Author: tea

  • “ვიდეოკამერებში ჩანს, ეს მანიაკი როგორ იწვევს და აღიზიანებს ძაღლს და ბოლოს დანით თუ ხანჯლით ჩეხავს!” – დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

    “ვიდეოკამერებში ჩანს, ეს მანიაკი როგორ იწვევს და აღიზიანებს ძაღლს და ბოლოს დანით თუ ხანჯლით ჩეხავს!” – დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

    ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ძაღლს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “რამდენიმე დღის წინ დუშეთში ერთმა არაადამიანმა სასტიკად მოკლა(დაჩეხა) ძაღლი!!! ძაღლი მხოლოდ მანქანებს უყეფდა, მაგრამ არ ერჩოდა ადამიანებს! ცუგა ერთ-ერთი დუშელის იყო და შემდეგ, როცა მობეზრდათ, სახლიდან ქუჩაში მოისროლეს!! თურმე ვიდეოკამერებში ჩანს, ეს მანიაკი როგორ იწვევს და აღიზიანებს ძაღლს და ბოლოს დანით თუ ხანჯლით ჩეხავს! და ისიც გავარკვიე, რომ დიდი ხანია ეს არაადამიანი დუშეთის (და ალბათ არამხოლოდ დუშეთის) ძაღლებს აწიოკებს და სცემს!!! მე ეს ამბავი ამ წუთას გავიგე და როგორც მითხრეს, ამ დანაშაულის დასაფარად იქვე ერთ-ერთი მაღაზიის რამდენიმე თანამშრომელმა სისხლის კვალიც დაფარა! (საჭიროების შემთხვევაში გვარებსაც ავაფრიალებ)!!! მერე კი მერიის დასუფთავების სამსახურმა ძაღლის ნეშტი ჩუმად წაიღო და დამარხა!!!

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ამ დეტალებსაც უკეთ გავარკვევ ცოტა ხანში! ყველა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიგიძღვით, მკვლელით დაწყებული, “მიმჩქმალავებით” დამთავრებული, ხართ არამზადები, მანიაკები და საზოგადოებისთვის საშიშები! შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, მოვითხოვ ყველა დამნაშავე სათითაოდ და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს!!! ეს ადამიანები მხოლოდ ცხოველებისთვის არ არიან საშიშები, გაიგეთ და შეიგნეთ ეს! “თუ ძაღლები გინდათ, სახლში წაიყვანეთ” და მსგავსი აზროვენბის ხალხი ავტომატურად დაიბლოკებით! სახლის იყო ბატონო ეს ცუგაც, მარა ისროლა პატრონმა ქუჩაში!” – წერდა მოქალაქე სოციალურ ქსელში.

  • „მსოფლიოში ტემპერატურა პიკს აღწევს, თუმცა საქართველოში სიგრილეა… უჩვეულო ზაფხულია“ – რას წერს გიორგი ლობჯანიძე

    „მსოფლიოში ტემპერატურა პიკს აღწევს, თუმცა საქართველოში სიგრილეა… უჩვეულო ზაფხულია“ – რას წერს გიორგი ლობჯანიძე

    ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში არსებულ კლიმატსა და გახშირებულ მიწისძვრებზე წერს.

    „მსოფლიოში ტემპერატურა პიკს აღწევს, თუმცა საქართველოში სიგრილეა. განსაკუთრებით ევროპის კონტინენტია გამოსაყოფი.

    სამწუხაროდ, რამდენიმე ადგილას ძლიერი მიწისძვრები ფიქსირდება მიყოლებით და პერიოდულად.

    უნდა გამოიყოს ვენესუელა, სადაც 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრამ გაანადგურა შენობები, შემდეგ ცა წითელ ფერებში შეიმოსა. (ვიდეო კომენტარებში). ძლიერი ბიძგები იყო იაპონიასა და ფილიპინებში, ასევე ავღანეთსა და პაკისტანში.
    უჩვეულო ზაფხულია, მშვიდობას გისურვებთ ყველას!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.

  • რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად

    რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად

    თვალის და ნეგატივის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან რისიც გვეშინია, ვიზიდავთ, – ამის შესახებ ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე აცხადებს.

    „როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული ნეგატიური მუხტი, აუცილებელია, გარკვეული მოქმედებები: სხეული უნდა იყოს ტონუსში, სირბილი შეგიძლიათ დაიწყოთ…დაიმახსოვრეთ, დიდი ნეგატივი დიდი პოზიტივის დასაწყისია.

    კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ნეგატიურ ენერგიებთან სხვადასხვანაირი იმუნიტეტი გააჩნიათ:

    1-ელში, 10-ში, 19-ში და 28 რიცხვებში დაბადებულები განსაკუთრებით იზიდავენ ყურადღებას და თვალს, მაგრამ მდგრადები არიან ამ ყველაფრის მიმართ. წაიქცევიან, მაინც ადგებიან და გასაკეთებელს გააკეთებენ. ცუდი ის არის, რომ ისინი გაფრთხილებებს არ იღებენ.

    2, 11, 20 და 29 –  განსაკუთრებით სენსიტიურები არიან. ეს ადამიანები მგრძნობიარე ნატურები არიან, პოზიტიურ ენერგიას იმდენად ძლიერად გრძნობენ, რამდენადაც ნეგატიურს.  მათთვის დაცვა, თილისმების ტარება და შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ანალოგიურად, 3, 12, 21 და 30 რიცხვში დაბადებულებს აქვთ სამყაროსადმი ღიაობა და ხშირად, ადამიანები ამ ყველაფრით სარგებლობენ, ენერგოველს უბინძურებენ და შემდეგ მათ დახმარება სჭირდებათ, ამიტომ მათთვის თილისმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    რაც შეეხება, 4, 13, 22, 31 – კერკეტი კაკლებივით უტეხები არიან. ძლიერი დაცვა აქვთ, ძალიან დიდი მდგრადობა გააჩნიათ. საკუთარ თავს იმაზე მეტს უშავებენ, ვიდრე გარე პიროვნებები ახდენენ მათზე ზემოქმედებას.

    საკუთარი თავის გათვალვა თვალის და ნეგატივის ერთ-ერთი ფორმაა. საკუთარი ეჭვებით თავს აზიანებენ.

    5, 14, 23 – ამ ადამიანებს თვალის მიმართ კარგი თავდაცვის უნარი აქვთ, უბრალოდ, ხშირია, როცა ვერ აღიქვამენ როდის დაბინძურდნენ. როცა ცოდნით შეიარაღებულები არიან, მარტივად გაუმკლავდებიან ყველაფერს.

    6, 15, 24 – ეს ადამიანები ძალიან ამტანები არიან, მაგრამ სხვების მიმართ გახსნილები. მათ ძალიან დიდხანს შეუძლიათ ატარონ ნეგატიური ფიქრები, თვალი, არ აწუხებენ სხვებს… სჭირდებათ, რომ თავდაცვის მექანიზმები შეიმუშაონ.

    7, 16, 25 – ამ ადამიანებმა ყოველთვის იციან, ვინ და როგორ მოქმედებს მათზე ცუდად. ვინც მათ თვალავს, მის მიმართ ნეგატიური განწყობა ავტომატურად უჩნდებათ, სარკისებურად უბრუნებენ.

    8, 17, 26 – ასევე ძალიან ძლიერი ამტანობა გააჩნიათ, თუმცა, ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან მათი გამთვალავი. უცხოებისადმი კარგი იმუნიტეტი გააჩნიათ, ახლობლებთან უჭირთ. ამ დროს, მნიშვნელოვანია თავიანთი ინტერესები დაიცვან.

    9, 18, 27 – ამ შემთხვევაში გვანან 7-იანებს, მათაც ძლიერი ინტუიცია აქვთ. თუმცა, საკუთარი ეჭვებით და ფიქრებით თავს იზიანებენ.

  • სიახლე მგზარებისთვის, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რომელ ავტობუსებს შეეხება ცვლილება?

    სიახლე მგზარებისთვის, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რომელ ავტობუსებს შეეხება ცვლილება?

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება.

  • ‼️ ურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო

    ‼️ ურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო

    ურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო – გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სანაპიროზე, კარავში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ბავშვი გამოეპარათ. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

  • “ვაგონებიდან ხალხი გამოიყვანეს” – რა ხდებოდა მეტოსადგურ “სადგურის მოედანზე”,  ვრცელდება კადრები

    “ვაგონებიდან ხალხი გამოიყვანეს” – რა ხდებოდა მეტოსადგურ “სადგურის მოედანზე”, ვრცელდება კადრები

    “სადგურის მოედანზე, მატარებელს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა და დაიცალა მგზავრებისგან, რის შემდეგაც მგზავრები შემდეგ მატარებელს დაელოდნენ,” – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

    კადრებს “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

  • VIDEO: „მკლავი მომირჩინა…“ – წყარო ტაძარში, რომელიც ბევრ სნეულებას კურნავს

    VIDEO: „მკლავი მომირჩინა…“ – წყარო ტაძარში, რომელიც ბევრ სნეულებას კურნავს

    სოფელ ოფრეთში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს ნათლისმცემლის (ზიარების) სახელობის უნიკალური ტაძარი. მისი მთავარი სიწმინდე არის სასწაულმოქმედი წყარო, რომელიც პირდაპირ ეკლესიაში, ჩრდილოეთ კედელთან ამოდის და საკურთხეველთან ახლოს მოედინება. ხალხური გადმოცემით, უშვილობისა და სხვადასხვა სნეულებისგან განკურნებისთვის არის ცნობილი.

    სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს და მორწმუნეები თავიანთ გამოცდილებაზეც ხშირად წერენ. ერთ-ერთი მორწმუნე წერს, რომ ნატკენი მკლავი მოურჩინა და ტკივილი აღარ აწუხებს.

    ნახეთ კადრები ↓

    https://www.facebook.com/reel/1663196388020986
    https://www.facebook.com/reel/1663196388020986
    https://www.facebook.com/reel/1663196388020986
  • ცნობილია, ნაძალადევში ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ვინაობა – “ასეთი ამბავი გავიგე…”

    ცნობილია, ნაძალადევში ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ვინაობა – “ასეთი ამბავი გავიგე…”

    ძალიან ბევრი ადამიანი შეძრა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა უმძიმესმა კადრებმა, სადაც ჩანს, როგორ დაეჯახა ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა. ქალი ტროტუარზე

    მოძრაობდა, როდესაც ტროტუარიდანვე დაძრული მანქანა მას დაეჯახა და იქვე მდგარ მეორე ავტომობილს მიაჯახა. სამწუხაროდ, ქალმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.კადრები, როგორც ჩანს, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. მასში ჩანს, რომ ჯიპის

    მძღოლი ქალია. ამ საშინელ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს ნაკლების ჩვენება.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ, მანქანას, რომელიც ქალს დაეჯახა, რუსული ნომრები ჰქონდა.

    “ნახალოვკაში”, ცოტნე დადიანზე, სამშობიაროსთან მოხდა ეს საშინელი ფაქტი – 21 ივნისს, სილამაზის სალონის წინ. ქალი ტროტუარზე მოძრაობდა, როცა გაუსწორდა იმ გაჩერებულ მანქანას, უცებ დაძრა საჭესთან მყოფმა ჯიპი, დაეჯახა და იქვე მდგარ “ტესლაზე” მიასრისა. რუსების ავტომობილი იყო, რუსული ნომრებით, საჭესთან ქალი იჯდა…ამბობდნენ, რომ თითქოს პედლები აერია და გაზს დააჭირა და მერე დაიბნა.

    თითქოს ცოცხალი იყო საწყალი ქალი, სასწრაფოც მალე მოვიდა, მაგრამ უკვე ნათელი იყო, რომ ვერ გადარჩებოდა… განაგრძეთ კითხვა

  • “მანქანიდან გადმოვიდა და ნათესავს ურეკავდა. მგონი ქალი მოვკალიო..აახლაც შოკში ვარ” – რას ამბობენ თვითმხილველელბი ნაძალადევში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?

    “მანქანიდან გადმოვიდა და ნათესავს ურეკავდა. მგონი ქალი მოვკალიო..აახლაც შოკში ვარ” – რას ამბობენ თვითმხილველელბი ნაძალადევში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?

    “საოცარი ადამიანი მოკლა, რომელიც თავის გზაზე მიდიოდა. ძალიან მტკივა გული. რამდენიმე დღის წინ დავკრძალეთ, შოკში ვარ ,” – ამბობს ავარიის დროს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

    სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, როგორ დაეჯახა ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი. ქალი ადგილზე გარდაივალა.
    შემთხვევა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა.

    შსს თქმით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

    როგორც თვითმხილველები წერენ მძღოლი, რომელიც ქალს დაეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და ნათესავს ურეკავდა, მგონი ქალი მოვკალი, მიშველეო. გამვლელმა დარეკა 112-ში.

    საშინელებმა იყო, შევესწარი. გაჩერებაზე ვიდექი ავტობუსს ველოდებოდი. თითქოს ისე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალს მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გავიგე, რომ ვერ მოხერხდა გადარჩენა. ახლაც შოკში ვარ, – ამბობენ თვითმხილველები.

    წყარო: palitravideo.ge

  • ფინანსთა მინისტრის სასიხარულო განცხადება, პენსია და სოციალური დახმარების მიმღები ადამიანებისთვის.

    ფინანსთა მინისტრის სასიხარულო განცხადება, პენსია და სოციალური დახმარების მიმღები ადამიანებისთვის.

    ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800 მლნ ლარზე მეტით, – ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
    მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში:

    70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

    70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;

    გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

    ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს;

    ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

    დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი