Author: tea

  • რატომ უნდა ჩავასხათ სარეცხის მანქანაში თეთრი ძმარი, ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

    რატომ უნდა ჩავასხათ სარეცხის მანქანაში თეთრი ძმარი, ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

    სარეცხის მანქანამ დიასახლისებს საქმე ძალიან შეუმსუბუქა და დროც დაუზოგა, თუმცა, მოგეხსენებათ, ის ყოველთვის სათანადოდ ვერ უმკლავდება ლაქებს და ჩამჯდარ სუნს და დამატებითი ძალისხმევა გვჭირდება. რეცხვის ხარისხის გაუმჯობესებაში ჩვეულებრივი სუფრის ძმარი დაგეხმარებათ, უმჯობესია თეთრი. ძმრითვე შეგიძლიათ გაწმინდოთ მანქანა დიდი წარმატებით.

    ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ეკოლოგიურ საწმენდ საშუალებებს, რომელთა გამოყენება უსაფრთხოა, განსაკუთრებით – თუ სახლში ბავშვები და შინაური ცხოველები გყავთ. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ძმარი. ის შესანიშნავად აქრობს უსიამოვნო სუნს, დეზინფექციას უკეთებს ზედაპირებს და ჭუჭყსაც ადვილად აშორებს. რაც შეეხება რეცხვას, სუფრის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრეულის რეცხვისას და ტანსაცმლიდან ლაქების მოსაშორებლადაც. აი, როგორ:

    ძმარი – სარეცხის კონდიციონერის მაგიერ

    კონდიციონერს ბევრი იყენებს სარეცხის დასარბილებლად. ძმარი შესანიშნავად არბილებს უხეშ ქსოვილებს, ამიტომ სპეციალური ქიმიური საშუალების ყიდვის ნაცვლად ძმარი გამოიყენეთ. გარდა იმისა, რომ ქსოვილს არბილებს, ძმარი უსიამოვნო სუნსაც აქრობს, ხოლო გამშრალი სარეცხი არ ელექტროვდება – შესაბამისად, ანტისტატიკის ყიდვაც აღარ დაგჭირდებათ. ჩაასხით 100 მლ სუფრის ძმარი დამარბილებლისთვის განკუთვნილ უჯრაში, განსაკუთრებით, როდესაც პირსახოცებს რეცხავთ. ძმრით გარეცხვის შემდეგ ისინი ბუმბულივით ფუმფულა და რბილია.

    ძმარი, როგორც მათეთრებელი

    სარეცხ მანქანაში რეცხვისას თეთრი ტანსაცმელი თანდათან მონაცრიფრო ან მოყვითალო ელფერს იღებს. ეს რომ არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ჯობია ისინი სხვა ფერის სამოსთან არ რეცხოთ. გარდა ამისა, დაუმატეთ 100 მლ სუფრის ძმარი გავლებისას ან კონდიციონერისთვის განკუთვნილ უჯრაში ჩაასხით. ძმარი თეთრ ნივთებს სიქათქათეს შეუნარჩუნებს, ამას გარდა, მოაშორებს ოფლის ყვითელ ლაქებს. ამავე მეთოდით შეგიძლით გარეცხოთ ფარდები და სუფრები.

    ძმარი ლაქების და უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ

    ძმრით ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანაც შესაძლებელია: დააშხეფეთ ძმარი დალაქავებულ ადგილას და დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ არ ამორეცხოთ და ასევე მოათავსეთ მანქანაში გასარეცხად. ასეთი მეთოდი გამოდგება ბამბის და პოლიესტერის ქსოვილებიდან ლაქების ამოსაყვანად. ძმრით შეგიძლიათ გარეცხოთ ფარდები, დივანის ბალიშები და შალითები ნიკოტინის, ნესტის ან სიძველის სუნის მოსაშორებლად. ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორადი ტანსაცმლიდან ჩამჯდარი უსიამოვნო სუნის მოსაშორებლადაც.

    ფერადი ტანსაცმლის რეცხვა

    ფერად ტანსაცმელს ზოგჯერ ფერი გასდის და ხუნდება. თუ გეშინიათ, რომ რომელიმე სამოსს რეცხვისას ფერი გაუვა და გახუნდება, წინასწარ ჩაალბეთ წყალში, რომელსაც 150 მლ ძმარი ექნება დამატებული, 20 წუთის შემდეგ კი ჩვეულებრივ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.

    შინაური ცხოველების ბეწვების მოცილება ტანსაცმლიდან

    თუ სახლში კატა ან ძაღლი გყავთ, მათი ბეწვები ყველგანაა. შეიძლება შეეგუოთ წინდებსა და შარვალზე ცხოველის ბეწვებს, მაგრამ გირჩევთ, ისინი 100 მლ ძმრის დამატებით გარეცხოთ. ასე ბეწვები უკეთ მოსცილდება ქსოვილს და მათ გავლებისას წყალი წაიღებს.

    ნადების და ობის მოცილება სარეცხი მანქანიდან

    პერიოდულად საჭიროა სარეცხი მანქანის გაწმენდა ობისა და ნადებისგან. ობის სუნს ადვილად მიხვდებით – ის ყველაზე ხშირად სარეცხი მანქანის დოლურას რეზინზე ჩნდება. თუ სპორტულ ფეხსაცმელს და ძალიან ჭუჭყიან სარეცხს რეცხავთ, მაშინ განსაკუთრებით საჭიროა დოლურას გაწმენდა, რათა დარჩენილი ჭუჭყი თეთრეულს არ მოეცხოს.

    სარეცხი მანქანის დეზინფიცირებისა და ჭუჭყისა და ნადების მოსაშორებლად 200 მლ ძმარი ჩაასხით ფხვნილისთვის განკუთვნილ უჯრაში, შემდეგ ჩართეთ რეცხვის რეჟიმი მაღალ ტემპერატურაზე – მინიმუმ 60 გრადუსზე მაინც. როცა რეცხვას მორჩება, მანქანა დენის წყაროდან გამორთეთ და დოლურა და მისი რეზინის რგოლი შიგნიდან გაწმინდეთ სუფრის ძმრით.

    ამ პროცედურის შემდეგ მანქანა გავლების რეჟიმზე ჩართეთ, ბოლოს კი დოლურა და რეზინი კარგად გაამშრალეთ. როცა მორჩებით, მანქანის კარი ღია დატოვეთ, რომ განიავდეს.

    ზოგადად, ყველა დიასახლისმა იცის, რომ ყოველი გარეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია უნდა დატოვოს, რათა შიგნით ობი არ გაჩნდეს.

    თუ ასე მოიქცევით, თქვენი მანქანა დიდხანს მოგემსახურებათ და სარეცხსაც უფრო ხარისხიანად გარეცხავს.

  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის აგვისტო განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება

    ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის აგვისტო განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება

    2026 წლის აგვისტო ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი და იღბლიანი აღმოჩნდება. ასტროლოგების პროგნოზით, მათ წინაშე ისეთი პერსპექტივები გაიხსნება, რომლებზეც შესაძლოა დიდხანს ოცნებობდნენ. წარმატება თითქმის ყველა სფეროს შეეხება.

    ტყუპები – აგვისტოს დასაწყისიდანვე ტყუპები ენერგიისა და მოტივაციის მოზღვავებას იგრძნობენ, რაც გარშემომყოფებისთვისაც თვალსაჩინო გახდება. მთავარია, ქაოსურმა ინიციატივებმა და გადამეტებულმა სიჩქარემ ხელი არ შეგიშალოთ.

    ასტროლოგები გირჩევენ, არ შეშინდეთ და რისკზე წახვიდეთ – ნაკლებს ნუ დასჯერდებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას, რადგან ამ შეხვედრებმა შესაძლოა თქვენი ბედი განსაზღვროს. თუ სამუშაოს შეცვლის პერსპექტივა გამოჩნდება, კომფორტის ზონიდან გამოსვლის ნუ შეგეშინდებათ – იღბალი სწორედ გამბედავების მხარესაა.

    მორიელი – მორიელებისთვის ზაფხულის ბოლო თვე მასშტაბური ტრანსფორმაციისა და პიროვნული ზრდის პერიოდი იქნება. ისინი მზად იქნებიან რადიკალური ცვლილებებისთვის, რაც საბოლოოდ დიდ წარმატებამდე მიიყვანთ.

    22 აგვისტომდე, სანამ მზე მე-10 სახლშია, იღბალი უპირატესად კარიერულ წინსვლაში გამოვლინდება, რის შემდეგაც აქცენტი პირად ურთიერთობებზე გადაინაცვლებს. ამ პერიოდში მარტივად იპოვით საერთო ენას რთულ ხასიათის ადამიანებთანაც კი. თუმცა, გახსოვდეთ: აქტიურობის პარალელურად აუცილებელია ძალების აღდგენა, რათა ემოციური და ფიზიკური გამოფიტვა აიცილოთ თავიდან.

    თევზები – თევზებისთვის აგვისტო სრული განახლების თვე გახდება. ისინი შეძლებენ იმ ჰარმონიისა და ბალანსის პოვნას, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ეძებდნენ.

    პასიურად დინების მიყოლას ახლა აქტიური მოქმედება ჯობს – გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა კონკურენტებს გაუსწროთ. იღბალი გაგიღიმებთ პირად ცხოვრებაშიც: ადამიანი, ვისგანაც  ყურადღებასაც დიდხანს ელოდით, საბოლოოდ ინტერესს გამოიჩენს. წარმატების შესანარჩუნებლად მთავარი პირობა „ცივი გონების“ შენარჩუნება და ემოციების კონტროლია.

  • +38 გრადუსამდე დაცხება – 1 თვის ამინდის პროგნოზი

    +38 გრადუსამდე დაცხება – 1 თვის ამინდის პროგნოზი

    აგვისტოში საქართველოში, წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც აღინიშნება, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში.

    სინოპტიკოსების შეფასებით, ჰაერის ტემპერატურა აგვისტოს განმავლობაში საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე მცირედით მაღალი იქნება.

    დაბლობ და ბარის რაიონებში დღის საათებში ტემპერატურა ძირითადად +33…+38 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, ხოლო ყველაზე ცხელ დღეებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +39…+41 გრადუსამდეც მოიმატებს.

    თბილისში აგვისტოს უმეტეს დღეებში მოსალოდნელია მზიანი და მშრალი ამინდი. დღის ტემპერატურა ძირითადად +35…+38 გრადუსი იქნება, ხოლო ცალკეულ დღეებში შესაძლოა +40 გრადუსსაც მიაღწიოს.

    დასავლეთ საქართველოში ჰაერი შედარებით ნოტიო იქნება. შავი ზღვის სანაპიროზე ტემპერატურა +30…+33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო სიცხე უფრო მძაფრად იგრძნობა.

    მთიან და მაღალმთიან რეგიონებში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მატება, ადგილობრივი ხასიათის წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაც.

  • 🔻 ვრცელდება კადრები, რომელიც გორში, პაბში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 ვრცელდება კადრები, რომელიც გორში, პაბში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️

    “პირველებმა“ მოიპოვა კადრები, რომელიც გორში, ცენტრალ პაბში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს. დაპირისპირება რესტორნის შიდასამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს.

    კადრები გარჩევადია და ყველა პირი, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ცივ იარაღს ხმარობს და ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობს, იდენტიფიცირებადია.

    ჩხუბი სტალინის გამზირზე მდებარე პაბის სტუმრებს შორის ხმაურის გამო იწყება. 10-კაციან სუფრაზე მჯდომი ჯარისკაცები გვერდზე მაგიდასთან მჯდომ პირებს ხმაურის გამო შენიშვნას აძლევენ და იწყება სიტყვიერი შელაპარაკება. კადრებში გარკვევით ჩანს, რომ სავარაუდოდ, ჯარისკაცების ჯგუფი მეორე მაგიდის 2 წევრს ე.წ კუპეში უვარდება და სახის და სხეულის სხვადასხვა არეში მუშტებს გამეტებით ურტყამს.

  • „დაბერების საწინააღმდეგო არის ერთადერთი კრემი…“ – არუნ ხათრის რეკომენდაცია

    „დაბერების საწინააღმდეგო არის ერთადერთი კრემი…“ – არუნ ხათრის რეკომენდაცია

    ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას მორიგ მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს, რომელიც სახის კანს და მის მოვლას ეხება.

    არუნის თქმით, იმისთვის, რომ ნაოჭები არ გაჩნდეს, აუცილებელია, რომ მზისგან დამცავი და კანის კარგი დამატენიანებელი გამოვიყენოთ.

    ვრცლად ↓

  • ასტროლოგებმა აგვისტოს თვის ფავორიტი ზოდიაქოს 4 ნიშანი დაასახელეს

    ასტროლოგებმა აგვისტოს თვის ფავორიტი ზოდიაქოს 4 ნიშანი დაასახელეს

    აგვისტოს თვე ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით რამდენიმე ზოდიაქოს ნიშნისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელად მიიჩნევა. სხვადასხვა ასტროლოგის შეფასებით, თვის ფავორიტებად ხშირად სახელდებიან ლომი, ქალწული, მშვილდოსანი და კურო.

    პროგნოზების თანახმად, ლომისთვის აგვისტო ახალი შესაძლებლობების, წარმატებისა და პირადი წინსვლის პერიოდია.

    ქალწულისთვის თვის მეორე ნახევარი კარიერული და ფინანსური კუთხით პოზიტიურ ტენდენციებს უკავშირდება.

    მშვილდოსანს ხელსაყრელი პერიოდი ელოდება ახალი პროექტების, მოგზაურობისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, ხოლო კუროსთვის განსაკუთრებული ყურადღება ურთიერთობებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე კეთდება.

  • VIDEO – ვაუუ როგორი ულამაზესი სახლი აქვს დიღომში ხვიჩა კვარაცხელიას

    VIDEO – ვაუუ როგორი ულამაზესი სახლი აქვს დიღომში ხვიჩა კვარაცხელიას

    დიეგო მარადონას ქალაქში ვხედავთ ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პორტრეტებს, მაისურებს, საქართველოს დროშებს… სხვადასხვა ატრიბუტებს…

    ნეაპოლს მხოლოდ იმიტომ არ უყვარს ხვიჩა, თავისი ფეხბურთით ახალი ცეცხლი რომ დაანთო იტალიის სტადიონებზე – ის უყვართ თავმდაბლობისა და დიდი პროფესიონალიზმის გამოც.

    CBS-მა “კვარადონაზე“ სიუჟეტი მოამზადა და საქართველოში, ხვიჩა კვარაცხელიას ბინაც გადაიღო.

  • „4 შვილი დარჩა…“ – 35 წლის ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა

    „4 შვილი დარჩა…“ – 35 წლის ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა

    ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 35 წლის ქართველი გარდაიცვალა.

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მკვიდრი, მიშა ზაალიშვილი, ყაზახეთში წლების განმავლობაში, მამასთან ერთად, ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა.

    გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება.

    ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს და არ გამორიცხავს, რომ მამაკაცის მოულოდნელი გარდაცვალება ზაალიშვილის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდებოდეს.

    გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა და სამართალდამცავები დაადგენენ.

    მიშა ზაალიშვილის ცხედარი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სოფელ კისისხევში უკვე ჩამოასვენეს.

    გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

  • თავბრუსხვევა და სისუსტე… თუ ეს სიმპტომები გაქვთ, დღესვე გადაამოწმეთ… – ექიმის გაფრთხილება

    თავბრუსხვევა და სისუსტე… თუ ეს სიმპტომები გაქვთ, დღესვე გადაამოწმეთ… – ექიმის გაფრთხილება

    დღის განმავლობაში თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაღიზიანება ან გულის ფრიალი გაწუხებთ? მიზეზი ყოველთვის მხოლოდ სტრესი არ არის. ზოგჯერ ორგანიზმი უბრალოდ წყლის ნაკლებობას გვანიშნებს.

    როდესაც საკმარის წყალს არ ვსვამთ, სისხლის მოცულობა მცირდება და გულს მისი გადატუმბვა უფრო უჭირს. შედეგად, ტვინსა და სხვა ორგანოებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რაც შეიძლება გამოიხატოს თავბრუსხვევით, სისუსტით, კონცენტრაციის დაქვეითებით, გულის აჩქარებითა და გაღიზიანებით.

    ბევრი ფიქრობს, რომ თუ საღამოს ერთბაშად ბევრ წყალს დალევს, დღის განმავლობაში დაკარგულ სითხეს აინაზღაურებს. სინამდვილეში, ასე არ ხდება. ორგანიზმს წყალი მთელი დღის განმავლობაში, მცირე ულუფებით სჭირდება.

    ამიტომ ნუ დაელოდებით წყურვილის ძლიერ შეგრძნებას. სვით წყალი რეგულარულად, განსაკუთრებით ცხელ ამინდში ან ფიზიკური დატვირთვის დროს. ზოგჯერ ერთი მარტივი ჩვევა – დროულად წყლის დალევა უკეთესად გაგრძნობინებთ თავს და ენერგიასაც შეგინარჩუნებთ.