Author: tea

  • „ორის მდგომარეობა მძიმეა…“ – უახლესი ინფორმაცია გომის მთაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების შესახებ

    „ორის მდგომარეობა მძიმეა…“ – უახლესი ინფორმაცია გომის მთაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების შესახებ

    გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმის შეფასებით, ორი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო ცხრა პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

    გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

    სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოსული არის 11 პაციენტი, აქედან ექვსი პაციენტი არის პედიატრიული ასაკის და ხუთი პაციენტი არის მოზრდილი. აქედან გამოვარჩევდით ორი პაციენტის მდგომარეობას. ისინი შედარებით მძიმე პაციენტები არიან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგმა ანა კოჩაძემ.

  • „საოცარი ბიჭია, ახლახან დაოჯახდა, არანაირი ნასვამი. ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო…“ – რას ამბობენ გომის მთაზე მომხდარ ტრაგედიაზე

    „საოცარი ბიჭია, ახლახან დაოჯახდა, არანაირი ნასვამი. ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო…“ – რას ამბობენ გომის მთაზე მომხდარ ტრაგედიაზე

    გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ბელარუსის 4 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, დაშვებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მიკროავტობუსს, რომელიც ხრამში გადავარდა, ტურისტები გადაჰყავდა.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს.

    ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

    ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება მიკროავტობუსის მძღოლი:

    „ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო. პირიქით ახალი მიკროავტობუსი იყო, სპრინტერი მერსედესის მარკის. ახლახან იყიდა, ჩამოაყვანინა დიდი ხანი არცაა გასული, საათივით იყო გამართული. რა მოხდა არ ვიცი და ძალიან ვწუხვარ, საოცარი ბიჭია, საოცარი ოჯახი აქვს. ჩემი მეზობელია. თვითონაც საავადმყოფოში ჰყავთ ჯერ. ორსული ცოლი ჰყავს, ახლახან დაოჯახდა. ეს ბიჭი თბილისის ხაზზე მუშაობდა. ძალიან თანამედროვე მიკროავტობუსი იყო. რა მოხდა, არ ვიცი, ვფიქრობ უბრალოდ მანქანამ უღალატა. ძლიერი მძღოლი იყო, არანაირი ნასვამი და არანაირი ჯართი, როგორც აქ წერენ,”- წერს სოციალურ ქსელში მიკროავტობუსის მძღოლის მეზობელი.

  • ზოდიაქოს 5 ნიშანს, 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

    ზოდიაქოს 5 ნიშანს, 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

    ზაფხულის დასრულება ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის ახალი შესაძლებლობების დასაწყისად იქცევა. 2026 წლის სექტემბერი განსაკუთრებით აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდია მათთვის, ვისაც პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებები, ფინანსური გაუმჯობესება, ახალი ნაცნობობა ან პირად ურთიერთობებში სასიამოვნო სიახლეები სურს.

    ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, სექტემბერი ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის განსაკუთრებით გამორჩეული იქნება. ზოგისთვის წარმატება კარიერულ სფეროში მოვა, ზოგისთვის – ფინანსური შესაძლებლობების სახით, ზოგიერთს კი ახალი იდეებისა და ადამიანების წყალობით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება:

    მორიელი – მნიშვნელოვანი გარდატეხის დრო
    მორიელებისთვის სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვე იქნება. ამ პერიოდში შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ მათ მომავალზე იმაზე გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინათ.

    თვის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად. თუ მორიელს დიდი ხანია, აქვს იდეა, რომლის განხორციელებასაც სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებდა, სექტემბერი მოქმედების დაწყებისთვის კარგი დრო იქნება. ახალი პროექტი, სამუშაო შეთავაზება ან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შესაძლოა, სწორედ ახლა გამოჩნდეს.

    მნიშვნელოვანი იქნება ადამიანებთან ურთიერთობებიც. მორიელებს შეუძლიათ, საკუთარი იდეების გარშემო გავლენიანი ადამიანების გაერთიანება და საჭირო მხარდაჭერის მოპოვება. მთავარია, შესაძლებლობა მხოლოდ იმის გამო არ გაუშვან ხელიდან, რომ შედეგი მაშინვე არ ჩანს.

    ფინანსურ სფეროში კი სიფრთხილე საჭიროა. სექტემბერი შესაძლოა, ერთდროულად ახალ შანსებსაც ქმნიდეს და მოულოდნელ ხარჯებსაც. ამიტომ მორიელებისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება – დიდი შესაძლებლობები გამოიყენონ, თუმცა გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებული გათვლით მიიღონ.

    ქალწული – დროა, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ
    სექტემბერი ქალწულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს პერიოდი მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი შესაძლებლობები უფრო ნათლად წარმოაჩინონ.

    თვის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია პროფესიული მიმართულებით. შესაძლოა, ქალწულების შრომა საბოლოოდ დაფასდეს და მათ მიიღონ აღიარება, ახალი პასუხისმგებლობა ან ისეთი შეთავაზება, რომელიც კარიერულ მომავალს შეცვლის.

    სექტემბერი კარგი პერიოდია მათთვისაც, ვინც სამსახურის შეცვლაზე, ახალი პროექტის დაწყებაზე ან პროფესიული მიმართულების გაფართოებაზე ფიქრობს. მთავარი იქნება საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის ნაცვლად ინიციატივის გამოჩენა.

    პირად ცხოვრებაშიც ქალწულებს უფრო მსუბუქი და სასიამოვნო პერიოდი ელოდებათ. ისინი მეტად გახსნილები და კომუნიკაბელურები იქნებიან, რაც ახალი ნაცნობობის ან უკვე არსებული ურთიერთობის გაძლიერების შესაძლებლობას შექმნის.

    განსაკუთრებით საინტერესოა თვის შუა პერიოდი – შესაძლოა, სწორედ მაშინ გაჩნდეს შესაძლებლობა, რომელიც ქალწულებს აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში გაწეული ძალისხმევა უშედეგო ნამდვილად არ ყოფილა.

    მერწყული – ახალი კავშირები ახალ შესაძლებლობებს მოიტანს
    მერწყულებისთვის სექტემბრის მთავარი სიტყვა შესაძლებლობა იქნება. ეს შეიძლება, ეხებოდეს როგორც პროფესიულ საქმიანობას, ისე ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდებიან.

    სექტემბერში მერწყულებს გაუჩნდებათ შანსი, საკუთარი იდეები უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ ან ისეთი ადამიანების მხარდაჭერა მიიღონ, რომელთა დახმარებაც მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

    განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება, იყოს პროფესიული ურთიერთობები. ახალი თანამშრომლობა, საინტერესო შეთავაზება ან გავლენიანი ადამიანის გაცნობაც კი მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯის საფუძველი გახდეს.

    ფინანსური თვალსაზრისითაც მდგომარეობა თანდათან უფრო პერსპექტიული ხდება. თუ მერწყული დიდი ხანია, დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებს, სექტემბერში შესაძლოა, საინტერესო ვარიანტი გამოჩნდეს. თუმცა, საუკეთესო შედეგს ისინი მაშინ მიიღებენ, თუ მხოლოდ სწრაფ მოგებაზე არ იფიქრებენ და გრძელვადიან სარგებელსაც გაითვალისწინებენ.

    პირად ცხოვრებაში კი მოულოდნელობების თვეა. ახალი ადამიანი შეიძლება, სწორედ მაშინ გამოჩნდეს, როცა ამისთვის საერთოდ არ ემზადებიან, სხვებისთვის კი უკვე არსებული ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავა.

    ტყუპები – მოულოდნელი იდეა შეიძლება, დიდ შესაძლებლობად გადაიქცეს
    ტყუპებისთვის სექტემბერი განსაკუთრებით საინტერესოა კრეატიულობისა და ურთიერთობების თვალსაზრისით. ეს ის პერიოდია, როდესაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იდეა შეიძლება, მომავალში მნიშვნელოვან საქმედ იქცეს.

    ტყუპებს მეტი თავდაჯერებულობა ექნებათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისთვის. მათთვის ხელსაყრელი იქნება ახალი პროექტების დაწყება, საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობა, საკუთარი ნიჭის დემონსტრირება და იმ საქმის კეთება, რომელიც ნამდვილად აინტერესებთ.

    სექტემბერში სოციალური წრეც შესაძლოა, გაფართოვდეს. ახალი ნაცნობობა მხოლოდ სასიამოვნო შეხვედრად არ დარჩეს და მომავალში პროფესიულ ან ფინანსურ შესაძლებლობად გადაიქცეს.

    განსაკუთრებით საინტერესოა თვის მეორე ნახევარი. ამ პერიოდში რომანტიკული ცხოვრება აქტიურდება და შესაძლოა მოულოდნელი სიმპათია სერიოზულ ურთიერთობად გადაიქცეს. მათთვის, ვინც უკვე ურთიერთობაშია, სექტემბერი სიახლეების, გულწრფელი საუბრებისა და ერთმანეთთან დაახლოების პერიოდი იქნება.

    ტყუპებისთვის მთავარი რჩევაა, შესაძლებლობებს ზედმეტი ეჭვით არ შეხვდნენ. სექტემბერში მათ ცხოვრებაში რაღაცები შეიძლება, ძალიან სწრაფად განვითარდეს და ყოველთვის ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნება…ვრცლად

  • დაღუპულია 4 ადამიანი – გომის მთაზე მომხდარი მძიმე ავარიის ახალი დეტალები

    დაღუპულია 4 ადამიანი – გომის მთაზე მომხდარი მძიმე ავარიის ახალი დეტალები

    გომის მთის გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, გზიდან გადავარდა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსს გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა.

    ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

    შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    გომის მთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, გზიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.

    ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

    „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

  • “ძალიან დიდი საფრთხეა!” – ნინო ჩხობაძე საზოგადოებას აფრთხილებს

    “ძალიან დიდი საფრთხეა!” – ნინო ჩხობაძე საზოგადოებას აფრთხილებს

    სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენების დაწვა აკრძალულია, და მაინც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები აჩვენებს, ფერმერები ამ პრაქტიკას კვლავ მიმართავენ.

    ფერმერების ნაწილი მიწის ნაკვეთის გასაწმენდად წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მეთოდს მიმართავს და ნაკვეთზე დარჩენილ ნარჩენებს ცეცხლს უკიდებს. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ კანონდარღვევა, არამედ ნიადაგისთვის სერიოზული ზიანის მომტანი პრაქტიკაა.

  • ზოდიაქოს 2 ნიშანს, 15 აგვისტოდან რადიკალური ცვლილებები ელის

    ზოდიაქოს 2 ნიშანს, 15 აგვისტოდან რადიკალური ცვლილებები ელის

    ციფრული ასტროლოგი თაკო მელიქიშვილი ასახელებს ზოდიაქოს 2 ნიშანს, რომელსაც 15 აგვისტოდან რადიკალური ცვლილებები ელის.

    ვრცლად ↓

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა  და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული სარეალიზაციოდ გამზადებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, 41 შეკვრად დაფასოებულ „მეთადონს“ ინახავდა.

    დაკავებულს ბრალდება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და  შენახვა) და 260  კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • გავრცელდა უმძიმესი კადრები ადგილიდან, სადაც მაგდა პაპიძემ ქმარი და 5 წლის შვილი მოკლა

    გავრცელდა უმძიმესი კადრები ადგილიდან, სადაც მაგდა პაპიძემ ქმარი და 5 წლის შვილი მოკლა

    2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.

    მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს.

    მაგდა პაპიძე ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში.

    „პოლიციის ფაილებში“ დეტალურადაა აღწერილი როგორ გახსნა გამოძიებამ უმძიმესი დანაშაული.

  • აი თურმე ვინ ყოფილა ნოე სულაბერიძეს ყოფილი ცოლი – ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთქა

    აი თურმე ვინ ყოფილა ნოე სულაბერიძეს ყოფილი ცოლი – ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთქა

    ნოე სულაბერიძის ყოფილი ცოლი ეკა სამხარაძეა, რომელთანაც ნოეს საერთო შვილი ლიზა ჰყავს.

    ეკა სამხარაძე პროფესიით ჟურნალისტია და ამჟამად ფორმულას ტელევიზიაში მუშაობს.

    ეს ულამაზესი გოგონა ნოე სულაბერიძის ყოფილი ცოლია – ნახეთ მისმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთა ეს ულამაზესი გოგონა ნოე სულაბერიძის ყოფილი ცოლია – ნახეთ მისმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთა