ტვ. პირველის ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, 25 წლის რევაზ ელიზაბარაშვილია. ბიზნესმენი იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.
დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები კი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ახლობლებს აქვთ განცდა, რომ 35 წლის კაცს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, შესაძლოა, მუხლი გადაუკვალიფიცირონ.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელიც აღწერს რა ხდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე მაშინ, როდესაც 35 წლის ბიზნესმენი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და დედა-შვილს შეეჯახა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელიც საჭეს მართავდა, მანამდე ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარის გამო სამჯერ იყო დაჯარიმებული.
მძიმე ავარია გორის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა, მიღებული დაზიანებებით დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა. 35 წლის კაცს ბრალს დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის თამო მოდრეკილაძე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ახლობლების ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ახალგაზრდები მეგობრის დაბადების დღიდან, ქვათახევიდან ბრუნდებოდნენ.
როგორც მთავარს შსს-ში აცხადებენ მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 – წლამდე.
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილისთვის პატივის მისაგებად, ადგილზე ყვავილებით, სათამაშოებით მიდიან და სანთლებს ანთებენ.
ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ბიზნესმენის ვაჟის დაბადების დღიდან არაერთი ვიდეო გავრცელდა. უამრავი მილოცვის შემდეგ, ცოტნე ივანიშვილმა საჯარო მადლობა გადაიხადა და დაწერა: “დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მშობლების სახით მყავს საუკეთესო მეგობრები და მათთან ერთად აღვნიშნავ დაბადების დღეს.”
“მთელი გორი გლოვობს. მე, როგორც ერთი თქვენი თანამოქალაქე. ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს ჩემ პროფესიას. უბრალოდ როგორც გორელი, საღამოს 9-იდან 10 საათამდე, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მივალ ტრაგედიის ადგილზე ორი სანთლით, დაღუპული დედა-შვილის ხსოვნის პატივსაცემად. ისე როგორც ამას ცივილურ ქვეყნებსა და ქალაქებში მსხვერპლთა მკვლელობის ადგილებში აკეთებენ. (ზოგს ალბათ ყვავილი გექნებათ ეზოში, ზოგს ბავშვის სათამაშო) მივალ და ასე გამოვხატავ ჩემ მწუხარებას. მივალ და ასე მდუმარედ გამოვხატავ ჩემ პროტესტს ამ მკვლელობის (სხვას ვერაფერს ვუწოდებ) მიმართ. საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობის გამო. მთელი გორი ამ ტრაგედიაზე წერს. დავანებოთ ცოტა ხნით წერას თავი და
“მთელი გორი გლოვობს. მე, როგორც ერთი თქვენი თანამოქალაქე. ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს ჩემ პროფესიას. უბრალოდ როგორც გორელი, საღამოს 9-იდან 10 საათამდე, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მივალ ტრაგედიის ადგილზე ორი სანთლით, დაღუპული დედა-შვილის ხსოვნის პატივსაცემად. ისე როგორც ამას ცივილურ ქვეყნებსა და ქალაქებში მსხვერპლთა მკვლელობის ადგილებში აკეთებენ. (ზოგს ალბათ ყვავილი გექნებათ ეზოში, ზოგს ბავშვის სათამაშო) მივალ და ასე გამოვხატავ ჩემ მწუხარებას. მივალ და ასე მდუმარედ გამოვხატავ ჩემ პროტესტს ამ მკვლელობის (სხვას ვერაფერს ვუწოდებ) მიმართ. საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობის გამო. მთელი გორი ამ ტრაგედიაზე წერს. დავანებოთ ცოტა ხნით წერას თავი და მოდი შევხვდეთ ერთმანეთს ტრაგედიის ადგილზე, ცაბაძის ან თეატრის სკვერში. ერთმანეთს შევხედოთ თვალებში და მივუსამძიმროთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არ არის. თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. ესაა ჩემი აზრი. მე მივალ, შენც მოდი…” | წერს ჟურნალისტი გოგა აფციაური სოციალურ ქსელში
ცნობისთვის,გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი გუშინ შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ბავშვი კი დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი გუშინ დააკავეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ის მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა
ცაბაძის ან თეატრის სკვერში. ერთმანეთს შევხედოთ თვალებში და მივუსამძიმროთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არ არის. თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. ესაა ჩემი აზრი. მე მივალ, შენც მოდი…” – წერს ჟურნალისტი გოგა აფციაური სოციალურ ქსელში
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი გუშინ შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ბავშვი კი დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი გუშინ დააკავეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ის მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა