Author: tea

  • „ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდება!“ – ასტროლოგი საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

    „ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდება!“ – ასტროლოგი საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

    ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდება!  მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოში 10-ჯერ ძლიერი ენერგეტიკული ტრანსფორმაცია! – ამის შესახებ ასტროლოგი თამუნა იოსელიანი წერს და საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.

    “2026 წლის 28 აგვისტოს ცაზე უმძლავრესი კოსმოსური მოვლენა, მთვარის ნაწილობრივი დაბნელება თევზების  ზოდიაქოს ნიშანში ფიქსირდება.

    ასტროლოგიურად და ეზოტერიკულად, ეს არის იდეალური და უალტერნატივო დრო სრული ენერგეტიკული გადატვირთვისთვის.

    რატომ არის ეს პერიოდი საუკეთესო წმენდისთვის?

    10-ჯერ ძლიერი ეფექტი: მთვარის დაბნელების დერეფნის ენერგია ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით ათასჯერ აძლიერებს ნებისმიერ რიტუალს.

    დესტრუქციული ძალების გაშვება: ეს არის საუკეთესო მომენტი, რომ სამუდამოდ დაემშვიდობოთ იმას, რაც წინსვლაში გიშლით ხელს.

    სრული განთავისუფლება: კვირის განმავლობაში ვათავისუფლებთ ავს თვალს, დაგროვილ ნეგატივს, ბლოკებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს.

    კარმული კვანძების გახსნა: რიტუალი გეხმარებათ ტოქსიკური მიჯაჭვულობებისგან, ნეგატიური პროგრამებისგან (შავი მაგია) და კარმული სირთულეებისგან თავის დაღწევაში.

    როგორ ტარდება წმენდა?

    წმენდა სრულდება ცვილზე ან ტყვიაზე ჩამოსხმის უძველესი, გამოცდილი მეთოდით. რიტუალი ჩატარდება ბუნებაში, საგანგებოდ შერჩეულ, ენერგეტიკულად ძლიერ ადგილას, რაც მიწისა და ბუნებრივი სტიქიების ძალას ორმაგად ააქტიურებს.

    შედეგი: უამრავი ადამიანი იგრძნობს შვებას, განიკურნება ფსიქოსომატური და ფიზიკური პრობლემებისგან და დაიბრუნებს სასიცოცხლო ენერგიას”, – წერს ასტროლოგი.

  • „სამართალდამცველებს საშინელი სურათი დახვდათ…“ – რა დეტალებია ცნობილი ზუგდიდში, სამი დის გარდაცვალების შესახებ

    „სამართალდამცველებს საშინელი სურათი დახვდათ…“ – რა დეტალებია ცნობილი ზუგდიდში, სამი დის გარდაცვალების შესახებ

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში მომხდარი ტრაგედიის გარშემო სოციალურ ქსელში განხილვები არ წყდება დები როგავების გარდაცვალების გარშემო.

    სავარაუდოდ,რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი დები,ბოლოს ისინი ერთ-ერთ მეზობელთან კონტაქტზე 14 აგვისტოს იყვნენ,ხოლო მათი ცხედრები მეზობელმა გუშინ აღმოაჩინა სახლში და 112-ში დარეკა. როგავების სახლიდან მძაფრი სუნი გამოდიოდა.

    ტრაგედიის ადგილას, სოფელ ყულიშკარში სამართალდამცველებს  საშინელი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და ლორიტა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს.

    შემთხვევის ადგილას  მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ხოლო ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გუშინვე სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.

    არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება.

    შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

    “ნაირა, როგორ მენანებით შენ და შენი დები. ნათელი დაგიმკვიდროთ უფალმა“-წერს ახლობელი ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში და დები როგავების ახალგაზრდობის ფოტოებს აქვეყნებს. გარდაცვლილი დები პენსიონრები იყვნენ.

  • ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

    ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

    ზაფხულის დასრულება ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის ახალი შესაძლებლობების დასაწყისად იქცევა. 2026 წლის სექტემბერი განსაკუთრებით აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდია მათთვის, ვისაც პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებები, ფინანსური გაუმჯობესება, ახალი ნაცნობობა ან პირად ურთიერთობებში სასიამოვნო სიახლეები სურს.

    ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, სექტემბერი ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის განსაკუთრებით გამორჩეული იქნება. ზოგისთვის წარმატება კარიერულ სფეროში მოვა, ზოგისთვის – ფინანსური შესაძლებლობების სახით, ზოგიერთს კი ახალი იდეებისა და ადამიანების წყალობით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება:

    მორიელი – მნიშვნელოვანი გარდატეხის დრო
    მორიელებისთვის სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვე იქნება. ამ პერიოდში შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ მათ მომავალზე იმაზე გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინათ.

    თვის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად. თუ მორიელს დიდი ხანია, აქვს იდეა, რომლის განხორციელებასაც სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებდა, სექტემბერი მოქმედების დაწყებისთვის კარგი დრო იქნება. ახალი პროექტი, სამუშაო შეთავაზება ან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შესაძლოა, სწორედ ახლა გამოჩნდეს.

    მნიშვნელოვანი იქნება ადამიანებთან ურთიერთობებიც. მორიელებს შეუძლიათ, საკუთარი იდეების გარშემო გავლენიანი ადამიანების გაერთიანება და საჭირო მხარდაჭერის მოპოვება. მთავარია, შესაძლებლობა მხოლოდ იმის გამო არ გაუშვან ხელიდან, რომ შედეგი მაშინვე არ ჩანს.

    ფინანსურ სფეროში კი სიფრთხილე საჭიროა. სექტემბერი შესაძლოა, ერთდროულად ახალ შანსებსაც ქმნიდეს და მოულოდნელ ხარჯებსაც. ამიტომ მორიელებისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება – დიდი შესაძლებლობები გამოიყენონ, თუმცა გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებული გათვლით მიიღონ.

    ქალწული – დროა, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ
    სექტემბერი ქალწულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს პერიოდი მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი შესაძლებლობები უფრო ნათლად წარმოაჩინონ.

    თვის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია პროფესიული მიმართულებით. შესაძლოა, ქალწულების შრომა საბოლოოდ დაფასდეს და მათ მიიღონ აღიარება, ახალი პასუხისმგებლობა ან ისეთი შეთავაზება, რომელიც კარიერულ მომავალს შეცვლის.

    სექტემბერი კარგი პერიოდია მათთვისაც, ვინც სამსახურის შეცვლაზე, ახალი პროექტის დაწყებაზე ან პროფესიული მიმართულების გაფართოებაზე ფიქრობს. მთავარი იქნება საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის ნაცვლად ინიციატივის გამოჩენა.

    პირად ცხოვრებაშიც ქალწულებს უფრო მსუბუქი და სასიამოვნო პერიოდი ელოდებათ. ისინი მეტად გახსნილები და კომუნიკაბელურები იქნებიან, რაც ახალი ნაცნობობის ან უკვე არსებული ურთიერთობის გაძლიერების შესაძლებლობას შექმნის.

    განსაკუთრებით საინტერესოა თვის შუა პერიოდი – შესაძლოა, სწორედ მაშინ გაჩნდეს შესაძლებლობა, რომელიც ქალწულებს აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში გაწეული ძალისხმევა უშედეგო ნამდვილად არ ყოფილა.

    მერწყული – ახალი კავშირები ახალ შესაძლებლობებს მოიტანს
    მერწყულებისთვის სექტემბრის მთავარი სიტყვა შესაძლებლობა იქნება. ეს შეიძლება, ეხებოდეს როგორც პროფესიულ საქმიანობას, ისე ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდებიან.

    სექტემბერში მერწყულებს გაუჩნდებათ შანსი, საკუთარი იდეები უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ ან ისეთი ადამიანების მხარდაჭერა მიიღონ, რომელთა დახმარებაც მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

    განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება, იყოს პროფესიული ურთიერთობები. ახალი თანამშრომლობა, საინტერესო შეთავაზება ან გავლენიანი ადამიანის გაცნობაც კი მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯის საფუძველი გახდეს.

    ფინანსური თვალსაზრისითაც მდგომარეობა თანდათან უფრო პერსპექტიული ხდება. თუ მერწყული დიდი ხანია, დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებს, სექტემბერში შესაძლოა, საინტერესო ვარიანტი გამოჩნდეს. თუმცა, საუკეთესო შედეგს ისინი მაშინ მიიღებენ, თუ მხოლოდ სწრაფ მოგებაზე არ იფიქრებენ და გრძელვადიან სარგებელსაც გაითვალისწინებენ.

    პირად ცხოვრებაში კი მოულოდნელობების თვეა. ახალი ადამიანი შეიძლება, სწორედ მაშინ გამოჩნდეს, როცა ამისთვის საერთოდ არ ემზადებიან, სხვებისთვის კი უკვე არსებული ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავა…ვრცლად

  • “ცხედრები გახრწნილია, სახლში შესვლა ვერ შევძელი, რადგან ძალიან მძაფრი სუნი იყო” – რას ჰყვებიან ზუგდიდში დაღუპულ დებზე?

    “ცხედრები გახრწნილია, სახლში შესვლა ვერ შევძელი, რადგან ძალიან მძაფრი სუნი იყო” – რას ჰყვებიან ზუგდიდში დაღუპულ დებზე?

    საშინელი ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში. გუშინ, საღამოს საათებში, მეზობელმა, რომელმაც როგავების სახლთან ჩაიარა, საშინელი სუნი იგრძნო და მაშინვე განგაში ატეხა. ეზოში შესულს როგავების სახლიდან არც ერთმა იქ მცხოვრებმა ქალბატონმა ხმა არ გასცა, მიხვდა რაღაც ხდებოდა, რადგან სახლიდან საშინელი სუნი გამოდიოდა და სასწრაფოდ 112-ში დარეკა. მალე მივიდნენ ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები და უმძიმესი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და როლენა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილას დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ახლა ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, თუ რა გახდა სამი დის გარდაცვალების მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ, დები ქუჩაში ბოლო დღეებში არ უნახავთ, ამიტომ არის ვარაუდობენ, რომ ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.

    ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო შველიძეს, რომელიც გვიდასტურებს, რომ სამივე გარდაცვლილი დედმამიშვილია.

    ლადო შველიძე:

    – ძალიან სამწუხარო ამბავია მომხდარი. გარდაცვლილები დები არიან. ტყუპი ნაირა და როლენა როგავები 60 წლისანი იყვნენ, მათ ჰყავდათ სახლში უფროსი და, დალი როგავა, რომელიც ტყუპებზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, 66 წლის იქნებოდა. სამივენი ერთად ცხოვრობდნენ, ერთ სახლში. არც ერთი გათხოვილი არ იყო. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. სულ სახლში იყვნენ, იქ საქმიანობდნენ. ამ ოჯახში სულ 6 შვილი გაიზარდა, მათი დედმამიშვილებიც უკვე გარდაცვლილები არიან. ამ ტრაგედიის მიზეზი რა გახდა, არ ვიცით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს სამივეს ცხედარი და ექსპერტები იტყვიან რეალურად რით გარდაიცვალნენ ისინი. ახლო მეზობელი არ ჰყავდათ და ამიტომ მოხდა ასე გვიან რომ გაირკვა ეს ამბავი. მე წუხელ, ღამის სამ საათზე შევიტყვე მომხდარი, დამირეკეს ძალოვნებმა, რომ მივედი სამართალდამცავები, კრიმინალისტები და ყველა უკვე იქ იყო. ოთახში არ შევსულვარ, რადგან ეზოშიც საშინელი, გაუსაძლისი სუნი იდგა და სპეციალურად დამცავი პირბადის გარეშე სახლში შესვლას ვერც შევძლებდით. ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი, იმიტომ, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ თუ არ თქვა მიზეზი, თუ არ დაიდო ექსპერტიზის პასუხი, ჩვენ ვერანაირი ინფორმაციას ვერ ვფლობთ. უფროსია დალი, როლენა და ნაირა არიან ტყუპები. როგორც ვიცი, ძმისშვილი პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საქართველოში რომ არ არის ამჟამად ეს ნამდვილად ვიცი. დადებითად დავახასიათებ გარდაცვლილებს, სოფელში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. როგორც ვიცი, არ მუშაობდნენ. განაგრძეთ კითხვა

  • 24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    აქტიური დღეა. ახალი საქმის დაწყება და ინიციატივის გამოჩენა წარმატებას მოგიტანთ.

    კურო

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.

    ტყუპები

    ახალი შესაძლებლობა ან საინტერესო სიახლე გელით. კომუნიკაცია წარმატებული იქნება.

    კირჩხიბი

    ემოციებს ნუ აჰყვებით. გულწრფელი საუბარი ურთიერთობებს გააუმჯობესებს.

    ლომი

    პროფესიულ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი გაქვთ.

    ქალწული

    ყურადღება დეტალებს მიაქციეთ და დაგეგმილი საქმეები თანმიმდევრულად შეასრულეთ.

    სასწორი

    ურთიერთობებში კომპრომისი დაგეხმარებათ. მშვიდი საუბრისთვის კარგი დღეა.

    მორიელი

    მოულოდნელმა ცვლილებამ შესაძლოა გეგმები შეგიცვალოთ. მოთმინება შეინარჩუნეთ.

    მშვილდოსანი

    ახალი იდეებისთვის ხელსაყრელი დღეა. ინიციატივა საინტერესო შედეგს მოგიტანთ.

    თხის რქა

    სამუშაოში ნაყოფიერი დღე გელით. დაწყებული საქმეების დასრულებაზე კონცენტრირდით.

    მერწყული

    შესაძლოა მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიიღოთ.

    თევზები

    ინტუიციას ენდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

  • ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

    ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

    ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.

    „გრძელენიანებო, გისურვებთ ჩემი ცხოვრება გენატროთ! მე მჯერა, რომ უფალი არც მე და მით უმეტეს, ჩემს ალექსანდრეს არ გაგვწირავს…“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.

    ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

    არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

  • ბათუმში 22 წლის კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს

    ბათუმში 22 წლის კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს

    23 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

    „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს იმ ახალგაზრდა კაცის ცხედარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ბათუმში ეძებდნენ.

    საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

    გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილია.

  • ზუგდიდში გარდაცვლილ 3 დასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი ‼️‼️❌ ვრცლად ნახეთ კომენტარებში 👇👇

    ზუგდიდში გარდაცვლილ 3 დასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი ‼️‼️❌ ვრცლად ნახეთ კომენტარებში 👇👇

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს.

    „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 60 წლის ტყუპი დები, ასევე უფროსი და – ნაირა, დალი და ლორიტა როგავები.

    ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაცია იყოს.

    გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით.

  • მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

    მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

    პოლიციამ გამოძიება დაიწყო კაცის მიმართ, რომელიც თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა.

    მამა შვილებს ასევე ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტი დელისის მეტროსთან მოხდა.

    ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს.