Author: tea

  • 1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ყურადღებით მოუსმინეთ ერთმანეთს და ეცადეთ, პარტნიორის პოზიცია გაიგოთ. ოჯახში სრული თანხმობა და იდილია სუფევს. აზრთა სხვადასხვაობა თითქმის არ არსებობს. შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდით. სავარაუდოდ, ხელმძღვანელი რიგგარეშე შვებულების მოცემაზე უარს არ გეტყვით. პრობლემებს ნუ უგულებელყოფთ და ერთად გადაჭერით.

    საღამო ხელსაყრელია ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის – შესაძლოა მომგებიანი გარიგება დადოთ ან სასურველი ნივთი შეიძინოთ. საღამოს ფიზიკური აქტივობა მინიმუმამდე დაიყვანეთ და ზურგის ზედმეტად დატვირთვას ერიდეთ.

    კურო

    პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა ხელიც კი გთხოვოთ. ასტროლოგიური პროგნოზი მერკურის მხარდაჭერას გპირდებათ, რაც ოჯახში სტაბილურ გარემოზე მიანიშნებს. წლის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ თავი კარგ ხელმძღვანელად წარმოაჩინოთ და კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. თქვენი ძველი წამოწყება, რომელიც უიმედოდ გეჩვენებოდათ, ბოლოს და ბოლოს შემოსავალს მოგიტანთ.

    კვების მენიუს შედგენისას არჩევანი ნატურალურ პროდუქტებზე შეაჩერეთ. მაღაზიაში განსაკუთრებული ყურადღება ეტიკეტებს და პროდუქტში ქიმიკატებისა და საღებავების შემცველობას მიაქციეთ.

    ტყუპები

    რომანტიკული პაემნისთვის იდეალური დღეა, რადგან ვარსკვლავები დღეს თქვენს სასარგებლოდ განლაგდნენ! სავარაუდოდ, თქვენს მეუღლეს საოჯახო საქმეებთან, ფინანსურ უზრუნველყოფასა და ნათესავებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება დამოუკიდებლად მოუწევს. მზად იყავით იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი მოვლენები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. გინდათ თუ არა, ამ დღეს ბევრი მუშაობა და უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ.

    თუ შინაგან შფოთვასა და ყოყმანს გრძნობთ, დაგეგმილი საქმეებისგან თავი შეიკავეთ. ეს რჩევა განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ კრედიტის აღებას ან ხელშეკრულების დადებას აპირებდით. მოერიდეთ დამატებითი მოვალეობების აღებას — ეს თქვენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.

    კირჩხიბი

    ამ დღეს ოჯახურ წყვილებში შესაძლოა ფინანსურ ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვას. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მოსაზრებას მშვიდად მოუსმინოთ, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ. საბუთების გაფორმებისას, ასევე სწავლასა და საგანმანათლებლო საქმიანობაში მოსალოდნელია მცირე შეცდომები. განსაკუთრებული სიფრთხილე მომსახურების სფეროში დასაქმებულებს მართებთ: იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წამს ზურგი გაქციოთ.

    მომავალი ხარჯების დასაფარად სოლიდური თანხა დაგჭირდებათ, ამიტომ შესაძლოა, სესხის აღებაც კი მოგიწიოთ. ფიქრობთ, რომ თქვენი სპორტული მიღწევები წარსულს ჩაბარდა? ცდებით – აქტიური ცხოვრების დაწყება ან გაგრძელება არასდროსაა გვიან!

    ლომი

    დროა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვისთვის მოიცალოთ. მათთვის, ვინც მეწყვილეს ეძებს, კარგად შერჩეული იმიჯი დიდი უპირატესობა იქნება! თუ სახლში რემონტის დაწყებას აპირებთ, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი პერფექციონიზმი კარგს არაფერს მოგიტანთ და გარშემომყოფებსაც გააღიზიანებს. გირჩევთ, ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ – დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ. კოლეგებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.

    შესაძლოა, მცირე ფიზიკური დაღლილობა იგრძნოთ, ამიტომ დღე ისე დაგეგმეთ, რომ ძალების აღდგენისთვისაც დრო დაგრჩეთ. ახლობლების ემოციური მხარდაჭერა თავდაჯერებას შეგმატებთ.

    ქალწული

    რთული დღეა, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი წარუმატებლობის გამო, ჯავრი პარტნიორზე არ იყაროთ. თქვენს ურთიერთობაში მცირე წყენა და წვრილმანი უთანხმოებები გაჩნდა — დროა, მათგან გათავისუფლდეთ.

    გამჭრიახობა მატყუარა ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ — მათგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. ვარსკვლავები კოსმოსურ ენერგიასა და შეუზღუდავ შესაძლებლობებს გთავაზობენ, დანარჩენი კი უკვე თქვენზეა დამოკიდებული!

    მოერიდეთ გაციებას, რადგან ჩვეულებრივი სურდო შეიძლება ჰაიმორიტში ან ოტიტში გადაიზარდოს. საღამოს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურიან წვეულებებს მოერიდეთ. უმჯობესია სახლთან ახლოს, ბუნებაში გაისეირნოთ და მზის ჩასვლით დატკბებით.

    სასწორი

    ეცადეთ, ნეგატიურ შთაბეჭდილებებს თავი აარიდოთ და განმარტოებით მეტი დრო გაატაროთ. უფროს ნათესავებთან კამათს მოერიდეთ და სიტყვები აკონტროლეთ, რათა გარშემომყოფებს არ აწყენინოთ. ასეთმა ქცევამ შესაძლოა სტუმრები დააფრთხოს და თქვენთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიაღებინოს.

    შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს შესაძლოა, კრიზისული პერიოდი დაუდგეს. საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ნუ იქნებით – მუზა აუცილებლად დაგიბრუნდებათ, მაშინაც კი, თუ დროებით „შვებულება“ აიღო. დღეს სჯობს გადაუდებელი და საპასუხისმგებლო არაფერი დაგეგმოთ, განსაკუთრებით ის, რაც ფულსა და შესყიდვებს ეხება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ვარჯიშის და სიმძიმეების აწევისას. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ სხეულის არაბუნებრივმა მდგომარეობამ ან ზედმეტმა ტვირთმა შესაძლოა ხერხემალი დაგიზიანოთ.

    მორიელი

    რომანტიკულ თავგადასავლებს ნუ ეძებთ — ისინი თავად გიპოვიან, მთავარია, ოთხ კედელში არ ჩაიკეტოთ. გაუფრთხილებლად ნათქვამმა სიტყვამ შესაძლოა, ხანგრძლივ და დამღლელ დისკუსიებამდე მიგიყვანოთ. ხანდახან სჯობს გაჩუმდეთ, ვიდრე დრო ფუჭ კამათზე დახარჯოთ.

    თუ სამსახურში რაიმე ღირებულის მიღწევა გსურთ, თქვენი უნარებისა და ნიჭის დემონსტრირება ნუ მოგერიდებათ. მალე შესაძლოა, მნიშვნელოვანი თანხა დაგჭირდეთ, ამიტომ ეცადეთ ფული მოაგროვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ნეგატიურ ემოციებს მოერიდოთ და კონფლიქტებში არ ჩაერიოთ.

    მშვილდოსანი

    ამ დღეს შეიძლება საყვარელ ადამიანს მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევა მოუნდეს. სავარაუდოდ, ის დიდი ხანია ხელს გთხოვთ, თქვენ კი გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებთ. ნუ აიძულებთ ოჯახის წევრებს, რომ ყველაფერში დაგეთანხმონ — ოჯახის თითოეულ წევრს აქვს საკუთარი აზრის უფლება! ვარსკვლავები გირჩევენ, რომ, სამსახურში ნაკლები იაქტიუროთ და ენერგია თანამოაზრეებისა და მეგობრების მხარდაჭერის მოპოვებისკენ მიმართოთ.

    ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. შესაძლოა, საღამოს კუჭმა შეგაწუხოთ, ამიტომ მძიმე საკვებზე უარი თქვით.

    თხის რქა

    ეს დღე შეცდომის გამოსწორების გამოსწორების საშუალებას მოგცემთ. გირჩევთ, ყურადღება მთავარზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ოჯახში ახალი ნივთის შეძენა სიმყუდროვესა და ჰარმონიას შემოიტანს.

    იყავით მომთმენი და ახლობლებს ყველა წამოწყებაში მხარი დაუჭირეთ. შესაძლოა, შურიანმა ადამიანმა ზურგს უკან თქვენზე ცუდი ილაპარაკოს – მზად იყავით ცრუ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად. ვენერასა და პლუტონის ნეგატიური ასპექტის გამო შესაძლოა, საღამოს განწყობა გაგიფუჭდეთ. საქმის ხვალისთვის გადადების ჩვევამ შეიძლება სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ და ფინანსურად დაგაზარალოთ.

    მერწყული

    გახსოვდეთ, რომ დროის მართვა (ტაიმ-მენეჯმენტი) არის უნარი, რომელიც მუდმივ პრაქტიკასა და თვითდისციპლინას მოითხოვს. გააანალიზეთ თქვენი სამუშაო პროცესი, დროის მართვის სხვადასხვა მეთოდი მოსინჯეთ და იპოვეთ ის, რაც ყველაზე მეტად გამოგადგებათ.

    ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებული დღეა. გამორიცხული არ არის შემოსავლის მიღება პროექტებიდან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ. დღეს შეიძლება სახლის უსაფრთხოების საკითხები მოაგვაროთ, მაგალითად, დაცვის სისტემა დააყენოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. თუ ფიქრობთ, რომ სპორტის რომელიმე სახეობა თქვენთვის სახიფათოა, სჯობს მასზე უარი თქვათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც მშვიდობიანად მოგვარდება, თუ ტაქტიკას დროულად შეცვლით.

    თევზები

    სასიყვარულო შეხვედრები სჯობს, რამდენიმე დღით გადადოთ. ამჟამად მარსი სატურნთან ქმნის ტრინს, რაც რომანტიკას ხელს არ უწყობს.

    სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტები. კოლეგების მოსაზრებებს ნუ უგულებელყოფთ, მაგრამ საკუთარი პოზიციებიც დაიცავით! მოერიდეთ გაუაზრებელ ნაბიჯებს, განსაკუთრებით მათ, რაც ფულს ეხება. საღამო საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმეთ – გამაჯანსაღებელი პროცედურები ძალას და მხნეობას დაგიბრუნებთ.

  • “თუ დილით უზმოზე ამას გააკეთებთ ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, რადგან…” – გიორგი ღოღობერიძის რჩევა მოსახლეობას

    “თუ დილით უზმოზე ამას გააკეთებთ ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, რადგან…” – გიორგი ღოღობერიძის რჩევა მოსახლეობას

    ექიმი გიორგი ღოღობერიძე ერთ-ერთ ძალიან აქტუალურ თემაზე საუბრობს. ადამიანებს უზმოზე წყლის დალევა ძალიან უყვართ.

    გიორგის თქმით, დილით წყლის დალევა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, წყლის რაოდენობის შესავსებად, რადგან ღამით ორგანიზმში წყლის რაოდენობა დაბლა იწევს.

    “ამოსუნთქულ ჰაერში, რომელიც დაახლოებით 500 მლ უდრის, წყლის შემცველობა 4 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს რომ მთელი ღამის განმავლობაში ადამიანის სხეულში წყლის შემცველობა იკლებს. სწორედ ამიტომ წყლის დალევა უზმოზე, ძალიან კარგი გზა არის იმისთვის, რომ სხეულში წყლის რაოდენობა შეავსოთ”, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ

    მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ

    ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800 მლნ ლარზე მეტით, – ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

    მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში:

    ⏺ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

    ⏺  70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;

    ⏺  გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

    ⏺  ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს;

    ⏺  ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

    ⏺  დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.

  • “სესხით ააშენა თავშესაფარი…უამრავ ძაღლს აპურებდა ტრასაზე…“ – ავარიაში დაღუპული ქალი ენოტი “ცაცუნას” პატრონი იყო

    “სესხით ააშენა თავშესაფარი…უამრავ ძაღლს აპურებდა ტრასაზე…“ – ავარიაში დაღუპული ქალი ენოტი “ცაცუნას” პატრონი იყო

    ყვა­რელ­ში მომ­ხდა­რ ავარიას, 52 წლის პო­ლი­ცი­ე­ლი, ინგა (ნინო) ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ემსხვერპლა.  გარ­დაც­ვლი­ლი ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ აფე­ნი­დან იყო და ყვარ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ცურ­და და მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­შიც პო­ლი­ცი­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

    სახ­ლში 33 ძაღ­ლი ჰყავდა. საკუთარი სახსრებით ააშენა მათთვის თავშესაფარი. პო­ლი­ცი­ის ეზო­შიც 7-8 ძაღ­ლი ჰყავდა,  ტრა­სებ­ზეც აპუ­რებ­და უამ­რავ ცხოველს.

    სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი იწერება გარდაცვლილ ქალ პოლიციელზე, რომელსაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი  ძალიან კარ­გად იც­ნობ­და, ის პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. განსაკუთრებით კარგად გაიცნეს მოშინაურებული ენოტის,  “ცაცუს” გამო, რომელიც ძალიან პატარა იყო, როცა მან შეიფარა. სრულიად უმ­წეო პა­ტა­რას სა­წო­ვა­რა­თი ჭამა ას­წავ­ლა და ასე იქცა მის შვი­ლო­ბი­ლად.

    ” კისერში ჩასმული დაჰყავდა ლუნა, სანამ ავად იყო.  ნინოსნაირი ადამიანები ერთეულები არიან, ჩვეულებრივ ადამიანურ შესაძლებლობებს რომ სცდება..ნინოს გარდაცვალებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ სამყაროს არაკანონზომიერებაში, სხვანაირად როგორ შეიძლება ნინოსნაირი საჭირო ადამიანები ასე უდროოდ მიდიოდნენ.. რამდენი შეუსრულებელი გეგმა, გადარჩენილი სიცოცხლე გაიყოლა ნინომ . ნინო დედამიწის დანაკლისია…” – წერენ სოციალურ ქსელში,

  • “ამას ვერავინ წარმოიდგენს” – რა თქვა სასამართლო პროცესზე ელისო კილაძემ?

    “ამას ვერავინ წარმოიდგენს” – რა თქვა სასამართლო პროცესზე ელისო კილაძემ?

    ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

    აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების – ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

    პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვს, დაცვა კი გირაოს გამოყენებას.

    რაც შეეხება პროცესის დახურვას, შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, ვინაიდან პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, მოწმეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

    დახურვის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა თავად ელისო კილაძემაც.

    “მე არ ვეთანხმები ბრალდების მხარის ამ პოზიციას. ჟურნალისტი ვარ და საჯაროობა მნიშვნელოვანია. თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემს ბრალს არ ვეთანხმები, მთლიანად ჯგუფის შემადგენლობაში ერთხელ ვარ ნახსენები, არავის ვიცნობ იქიდან ორის გარდა.

    არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე „ქოლცენტრს“ გავუწიე რეკომენდაცია.

    დიახ, მე „ქოლცენტრებს“ ვამხელდი და ეს „ქოლცენტრები“ დავით კეზერაშვილის საკუთრებაში იყო… სპეცრაზმის დანიშნულების თანხლებით დამაკავეს, კორუფციაში მხილებული თანამდებობის არც ერთი პირი ასე არ დაუკავებიათ. მე უნდა მომეცეს საშუალება, ბრალდებებს ვუპასუხო, ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია ვისაუბრო, სასამართლო სხდომაა. 37 წელში ხომ არ ვარ? პროცესი იყოს საჯარო მედიის წარმომადგენლებისთვის. თუ ამის საშუალება არ მომეცა, ჩემი უდანაშაულობა როგორ უნდა ვამტკიცო?

    ასე თუ აპირებენ, პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ, რა საჭიროა ეს 9 თვე?

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი პოზიცია და სასამართლო პროცესი არ დახუროთ…

    ძალიან გული მწყდება, რომ ჯანგველაძის პროცესებს ვერ ვესწრებოდი და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას ვერ დავესწარი“, – განაცხადა კილაძემ.

    მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.

    პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ ელისო კილაძე ესწრება.

    „წიგნს ვწერ, ვმუშაობ, არ იჯავროთ“,- მიმართა კილაძემ მის ოჯახის წევრებს სხდომის დაწყებამდე და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგადაა.

  • აპრილში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ცხოვრების რადიკალური ცვლილება ელის ,ვის გაუმართლებს ფინანსურად და სიყვარულში? ნახეთ ხართ თუ არა სიაში, ჯერ დაწერეთ ზოდიაქო და შემდეგ ნახეთ

    აპრილში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ცხოვრების რადიკალური ცვლილება ელის ,ვის გაუმართლებს ფინანსურად და სიყვარულში? ნახეთ ხართ თუ არა სიაში, ჯერ დაწერეთ ზოდიაქო და შემდეგ ნახეთ

    ლომი

    როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნოემბერში თქვენი ენერგია წარმატების მიღწევაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ის, რაზეც ბოლო რამდენიმე თვეა, მუშაობთ, შედეგს საბოლოოდ გამოიღებს, ფინანსურად დაწინაურებაშიც დაგეხმარებათ და მოტივაციასაც გაგიზრდით. ნოემბერში დამსახურებულ აღიარებას მიიღებთ, საკუთარი თავის გამოხატვის უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ და ახალ ინიციატივებსაც თამამად გააჟღერებთ. ნუ გადააჭარბებთ. საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისას ობიექტურობა არ დაივიწყოთ. თუ სიახლეებისთვის მზად იქნებით, თვის ბოლომდე არაერთ მნიშვნელოვან ბონუსს დაიმსახურებთ.

    კურო
    შესაძლოა, უკვე დიდი ხანია, ცვლილებებზე ფიქრობთ, ყველაფერს აანალიზებს, რისკებს განსაზღვრავთ და მოსალოდნელ შედეგებზეც აკეთებთ აქცენტს. ახლა აქტიური მოქმედების დროა. 2025 წლის ნოემბერი მოგცემთ შესაბამის ენერგიასა და მოტივაციას, რომ ყველაფერი, რაც დაგეგმეთ, გააკეთოთ, თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ და ახალი უნარებიც შეიძინოთ. ახალი პროექტი, დაწინაურება ან თუნდაც კარიერული ცვლილება – ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოინდომებთ და სიახლეებისთვის მზად იქნებით. მნიშვნელოვანია, გამბედაობა გამოავლინოთ და პასუხისმგებლობის აღება შეძლოთ. სხვა მხრივ, ეს თვე არაერთ ხელსაყრელ შეთავაზებას მოგიტანთ, რომლებიც სამომავლოდაც გამოგადგებათ.

    თხის რქა
    შესაძლოა, დიდი ხანია, ცვლილებებისკენ ისწრაფვით და გინდათ, ბევრი რამ სხვაგვარად განახორციელოთ. ახლა ეს ცვლილებები თქვენს კარზე აკაკუნებს. ნოემბერში შეიძლება, ის ოცნება, რომელზეც ძალიან ხშირად ფიქრობთ, ახდეს. შემოდგომის ბოლო თვე წარსულის შეცდომებისა და ტოქსიკური ურთიერთობებისაგან საბოლოოდ გათავისუფლების თვეა. მოქნილობა და სისხარტე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ. გექნებათ შანსი, თქვენი ცხოვრება 180°-ით შეცვალოთ და მიაღწიოთ იმას, რაც დიდი ხანია, გინდათ

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, მოადგილესთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე განიხილეს აკადემიაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებთან დაკავშირებული დეტალები და სასწავლო სილაბუსების შემუშავების საკითხები.

    გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების კონტექსტში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე – აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერას.

    გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა სრული ინფორმაცია მიიღო აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

    აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 1-ელ მარტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას, უმაღლესი სასწავლების სტატუსი მიენიჭა.” -აღნიშნულია განცხადებაში.

  • როგორ გამოვიყენოთ გლიცერინი და E ვიტამინი სწორად, რათა კანზე ერთი ნაოჭიც არ გვქონდეს

    როგორ გამოვიყენოთ გლიცერინი და E ვიტამინი სწორად, რათა კანზე ერთი ნაოჭიც არ გვქონდეს

    გლიცერინი და E ვიტამინი – დიდებული კომბინაცია, რომელსაც ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს კანზე. როგორ გამოვიყენოთ ეს კომპონენტები, რათა შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, სილამაზე და სიმხნევე ღრმა სიბერემდე? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

    ტოკოფეროლი, იგივე E ვიტამინი ყველა სხვა ვიტამინს შორის უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა კანზე და გვიცავს ასაკობრივი ცვლილებებისგან. ეს ნივთიერება მოქმედებს შემდეგი პრინციპით: ტოკოფეროლი ანელებს დაჟანგვით პროცესებს უჯრედებში, არაჩვეულებრივად კვებავს მათ და იცავს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან.

    E ვიტამინი წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქციის განუყოფელ ნაწილს, რადგან ის:

    • აჩქარებს დაზიანებული უჯრედების რეგენერაციის პროცესს;
    • ანელებს დაბერების პროცესს;
    • სტიმულირებს ესტროგენის გამომუშავებას;
    • აღადგენს წყალ-ლიპიდურ ბალანსს;
    • ხსნის შეშუპებას;
    • ამარცხებს გამონაყარს;
    • გვაშორებს ნაწიბურებსა და ლაქებს.

    გარდა გარეგანი გამოყენებისა, E ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ შინაგანად. ის იყიდება აფთიაქებში კაფსულების სახით. დღიური ნორმა – 15 მგ.

    თუ კანის ბუნებრივი დაბერების პროცესის შენელება, ნაოჭებისგან გათავისუფლება, ლაქებისა და გამონაყარის მოშორება გსურთ, E ვიტამინისა და გლიცერინის ნარევი სახის კანში რეგულარულად უნდა შეიზილოთ. ორივე ნივთიერებას ვიღებთ თანაბარი პროპორციებით, კარგად ვურევთ ერთმანეთში, ვისვამთ სახის კანზე თხელ ფენად და ვიტოვებთ მთელი ღამით. კვირაში რამდენიმე ასეთი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ნაოჭები საგრძნობლად შემცირდეს, ლაქები და ნაწიბურები საერთოდ გაქრეს, კანის ტონი გათანაბრდეს და მან გაცილებით ჯანსაღი იერსახე შეიძინოს.

    თხევადი გლიცერინი, რომლის შეძენასაც შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში ხელმისაწვდომ ფასად, უნარჩუნებს კანს საჭირო რაოდენობით ტენს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია სილამაზისა და კანის ახალგაზრდობის ღრმა სიბერემდე შესანარჩუნებლად.

    მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ორი კომპონენტის კომბინაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის ნაადრევი დაბერების თავიდან ასარიდებლად, ნაოჭების, ლაქებისა და ნაწიბურების მოსაშორებლად, კანის სათანადოდ დასატენიანებლად და ლამაზი გარეგნობის ღრმა სიბერემდე შესანარჩუნებლად.

    როგორც უკვე გითხარით, კვირაში 2 ან 3 ასეთი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა სასიამოვნო ცვლილებები ხანმოკლე დროში იხილოთ. მოცემული საშუალება გამოდგება არა მხოლოდ სახის, არამედ ხელების კანის მოსავლელადაც.

    ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

  • გოგა მანიას 7 წიწინასწარმეტყველება, 4 დღის წინ გავრცელდა. რას ამბობს ეზეთერიკოსი?

    გოგა მანიას 7 წიწინასწარმეტყველება, 4 დღის წინ გავრცელდა. რას ამბობს ეზეთერიკოსი?

    ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია, სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება.

    „26 თებერვალი, 2026 წელი და ახალი წინასწარმეტყველება! ჩემთვის მძიმე სანახავია ხილვა და მერე ამ ყველაფრის გაჟღერება! გაფრთხილებთ, შესაძლო მოსახდენ საკითხებთან დაკავშირებით!
    1. ცნობილი ქართველი პიროვნება, რომელიც ზედოზირებით გარდაიცვლება!
    2. დიღმის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კომპლექსში ნანახი დიდი დოზით აკრძალული ნივთიერებები, მალე გავიგებთ!
    3. ზღვასთან დაკავშირებული პრობლემები! საქართველო ფოთი, ბათუმი.
    4. რუსთავში ლიფტის შახტასთან ყურადღებით იყავით!
    5. ოჯახური დავა, კონფლიქტი და მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომა!
    6. იტალიაში მიწისძვრები, ვულკანის საფრთხე და წითელი ზონა! რუსეთზე და ამერიკაზეც ეს შემიძლია ვთქვა!
    7. ომი ისევ გრძელდება!
    საქართველო დაცულია! მას უდიდესი ძალები იცავენ!“, – წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში.