Author: tea

  • სინოპტიკოსების გაფრთხილება – წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

    სინოპტიკოსების გაფრთხილება – წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

    14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია დროგამოშვებითი ნალექი, ზოგან ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31…+33 გრადუსი იქნება.

    სანაპირო ზოლში – ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში – დროგამოშვებით იწვიმებს, მოსალოდნელია ელჭექიც. დღისით ჰაერი +27…+29 გრადუსამდე გათბება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, მათ შორის ქუთაისში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში, ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა +28…+30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში – ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერეში, ხულოსა და რიკოთის უღელტეხილზე, ასევე მესტიასა და ბახმაროში – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში +26…+28, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +25…+27 გრადუსი იქნება.

    ქართლსა და კახეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32…+34 გრადუსამდე მოიმატებს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში – ახალციხეში, ბორჯომში, დუშეთში, თიანეთსა და ფასანაურში – ასევე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ადგილობრივად სეტყვა და ძლიერი ქარი. ტემპერატურა +27…+29 გრადუსი იქნება.

    მაღალმთიან რეგიონებში – ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ომალოში – სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას, ელჭექს, ზოგან სეტყვასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ. დღისით ჰაერის ტემპერატურა +22…+24 გრადუსს მიაღწევს.

    მეტეოროლოგები მოსახლეობას ურჩევენ, განსაკუთრებით ელჭექისა და სეტყვის დროს, გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან ცალკეულ რაიონებში ამინდი შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს.

  • 🔻 მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა

    🔻 მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა

    🔻 მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა | ინფორმაცია მთავარს შსს-ში დაუდასტურეს.
    კაცი დაკავებულია, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

    🔻 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ახალგაზრდა ქალი, ანი ბერიანიძე ადგილზე დაიღუპა. დღეს კი მისი 3 წლის გოგონა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

  • “სტუმრად იმყოფებოდა” – ტრაგედია დიდ დიღომში, მე-9 სართულიდან 15 წლის გოგონა გადმოვარდა

    “სტუმრად იმყოფებოდა” – ტრაგედია დიდ დიღომში, მე-9 სართულიდან 15 წლის გოგონა გადმოვარდა

    დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    “საშნელება მოხდა, წუხელ გვიან ღამით, გოგონა სტუმრად იმყოფებოდა,” – წერენ სოციალურ ქსელში.

  • „დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… “ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

    „დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… “ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც.

    უმძიმეს ტრაგედიას  ეხმიანებიან სოციალურ ქსელში:

    „დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს. ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი, აღარა მყავს! რატომ, ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ? არ მოიკალი თავი, ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! ჩემო ლამაზო და ნიჭიერო, ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა, უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა, ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს, დაგრჩა ნეტა ვინმე ლექსის გარეშე. ვაიმე, როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო, დაიღუპა პატიოსანი ოჯახი… ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი. შენ მაინც როგორ მიმატოვე, ანა! ჩემო ლამაზო… რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?“ – წერს ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში.

  • „გაიქეცი, ანგელოზი ბავშვი გაჭყლიტე!…ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი“ – რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი

    „გაიქეცი, ანგელოზი ბავშვი გაჭყლიტე!…ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი“ – რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი

    წუხელ, 13 ივლისს გორში ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ანი ბერიანიძე ქალიშვილთან ერთად ზებრაზე გადადიოდა. ანი ბერიანიძე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი სამი წლის ქალიშვილის გადარჩენა კლინიკაში ვერ მოხერხდა.

    სოციალურ ქსელში დაღუპულების ახლობელი ემოციურ პოსტს წერს:

    „დავიღუპე ხალხო ჩემი ანა აღარა მყავს ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის.

    დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით შე არარაობა გადმოხტი და გაიქეცი რატომ არ მოიკალი თავი ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!

    ჩემო ლამაზო და ნიჭიერო ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს დაგრჩა ნეტა ვინმე ლექსის გარეშე.

    ვაიმე როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო
    დაიღუპა პატიოსანი ოჯახი.

    ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.

    შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო. რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?“, – წერს ირმა ამბარდნიშვილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

  • “გგონია, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია, სიმწრით… შე არარაობა, არაკაცო! გადმოხტი და გაიქეცი” – რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი?

    “გგონია, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია, სიმწრით… შე არარაობა, არაკაცო! გადმოხტი და გაიქეცი” – რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი?

    გორში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ანი ბე­რი­ა­ნი­ძე და მისი 3 წლის შვილი დაიღუპა.

    ანი ბე­რი­ა­ნი­ძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    “დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს, ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია, სიმწრით, შე არარაობა გადმოხტი და გაიქეცი. რატომ არ მოიკალი თავი, ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!

    ჩემო ლამაზო და ნიჭიერო ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა, უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს. დაგრჩა ნეტავ ვინმე ლექსის გარეშე?!

    ვაიმე, როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო.

    დაიღუპა პატიოსანი ოჯახი.

    ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.

    შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო… რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?” – წერს ანას ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი.

  • ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა

    ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც.

    და­ღუ­პუ­ლი ქალი ანი ბე­რი­ა­ნი­ძეა.

    ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გუშინ მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

  • 14 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    14 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
    საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტეს ჩრდილო მთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.

    სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;
    ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
    ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;
    ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
    ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;
    ანაკლია: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
    ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°;
    ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°;
    ცხინვალი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°;
    თბილისი: დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;
    მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
    რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;
    ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
    ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°;
    ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°;
    სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°;
    თელავი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°.

  • გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

    გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც.

    ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გუშინ მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.