Author: tea

  • 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. შესაძლოა, მოულოდნელმა შეხვედრამ საინტერესო იდეა გაგიჩინოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.

    კურო
    ოჯახური და პირადი ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს. საღამო დასვენებისა და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად საუკეთესოა.

    ტყუპები
    ინფორმაციის მიღებისა და ახალი კონტაქტების დღეა. სამსახურში ან სწავლაში წარმატებას მიაღწევთ, თუ დეტალებს ყურადღებას მიაქცევთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ დაპირებებს.

    კირჩხიბი
    ფინანსური საკითხები წინა პლანზე გადმოვა. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის ან საინტერესო შეთავაზების შესახებ გაიგოთ. ემოციური ფონი სტაბილური იქნება.

    ლომი
    დღე თქვენს მხარესაა. ენერგია და თავდაჯერებულობა საშუალებას მოგცემთ, რთული საქმეებიც მარტივად მოაგვაროთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    ქალწული
    ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. დღეს სჯობს, მიმდინარე საქმეები დაასრულოთ და მომავალი ნაბიჯები კარგად დაგეგმოთ. საღამოს დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

    სასწორი
    მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება. შესაძლოა, საინტერესო პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიიღოთ. სიყვარულში გულწრფელობა ყველაზე მეტად დაფასდება.

    მორიელი
    კარიერული მიმართულებით მნიშვნელოვანი დღეა. თქვენი შრომა ყურადღების მიღმა არ დარჩება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თუ ვინმე თქვენს მოთმინებას გამოცდის.

    მშვილდოსანი
    ახალი გამოცდილებისა და მოგზაურობის სურვილი გაძლიერდება. კარგი დღეა სწავლის, ახალი ცოდნის მიღებისა და სამომავლო გეგმების დასაწყებად.

    თხის რქა
    დღეს სჯობს, ფინანსურ ვალდებულებებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებას მიგანიშნებთ, ამიტომ საკუთარ თავს ენდეთ.

    მერწყული
    ურთიერთობები დღის მთავარი თემა იქნება. პარტნიორთან ან ახლობელ ადამიანთან გულწრფელი დიალოგი მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებს. სამსახურში კომპრომისი წარმატებას მოგიტანთ.

    თევზებიდღე ყოველდღიური საქმეების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელია. ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება მიაქციეთ – მცირე დასვენება და სწორი რეჟიმი ენერგიას შეგმატებთ. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.

  • 🔴 რა ხდება ამ წუთებში კარტოზიას ქუჩაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა

    🔴 რა ხდება ამ წუთებში კარტოზიას ქუჩაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა

    თბილისში, საბურთალოს რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

    უწყების ცნობით, ბინაში შემთხვევის დროს ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.

    ცეცხლი კარტოზიას 6 ნომერში, m2-ის საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა.

    ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

    ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

  • რამხელა ტრაგედიაა, ახალგაზრდა გოგო დაიღუპა.

    რამხელა ტრაგედიაა, ახალგაზრდა გოგო დაიღუპა.

    თბილისში ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა.

    სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    როგორც „ფეისბუქ“ მომხმარებლები წერენ, ვერიკო ნოზაძე, მეცხრე სართულიდან გადავარდა.

  • 🔻 კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო

    🔻 კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო

    🔻 კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო | ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტათია ნიკოლაშვილი ავრცელებს.
    💬 “უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ‼️ სრულიად უპატრონო ქვეყანაში ‼️
    რამდენიმე წუთის წინ კაპროვანის სანაპიროზე ადამიანი გარდაიცვალა ‼️ამ ქვეყანაში ხომ უბრალოდ, ხალხს რითაც უნდა ეხმარებოდნენ, იმისთვის არც ფული, არც ყურადღება და არც არანაირი რესურსით არ არის დაინტერესებული ხელისუფლება ‼️ რამდენი ხნის მანძილზე ცდილობდნენ მოქალაქეები საკუთარი ძალებით გამოეყვანათ ადამიანი სანაპიროზე წყლიდან, როდის მოვიდა ძვლივს მაშველი რომ გამოეძახა შესაბამისი ტექნიკა, მერე ეს ერთადერთი სამაშველო ტექნიკა როდის მოვიდა, მარტომ ვეღარ იპოვა… ისევ მოქალაქეები დაეხმარნენ. შემდეგ სასწრაფომ ხომ ვერასდროს მოაღწია‼️ ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ ადამიანები, სასწრაფო 20-25 წუთის შემდეგ მოვიდა ‼️ ჩემი დიდი პატივისცემა ყველა მაშველს, ვინც მუშაობს, მაგრამ მე მაპატიეთ ეს სპეციალობა, პირველ რიგში ფიზიკურ მომზადებას გულისხმობს და არა იმ მძიმეწონიან, დიდ მუცლიან ხალხს, ძვლივს რომ მიგორავენ სანაპიროზე‼️არც იმას, სამსახურის უფროსები რომ არიან მომჯდარი ბოლო მოდელ ჯიპებზე‼️ მათი იქ მოსვლა მერე არაფერს შველის … ტექნიკა და შესაბამისი მომზადების ხალხისთვის უნდა იხარჯებოდეს თანხები ‼️” | წერს ნიკოლაშვილი.
    🔴 მთავარი დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.
  • ‼️ როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – განახლებული პროგნოზი

    ‼️ როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – განახლებული პროგნოზი

    საქართველოს უმეტეს რეგიონში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ დღეებში, განსაკუთრებით მთიან და აღმოსავლეთ რეგიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ადგილობრივად სეტყვაც.

    დაბლობში დღისით ჰაერი +31…+37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ყველაზე ცხელ რაიონებში ტემპერატურა შესაძლოა +38 გრადუსსაც მიუახლოვდეს. ღამის საათებში +19…+24 გრადუსია მოსალოდნელი.

    თბილისში კვირის განმავლობაში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დღის საათებში ტემპერატურა +35…+37 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ დღეს შესაძლებელია ღრუბლიანობის მატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

    დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +30…+34 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ზღვისპირა კურორტებზე შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი – +28…+31 გრადუსი. დღის მეორე ნახევარში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

    მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შედარებით გრილი ამინდი იქნება. ტემპერატურა +20…+28 გრადუსს შორის იმერყევებს. შუადღის შემდეგ მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ადგილობრივად ძლიერი ქარი და სეტყვა.

  • 🔻 კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა

    🔻 კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა

    🔻 კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა | ინფორმაციას შსს ავრცელებს
    💬 “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” | წერს უწყება
  • ‼️ ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა იხილეთ პირველი კომენტარი 👇

    ‼️ ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა იხილეთ პირველი კომენტარი 👇

    თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ოპერის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს

  • ვრცელდება კადრები იმ ოთახიდან, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე სპეცრაზმს შეიარაღებული დახვდა

    ვრცელდება კადრები იმ ოთახიდან, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე სპეცრაზმს შეიარაღებული დახვდა

    “TV პირველი” ავრცელებს კადრებს იმ ოთახიდან, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე სპეცრაზმს შეიარაღებული დახვდა.

    42 წლის კაცი შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.

    ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. ა

    რსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.

    რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. “ალფა რომეოს” მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

  • ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო

    ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო

    ჰარვარდის ფიზიკოსი, მაიკლ გილენი აცხადებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

    გილენი ნაშრომში ცდილობს, ფიზიკის ენით ახსნას ერთ-ერთი უძველესი მეტაფიზიკური კითხვა – სად შეიძლება მდებარეობდეს სამყაროს საწყისი.

    გილიენი არ საუბრობს ღმერთზე რელიგიური გაგებით. მისი მიდგომა უფრო აბსტრაქტულია: თუ „ღმერთს“ განვიხილავთ, როგორც აბსოლუტურ, პირველადი ინფორმაციისა და მიზნობრიობის წყაროს, რომელიც მთელ რეალობას მართავს, მაშინ, მეცნიერის აზრით, ამ „წყაროს“ ფიზიკური ანალოგი შეიძლება  კოსმოლოგიურ მოვლენათა ჰორიზონტი იყოს.

    ეს არის წარმოსახვითი სფერო, რომელიც შემოსაზღვრავს დაკვირვებად სამყაროს, საიდანაც სინათლემ ჯერ კიდევ მოასწრო ჩვენამდე მოღწევა დიდი აფეთქების შემდეგ. ამ ჰორიზონტამდე გამოთვლილი მანძილი დაახლოებით 46,5 მილიარდი სინათლის წელია, ანუ დაახლოებით 439 კვადრილიონი კილომეტრი.

  • „4 შვილი დარჩა…“ – ყაზახეთში 35 წლის ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა

    „4 შვილი დარჩა…“ – ყაზახეთში 35 წლის ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა

    ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 35 წლის ქართველი გარდაიცვალა.

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მკვიდრი, მიშა ზაალიშვილი, ყაზახეთში წლების განმავლობაში, მამასთან ერთად, ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა.

    გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება.

    ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს და არ გამორიცხავს, რომ მამაკაცის მოულოდნელი გარდაცვალება ზაალიშვილის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდებოდეს.

    გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა და სამართალდამცავები დაადგენენ.

    მიშა ზაალიშვილის ცხედარი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სოფელ კისისხევში უკვე ჩამოასვენეს.

    გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.