Author: tea

  • „სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავე გარდაიცვალა

    „სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავე გარდაიცვალა

    „სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავე რაულ მამალაძე გარდაიცვალა.

    „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, ბატონი რაულ მამალაძის გარდაცვალების გამო.

    ბატონმა რაულმა თავისი ნიჭითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ქორეოგრაფიის ისტორიაში.

    1975 წელს მან ამერიკის კონტინენტისა და საბჭოთა კავშირის ფოტოკონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად ქართულ ქორეოგრაფიულ საზოგადოებას!“- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ‼ იხილეთ სექტემბრის თვის ამინდის პროგნოზი

    ‼ იხილეთ სექტემბრის თვის ამინდის პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება საქართველოში სექტემბრის თვეში –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

    betaplus clinics

    სექტემბრის პირველი ნახევარი წვიმიანი და შედარებით გრილი იქნება. მეორე ნახევრიდან პირიქით, ნაკლები ნალექი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს.

    ზოგადად, სექტემბრის თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც კლიმატურ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია.

    ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. შავი ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერი +28, +29 გრადუსამდე გათბება, კოლხეთის დაბლობზე კი შესაძლოა +37, +38 გრადუსს მიაღწიოს. დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში ტემპერატურა +33, +34 გრადუსამდე მოიმატებს, მაღალმთიან ზონაში კი +28 გრადუსამდე იქნება.

    ქართლსა და კახეთში ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა +37, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა +30 გრადუსამდე იქნება.

    სექტემბერში ნალექების რაოდენობა, სავარაუდოდ, საშუალო მრავალწლიური მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

    რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სექტემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +22 გრადუსი იქნება. ცალკეულ დღეებში კი ტემპერატურამ შესაძლოა +38 გრადუსს მიაღწიოს.

  • ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

    ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

    2026 წლის შემოდგომა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდება. ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, სექტემბრიდან ნოემბრამდე ზოგიერთ მათგანს კარიერული წინსვლის, ფინანსური შესაძლებლობებისა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შანსი ექნება.

    სეზონის ერთ-ერთი მთავარი გავლენა იუპიტერს უკავშირდება, რომელიც 2026 წლის 30 ივნისიდან ლომის ნიშანში იმყოფება. ასტროლოგიაში იუპიტერი ზრდის, წარმატებისა და ახალი შესაძლებლობების პლანეტად მიიჩნევა. ამასთან, ურანის ტყუპებში ყოფნა მოულოდნელი ცვლილებებისა და ახალი მიმართულებების გაჩენას უწყობს ხელს:

    ვერძი – მნიშვნელოვანი ნაბიჯების დრო
    ვერძებისთვის შემოდგომა განსაკუთრებით აქტიური პერიოდი იქნება. სატურნის მათ ნიშანში ყოფნა პასუხისმგებლობის გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე სერიოზულად დაფიქრებას მოითხოვს, იუპიტერის გავლენა კი ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.

    შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც კარიერაში ან პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს. მთავარია, შესაძლებლობები გამოიყენოთ და სიახლეებზე უარი არ თქვათ. წინ არაერთი საინტერესო დღე გელოდებათ.

    ლომი – იღბალი თქვენ მხარესაა
    ლომებისთვის 2026 წლის მეორე ნახევარი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდად განიხილება. იუპიტერი სწორედ მათ ნიშანში იმყოფება და თავდაჯერებულობას, წარმატებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას უწყობს ხელს.

    შემოდგომაზე ლომებს ახალი პროექტის დაწყების, პროფესიული წინსვლის ან პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილების შესაძლებლობა ექნებათ. ყურადღების ცენტრში ყოფნაც მათთვის უჩვეულო ნამდვილად არ იქნება.

    ტყუპები – მოულოდნელი შესაძლებლობები
    ტყუპებისთვის ცვლილებების პერიოდი გრძელდება. ურანის ტყუპებში გადასვლა ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ახალი იდეების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და ცხოვრების მიმართულების შეცვლის შესაძლებლობას აჩენს.

    შემოდგომაზე განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება პროფესიული და საგანმანათლებლო მიმართულებები აღმოჩნდეს. ერთი შეხედვით მოულოდნელი შეთავაზება ან ახალი ნაცნობობა შესაძლოა, სწორედ იმ შესაძლებლობად იქცეს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ…ვრცლად

  • “ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება ამ წუთებში” – ვიდეოში ისმის მოქალქეების განწირული კივილი; ვრცელდება მძიმე კადრები ნეპალიდან, სადაც წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

    “ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება ამ წუთებში” – ვიდეოში ისმის მოქალქეების განწირული კივილი; ვრცელდება მძიმე კადრები ნეპალიდან, სადაც წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

    ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

    ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.

    ნეპალის პოლიციის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

    ასევე, ნეპალის ტურიზმის საბჭოს ცნობით, 380-ზე მეტი ტურისტი დაკარგულად ითვლება.

    „წინასწარი მონაცემების თანახმად, დაზარალებულ რაიონებში 384 ტურისტი, მათ შორის 291 უცხოელი და 93 ნეპალელი, დაკარგულად ითვლება“, – ნათქვამია ტურიზმის საბჭოს განცხადებაში.

    წყალდიდობამ ტიბეტიც დააზარალა. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამძებრო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა.

    ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის, შიშირ ხანალის ინფორმაციით, წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი მიწისძვრა და მეწყერი გახდა.

    „დღეს, დილის 08:37 საათზე მიწისძვრა მოხდა, რამაც მასშტაბური მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა მდინარე ჩახერგა, რასაც, სავარაუდოდ, წყალდიდობა მოჰყვა“, – აღნიშნა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • როგორი იქნება თბილისის მეტროს ახალი ვაგონები

    როგორი იქნება თბილისის მეტროს ახალი ვაგონები

    მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება – ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    „მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

    ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    2-1787751239.jpg3-1787751251.jpg11-1787751263.jpg

  • 🔻 კადრებში ჩანს, როგორ გარბის პანიკაში მყოფი ხალხი, რათა წყალდიდობას თავი დააღწიოს

    🔻 კადრებში ჩანს, როგორ გარბის პანიკაში მყოფი ხალხი, რათა წყალდიდობას თავი დააღწიოს

    ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

    ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.

    ნეპალის პოლიციის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

    ასევე, ნეპალის ტურიზმის საბჭოს ცნობით, 380-ზე მეტი ტურისტი დაკარგულად ითვლება.

    „წინასწარი მონაცემების თანახმად, დაზარალებულ რაიონებში 384 ტურისტი, მათ შორის 291 უცხოელი და 93 ნეპალელი, დაკარგულად ითვლება“, – ნათქვამია ტურიზმის საბჭოს განცხადებაში.

    წყალდიდობამ ტიბეტიც დააზარალა. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამძებრო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა.

    ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის, შიშირ ხანალის ინფორმაციით, წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი მიწისძვრა და მეწყერი გახდა.

    „დღეს, დილის 08:37 საათზე მიწისძვრა მოხდა, რამაც მასშტაბური მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა მდინარე ჩახერგა, რასაც, სავარაუდოდ, წყალდიდობა მოჰყვა“, – აღნიშნა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • კადრები ავჭალიდან, სადაც 17 წლის გოგო დაიღუპა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?

    კადრები ავჭალიდან, სადაც 17 წლის გოგო დაიღუპა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?

    ამ წუთებში, ავჭალაში, სადაც 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • ტრაგედია ქობულეთში – დასუფთავების მანქანა კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა

    ტრაგედია ქობულეთში – დასუფთავების მანქანა კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა

    ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • 🔻 “გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ!” – ავჭალაში 17 წლის გოგო დაიღუპა: რას წერს გარდაცვლილის ახლობელი?

    🔻 “გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ!” – ავჭალაში 17 წლის გოგო დაიღუპა: რას წერს გარდაცვლილის ახლობელი?

    ავჭალაში, სახლიდან სასეირნოდ გასული 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა.

    ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობელი ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ნანა ფარჩუკაშვილი წერს, მოზარდი, სავარაუდოდ, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან (თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხიდი) გადავარდა.

    “გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო…

    მარი ჩემი რძლის, ანას დაა!!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო…. გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ” – ნანა ფარჩუკაშვილი წერს.

    არსებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.