Author: tea

  • 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    პირად ცხოვრებაში რაღაც რიგზე არაა და ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს მოჯადოებულ წრეზე დადიხართ. მსხვერპლის როლის მორგებას ნუ იჩქარებთ, უმჯობესია მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ — შეგიძლიათ ინტერიერი შეცვალოთ ან საფუძვლიანი დასუფთავება მოაწყოთ. თუ სამსახური დაკარგეთ, ნუ იდარდებთ — ახლობლები უფრო შემოსავლიანი სამსახურის პოვნაში დაგეხმარებიან. შესაძლოა, ძველი სამსახურის კონკურენტებმა თქვენი გადაბირებაც კი სცადონ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყების, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და შეხვედრების ჩატარებისთვის. დროთა განმავლობაში ყველაზე ავანტიურისტული პროექტიც კი კარგ დივიდენდებს მოგიტანთ. უახლოეს ხანებში ყველა სნეულება მოულოდნელად, თავისთავად გაქრება, თითქოს არასდროს ყოფილა.

    კურო

    ამ დღეს შეიძლება ისეთი რამ გააკეთოთ, რის გაკეთებასაც ძალიან დიდი ხანია გეგმავდით. მოსალოდნელია, რომ ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს. შეეცადეთ რომანტიკული ვახშმისთვის დრო გამონახოთ. ეს თქვენს კავშირს განამტკიცებს და ურთიერთობაში სიახლეს შემოიტანს. რჩევა მეწარმეებს — იფიქრეთ იმ უნიათო თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რომლებიც თქვენს საქმეს აფერხებენ. ყურადღება მიაქციეთ შემოსავლის მიღების ახალ შესაძლებლობებს. შესანიშნავი დღეა ფინანსური წიგნიერების შესწავლისა და უნარების ასამაღლებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ და სპორტული დარბაზის აბონემენტი შეიძინოთ.

    ტყუპები

    უახლოესი 24 საათის განმავლობაში საკუთარი გრძნობების საჯაროდ წარმოჩენას უნდა მოერიდოთ. დაე, ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდეს, ვისაც ეს ეხება. დამალეთ თქვენი საიდუმლო უცხო თვალისგან! მერკური ლომის თანავარსკვლავედში გადადის, ამიტომ დღეს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. სამსახურში როგორც იქნა, შეგამჩნიეს, თუმცა წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ არის. ეცადეთ ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა მოიპოვოთ. შეეცადეთ, ამ დღეს სავაჭრო ცენტრებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ, რადგან შეიძლება ქურდბაცაცების სამიზნე გახდეთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია — წინ მშვიდი, გაწონასწორებული პერიოდი გელით. ეცადეთ, ის საკუთარი თავისა და ახლობლების საკეთილდღეოდ გაატაროთ.

    კირჩხიბი

    ამ დღეს სამსახურის საქმეები დროებით გვერდზე გადადეთ და მთელი დღე ურთიერთობას დაუთმეთ. ნათესავებთან კამათი რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კონფლიქტის რომელიმე მხარემ სასამართლოს მიმართოს. სამუშაო გარემოში მოგიწევთ უაღრესად კორექტული და ყურადღებიანი იყოთ და დრო უქმად არ ფლანგოთ. კოლეგებთან დაპირისპირება მიმდინარე პრობლემების გადაჭრაში არ დაგეხმარებათ — პირიქით, მხოლოდ სირთულეებს დაგიმატებთ. მომსახურების სფეროში დასაქმებულ კირჩხიბებს წარმატებული და ნაყოფიერი დღე ელით. შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ. ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლოდინით პრობლემა მოგვარდეს.

    ლომი

    საყვარელი ადამიანი მიეჩვია, რომ გამუდმებით მისი კეთილდღეობისთვის ზრუნავთ. ახლობლებს თქვენი ჩივილითა ნუ შეაწუხებთ. შეეცადეთ, დაფიქრდეთ და საკუთარი პრობლემების მიზეზი თავად იპოვოთ. კარიერული და ფინანსური ზრდის თვალსაზრისით საინტერესო მოვლენები გელით. ნებისმიერი ახალი წამოწყება წარმატებული იქნება, მაგრამ ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ. ამ დროისთვის ჯობია, ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება სანანებელი გაგიხდებათ.

    ქალწული

    თუ მოინდომებთ, ამ დღეს ყველაფერს შეძლებთ: საყვარელ ადამიანთან შერიგებას, ძველი ურთიერთობის აღდგენას ან ახალი რომანის გაჩაღებას. ოჯახში ვითარება შეიძლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამწვავდეს. ნუ ეცდებით, ოჯახის წევრებს თქვენი სურვილი თავზე მოახვიოთ. არსებობს ალბათობა, რომ შემთხვევითმა გარემოებებმა თქვენი დღის განრიგი დაარღვიოს. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ფულად გზავნილებსა თუ ცვლილებებს გპირდებათ, თუმცა მოულოდნელი ხარჯები მოგების ნაწილს შეიწირავს. სასიცოცხლო ძალების დაქვეითება თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს გიშლით. ძილის წინ მედიტაცია ორგანიზმზე სასარგებლო გავლენას მოახდენს, რაც დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

    სასწორი

    ჰოროსკოპი ირწმუნება, რომ სულ მალე ყველა უთანხმოებას დაძლევთ და მშვიდი ოჯახური ცხოვრებით დატკბებით. ამ დღეს თქვენი ნიჭის ბრწყინვალედ წარმოჩენას შეძლებთ, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებს საზღვრები უნდა დაუწესოთ. შესაძლოა, აზარტულ თამაშებში გაგიმართლოთ, თუმცა ზედმეტად ნუ გარისკავთ. შესაძლოა, ოჯახის წევრები თქვენს მოსაზრებას არ იზიარებენ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. საღამოს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით — გამორიცხული არ არის, რომ ოფიციალური ურთიერთობა მეგობრულში გადაიზარდოს. მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად უკეთეს დროს ვერ იპოვით! თავი დაანებეთ მოწევას, ეს უკვე დიდი ხანია, მოდური აღარ არის.

    მორიელი

    საკუთარი ნიჭის გამოსავლენად საუკეთესო მონაკვეთი შუადღე და საღამოა, ხოლო დილის საათები ყველაზე მეტად რომანტიკულ შეხვედრებს შეეფერება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ წარსული შეცდომებიდან სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ. ახლა ხელმძღვანელობისთვის საკუთარი იდეების გაზიარების დრო არ არის — არსებობს რისკი, რომ თქვენი იდეები სხვამ მიითვისოს. ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობაში, ახალი ხელშეკრულებების დადებასა და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. ბევრი რამ თქვენს აქტიურობასა და პირად არჩევანზეა დამოკიდებული. ამ დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტად ძვირფასი ადამიანების მხრიდან ემოციური მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

    მშვილდოსანი

    თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, მოემზადეთ — მალე შეძლებთ, ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას სრულიად შეცვლის. შესაძლოა, შორს მცხოვრებ ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები წარმოიშვას. უახლოესი 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ პოლიტიკისა და სხვა მწვავე თემების განხილვისგან — ეს ახლობელ ადამიანებთან უთანხმოებამდე მიგიყვანთ. დღეს კარგი დღე გაქვთ რისკისა და გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად! თუ დიდი ხანია, მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობთ, ამ დღეს ერთადერთი და სწორი გამოსავლის პოვნას შეძლებთ. შესაძლოა, ღვიძლმა თავი შეგახსენოთ. გირჩევთ, უსიამოვნო სიმპტომების ასაცილებლად რაციონიდან მავნე პროდუქტები და ალკოჰოლი ამოიღოთ.

    თხის რქა

    დღეს თქვენი გული სიყვარულით იქნება სავსე. ყველა საოჯახო პრობლემის ერთბაშად გადაჭრას ნუ შეეცდებით. თავიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვარეთ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო საქმისა და კოლეგებისადმი კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება გახდება. ხელმძღვანელობა ეშმაკობის ყოველგვარ მცდელობას ძალიან უარყოფითად შეაფასებს. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში მოიფიქროთ, კრედიტის აღებაა. შეეცადეთ, არსებული სახსრები იმყოფინოთ. რაც შეიძლება ჯანმრთელობას, უმჯობესია ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ, რადგან მოსალოდნელია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები.

    მერწყული

    პირად ცხოვრებაში სასურველის მისაღწევად მეტი მეტი აქტიურობა მოგიწევთ. შეგიძლიათ იმ ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. სამსახურში ნურავის მისცემთ უფლებას, რომ აგაჩქარონ ან შეგაფერხონ — ეცადეთ, თქვენთვის კომფორტული რიტმი შეინარჩუნოთ. ამ დღეს ხელმძღვანელს თხოვნით ნუ მიმართავთ — შესაძლოა, უარი გითხრან და დამატებითი მოვალეობებითაც დაგტვირთონ. ვარსკვლავები გირჩევენ, სარისკო წამოწყებებს მოერიდოთ, განსაკუთრებით თუ მათში თითქმის უცნობი ადამიანი გითრევთ — შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ავტორიტეტი ისე დაზარალდეს, რომ დიდხანს ვეღარ აღიდგინოთ. ეს პერიოდი კარგია წყლის პროცედურებისთვის.

    თევზები

    ამ დღეს ახლობელი ადამიანი ყურადღებითა და ზრუნვით გაგახარებთ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოგიწევთ, ყოველდღიური ამოცანების გადაჭრას ენერგიულად შეუდგეთ. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით, თორემ ხელმძღვანელობისგან საყვედურს დაიმსახურებთ. გირჩევთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო სწორად გაანაწილოთ, თორემ მეუღლის საყვედურებს ვერ გადაურჩებით. თუ სამსახურში კარიერული ზრდის პერსპექტივას ვერ ხედავთ, დროა პროფესიის შეცვლაზე იზრუნოთ. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას, რადგან შესაძლოა, ღვიძლმა შეგაწუხოთ.

  • რატომ ქრება წყვილებს შორის სექსის სურვილი?! ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

    რატომ ქრება წყვილებს შორის სექსის სურვილი?! ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

    დღესდღეობით სექსოლოგები ძირითადად განასხვავებენ ადამიანებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ სექსი და ადამიანებს, რომელთაც იშვიათად აქვთ ინტიმური კავშირი.არსებობენ წყვილები, რომელთაც საერთოდ არ აქვთ სექსი და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს სრულიადაც არ უქმნით მათ დისკომფორტს. მათთვის ინტიმურ ურთიერთობაზე მნიშვნელოანი სულიერი კავშირია.ზოგადად, სექსი ორი ადამიანის საერთო ინტერესის შედეგი უნდა იყოს, რომ მისგან სიამოვნება მიიღოს ორივე მათგანმა, თუმცა გახშირებულია შემთხვევები, როდესაც წყვილიდან ერთ-ერთს მოჭარბებული სექსუალური მოთხოვნილებები გააჩნია, მეორეს კი უფრო ნაკლები, ან თითქმის საერთოდ არა, ამიტომ მათ შორის ჩნდება კონფლიქტი. საბოლოოდ კი, დგება შედეგი, რომ ორივე მათგანს უქრება სექსის სურვილი. ასე ხდება წყვილების 10%-ზე მეტთან. აქ მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზა, როგორ შევინარჩუნოთ ინტიმური კავშირის სურვილი?!

    სექსით დაკავების სურვილი კლებულობს პარტნიორის მოთხოვნილების უქონლობისას, ინტიმური დაუკმაყოფილებებისას, მონოტონურობისას და ა.შ., ამიტომ აუცილებელია სურვილის დაქვეითების მიზეზი იქნას ნაპოვნი და აღმოფხვრილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირი მცდელობა უშედეგო იქნება.სექსის სურვილის დაკარგვა არც ისე იშვიათია, თუმცა უფრო ხშირად ქალებს ახასიათებთ, რადგან მათ ზუსტად არ იციან რა სურთ ზუსტად. იმისათვის რომ თავიანთი სურვილები გამოამჟღავნონ, მათ ქვეცნობიერშია საჭირო წვდომა.

  • ავლაბარში კორპუსში ხანძარი გაჩნდა – რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე

    ავლაბარში კორპუსში ხანძარი გაჩნდა – რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე

    თბილისში, ავლაბრის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა.არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან ერთი დაშავებული მოქალაქე გამოიყვანეს – იგი კონტაქტურია და შესაბამის სამედიცინო შემოწმება უტარდება.ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.

  • მიწისძვრა საქართველოში – სად იყო ეპიცენტრი და რამდენს შეადგენდა მიწისძვრის სიმძლავრე?

    მიწისძვრა საქართველოში – სად იყო ეპიცენტრი და რამდენს შეადგენდა მიწისძვრის სიმძლავრე?

    ბაღდათის რაიონში სოფელ ალისმერეთში, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

    ინფორმაცოას სეისმური მონიტორიგის ცენტრო ავრცელებს. მიწისძვრა 05:21 საათზე დაფიქსირდა.

  • რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს – კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

    რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს – კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

     

    რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს?! კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!
    ის ფაქტი, რომ საკმეველის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ანიჭებს ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას, ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამას გარდა იგი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალსა და რაც მთავარია, ორგანიზმში!
    მაინც რა არის ამ სასწაულმოქმედი ნივთიერების საიდუმლო?
    ბიბლიაში ნათქვამია, რომ საკმეველის დამზადების რეცეპტი თავად უფალმა უკარნახა მოსეს: “უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.”
    სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება.
    შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა.
    სურნელოვანი ხელბანა – ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი – წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქვილ მდგომარეობაში უძველესი დოიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.
    აღნიშნული კომპონენტების ერთად შეზვების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმეველის სამკურალო თვისებები.
    შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი!
    აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა.
    მედიცინის ენაზე კი – ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა.
    საკმევლის მადლი გფარავდეთ!!!
  • “ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა” – მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვაზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს

    “ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა” – მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვაზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს

    მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვაზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს:

    ხსნა­დი ყავა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სარ­გებ­ლო არ არის, რად­გან მას­ში სხვა­დას­ხვა ფხვნი­ლე­ბია კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი. მე ვთხოვ პა­ცი­ენ­ტებს, რომ არ მი­ირ­თვან ხსნა­დი – კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ფხვნი­ლის ყავა. სა­სურ­ვე­ლია, ავი­ღოთ ცალ­კე რძე და ცალ­კე ყავა, ნა­ღე­ბი და ყავა და ამ ფორ­მით შე­რე­უ­ლი მი­ირ­თვათ. და სუ­ლაც უმ­ჯო­ბე­სია ყა­ვის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი – დაფ­ქვი­ლი ყა­ვის მარ­ცვლე­ბის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით გე­ტყვით, რომ ორი ჭიქა ყა­ვის და­ლე­ვა დღე­ში საკ­მა­რი­სია, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, და­ვუშ­ვათ, თუ გვაქვს თირკმლის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, მა­შინ არ იქ­ნე­ბა ყა­ვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ლე­ვა სა­სურ­ვე­ლი. რად­გან შარ­დმდე­ნი ეფექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წყალს ივი­წყე­ბენ ხოლ­მე და ფიქ­რო­ბენ, რომ მათ მი­ი­ღეს წყა­ლი ყა­ვის სა­ხით, რაც არ არის სწო­რი. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ფე­ინს, მას­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნა არ არ­სე­ბობს. მეც­ნი­ე­რე­ბის აზრი ყო­ველ­თვის ორად იყო­ფა. ზუს­ტად ცნო­ბი­ლი არ არის, რამ­დე­ნად მოქ­მე­დებს ის ჩვენს ნახ­შირ­წყლო­ვან ცვლა­ზე და რამ­დე­ნად გვიქ­ვე­ი­თებს მა­დას, მაგ­რამ ეს სა­კი­თხის მხო­ლოდ ნა­წი­ლია

  • “ბებია მყავს სომეხი და არ ვარ სხირტლაძე” – დუტა თავის ნამდვილ გვარს ასახელებს

    “ბებია მყავს სომეხი და არ ვარ სხირტლაძე” – დუტა თავის ნამდვილ გვარს ასახელებს

    “მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ” – თქვა დუტამ.

    “მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ” – თქვა დუტამ.

  • 🔻ვრცელდება უმძიმესი კადრები – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻ვრცელდება უმძიმესი კადრები – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

    ინდოეთში, საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

    ინდოეთის საჰაერო ძალების An-32-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე ასამის შტატში ჩამოვარდა.

    ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ინდოეთის საჰაერო ძალების ხუთივე წევრი დაიღუპა.

    ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი გეგმურ ფრენას ახორციელებდა.

  • 🔻”იმ ნა­გავ­მა საშ­კამ მი­წე­რა და მის მერე არც უნა­ხავს… დავ­წერ დე­ტა­ლებ­ში ყვე­ლა­ფერს სრუ­ლად” – რას წერს ანი ნასყიდაშვილის მამა სოციალურ ქსელში?

    🔻”იმ ნა­გავ­მა საშ­კამ მი­წე­რა და მის მერე არც უნა­ხავს… დავ­წერ დე­ტა­ლებ­ში ყვე­ლა­ფერს სრუ­ლად” – რას წერს ანი ნასყიდაშვილის მამა სოციალურ ქსელში?

    გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულის, ანი ნასყიდაშვილის მამა ლაშა ნასყიდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიდეოს ჩაწერს, სადაც ყველაფერს დეტალებში მოყვება.

    “მის (გიგა ავა­ლი­ა­ნის) მოკ­ვლას­თან რა შუ­ა­შია ჩემი შვი­ლი? იმ ნა­გავ­მა თა­ვის კლა­სელ­მა მი­წე­რა უნდა ვნა­ხო ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის შემ­წუ­ხე­ბე­ლიო, რა იცო­და ანიმ თუ შე­მო­აკ­ვდე­ბო­და? ან რომ სთხო­ვენ რა­ტომ არ გა­ა­გე­ბი­ნე მი­ლი­ცი­ა­სო, არ იცო­და არც სა­ხე­ლი არც რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და…

    იმ ნა­გავ­მა საშ­კამ მი­წე­რა და მის მერე არც უნა­ხავს, რომ და­ა­კა­ვეს საშ­კა ეგეც კი არ იცო­და. ნია და ეგ საშ­კა რომ არ და­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში და რომ მო­ი­კი­თხეს, ნიამ თქვა ჭიპი გა­ვიხვრი­ტე და გა­მი­ღი­ზი­ან­დაო, დავ­წერ დე­ტა­ლებ­ში ყვე­ლა­ფერს სრუ­ლად, ვი­დე­ოს ჩავ­წერ.

    რო­მელს არ გა­გი­გი­ათ სკო­ლა­ში კლა­სე­ლე­ბის ჩხუ­ბის ამ­ბა­ვი? მი­ლი­ცი­ა­ში წა­სულ­ხართ? არ იცით დე­ტა­ლე­ბი და უს­მენთ გა­ბო­რო­ტე­ბულ კუ­პა­ტა­ძეს. გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე მო­ა­წე­რი­ნეს ხელი ჩე­მებს და აქამ­დე არ ვწერ­დი, რი­თაც სარ­გებ­ლობ­და ეკა. ვრცლად დავ­წერ ყვე­ლა­ფერს” – წერს ლაშა ნასყიდაშვილი.

    ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 ივნისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას­წავ­ლე­ბელ გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი­დან დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვანს 9.9 წლით, ანი ნას­ყი­დაშ­ვილს კი 5,3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე დე­მეტ­რე ჯინ­ჯო­ლი­ამ მი­ი­ღო.

    ასევე იხილეთ:როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ანი ნასყიდაშვილის მამის შეურაცხმყოფელ კომენტარს?

  • ტესტი: გვითხარი რომელ ვარდს ირჩევ და ჩვენ გეტყვით როდის აგიხდება სურვილები ჯერ დაწერე ციფრი და შემდეგ

    ტესტი: გვითხარი რომელ ვარდს ირჩევ და ჩვენ გეტყვით როდის აგიხდება სურვილები ჯერ დაწერე ციფრი და შემდეგ

    ფსიქოლოგიური სურათის ტესტი ძალიან სწრაფი და სახალისო გზაა საკუთარი თავის შესახებ რაღაც ახალი შეიტყოთ. სიყვარულში ადამიანებს შეუძლიათ ტრანსფორმაცია და ზოგჯერ მოულოდნელად იქცევიან.

    ამ ტესტში თქვენ უნდა აირჩიოთ სამი განსხვავებული ვარდიდან ერთ-ერთი. ისინი გეტყვიან, როგორი სასიყვარულო ურთიერთობა გექნებათ. ეს შეიძლება იყოს ვნება, რომანტიკა ან სიმშვიდე და სტაბილურობა.

    ვარდი 1

    თქვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდი და სტაბილური ურთიერთობის აშენება, რომელშიც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. შენდამი სიყვარული ურთიერთპატივისცემა, ნდობა და მოთმინებაა. თქვენ ცდილობთ ღრმა ემოციური კავშირის პოვნას და ხანგრძლივი, ძლიერი ურთიერთობების შექმნას.

    შეიძლება ზოგიერთისთვის ისინი საკმარისად ვნებიანი ან ქარიშხლიანი არ ჩანდნენ, მაგრამ ისინი სავსენი არიან სტაბილურობით, მშვენიერი მომენტებითა და ურთიერთკუთვნილების გრძნობით. ასეთ კავშირს შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ უბედურებას და განსაცდელებს.

    მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ბუნებრივად განვითარდეს და არა ძალდატანებით. თქვენს პარტნიორს შეუძლია დაეყრდნოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების ატმოსფეროს, ტკბილ ჟესტებს, გულწრფელ საუბრებსა და გაგებას.

    ვარდი 2

    თქვენ ძალიან ვნებიანი ადამიანი ხართ თბილი გულით. ყველაფერს აძლევ საყვარელ ადამიანს. არ გეშინია შენი გრძნობების გამოხატვის. განსაკუთრებით გსიამოვნებთ ის ვნება და ემოციები, რომლებსაც პარტნიორთან იზიარებთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ამან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში არეულობა გამოიწვიოს, თუ ემოციებს არ დააბალანსებთ.

    შენთან ურთიერთობა სავსეა თავგადასავლებითა და რომანტიკით, მაგრამ იმისათვის, რომ ის აყვავდეს, ძლიერი კავშირის დასამყარებლად საჭიროა ვნებასა და სიმშვიდეს შორის ბალანსი.

    თუ ამას შეძლებ, განუმეორებელ კავშირსა და გრძნობებს დაუვიწყარ სიყვარულს განიცდი.

    ვარდი 3

    ბუნებით ოპტიმისტი და ძალიან ღია ადამიანი ხართ. ეს დადებითი ენერგია ასევე გავლენას ახდენს თქვენს მიერ დამყარებულ ურთიერთობებზე.

    თქვენთვის სიყვარული სიხარულისა და შინაგანი ზრდის ამოუწურავი წყაროა. სირთულეების წინაშე დგომისას, თქვენ პოულობთ მათ დაძლევის გზებს თქვენი ბუნებრივი ოპტიმიზმისა და მოქნილობის წყალობით. თქვენი ცხოვრებისადმი ენთუზიაზმი თქვენს ურთიერთობებს სიმსუბუქეს, სიხარულს და ნათელ მომენტებს აძლევს. თქვენ შთააგონებთ თქვენს პარტნიორს, რომ თქვენთან ერთად გაიზარდოს, ურთიერთობას აღიქვამთ, როგორც საერთო მოგზაურობას, რომელიც სულს ავსებს. თავგადასავლებისა და ახალი გამოცდილებისადმი წყურვილი დაგეხმარებათ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ძლიერი კავშირების დამყარებაში. გახსნილობა და პოზიტიური განწყობა იზიდავს ადამიანებს თქვენკენ და თქვენ მათთან ქმნით ენერგიითა და სიცოცხლის სიყვარულით სავსე ურთიერთობებს.