“ორი ცნობილი და წარმატებული სპორტსმენი გარდაცვალებას გავიგებთ…” – ეზოთერიკოსი გოგა მანია ვიდეომიმართვას ავრცელებს
Category: Uncategorized
-

„თოფურიას ბრძოლა კოსმოსურ პორტალს დაემთხვა… მარცხი შემთხვევითი არ ყოფილა“ – მიხეილ ცაგარელი
UFC Freedom 250-ზე ილია თოფურიას დრამატულ მარცხს ჯასტინ გეიჯისთან, ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემა „იმედის დილაში“ გამოეხმაურა.
ასტროლოგის განცხადებით, მერწყულის ნიშნით დაბადებული ქართველი ჩემპიონის მარცხი შემთხვევითი არ ყოფილა და პირდაპირ უკავშირდება იმ რთულ კოსმოსურ მოვლენებს, რომლებსაც ახლა დედამიწა გადის.
„ამ ნიშნისთვის ახლა მთავარი პრობლემა პირადი ურთიერთობაა. მთავარია აქ არ იყოს სირთულე, რადგან შესაძლოა ამან ფსიქოლოგიურად სრულად მოშალოს ადამიანი. თავად ილია ისე ჯანზეა, იღბლიანია, მაგრამ კოსმოსური ფონი ძალიან მძიმეა. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ახალმთვარეობაზე ბრძოლას საერთოდ არ დავნიშნავდი. ამ დროს საგრძნობლად იმატებს ტრავმულობის რისკი და ამ პერიოდში მიღებულმა ტრავმამ ის შესაძლოა დიდხანს გააწვალოს“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.
ქართველი და ამერიკელი მებრძოლები ერთმანეთს თეთრ სახლში მოწყობილ ოქტაგონზე დაუპირისპირდნენ.
ღონისძიება ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
-

ილია, თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდა, შემეხმიანე – ნახეთ რას წერს ცარუკიანი
ილია, თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდა, შემეხმიანე – წერს ცარუკიანი
სომეხმა მებრძოლმა სქრინი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ 5 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. მან ფსონი ჯასტინ გეიჯიზე გააკეთა -

🔻რას ამბობს ილია თოფურიას დედა, ინგა თოფურია-ბენდელიანი? – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️
“მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. მინდა, რომ ჩემი შვილიშვილები აუცილებლად ქართული ტრადიციებით გაიზარდონ. თუმცა, ეს შეუძლია გააკეთოს არაქართველმაც, რომელსაც ეყვარება თავისი ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე, რასაც საბოლოოდ ისევ ილია გადაწყვეტს და არ ვწყვეტ მე, როგორც ამის ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ. მე არავის ვურჩევ მეუღლეებს” – ამის შესახებ ილია თოფურიას დედამ, ინგა თოფურია-ბენდელიანმა გაანცხადა.
-

რას წერს ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში
“ვამაყობ ყველაფრით, რასაც აკეთებ და რაც აქამდე გაგიკეთებია, ჩემო ძმაო.
გამარჯვებისას თუ გაკვეთილის მიღებისას (მარცხისას)*, ყოველთვის მადლიერი ვარ ღმერთის, ყველაფრისთვის.“ | წერს ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში. -

ვინ არის ილია თოფურიას ვაჟის დედა, რომელსაც სპორტსმენი მედიისგან მალავდა და რა ფოტო გამოაქვეყნა პილარმა ილიას დედასთან ერთად, ბრძოლის წინა დღეს?
“არსებობს დარტყმები, რომლებიც კარიერას განსაზღვრავენ და კოლექტიურ მეხსიერებაში სამუდამოდ იბეჭდება. 2026 წლის 15 ივნისი არის დღე, როდესაც თოფურია მოკვდავი გახდა, მისი რეკორდი კი ახლა 17-1 შეადგენს“, – ასე აფასებს ესპანური წამყვანი მედია El Confidencial თეთრი სახლის ბაღში გამართულ UFC-ის ისტორიულ შოუს, რომელიც დონალდ ტრამპისა და დანა უაითის მეგობრობის წყალობით ნამდვილ გლადიატორთა კოლიზეუმად იქცა. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა, გულშემატკივრების ნაწილი, ამას ყოფილ ცოლთან ჯორჯინასთან ბოლო პერიოდში მიმდინარე სკანდალურ დაშორებასაც აბრალებენ. წერენ რომ ბოლო თვეებმა თოფურია ფსიქოლოგიურად გატეხა.

-
ექსკლუზივი: ვინ არის ილია თოფურიას ვაჟის, ჰუგოს დედა?
მართალია, ილიას წარმატების პარალელურად მსოფლიო და ქართული მედია მხოლოდ ჯორჯინაზე წერდა, ამ დროს ილიას უფროსი შვილის, ჰუგოს დედის ვინაობა, რომელიც მამასთან იზრდება, მედიისთვის ყოველთვის ტაბუდადებული თემა იყო.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა ესპანელი პილარ კასანოვაა. ქალის “ფეისბუქის“ პირად პროფილზე, რომელიც 2016 წლით თარიღდება, ილია თოფურიას შეყვარებულობის პერიოდის არაერთი საერთო, თბილი ფოტო იძებნება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია, შვილის ბრძოლის წინა დღეს ოჯახური შეკრებიდან “სთორებს“ აქვეყნებდა. ერთ-ერთ ფოტოზე ილიას დედასთან ჩახუტებული სწორედ პილარ კასანოვა ჩანს. ფოტო თავად პილარმაც გააზიარა, ილიას დედა მონიშნა და ქართული სიტყვა ინგლისური შრიფტით დააწერა: “deda“.

როგორც ჩანს, მიუხედავად დაშორებისა, ჰუგოს დედას თოფურიების ოჯახთან თბილი და ახლო ურთიერთობა აქვს და ის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ჩემპიონის ოჯახის გვერდით იყო. -
-

მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას შესახებ განცხადებას ავრცელებს
“ვამაყობ ჩემი მეომარი ძმით, ილიათი. ვიცი, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე” – წერს UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურიას მიმართავს.
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.
-

ვრცელდება უმძიმესი კადრები, 21 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ბრაზილიაში ბანჯი-ჯამპინგის დროს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ქვეყანა შეძრა. 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი სან-პაულუს შტატში, ქალაქ ლიმეირაში, ხიდიდან გადახტომისას დაიღუპა – გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების თოკი სათანადოდ არ იყო დამაგრებული.
შემთხვევა შაბათს, ე.წ. “ჩონჩხის ხიდზე“ მოხდა.
ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მარიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხიდზე გადახტომისთვის ემზადებოდა. ფოტოს აღწერაში მან ხუმრობით დაწერა: “ვინ იყო ის გიჟი, რომელმაც ხიდიდან გადმოხტომის უფლება მომცა?“
ვიდეოჩანაწერში, რომელიც შემთხვევის შემდეგ გავრცელდა, ისმის, როგორ ყვირიან ადგილზე მყოფები: “თოკი, ხალხო, თოკი!“
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე ქაოსი და პანიკა დაიწყო. ერთ-ერთმა მოწმემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხიდზე ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ და ტრაგედია საკუთარი თვალით ნახეს. განაგრძეთ კითხვა
-

“ილია საავადმყოფოშია, ძალიან მძიმედაა…” – რას ამბობს დანა უაითი ‼ იხილეთ პირველი კომენტარი👇
ბრძოლების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დანამ ილიას ჯანმრთელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ილიას ამ ეტაპზე დასვენება სჭირდება და მომავალ ჩხუბზე საუბარი ძალიან ადრეა.
ილია საადამყოფოშია, ძალიან მძიმედაა. ექიმი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მისი თვალბუდის ძვალი გატეხილია. ჩემი სურვილია სახლში დაბრუნდეს, გამოჯანმრტელდეს და დასასვენებლად დრო გამოიყენოს. დღეს მძიმე ღამე ჰქონდა.ახლა მის მომავალზე ბრძოლაზე არც კი ვისაუბრებ.
შეგახსენებთ, ილიას და გეიჯის ბრძოლა თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იყო. მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ თოფურიას დიდი ზიანი ჰქონდა და მე-5 რაუნდში ჩხუბი ვეღარ შეძლო. შესაბამისად, ბრძოლა გეიჯიმ მოიგო და მსუბუქი წონის ჩემპიონიც გახდა.
-

ისლამ მახაჩევის კომენტარი ილია თოფურიას დამარცხების შემდეგ.
ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
ბრძოლის შედეგს გამოეხმაურა ისლამ მახაჩევი – “ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება! ამ სპორტს დონეები აქვს!“
