Author: tea

  • სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

    სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

    "ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რა ხდებოდა სინამდვილეში" - ვრცელდება კადრები თელავიდან, რომელიც ქორწილში მომხდარ ინციდენტს ასახავს

    სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი.

    კად­რებს ქორ­წილ­ში მყო­ფი პირი აქ­ვეყ­ნებს.

    “გა­და­ა­ზი­ა­რეთ!

    ალ­ბათ, ყვე­ლამ ნა­ხეთ გუ­შინ­დე­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი სი­მარ­თლე კადრს მიღ­მა დარ­ჩა.

    ამ ვი­დე­ო­ში კი ნათ­ლად ჩანს, რა ხდე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლე­ში: რო­გორ ყვი­რი­ან ზე­მო­დან არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბი, რო­გორ აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას სუფ­რის წევ­რებს და ცდი­ლო­ბენ ქორ­წი­ლის ჩაშ­ლას. ​

    სა­ნამ ეს ბიჭი მათ­თან ავი­დო­და, მათ აპა­რა­ტუ­რას ალ­კოჰო­ლი გა­და­ას­ხეს და ქვე­მოთ მყოფ ხალ­ხს აფურ­თხებ­დნენ.

    პატ­რუ­ლი უკვე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ის და­სამ­შვი­დებ­ლად ასულ ბიჭს თა­ვად­ვე და­ესხნენ თავს ფი­ზი­კუ­რად (ყელ­ში ეძ­გერ­ნენ და მკერ­დში ჩა­არ­ტყეს). ბი­ჭის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ თავ­დაც­ვა აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში!” – წერს თე­ლავ­ში, ქორ­წილ­ში ინ­ცი­დენ­ტის შემ­სწრე პირი და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

    • ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნავს, რომ თე­ლავ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სას­ტუმ­რო­ში დამ­სვე­ნე­ბელ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სას­ტუმ­როს ნომ­რის აივ­ნი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ქორ­წილ­ში მყოფ პი­რებს და წყა­ლი და­ას­ხეს აპა­რა­ტუ­რას, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალს. და­შა­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.
  • დედოფლისწყაროში მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

    დედოფლისწყაროში მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

    ქალაქ დედოფლისწყაროში კორპუსის მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა – შემთხვევა დღეს დილით, ჰერეთის ქუჩაზე მოხდა.

    მცირეწლოვანი პოლიტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

    არსებული ინფორმაციით, საჭირო გახდა თავის არეში სპეციალიზებული კვლევის ჩატარება, რის გამოც ბავშვი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

    შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

  • „არ შემეძლო ეს არ დამეწერა…“ 😱😱 რა მოხდა დაკრძალვის დღეს იხილეთ კომენტარში 👇👇👇

    „არ შემეძლო ეს არ დამეწერა…“ 😱😱 რა მოხდა დაკრძალვის დღეს იხილეთ კომენტარში 👇👇👇

    გორში ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილების ნათესავი, ირმა ამბარდნიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ტაძარში გამოსვენებისას სასულიერო პირმა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ხმამაღალი გლოვა და დატირება აუკრძალა.

    “დღეს ჩემი ანა და მარ­თა მი­წას მი­ვა­ბა­რეთ… მად­ლო­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნად­გო­მის­თვის, მაგ­რამ რომ არ და­მე­წე­რა, ბოღ­მის­გან ვიხ­რჩო­ბი…

    სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ვას­ვე­ნეთ ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი… რა თქმა უნდა, დედა შვილს, შვი­ლიშ­ვილს დას­ტი­რის და აჩუ­მებს… რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში არ იყო და­ტი­რე­ბა ტაძ­რებ­ში, მა­ინ­ტე­რე­სებს. ერეკ­ლე მე­ფეს დას­ტი­როდ­ნენ მარ­ტო სვე­ტი­ცხო­ველ­ში? სა­ი­დან ხართ ეს ამ­დე­ნი შტე­რი და თავ­ხე­დი ანა­ფო­რი­ა­ნი? ვაჟა- ფშა­ვე­ლა არ და­ი­ტი­რეს თუ და­ტი­რე­ბაც აგ­ვიკ­რძა­ლეთ?

    წყევ­ლა მა­წყე­ვა­რი­სა აივ­ლი­და და ჩა­ივ­ლი­და! იმას თა­ვის უბე­დუ­რე­ბაც ეყო­ფა, ვლო­ცუ­ლო­ბო მისი სუ­ლის­თვი­სო – შოკი მი­ვი­ღე, მკვლე­ლის­თვის ლო­ცუ­ლობს? ხატ­ზე გა­და­ცე­მა რომ იყო არა თუ დამ­ნა­შა­ვის, არა­მედ მთე­ლი გვა­რის, ლენ­ჩო მღვდე­ლო, უწიგ­ნუ­რო პირ­ვე­ლად გა­ი­გე? ქარ­თუ­ლი კინო მა­ინც არ გი­ნა­ხავს თუ წიგ­ნე­ბი არ წა­გი­კი­თხავს? ლო­მი­სის ხატს რომ გა­დას­ცეს გვა­რი და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გო­გოს მო­ტა­ცე­ბის გამო, დღემ­დე არ გა­მომ­დის მეხ­სი­ე­რე­ბი­დან და მთას არ ამო­უ­ღია ხმა! გვარს არ უშ­ვებ­დნენ ლო­მი­სა­ში ხალ­ხო, გვარს! საკ­ლავს არ აკ­ვლე­ი­ნებ­დნენ და სან­თელს არ ან­თე­ბი­ნებ­დნენ! აი, ის იყო ეკ­ლე­სი­აც, დე­კა­ნო­ზიც და ადათ – წე­სიც!

    დღეს სა­ერ­თოდ წირ­ვა ჩემი ჭკუ­ის და­რი­გე­ბას უძღვნა! ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პოს­ტე­ბის წე­რას! სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ებს! ეტყო­ბა, რეზო ელი­ბა­რაშ­ვი­ლის ფუ­ლებს იჩხრი­ა­ლებ­და ცოდ­ვე­ბის მო­სა­ნა­ნი­ე­ბელს!

    მღვდე­ლი რომ ხარ, დიახ, ყვე­ლას უნდა მო­უ­წო­დო, რომ არ შერ­ჩე­ბა სხვი­სი ოჯა­ხე­ბის გამ­წა­რე­ბა და შა­ვებ­ში ჩაც­მულ დე­დას, გამ­წა­რე­ბულს არ უნდა გა­უ­ბე­დო, არ და­ი­ტი­რო შვი­ლიო და არც არა­ვინ იწყევ­ლე­ბო­და იქ!

    ჩემი სა­ბერ­ძნე­თი­დან ჩა­მო­სულ დე­ი­დაშ­ვილს, დი­მიტ­რის მი­ვუბ­რუნ­დი და ვუ­თხა­რი – დი­მიტ­რი, მე რომ მოვ­კვდე­ბი, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ რომ სვე­ტი­ცხო­ველ­ში მო­ი­თხო­ვოს ჩემი დას­ვე­ნე­ბა, არ და­მას­ვე­ნო მეთ­ქი! – გა­რეთ გა­მო­ვე­დი…

    მე ვერ გა­ვა­ცო­ცხლებ ანას და მარ­თას, მაგ­რამ გა­მო­დი ეკ­ლე­სია და შენ და­წყევ­ლე! ხატ­ზე გა­და­ე­ცი მთვრა­ლი და ნარ­კო­მა­ნი მძღო­ლი და ნუ შე­უნ­დობ შე­სა­წი­რის გამო ცოდ­ვებს! შენ აღ­კვე­თე ეს უსა­მარ­თლო­ბა 500 ადა­მი­ა­ნი რომ მოკ­ვდა, გა­სულ წელს და მათ შო­რის 28 ბავ­შვი!

    მე ვიბ­რძო­ლებ, რომ ჩემი მარ­თა ბოლო ბავ­შვი იყოს მკვდა­რი ლოთი, ნარ­კო­მა­ნი, თავ­ში ავარ­დნი­ლი გო­ი­მე­ბის გამო! ყვე­ლამ თავ-პირ­ში უნდა გირ­ტყათ. ვინც დრიფ­ტა­ობთ და სოფ­ლებ­ში ხალ­ხი თა­ვი­სი სახ­ლის კარ­თან ვერ დამ­ჯდა­რა თქვე­ნი ში­შით!

    ხა­მე­ბო და არას­წო­რო ხალ­ხო!” – წერს ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლი.

    ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. კლინიკაში კი მოგვიანებით ბავშვიც გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა დააკავეს მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • “გადმოასხეს ჯერ ღვინო მერე შარდი ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს…”

    “გადმოასხეს ჯერ ღვინო მერე შარდი ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს…”

    🔻💬 ,,კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო ავარდა ერთი ბიჭი, სავარაუდოდ მთვრალი, დაარტყა რუს ქალს ეს ქალები ამბობენ ახლა რუსულად ლაპარაკის გამო იძალადაო და ვიდეოს კომენტარებში რუსები თაგავენ კახა კალაძეს გვიშველეო არ ვამართლებ იმ ბიჭს, არ შეიძლება ქალის ცემა, რაც არ უნდა დააშავოს. უბრალოდ კახა მაინტერესებს რას იზამს.” – წერს ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში.
    🔻💬 „ეს გენოციდი უკვე მომბეზრდა. რატომ აქვს ვინმეს უფლება, სხვა ადამიანი საკუთარი ენის გამო აწამოს? “- წერს ინციდენტის მონაწილე ქალი და არგუმენტად იშველიებს, რომ თავად უკრაინაში დაიბადა, მაგრამ რუსეთში ცხოვრობს და ამავე ენაზე საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ მასთან ერთად უკრაინელი ქალები იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე რუსულად საუბრობენ და დაბადების დღის აღსანიშნავად ყველანი აქ, საქართველოში შეიკრიბნენ.
    🔻 ამავე ქალის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენებები პოლიციის განყოფილებაში უკვე მისცეს, მთავარი დეტალებს შსს-სთან არკვევს.
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები ელოდება

    ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები ელოდება

    9 ივლისს ვენერა ქალწულის ნიშანში გადავიდა. ამ პლანეტას ასტროლოგიაში სიყვარულის, ჰარმონიის, ფინანსებისა და შემოქმედების სიმბოლოდ მიიჩნევენ. ეს პოზიცია თითქმის ერთ თვეს გაგრძელდება. აღნიშნულმა ტრანზიტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს როგორც პირად ცხოვრებაზე, ისე სამსახურზე, ფულსა და ახალ შესაძლებლობებზე.

    ვის მოუტანს ვენერა ყველაზე დიდ წარმატებას
    ამ ტრანზიტის ყველაზე პოზიტიურ გავლენას შემდეგი ნიშნები იგრძნობენ:

    კურო,
    თხის რქა,
    კირჩხიბი,
    მორიელი.
    ასტროლოგების აზრით, სწორედ ამ ნიშნების წარმომადგენლებს მოუტანს უახლოესი კვირები წარმატებულ შანსებს ფინანსებში, სამსახურში, შემოქმედებასა და პარტნიორულ ურთიერთობებში…ვრცლად

  • 🔻 ახალციხეში 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

    🔻 ახალციხეში 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

    🔻 ახალციხეში 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – ის მსუბუქი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. როგორც გამოცემა საავადმყოფოზე დაყრდნობით წერს, ბავშვს ზედაპირული დაზიანებები აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის დეტალები უცნობია

  • 🔻 ვრცელდება ტრაგედიამდე 35 წამით ადრე, გადაღებული ვიდეოჩანაწერი, როგორ გადაადგილდება დიდი სიჩქარით ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

    🔻 ვრცელდება ტრაგედიამდე 35 წამით ადრე, გადაღებული ვიდეოჩანაწერი, როგორ გადაადგილდება დიდი სიჩქარით ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

    გორ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს ტრაგედოა დატრიალდა. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

    ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია ტრაგედიამდე 35 წამით ადრე ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საგზაო მოძრაობა. ვიდეოს ტელეკომპანია “თრიალეთი” ავრცელებს.

    კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები აღნიშნულ მონაკვეთზე ჩვეულებრივი სიჩქარით.

    22:10:07-ზე კი კადრში დიდი სიჩქრით შემოდის ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა.

  • მთელი ქალაქი ტირის გარდაიცვალააა … დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია (ფოტო)

    მთელი ქალაქი ტირის გარდაიცვალააა … დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია (ფოტო)

    რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბაგა-ბაღების გაერთიანების ახალგაზრდა თანამშრომლის, მირანდა ჯალაღანიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ეს ტრაგიკული ამბავი დიდი დანაკლისია როგორც მისი ოჯახის, ისე ჩვენი გუნდისთვის. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

    „ჩვენო ციმციმა, მთელი ქალაქი ტირის, დაუჯერებელია შენი აღარ ყოფნა…“ 

    ყველას გული იყავი, უზომოდ მოსიყვარულე და კეთილი“, – წერენ პოსტის კომენტარებში.

    როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ახალგაზრდა ქალი, მოულოდნელად, სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა.

  • ⭕️ დედა გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

    ⭕️ დედა გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

    13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    დაღუპულების ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი შემთხვევის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის ღამეს, შესაძლოა, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილი არ იჯდა.

    „კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომელსაც ბიძა მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, ელიზბარაშვილი მანქანის საჭესთან არ იჯდა, თვითონ იბრალებს.

    დედა იმიტომ გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში…“, – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

    გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი 13 ივლისს დაეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი შემთხვევის დღესვე დააკავეს.

  • რა აღმოაჩინა დედამ 25 წლის ქალის დღიურში, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულა – გახმაურებული საქმის დეტალები

    რა აღმოაჩინა დედამ 25 წლის ქალის დღიურში, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულა – გახმაურებული საქმის დეტალები

    ესპანეთში გახმაურებული ევთანაზიის საქმის მონაწილე, 25 წლის ნოელია კასტილიოს დედამ პროკურატურას მიმართა და მისი ქალიშვილის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიება მოითხოვა.

    ნოელია კასტილიო 2026 წლის 26 მარტს ევთანაზიის პროცედურის შედეგად გარდაიცვალა. მის გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი სამართლებრივი დავა უძღოდა.

    ახლა კი საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა. ესპანური გამოცემა El País-ის ინფორმაციით, ნოელიას დედამ ბარსელონისა და ტარაგონას პროკურატურებში ორი საჩივარი შეიტანა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება მოითხოვა, რომლებმაც, მისი ქალიშვილის მონათხრობის მიხედვით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

    ნოელია ამტკიცებდა, რომ სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს, რის შემდეგაც მასზე სამმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. სავარაუდო ძალადობის შემთხვევებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნოელიამ თვითმკვლელობა სცადა. ის გადარჩა, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად პარაპლეგია განუვითარდა და ქრონიკული ფიზიკური ტკივილებით ცხოვრობდა.

    მოგვიანებით ნოელიამ ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ევთანაზიის უფლებით სარგებლობა მოითხოვა. მის გადაწყვეტილებას მამა ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც პროცესი ხანგრძლივ სამართლებრივ დავაში გადაიზარდა. 2026 წლის 26 მარტს, 25 წლის ასაკში, ნოელია კასტილიო ევთანაზიის პროცედურის შედეგად გარდაიცვალა.

    ახლა მისი დედა ცდილობს, ქალიშვილის მიერ დატოვებული წერილობითი მასალების საფუძველზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევები ოფიციალურად გამოიძიონ და შესაძლო დამნაშავეების ვინაობა დაადგინონ.