Author: tea

  • ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

    ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

    მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.

    მცენარეული ცხიმებს ბოლო წლებში სისტემატურად ამოწმებენ. დარღვევები ყველაზე ჯანსაღ ცხიმად აღიარებულ – ზეითუნის ზეთში გამოვლინდა.

    სურსათის ეროვნულო სააგენტოს გარდა, მცენარეული ზეთების კვლევა ჩაატარა პლატფორმამ “მომხმარებელი.ჯი”. თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეძენილი მცენარეული ზეთის 15 ნიმუში, იტალიაში აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა და ქიმიური ნაერთის ნორმის გადაჭარბება ამ შემთხვევაშიც 1 ნიმუშში – “ფინალის” ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთში გამოვლინდა.

    კვლევის შედეგად აღმოჩენილი ქიმიური დამაბინძურებლები მნიშვნელოვნად აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუჭ-ნაწლავს და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის.

    ქიმიურად დაბინძურებული ზეითუნის ზეთის შესაძლო ზიანის პარალელურად, ექიმები ხარისხიანი ზეითუნის ზეთის სარგებელზე საუბრობენ.

    იმისთვის, რომ ზეთისგან  სასარგებლო თვისებები მივიღოთ და ორგანიზმი არ დავაზიანოთ, უნდა დავიცვათ ამ პროდუქტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი წესები.

    სახელმწიფო მიმდინარე წელს მცენარეული ზეთების კვლევას უფრო აფართოებს და ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, 1 ივლისიდან, კონტროლს კანონმდებლობის დონეზე ამკაცრებს. იგეგმება უკვე გამოყენებული ცხიმის კონტროლი საზოგადოებრივ კვების ობიექტებშიც.

    სპეციალისტები კი მომხმარებლებს მოუწოდებენ ზეთის უსაფრთხო გამოყენებისთვის გაეცნონ ეტიკეტს და მკაცრად დაიცვან მასზე დატანილი ტემპერატურული რეჟიმის წესები.

  • ⭕ უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

    ⭕ უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

    მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

    24News.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

    ავარიის შედეგად მძღოლებმა და მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

  • შსს მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაჭრილ მოქალაქეებს მიმართავს

    შსს მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაჭრილ მოქალაქეებს მიმართავს

    შსს მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაჭრილ მოქალაქეებს პასუხობს და სიცრუეს უწოდებს იმ ინფორმაციას, თითქოს, მათი მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება.

    მომსახურების სააგენტო ამავე განცხაებაში იმ სამოქალაქო აქტივისტის ამბავსაც ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ გზის გადაკეტვის გამო გამოწერილი ჯარიმის მიზეზით, მართვის მოწმობის გამოცდაზე არ დაუშვეს.

    “გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან შსს მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ გავრცელებულ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას, რომელიც კამპანიურ ხასიათს ატარებს და სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

    რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია 10 ქალაქში და მოქალაქეებისთვის ყოველთვიურად ახლდება, როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ჯავშნების გაკეთების შესაძლებლობა.აქვე აღვნიშნავთ, რომ საგამოცდო ავტომობილები აღჭურვილია აუდიო და ვიდეო ჩამწერი მოწყობილობებით და კანდიდატს სურვილის/პრეტენზიის შემთხვევაში, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს, გაეცნოს აღნიშნულ მასალას და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს გასაჩივრება.

    მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი და მათ შორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. გამოცდის სტანდარტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ქართული მართვის მოწმობები აღიარებულია ევროპის არაერთ ქვეყანაში.

    აქვე ვეხმაურებით კიდევ ერთ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ თითქოს, შსს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე, საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტისთვის გამოწერილი ჯარიმის გამო არ დაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

    მოქალაქე გამოცდაზე არ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს გადაუხდელი ჯარიმა მართვის უფლების არქონასთან დაკავშირებით (მუხლები: 116-ე; 121-ე; 118-4/1; 118-4/2), თუ ფიქსირდება მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება ნარკოტიკული დანაშაულის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის გამო.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სერვისების დინამიკური ევოლუცია და ციფრული ინტეგრაცია გვაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას შევთავაზოთ მაქსიმალურად დახვეწილი, გამარტივებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, – წერია განცხადებაში.

  • “ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს” –

    “ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს” –

    🔻 ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს | ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებული გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
    🔴 “მთავარი” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.
  • რა ინფორმაცია ვრცელდება ნიკოლოზ სააკაშვილზე ? – ამას ბევრი არ ელოდა

    რა ინფორმაცია ვრცელდება ნიკოლოზ სააკაშვილზე ? – ამას ბევრი არ ელოდა

    რას საქმიანობს მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის ვაჟი ნიკუშა სააკაშვილი ?

    “ნიკუშა ინდოეთში მუშაობს მოხალისედ სოფელში და ამავე დროს სწავლობს ჰინდის.

    მანდამდე იაპონიაში სწავლობდა თითქმის მთელი წელი იაპონურს, პარალელურად თბილისში მოასწრო ვოლტის კურიერად მუშაობა. ძალიან ინტერესდება წმინდანების ცხოვრებით.

    მომავალ წელს კი ემზადება ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასაბარგებლად (ინგლისურად, ქართულად და ჰოლანდიურად, როგორც მშობლიურზე ისე საუბრობს) ბევრ რაღაცაში მასში ვხედავ ჩემთან მსგავსებას და ბევრი რამით აშკარად მჯობს. მტკიცე ხასიათი აქვს, რამაც გააძლებინა თინეიჯერობის დროს.

    15 წლის იყო, როცა ტყვეობაში აღმოვჩნდი და რაღაცნაირად გადაიტანა ეს უძლიერესი სტრესი. იმის გათვალისწინებით, რომ მე მასთან ყოველთის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • „წვიმა და ელჭექი…“ – როდიდან უარესდება ამინდი

    „წვიმა და ელჭექი…“ – როდიდან უარესდება ამინდი

    18  აპრილს – შაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, დღის ბოლოს სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +13, +18°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2,+7°;  დღისით  +15, +20°, მთაში ღამით  -2, +3°, დღისით +14, +19°;  მაღალმთაში ღამით -5, 0°;  დღისით  +7,+12°.

    19  აპრილს – კვირას

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით  +7, +12°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5,+10°;  დღისით  +13, +18°, ზოგან +22°-მდე; მთაში ღამით  +2, +7°, დღისით +13, +18°;  მაღალმთაში ღამით -1, +4°;  დღისით  +7,+12°.

  • ეს ყველა პენსიონერმა უნდა იცოდეს! – იქნება ცვლილებები

    ეს ყველა პენსიონერმა უნდა იცოდეს! – იქნება ცვლილებები

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

  • ⭕ „როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე…“ – საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

    ⭕ „როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე…“ – საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

    საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

    სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

    „გარდაიცვალა ემიგრანტი ათენში ირმა ოდილაძე სამძიმარს ვუცხადებთ მეუღლეს, შვილს, ახლობლებს, ათენის ემიგრანტებს, აპოკლისტიკებს და მეგობრებს.

    უფალმა ნათელი არ მოაკლოს მის სულს. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტკივილს.
    თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება, ჯავრი წაიყოლე.

    ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით…“, – წერია სამწუხარო ინფორმაციაში.

  • ‼️ როგორი ამინდი იქნება 21 აპრილამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

    ‼️ როგორი ამინდი იქნება 21 აპრილამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

    თბილისში 18 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 აპრილს +8, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ნინი ქარსელაძე დედასთან, ხათუნა ჟორდანიასთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს ავრცელებს

    ნინი ქარსელაძე დედასთან, ხათუნა ჟორდანიასთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს ავრცელებს

    ნინი ქარსელაძე დედის, ხათუნა ჟორდანიას ფოტოს აზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    როგორც მომღერალი წერს, დედა-შვილმა კიდევ ერთი ომი მოიგეს.

    „ჩვენმა სიყვარულმა ისევ გაიმარჯვა. ჩვენ კიდევ ერთი ომი მოვიგეთ. შენ ჩემი პირადი მზე ხარ და სულ ასე უნდა იცინო“, – წერს ნინი ქარსელაძე.