Author: admin

  • რას წერს ახლობელი ხობში დატრიალებულ ტრაგედიაზე

    რას წერს ახლობელი ხობში დატრიალებულ ტრაგედიაზე

    ხობის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დინებამ გაიტაცა. 7 წლის ლაზარე ადგილობრივებმა ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს და ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. დედის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.

    „ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე… ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს… დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო…” – წერს ოჯახის ახლობელი.

  • რა ისმინს სახლში დაყენებული მომსასმენი მოწყობილობის ჩანაწერში, სადაც ნია იმნაძე მამას ესაუბრება?

    რა ისმინს სახლში დაყენებული მომსასმენი მოწყობილობის ჩანაწერში, სადაც ნია იმნაძე მამას ესაუბრება?

    “ჩანაწერში იმნაძე ამართლებს გაბაშვილის ჩადენილ საქციელს, ამბობს რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ამბობს რომ ასეც უნდა მოქცეულიყო,” – ამბობს გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

     

  • ადვოკატი ნია იმნაძის საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს – “რა მტკიცებულება გაქვთ, რაც საფუძვლად დაუდეთ არასრულწლოვნის ამ მდგომარეობაში ჩაგდებას?”

    ადვოკატი ნია იმნაძის საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს – “რა მტკიცებულება გაქვთ, რაც საფუძვლად დაუდეთ არასრულწლოვნის ამ მდგომარეობაში ჩაგდებას?”

    გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე, ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის, ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლი იმ­ნა­ძის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებს ავ­რცე­ლებს. კად­რე­ბი მა­ში­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

    • ამას­თან, ად­ვო­კა­ტი წერს, რომ „პრო­კუ­რა­ტუ­რამ წნეხს ვერ გა­უძ­ლო“.

    „ნიას მი­მართ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რომ არ გქონ­დათ, ეს სა­კა­მა­თო არც კი იყო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში აქამ­დე და­ა­კა­ვებ­დით, თუმ­ცა ახლა რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გაქვთ, რაც სა­ფუძ­ვლად და­უ­დეთ არას­რულ­წლო­ვა­ნის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩაგ­დე­ბას?

    თა­ვად ეკა კუ­პა­ტა­ძეც ვერ უთი­თებს რა­ი­მე კონ­კრე­ტულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ გა­უძ­ლო წნეხს! გა­უძ­ლებს კი სა­სა­მარ­თლო ამ წნეხს? – წერს ად­ვო­კა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

    შე­გახ­სე­ნებთ, მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი და ნია იმ­ნა­ძე 5 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს.

    ბრა­ლის მი­ხედ­ვით, იმ­ნა­ძეს ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბას ედა­ვე­ბი­ან, ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს კი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას.უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ნია იმ­ნა­ძემ მის მე­გობ­რებს – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას უთხრა, თით­ქოს­და, მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და მის მი­მართ, რი­თაც მან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი წა­ა­ქე­ზა, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად თავს დას­ხმო­და გიგა ავა­ლი­ანს. სა­ბო­ლო­ოდ, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­კა­ძის და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძე ჯგუ­ფუ­რად თავს და­ესხნენ გიგა ავა­ლი­ანს, რო­მე­ლიც 23 დღის შემ­დეგ, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, გი­ორ­გი მა­ლა­ნია, ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი. მათ­გან ოთხი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

  • ავარიას ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა

    ავარიას ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა

    ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსი გლენ ჰანსარდი, დუბლინში, ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ის 56 წლის იყო.

    „ოსკარის“ მფლობელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ოთხშაბათს, დილით ადრე, სტრობერი ბედსის მახლობლად მომხდარ ავარიაში დაიღუპა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ინციდენტში სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ყოფილა ჩართული.

    პოლიცია ადასტურებს, რომ კაცს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. მას დარჩა მეუღლე და 4 წლის შვილი.

    ჰანსარდი დუბლინის ქუჩის მუსიკოსების წრეში მოღვაწეობდა, 1989 წელს კი ჯგუფი The Frames ჩამოაყალიბა, რომელმაც ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლაივ-ბენდის რეპუტაცია მოიპოვა. მსოფლიო პოპულარობა კი მას ფილმმა „ერთხელ“ მოუტანა, რომელშიც მან მარკეტა ირგლოვასთან ერთად მთავარი როლი შეასრულა და საუნდტრეკი დაწერა. მათმა დუეტმა Falling Slowly ოსკარი მოიპოვა.

  • “ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები” – რა წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე?

    “ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები” – რა წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე?

    უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ამ­ბავს, რო­მე­ლიც 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს ეხე­ბა. 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

    გუ­რა­მი მლე­თა­ში მე­გო­ბა­რი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს გაჰ­ყვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, 13 ადა­მი­ა­ნი, თბი­ლის­ში ისე დაბ­რუნ­და, რომ არც ერთ მათ­განს არ აქვს პა­სუ­ხი, სად გაქ­რა მათი მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი და რა­ტომ არ დაბ­რუნ­და მათ­თან ერ­თად.

    გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და წარ­წე­რით: “მე­გობ­რე­ბო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ლო­მი­სა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მკვეთ­რად ის­მის სა­ვა­რა­უ­დოდ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ (გუ­რი­კა) და­დი­ა­ნი­ძის გან­წი­რუ­ლი ხმა: „წა­მო­დი, ბიჭო“, „კახა“, „არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი“. ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად ვი­დეო გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე.”

    და­დი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ამ თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ დე­დამ ვი­დე­ო­ში შვი­ლის ხმა ამო­იც­ნო.
    “ბოლო წა­მებ­ზე ნამ­დვი­ლად ის­მის გან­წი­რუ­ლი ხმა: “კახა, არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი”. გუ­რა­მის დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ეს არის მისი შვი­ლის ხმა. ეს ვი­დეო 12 წლის წინ და­ი­დო იუ­თუბ­ზე” – წერს კა­კა­ბა­ძე.

  • ენგურ ჰესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა

    ენგურ ჰესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ახალ წინასწარმეტყველებაზე ესაუბრება:

    „ენგურთან დაკავშირებით აგორებულ საკითხებზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მშვიდად იყავით. ასე უბრალოდ არაფერი დაინგრევა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

    ციხეში მყოფი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება მართლაც გარდაიცვლება.

    საქართველოში ისეთი მასშტაბური ტყის ხანძარი იქნება, როგორიც აქამდე არ ყოფილა, სავარაუდოდ, უფრო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

    მოხდება ტრაგედია, რომელზეც მთელი საქართველო ისაუბრებს, დავკარგავთ ახალგაზრდას, ასევე ცნობილ მომღერალს“,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“.

    წყარო: პრაიმტაიმი

  • ექსკურსიაზე დაკარგული ბიჭის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ნოდარ კიკნაძის პირველი ინტერვიუ 12 წლის შემდეგ – “არ შემიძლია გამოსვლა და ასე საჯაროდ ხმაური”

    ექსკურსიაზე დაკარგული ბიჭის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ნოდარ კიკნაძის პირველი ინტერვიუ 12 წლის შემდეგ – “არ შემიძლია გამოსვლა და ასე საჯაროდ ხმაური”

    საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ნოდარ კიკნაძის, სატელეფონო ჩანაწერი.
    “ჩვენც განადგურებულები ვართ, რაც მედიაში ვრცელდება არის სიცრუე” – აცხადებს 12 წლის გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე.

    აღსანიშნავია, რომ როგორც გადაცემა “შენი ამბავის” წამყვანი ავრცელებს ინფორმაციას, ამ ზარის შემდეგ ნოდარ კინაძემ ავტომოპასუხეზე დააყენა ტელეფონი და აღარ პასუხობს.

  • საქმის ახალი დეტალები – რა ხდება ცნობილი გიგა ავალიანის მკვლელობაზე

    საქმის ახალი დეტალები – რა ხდება ცნობილი გიგა ავალიანის მკვლელობაზე

    გიგა ავალიანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

    „საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

    2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

    2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

    დანაშაულის ჩადენისთანავე, გიორგი რიკაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.

    მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
    სამართალდამცველებმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. ნია იმნაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულია გიორგი მალანია და საქმე არსებითად იხილება სასამართლოში. ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულია ანი ნასყიდაშვილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • 2 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება და ყველაფერში გაუმართლებს

    2 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება და ყველაფერში გაუმართლებს

    აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2026 წელს წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს და თითოეულ ადამიანს ცეცხლოვან ენერგიას, ცვლილებების სურვილსა და ტრანსფორმაციის დიდ შესაძლებლობას ანიჭებს.

    ცხენი თავისუფლების, ძალისა და იმპულსურობის სიმბოლოა. ცეცხლოვანი ცხენის წელი კი ამ ენერგიას გააორმაგებს. ეს არის პერიოდი, როდესაც მოძველებული და უსარგებლო ჩვევები, კომუნიკაცია, ურთიერთობა საბოლოოდ უნდა დასრულდეს და ადამიანებმა ცხოვრება განახლებული ენერგიით დაიწყონ.

    ვეფხვი

    ეს წელი არანაკლებ წარმატებული იქნება ვეფხვებისთვის. ცეცხლოვანი ცხენის ენერგია მათ ბუნებრივ გამბედაობასა და მონდომებას კიდევ მეტად გააძლიერებს. 2026 წელს გექნებათ შესაძლებლობა, ყველაზე ამბიციური პროექტებიც კი განახორციელოთ. ეფექტური კომუნიკაციის დახმარებით პირად ურთიერთობებში ყველაფრის გარკვევას, თანამშრომლებთან, საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებებს და ახალი, საინტერესო პროექტების განხორციელებას შეძლებთ.

    ცხენი

    2026 წლის მთავარი სიმბოლო ასევე დიდ წარმატებას მიაღწევს. მათთვის მომდევნო წელი საინტერესო შესაძლებლობების, ფინანსური ზრდისა და თვითგანვითარების პერიოდი იქნება. ყველაფერი, რისთვისაც შრომობდით, შედეგს საბოლოოდ გამოიღებს და ოცნებების ასრულებას შეძლებთ. 2026 წელი გაძლევთ შანსს, განახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ, დრო, მოტივაცია და გამბედაობა არ გყოფნიდათ.

  • ცნობილია რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება წუხელ დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს – წინასწარი ბრალი საკმაოდ მძიმეა

    ცნობილია რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება წუხელ დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს – წინასწარი ბრალი საკმაოდ მძიმეა

    პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

    2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

    2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

    დანაშაულის ჩადენისთანავე, გიორგი რიკაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.

    მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

    სამართალდამცველებმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. ნია იმნაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულია გიორგი მალანია და საქმე არსებითად იხილება სასამართლოში. ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულია ანი ნასყიდაშვილი.