყვა მარნეულში – ვრცელდება კადრები

    ძლიერი სეტყვა მარნეულში – ვრცელდება კადრები

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სეტყვამ სადახლოს თემში შემავალი სოფლებში, სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები დააზიანა.

    რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად მოსახლეობას, ამ ეტაპზე უცნობია.

    ვრცელდება სოფელ მოლაოღლში გადაღებული კადრები:

  • ბათუმში ბავშვს მანქანა დაეჯახა

    ბათუმში ბავშვს მანქანა დაეჯახა

    ბათუმში ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • გლდანში მომხდარი უმძიმესი ავარიის კადრები 😱😱😢 შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს (ვიდეო)

    გლდანში მომხდარი უმძიმესი ავარიის კადრები 😱😱😢 შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს (ვიდეო)

    გლდანში ავტომობილი 3 ქვეითს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ორი მათგანის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. გლდანის დახურულ ჯგუფში ავარიის ადრები ვრცელდება.

  • “ჩემს 12 წლის ბიჭს შეეხო….” 😱😱😱 პედოფილი თბილისის ქუჩებში‼️‼️ ვრცელდება საგანგაშო ვიდეო კადრები

    “ჩემს 12 წლის ბიჭს შეეხო….” 😱😱😱 პედოფილი თბილისის ქუჩებში‼️‼️ ვრცელდება საგანგაშო ვიდეო კადრები

  • არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა მაკარონის მომზადებისას, თორემ… – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

    არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა მაკარონის მომზადებისას, თორემ… – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

    ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაკარონი იტალიის ეროვნულ ღირსებად ითვლება. მას უამრავი სახის სოუსთან მიირთმევენ. ბევრისთვის მაკარონი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი კერძია, თუმცა სინამდვილეში არსებობს რამდენიმე წესი და ხერხი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია იდეალური მაკარონის კერძის მისაღებად.

    იტალიელმა მზარეულებმა დაასახელეს 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც მაკარონის მომზადებისას ვუშვებთ ხოლმე.

    1. სხვადასხვა მწარმოებლის მაკარონის ხარისხი ერთმანეთისგან შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს.

    image

    შესაბამისად, განსხვავდება ფასიც. ზოგიერთი ბრენდი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი უკავშირდება წარმოების დანადგარებს. ზოგიერთი ექსტრუდერი სპილენძის არის და, შესაბამისად უფრო ძვირია, ვიდრე ტეფლონის. პირველის შემთხვევაში შობის პროცესი უფრო ნელია და პროდუქტიც მეტად ჰაეროვანი გამოდის. აქედან გამომდინარე, მაკარონიც უფრო კარგად იჟღინთება სოუსით.

    2. ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს.

    image

    იმის მიხედვით, როგორი სოუსის გაკეთებას აპირებთ, მნიშვნელოვანია სწორად აარჩიოთ მაკარონის ზომა. თუ უფრო თხელ სიუსს არჩევთ, უმჯობესია პასტა გრძელი იყოს, მოკლე მაკარონი კი ხორცის ან დაჭრილი ბოსტნეულისგან დამზადებულ სოუსებს უხდება.

    3. წყლის პროპორცია.

    როგორც წესი, 100 გრამი პასტას მოსახარშად 1 ლიტრი წყალია საჭირო. თუ წყალი მცირე რაოდენობით არის, მაკარონი გარედან უფრო სწრაფად მოიხარშება, ვიდრე შიგნით. ამასთან, მცირე რაოდენობით წყლის შემთხვევაში, წყალში სახამებლის კონცენტრაცია მეტი ხდება, რამაც შეიძლება კერძის სიმწარე გამოიწვიოს.

    4. არ გადაავლოთ წყალი მაკარონს მოხარშვის შემდეგ.

    image

    თუ გსურთ შეაჩეროთ მაკარონის ხარშვის პროცესი ორი ვარიანტი გაქვთ: ქვაბში დაამატეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი ან საერთოდ გადააქციეთ წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი და მოურიეთ, რათა პასტა ერთმანეთს არ მიეკროს. გაცივებით კი თავად უნდა გაცივდეს. თუ ცივ წყალს გადავავლებთ, ჩამოირეცხება სახამებელიც, რომელიც ხელს უწყობს მაკარონის სიუსთან შერევას, და შედეგი არც თუ სახარბიელო იქნება.

    5. ყურადღება მიაქციეთ ხარშვის დროს.
    ზოგადად მაკარონი უნდა მოიხარშოს შეფუთვაზე მითითებული დროის შესაბამისად. მაგრამ მაინც ყოველთვის თავად შეამოწმეთ პასტის მზაობა, რადგან ზოგიერთ შეფუთვაზე დრო არასწორად არის მითითებული. სანამ მაკარონს სოუსში აურევთ, საჭიროა პასტა ოდნავ შეშრეს.

    6. როდის დავამატოთ მარილი?

    image

    არსებობს ორი ვარიანტი. თუ წყალში მარილს ჩავყრით ადუღებამდე, დუღილის ტემპერატურა მოიმატებს. ხოლო თუ უკვე ადუღებულ წყალში ჩაამატებთ – ეს ენერგიას დაზოგავს. რომელ მათგანს აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია. მთავარია, არასოდეს დავამატოთ მარილი მას შემდეგ, რაც ქვაბში მაკარონს ჩავყრით – ეს კიდევ უფრო დაბლა დაწევს წყლის ტემპერატურას.

    7. არასოდეს დაახუროთ ქვაბს სახურავი მას შემდეგ, რაც მაკარონს ჩაყრით.

    ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ როგორც იტყვიან, გამეორება ცოდნის დედააო.

    8. არ ღირს ქვაბში ზეთის ჩასხმა იმ მიზნით, რომ მაკარონი ერთმანეთს არ მიეკროს.

    image

    ამ მიზნით წყალში ზეთის დამატება აბსოლუტურად უსარგებლოა. უმჯობესია პერიოდულად მოვურიოთ ხოლმე მაკარონს და ვაკონტროლოთ ხარშვის დრო.

    9. მნიშვნელოვანია ქვაბის ტიპი

    image

    სპაგეტის მოსამზადებლად გამოიყენეთ ვიწრო ქვაბი.

    10. მაკარონის ნახარში წყალი არ ჩააქციოთ ნიჟარაში

    ნახარში შეიძლება დაგჭირდეთ ისევ მაკარონზე დასამატებლად – რათა პასტა ზედმეტად არ გამოშრეს. გარდა ამისა, მაკარონის ნახარში შეიცავს მინერალებსა და სახამებელს და შეიძლება გამოიყენოთ მცენარეების მოსარწყავად.

  • “რამდენი ლარით აქვთ ხელფასი იმ ოპერატორებს, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობენ?” – ნახეთ პიველ კომენტარში

    “რამდენი ლარით აქვთ ხელფასი იმ ოპერატორებს, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობენ?” – ნახეთ პიველ კომენტარში

    “რამდენი ლარით აქვთ ხელფასი იმ ოპერატორებს, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობენ?” – რა უპასუხა “რომპეტროლის” წარმომადგენელმა შეკითხვას?

    Video Player

  • სასიხარულო სიახლე მართვის მოწმობის შესახებ

    სასიხარულო სიახლე მართვის მოწმობის შესახებ

    საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება, ძალაში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან შევიდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    შეთანხმების ამოქმედებისთანავე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

    შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM, A, A1, A2, B, B1, C, D, C1, D1, BE, CE, DE, C1E, D1E კატეგორიები/ქვეკატეგორიები.

    საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას 2024 წლის 26 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში მოეწერა ხელი.

    მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

  • რა ღირს 1 კგ. საქონლის ხორცი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში – საერთაშორისო ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული მონაცემები

    რა ღირს 1 კგ. საქონლის ხორცი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში – საერთაშორისო ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული მონაცემები

    საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს სასურსათო მაღაზიებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასი 9.78 აშშ დოლარია. აღნიშნული მაჩვენებლით, რეიტინგში, რომელიც საქონლის ხორცის სიძვირეს 103 ქვეყანაში ზომავს, საქართველო 75-ე ადგილს იკავებს.

    აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქონლის ხორცი ყველაზე იაფია, ყველაზე ძვირი კი თურქეთში ღირს.

    კერძოდ, Numbeo-ს განახლებულ რეიტინგში, თურქეთი მე-17 ადგილს იკავებს, სადაც საქონლის ხორცის ღირებულება კილოგრაზე საშუალოდ, 20 აშშ დოლარს შეადგენს.

    უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, საქართველოსა და სამეზობლოში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ასე გამოყურება:

    • თურქეთი (მე-17 ადგილი) – 20.01 აშშ დოლარი;
    • სომხეთი (52-ე ადგილი) – 12.28 აშშ დოლარი;
    • რუსეთი (65-ე ადგილი) – 10.90 აშშ დოლარი;
    • აზერბაიჯანი (70-ე ადგილი) – 10.53 აშშ დოლარი;
    • საქართველო (75-ე ადგილი) – 9.78 აშშ დოლარი.

    სად ღირს საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი და იაფი?

     

    აღსანიშნავია, რომ საქონლის ხორცი მსოფლიოში ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და ფასი 45 აშშ დოლარს აჭარბებს, ყველაზე იაფი კი პაკისტანში ღირს, სადაც კილოგრამის ფასი საშუალოდ, 4.68 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

    Numbeo-ს მიხედვით, მსოფლიოს 5 ქვეყანა, სადაც 1 კგ ხორცი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

    • შვეიცარია – 45.75 აშშ დოლარი;
    • ნორვეგია – 32.82 აშშ დოლარი;
    • ლუქსემბურგი – 27.74 აშშ დოლარი;
    • სამხრეთ კორეა – 25.28 აშშ დოლარი;
    • სინგაპური – 24.85 აშშ დოლარი.

    იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, ასეთია:

    • პაკისტანი – 4.68 აშშ დოლარი;
    • ნიგერია – 4.73 აშშ დოლარი;
    • კენია – 5.23 აშშ დოლარი;
    • ინდოეთი – 5.25 აშშ დოლარი;
    • ნეპალი – 5.36 აშშ დოლარი.
  • „43 სართულიდან გადმოვარდა…“ – ვინ არის ბათუმში დაღუპული კაცი

    „43 სართულიდან გადმოვარდა…“ – ვინ არის ბათუმში დაღუპული კაცი

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალგაზრდა კაცის ფოტო, რომელიც დღეს ბათუმში, 43-ე სართულიდან გადმოვარდა.

    ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

    მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.