“ეს არის ნოდარ კიკნაძე, ერთ-ერთი მათგანი, ვინც გურამ დადიანაძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. ჩვენ თითოეულ მათგანზე ინფორმაციებს დეტალურად ვიკვლევთ და ამ პროცესის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ 2014 წლის 11 ივნისის თარიღით დარეგისტრირდა და გაიცა რუსული პასპორტი ნოდარ კიკნაძის სახელზე. ეს ის დღეა, როდესაც გურამ დადიანაძე ქრება. თავად ნოდარ კიკნაძე ვერ დარეგისტრირებდა პასპორტს, რადგან ამ დროს ის დანარჩენ ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა მლეთაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პასპორტი კანონდარღვევით არის გაცემული” – ნათქვამია ანონიმური ჯგუფის “ნასვამი ჩოჩორის” ახალ ვიდეომიმართვაში.
Author: tea
-

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 18:04 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 19კმ-ში, სოფელ მამიშლარიდან 4კმ-ში იყო.
ბიძგების სიმძლავრემ 3,0 მაგნიტუდა შეადგინა.
დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
-

ვრცელდება უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები – დედა, მამა და შვილი ხევში ერთად გადაცვივდნენ
ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 19 წლის კუნალ ჩანდგუდემ iPhone განვადებით შეიძინა, თუმცა მისი ყოველთვიური გადასახადების დაფარვა გაუჭირდა. მორიგი შენატანისთვის ბიჭმა მშობლებს ფული სთხოვა, რასაც ოჯახში მწვავე კამათი მოჰყვა.
კამათის შემდეგ კუნალი სახლიდან წავიდა და ტისგაონის რაიონში, ხავდია დუნგარის გორაკზე ავიდა, საიდანაც თვითმკვლელობით იმუქრებოდა. მისი მშობლები შვილს უკან გაჰყვნენ და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარწმუნებას. ადგილზე პოლიცია, მეხანძრეები და ადგილობრივებიც მივიდნენ. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე მყოფები ბიჭს ეუბნებოდნენ, რომ თუ ტელეფონის შენარჩუნება უნდოდა, ამ საქმეს მოუგვარებდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის კიდეც შეთავაზება: “თუ iPhone გინდა, აიღე“, რის შემდეგაც მას iPhone 15 Pro-საც ჰპირდებიან. თუმცა კუნალი მაინც უარზე იყო და ამბობდა, რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა.
დაახლოებით სამი საათის შემდეგ, როდესაც ბიჭი გორაკის კიდესთან იმყოფებოდა, მამა მასთან მივიდა და შეკავება სცადა. რა დროსაც ორივემ წონასწორობა დაკარგა და ხევში გადავარდა. დედა, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო, რამდენიმე წუთში ასევე გადავარდა. სამივე მათგანი დაიღუპა.
-

“გლოვობს ზუგდიდი…”- გარდაიცვალა 19 წლის ირაკლი წყაბელია
გლოვობს ზუგდიდი…
გარდაიცვალა 19 წლის ირაკლი წყაბელია — ახალგაზრდა, რომლის სიცოცხლეც ასე ტრაგიკულად დასრულდა…
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
19 წელი… ასაკი, როდესაც ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყებს ყველაზე მნიშვნელოვან გზაზე გადასვლას — უამრავი ოცნებით, იმედით, გეგმებითა და მომავლის მოლოდინით. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მძიმე ამ ასაკში ახალგაზრდა ადამიანის დაკარგვა.
ირაკლის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი და მწუხარება დაუტოვა მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.
ყველაზე რთული ალბათ ის არის, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერაფერი ამზადებს ადამიანს. სიტყვები უძლურია იმ ტკივილის აღსაწერად, რომელსაც ახლა ირაკლის ოჯახი და ახლობლები განიცდიან. დარჩა მოგონებები, მისი სახელი, მისი ღიმილი და ის ძვირფასი წუთები, რომლებიც ახლობლების გულებში სამუდამოდ დარჩება.
ზუგდიდისთვის კიდევ ერთი მძიმე დღეა… ქალაქი გლოვობს ახალგაზრდა სიცოცხლეს, რომელიც ასე ადრე შეწყდა.
ამ უმძიმეს წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებთ ირაკლი წყაბელიას ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებსა და ყველა მის ახლობელს. ვუსამძიმრებთ მათ ამ უდიდეს დანაკარგს და ვუსურვებთ ძალას, მოთმინებასა და გამძლეობას ამ მძიმე დღეების გადასატანად.
უფალმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული და დაუმკვიდროს სასუფეველი.
19 წელი ძალიან ცოტაა…
ზოგი სიცოცხლე კი, თუნდაც ხანმოკლე, იმდენ კვალს ტოვებს ადამიანების გულებში, რომ მისი დავიწყება შეუძლებელი ხდება.
ნათელში იყოს მისი სული…
-

„ამ თემას მეტს აღარ გავშლი“ – ზაზა თელია სარეცხი საპნის შესახებ მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს
სარეცხ საპონს სახეზე გამონაყარის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ხშირად იყენებენ. ასევე, გოგირდის საპონსაც მიმართავენ. რამდენად ეფექტურია ეს საშუალებები და შეიძლება თუ არა მათი გამოყენება – თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს:
„სარეცხი საპონი ტანსაცმლის გასარეცხად უნდა გამოვიყენოთ. ამ თემას მეტს აღარ გავშლი. პარადოქსულად ჟღერს ეს ფაქტი, რომ ადამიანები ვინმეს რჩევითა და რეკომენდაციით სარეცხ საპონს კანის გასასუფთავებლად, დასაბანად იყენებენ.
არ შეიძლება, არ არის, რეკომენდებული. რაც შეეხება გოგირდის ნივთიერებების შემცველი სხვადასხვა გარეგანი გამოყენების ლოსიონები და ასე შემდეგ, დერმატოლოგიაში წლების წინ გამოიყენებოდა. დერმატოლოგია ძალიან განვითარებადი დარგია.
დღეის მონაცემებით, გოგირდის გამოყენება რეკომენდებული აღარ არის იმიტომ, რომ ბევრი ისეთი უფრო ეფექტური საშუალება გვაქვს, რითაც შეგვიძლია, პრობლემა უკეთესად ვმართოთ“, – აცხადებს ზაზა თელია.
-

ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
მომღერალი ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელშ პოსტს აქვეყნებს, რითი ირკვევა რომ Youtube-მა მას საჩუქარი გაუკეთა და 100 000 გამომწერის დაგროვებისათვის ვერცხლის ღილაკი გამოუგზავნა.
YouTube-სგან ვერცხლის ღილაკი
100 000 გამომწერი
100 000 მადლობა თქვენ !!! – წერს ანრი და ფოტოს აქვეყნებს.

-

რამ გამოწვია 3 დის გარდაცვალება , რა თქვა ექსპერტიზამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა გარდაცვლილები ნაირა, დალი და ლოლიტა როგავები არიან.
გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებულ ინფორმაციით, მათი დაღუპვა საკვებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია, თუმცა ექსპერტიზა კვლევებს აწარმოებს და ზუსტი მიზეზი მოგვიანებით იქნება ცნობილი.
ადგილობრივები “ტვ პირველთან” მომხდარზე საუბრობენ
[video src="https://today.com.ge/wp-content/uploads/2026/08/56494.mp4" /]
-

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში. გუშინ, საღამოს საათებში, მეზობელმა, რომელმაც როგავების სახლთან ჩაიარა, საშინელი სუნი იგრძნო და მაშინვე განგაში ატეხა.
ეზოში შესულს როგავების სახლიდან არც ერთმა იქ მცხოვრებმა ქალბატონმა ხმა არ გასცა, მიხვდა რაღაც ხდებოდა, რადგან სახლიდან საშინელი სუნი გამოდიოდა და სასწრაფოდ 112-ში დარეკა. მალე მივიდნენ ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები და უმძიმესი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და როლენა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილას დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ახლა ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, თუ რა გახდა სამი დის გარდაცვალების მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დები ქუჩაში ბოლო დღეებში არ უნახავთ, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო შველიძე ,,კვირის პალიტრასთან” ამბობს:
– ძალიან სამწუხარო ამბავია მომხდარი. გარდაცვლილები დები არიან. ტყუპი ნაირა და როლენა როგავები 60 წლისანი იყვნენ, მათ ჰყავდათ სახლში უფროსი და, დალი როგავა, რომელიც ტყუპზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, 66 წლის იქნებოდა. სამივენი ერთად ცხოვრობდნენ, ერთ სახლში. არც ერთი გათხოვილი არ იყო. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ.
სულ სახლში იყვნენ, იქ საქმიანობდნენ. ამ ოჯახში სულ 6 შვილი გაიზარდა, მათი დედმამიშვილებიც განაგრძეთ კითხვა
-

მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს.მისი თქმით, გველოდება განსაკუთრებული ენერგეტიკული პერიოდი.
“მნიშვნელოვანი გაფრთხილება! ჩემო მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, რომ გველოდება განსაკუთრებული ენერგეტიკული პერიოდი:
28 აგვისტოს, მარიამობა დღეს საქართველოს დროით, მთვარის დაბნელება – 08:14 საათზე (ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, იხელმძღვანელეთ თქვენი ადგილობრივი დროით) სავსე მთვარეობა – 08:20 საათზე.
ამ პერიოდში ორგანიზმში ენერგიები ძლიერად მოზღვავებულია, რაც შესაძლოა მყისიერად გადაიზარდოს უმართავ აგრესიაში.
როგორ დავიცვათ თავი და გავუფრთხილდეთ ენერგიას:
ილოცეთ, იგრძენით მადლიერება და სიყვარული, დალოცეთ ყველა. იყუჩეთ და მოერიდეთ გადაღლას, რადგან მომატებულმა ენერგიებმა შესაძლოა შეგაწუხოთ. მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებსა და ნეგატიურ ინფორმაციებს. არ მისცეთ სხვებს უფლება, სიმშვიდე დაგირღვიონ; დაიცავით პირადი საზღვრები და უბრალოდ მოცილდით იმ გარემოს, რომელიც შფოთვას იწვევს.
კვება და ჯანმრთელობა: სასურველია მსუბუქი კვება. გამორიცხეთ ხორცი, თამბაქო, ალკოჰოლი და შეამცირეთ ყავა. კარგია კონტრასტული (მონაცვლეობითი) შხაპის მიღება.
არ ვარგა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, მსხვილი შენაძენების ყიდვა-გაყიდვა, სესხისა და ახალი ვალდებულებების აღება. მოერიდეთ მზისა და მთვარის პირდაპირ სხივებს. თუ გარეთ ყოფნა გიწევთ, დაიფარეთ ქუდი და გაიკეთეთ მზისგან დამცავი მუქი სათვალე. ამ დღეს მთვარესაც და მზის სხივებსაც მძიმე, ნეგატიური გამოსხივება აქვთ, რომელიც გრძელდება სამი დღე.
პრაქტიკა შინაგანი გაღიზიანების დროს: თუ იგრძენით, რომ მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ:
1. გაჩერდით ერთი წამით
.2. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ (გაიმეორეთ რამდენჯერმე).
3. გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები:
„მე ვუშვებ და ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!“
გაატარეთ ეს დღეები სულიერ სიმშვიდეში. ნუ გადაიღლით თავს ზედმეტი აქტივობით.დაიცავით საკუთარი ენერგიები – მერწმუნეთ, ისინი კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ! სიკეთე და სიყვარული გქონოდეთ” – წერს მიხეილ ცაგარელი.
-

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და ფერდობს შეეჯახა.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
