Author: tea

  • გარდაიცვალა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ექიმი

    გარდაიცვალა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ექიმი

    ცნობილი რეპროდუქტოლოგი ივანე მგალობლიშვილი გარდაიცვლა. ინფორმაციას მისი და, მანანა მგალობლიშვილი ავრცელებს.

    “ვანო მგალობლიშვილი გარდაიცვალა, ჩემი ძმა, რამდენი მაქვს სათქმელი, მაგრამ ახლა სიტყვა ვერ იტევს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს,” – წერა მანანა მგალობლიშვილი.

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

    მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

    ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

    “პოლიტიკური ლიდერების “საბოტაჟის”, იგივე ივანიშვილის ზვიგენის საქმეზე, რომელიც ჯერ საზოგადოებისთვის დახურეს და ახლა უკვე, მე აღარ მიშვებენ საკუთარ “პროცესზე”, “პროკურორი” ქალი კითხულობს ბრალდებას: “მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიულ ომს საქართველომ უპასუხა პრაგმატული პოლიტიკით, ბრალდებულებმა დაიწყეს უკრაინის ხელისუფლების

    დავალებების შესრულება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების მიმართულებით.” მე ვაწყვეტინებ და ვეუბნები – ეს მარაზმი მართლა თქვენი დაწერილია თუ თქვენს პატრონს ასეთი საგაზაფხულო გამწვავება აქვს? “პროკურორი” თვალებს დაბლა ხრის და აგრძელებს:

    “ასევე უკრაინის ხელისუფლებამ მათ დაავალა დასავლეთისგან სანქციების შემოღება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მის მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკის გამო

    .” ღმერთო მეტეორი მესროლე! ისე კი, ჩემთვის დიდი პატივია რა თქმა უნდა, როგორც ქართველი ხალხის, ასევე უკრაინელებისთვის ბრძოლა, დიახ ამ ბოლომდე გაგიჟებული დიქტატორის და მის მიერ გატარებული საქართველოს განადგურების “პრაგმატული პოლიტიკის” წინააღმდეგ და დიახ სანქციები აუცილებელია.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • 30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის – სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს

    30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის – სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს

    ღამის 03:45 საათი, თბილისის მე-8 რაიონის სამსახურის 0834 ბრიგადამ გამოძახება მიიღო, ბავშვი – უგონო მდგომარეობაში. ვინაიდან ზარის ინიციატორი უცხოენოვანი იყო, პაციენტის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია ბუნდოვანი გახლდათ. თითოეულ წამს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ბრიგადა გამოძახების ადგილზე სულ რაღაც 4 წუთში მივიდა. სახლში სრული პანიკა იყო.

    პარამედიკოს მერაბ პაპავასა და ბრიგადის წევრებს საწოლზე უგონოდ მწოლიარე ბავშვი დახვდათ სიცოცხლის არცერთი ნიშანი, მონიტორზე ასისტოლია “დაფიქსირდა. დრო დასაკარგი არ იყო და დაიწყო 30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის. ბრიგადის წევრებმა წამებში შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები დაიწყეს.
    ვენაში კათეტერის ჩადგმა შეუძლებელი იყო, ამიტომ გამოყენებულ იქნა ძვალში და კათეტერი, პაციენტს ჩაუდგეს ლარინგეალური მილი და ბრძოლა პატარა სიცოცხლისთვის გაგრძელდა.

    30 წუთიანი რეანიმაციის შემდეგ მონიტორზე სინუსური რითმი გამოჩნდა, პერიფერიაზე გაჩნდა პულსი, სიცოცხლე დაბრუნდა. პაციენტი მართვითი სუნთქვითა და სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

    პარამედიკოსი მერაბ პაპავა თქმით, მისი ბრიგადის უმცროსი ექიმისა და ბრიგადის მძღოლის სწრაფმა რეაგირებამ, პროფესიონალიზმმა და კოორდინირებულმა გუნდურმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პატარა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში.
    მერაბ პაპავა დღემდე ინტერესდება პატარა პაციენტის მდგომარეობით.როგორც მან აღნიშნა, ბიჭუნა კვლავ კლინიკაში რჩება, თუმცა უკვე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.

    პარამედიკოსი მერაბ პაპავა, უმცროსი ექიმი ხათუნა ქორიძე, მძღოლი ვასილ მამუჩაშვილი.“

  • “დამ გადაასწრო, ძმა კი…” 🥹💔გურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა🥹😢😱😱 მომხდარის უმძიმესი დეტალები

    “დამ გადაასწრო, ძმა კი…” 🥹💔გურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა🥹😢😱😱 მომხდარის უმძიმესი დეტალები

    დღეს გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მოხდა.

    ,,რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა”.

    წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის ,,მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში.

    ,,საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ქუთაისში გადაიყვანეს. მეექვსე კლასის მოსწავლე ბავშვია. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა,”- უთხრა “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ნიგვზიანში, ირაკლი გუჯაბიძემ.

  • „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო ეს თქვა….“ – ლიკა კუჭუხიძის პირველი ინტერვიუ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ

    „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო ეს თქვა….“ – ლიკა კუჭუხიძის პირველი ინტერვიუ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ

    კვირას, 5 აპრილს – ლიკუნა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემაში იქნება სტუმრად.

    ლიკა იმ სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ისაუბრებს, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა.

    შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.

    „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო თქვა, ლიკას მიმიხედეთო, ადამიანი რა გრძნობით უნდა გიყვარდეს, რომ ტოვებ ამ სამყაროს და კიდევ შენს საყვარელ ადამიანზე ფიქრობ…

    ჩემს გარდაცვალებას ელოდებოდა ყველა, ისე მძიმედ ვყოფილვარ…

    ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო, მანდ უკვე ყველაფერი ჩაქრა, სულის ტკივილამდე რომ ადამიანი მოგენატროს, აი მაგ დონეზე მენატრება…“ – ამბობს ლიკა კუჭუხიძე.

  • გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

    გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მარკო რუბიოსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

    “რაც შეეხება რუბიოს ზარს: დიდი ანალიზი არ სჭირდება დასკვნას, რომ ის განპირობებული იყო ირანის ომის მეორე ფაზასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემებით.შესაბამისად, მაღალი ალბათობით, გამომდინარე იქიდან რომ რუსეთის მარწუხებში მყოფ ხელისუფლებას აშშ-სთან ამ კუთხით თანამშრომლობის “ფუფუნება” არ აქვს,

    საუბრის რეალური შედეგი არა ურთიერთობების გაუმჯობესება, არამედ გაუარესება იქნება.ველოდები, ამგვარი შედეგის პირველივე სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, როგორ იტყვის კობახიძე, რომ რუბიო მისგან ირანთან მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა…” – წერს გია ხუხაშვილი.

  • როდის გამოიდარებს ქვეყნის მასშტაბით – განახლებული პროგნოზი

    როდის გამოიდარებს ქვეყნის მასშტაბით – განახლებული პროგნოზი

    საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა 3 აპრილიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 2026 წლის 31 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

    უნალექო ამინდი შენარჩუნდება 1 და 2 აპრილსაც. აღნიშნულ პერიოდში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში.

    თუმცა, ამინდის სტაბილური ფაზა ხანგრძლივი არ იქნება. დასავლეთ საქართველოში ისევ იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქშიც არის წვიმა მოსალოდნელი.

    სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებასაც ვარაუდობენ.

  • ⭕️ ქუთაისში საავადმყოფოში   შეიყვანეს  ბავშვი, რომელსაც  მატარებელი დაეჯახა

    ⭕️ ქუთაისში საავადმყოფოში შეიყვანეს ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

    ქუთაისში საავადმყოფოში შეიყვანეს  ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა.

    “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ბავშვი ქუთაისში კლინიკა “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია”  გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

    შემთხვევა გურიაში  მოხდა.

    “ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

    ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • დაიღუპა პოლიციელი, 52 წლის ქალი – სად მოხდა შემთხვევა

    დაიღუპა პოლიციელი, 52 წლის ქალი – სად მოხდა შემთხვევა

    🔻 ყვარელში ავარიის შედეგად პოლიციელი, 52 წლის ქალი დაიღუპა | ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და წერს, რომ ავარია ცოტა ხნის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მათივე ცნობით, სწორედ ამ მანქანაში იჯდა პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები

    📸 მთავარი ამბები კახეთიდან