Author: tea

  • “1-ელი მაისიდან ამოქმედდება და სრულად დაფინანსდება” – კახა კალაძის ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    “1-ელი მაისიდან ამოქმედდება და სრულად დაფინანსდება” – კახა კალაძის ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    1-ელი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

    „უახლოეს მომავალში, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც სრულად იქნება დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ჩაეშვება და შევძლებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას“,-აღნიშნა კალაძემ.

  • ვრცელდება უმძიმესი კადრები – “არცერთი არაა ცოცხალი, ყველა მოკლულია”

    ვრცელდება უმძიმესი კადრები – “არცერთი არაა ცოცხალი, ყველა მოკლულია”

    სოციალურ ქსელში უმძიმესი კადრები ვრცელდება. ვიდეოში ჩანს მოკლული ლეკვები. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

  • როგორი ამინდი გველოდება მაისში – სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზი

    როგორი ამინდი გველოდება მაისში – სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზი

    კობა ფარტენაძე საქართველოში, მაისის თვეში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

    როგორც მისი პროგნოზიდან ვიგებთ, თბილ ამინდებს არც მაისში უნდა ველოდოთ.

    „გაზაფხულის ცივი სუნთქვა საქართველოში…

    მიმდინარე წლის გაზაფხულის ორი თვე საქართველოში თითქოსდა ზამთრის ჩრდილს ატარებდა. ტემპერატურა ნორმაზე დაბალი და მასთან ახლოს იყო, თითქოს ბუნება გვახსენებდა, რომ მისი რიტმი ყოველთვის ერთფეროვანი არ არის.

    ყველა რეგიონში ხშირი იყო ცივი ჰაერის გავრცელება, რომლის გავლენითაც ნალექები ხშირი და არათანაბრად გადანაწილებული იყო. წვიმის ხმაური თითქოსდა ბუნების მუსიკად იქცა, რომელიც ერთდროულად ამაღლებდა და ამძიმებდა ყოველდღიურობას…

    ასეთი სეზონური გადახრები საქართველოში ფიქსირდება, მაგრამ იშვიათად. ეს გაზაფხული თითქოსდა გამონაკლისი იყო, ბუნების ციკლური სიურპრიზი, რომელიც გვახსენებს, რომ კლიმატი ცოცხალი ორგანიზმივით იცვლება და გვაოცებს….

    გაზაფხულის მესამე თვე წინ არის, თუმცა მნიშვნელოვან დათბობას ჯერჯერობით არ ველოდებით, მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდეს მაისში – 2026 წლის გაზაფხული ვფიქრობ მაინც ცივად დარჩება სტატისტიკურ მონაცემებს…“, – წერს კობა ფარტენაძე.

     

  • მაისის თვის 3 ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი – ასტროლოგები ასახელებენ

    მაისის თვის 3 ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი – ასტროლოგები ასახელებენ

    მაისი განახლების, ენერგიისა და ახალი შესაძლებლობების თვეა. გაზაფხულის პიკზე ბუნებასთან ერთად ადამიანებშიც იზრდება მოტივაცია, აქტიურობა და წარმატების შანსი. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის მაისში განსაკუთრებით გამორჩეული და წარმატებული სამი ზოდიაქოს ნიშანია:

    კურო
    მაისი კუროს თვეა, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლები თავს განსაკუთრებით ძლიერად და თავდაჯერებულად იგრძნობენ. მათ ექნებათ შანსი, მიაღწიონ როგორც ფინანსურ, ისე პირად წარმატებას. სასიკეთოდ განვითარდება პროფესიული საქმეები, ხოლო პირად ურთიერთობებში ჰარმონია და სტაბილურობა დამყარდება. ეს დრო იდეალურია ახალი პროექტების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

    კირჩხიბი
    კირჩხიბებისთვის მაისი ემოციური გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილებების პერიოდია. მათ ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ახალი ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მომავალში. ასევე მოსალოდნელია წარმატება შემოქმედებით საქმიანობაში და კარიერული წინსვლა. ინტუიცია განსაკუთრებით გამწვავებული ექნებათ, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ.

    თხის რქამაისი თხის რქებისთვის შედეგების მიღებისა და შრომის დაფასების თვეა. ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, საბოლოოდ გამოიღებს ნაყოფს. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო კარიერაში შეიძლება ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. მნიშვნელოვანია, რომ არ შეჩერდნენ და მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ხელსაყრელი პერიოდი.

  • SOS! “ავტობუსშივე დაესხნენ ერთ-ერთ ბიჭს თავს, მეც დამემუქრაა ტელეფონის გატეხვით” – რა მოხდა ავტობუსში?

    SOS! “ავტობუსშივე დაესხნენ ერთ-ერთ ბიჭს თავს, მეც დამემუქრაა ტელეფონის გატეხვით” – რა მოხდა ავტობუსში?

    სოციალურ ქსელში ლიზა მაჭარაძე ავტობუსიდან კადრებს აქვეყნებს და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    “ეს აზერი ხალხი თქვენს შვილებს ურტყამს – არავის ალბათ აქამდე რეაგირება არ ჰქონია – არც კამერის ერიდებათ და არაფრის.. შევიტანე პოლიციაში განცხადება და ვეძებ იმ არასრულწლოვნის მშობლებს – თუ თქვენი შვილები იყვნენ დაბადებისდღეზე 8-მდე გოგო-ბიჭი ხუჭუჭები.

    ასაკი 14-16 წელი,მაპოვნინეთ! გატარებული ბარათებითაც მოძებნის პოლიცია, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ რომ მალე ვიპოვოთ! ჩვენებებია საჭირო. ბავშვები არ იტყვიან სახლში რა დღეში ჩააგდეს.

    ზრდილობიანი ამ ნა****მა მათი ვიდეოც მაქვს, მაგრამ სახეებს არ გამოვაჩენ.. . ეს მასა კიდევ იცოდეთ, არიან მოძალადეები. ბავშვების ჩაყვანა და ცემა უნდოდათ და რომ არ გამოუვიდათ მერე ავტობუსშივე დაესხნენ ერთ-ერთ ბიჭს თავს – სხვათაშორის ქალმა დაარტყა – მეც დამემუქრაა ტელეფონის გატეხვით.

    ეს ბიჭი, მაძალებდა წამეშალა ვიდეოები , ფიზიკურადაც მემუქრებოდა, მაგრამ ვერ მიხვდა რომ არასწორ ადრესატთან ჰქონდა საქმე. სამწუხაროდ, არც მძღოლი და არავინ არ დახმარებია ბავშვებს, ბავშვები არიან სრულიად დაუცველები! რა ქვეყანაა ეს, – წერს ლიზა მაჭარაძე სოციალურ ქსელში

  • “მენინგიტი აქვს, სავარაუდოდ, ბაქტერია ანესთეზიის გაკეთების დროს შეეჭრა” – რა დეტალები ხდება ცნობილი 20 წლის გოგოზე, რომლის მდგომარეობა ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გართულდა

    “მენინგიტი აქვს, სავარაუდოდ, ბაქტერია ანესთეზიის გაკეთების დროს შეეჭრა” – რა დეტალები ხდება ცნობილი 20 წლის გოგოზე, რომლის მდგომარეობა ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გართულდა

    ბათუმში, 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ გართულდა. პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს.

    “ლოდინის და თანხის მობილიზების არც დრო და არც საშუალება იყო, რადგან ყოველი წამი მისთვის გადამწყვეტი იყო, ამიტომ სასწრაფო რეაგირებით გადმოვიყვანეთ თურქეთში” – წერს სოციალურ ქსელში თურქეთში მცხოვრები სანდრა ზოიძე.

    მისივე თქმით, 20 წლის ქალი სამსუნის კლინიკაში იმყოფება და უდიდეს თანხებთანაა დაკავშირებული მისი სიცოცხლის გადარჩენა.

    “დამეხმარეთ ყველა, რომ შევძლოდ ერთიანობით ამ უდიდესი პრობლემის მოგვარება”- წერს სანდრა ზოიძე.

    “ელვის სისწრაფით გადავაზიაროთ, დამეხმარეთ და მონიშნეთ ყველა კეთილი ბლოგერები რომლებიც ამ პოსტს გადაიზიარებენ. #გავერთიანდეთ რომ 2 ანგელოზს დედა დავუბრუნოთ/

    #დანიშნულებაში: ასმათი

    ზარი 1 ლარი

    #0901700350

    საბანკო დანიშნულებაში:

    ზარი 1 ლარი

    #0901700350

    საბანკო რეკვიზიტები

    მიმღები: ჩვენი ფონდი

    საქართველოს ბანკი

    #GE08BG0000000586688967

    თბს ბაკი

    #GE08TB7935736080100016 gel

    #GE15TB7935736180100003 $€

    ლიბერთი ბანკი

    #GE15LB0115134423600003 gel

    ქართუ ბანკი

    #GE33CR0120009543103608 gel

    #GE54CR0120009543103618 $€0009543103618 $€” – წერს სანდრა ზოიძე.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    27 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც წვიმაა, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +13 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

    მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

    ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +11 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

    უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

  • „ეს ხდება 165 წელიწადში ერთხელ“ – რატომ არის 26 აპრილი განსაკუთრებული მნიშვნელობის

    „ეს ხდება 165 წელიწადში ერთხელ“ – რატომ არის 26 აპრილი განსაკუთრებული მნიშვნელობის

    ურანის ინგრესია (გადასვლა) ტყუპებში, რომელიც 84 წელიწადში ერთხელ ხდება:

    • 2026 წლის 26 აპრილი: ამ დღეს ურანი ჯერ კიდევ კუროს ბოლო გრადუსებზეა, თუმცა მისი ენერგია უკვე მაქსიმალურად დაძაბულია.

    • 2026 წლის 7 ივლისი: ეს არის ის კონკრეტული თარიღი, როდესაც ურანი პირველად შედის ტყუპების ზოდიაქოში 1940-იანი წლების შემდეგ.

    რეტროგრადული მოძრაობა:

    მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ურანი ნელა მოძრაობს, ამიტომ 2026 წელს ის ბოლომდე არ რჩება ტყუპებში:

    1. 7 ივლისი, 2026: შედის ტყუპებში.

    2. 8 ნოემბერი, 2026: რეტროგრადული (უკანმავალი) მოძრაობის გამო ისევ ბრუნდება კუროს ნიშანში.

    3. 22 მაისი, 2027: საბოლოოდ გადადის ტყუპებში და იქ რჩება 2033 წლამდე.

    რატომ არის 2026 წლის 26 აპრილი მნიშვნელოვანი?

    26 აპრილთან ახლოს ხდება სხვა უიშვიათესი მოვლენა — ნეპტუნის გადასვლა ვერძის ნიშანში (ეს ხდება 165 წელიწადში ერთხელ!).

    • 2026 წლის 30 მარტი: ნეპტუნი შედის ვერძში.

    • 2026 წლის 20 აპრილი: ხდება მზის და წერტილოვანი შეერთებები სხვა პლანეტებთან.

    მოკლედ რომ ვთქვათ, 2026 წლის აპრილი-ივლისის პერიოდი არის კაცობრიობისთვის „დიდი გადატვირთვის“ დასაწყისი. 84-წლიანი ციკლი (ურანი) და 165-წლიანი ციკლი (ნეპტუნი) თითქმის ერთდროულად იცვლიან ფონს, რაც ისტორიულად ყოველთვის ნიშნავს მსოფლიო წესრიგის, ტექნოლოგიების და ცნობიერების რადიკალურ შეცვლას.​

  • ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

    ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

    სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შეხვდებით. დედების მთავარი კითხვაა, როგორ და რა გზით მოაშორონ შვილებს ტილები. რჩევები განსხვავებულია. დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხშირად შეხვდებით ისეთ რჩევებს, სადაც დედები ძაღლების რწყილის წამლის, “ბარსის” გამოყენებას ურჩევენ.

  • ცვლილება, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება

    ცვლილება, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება

    მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.

    „განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

    ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

    კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

    რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.

    აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.

    აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

    ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.