Author: admin

  • ვრცელდება პრემიერ მინისტრის განცხადება

    ვრცელდება პრემიერ მინისტრის განცხადება

    ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    პრემიერმა შეაფასა გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა მდინარაძეს  ძალაუფლება ჩამოერთვა.

    „იგივე წარმატებით იგივე ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის უფრო სუსტი ნებისმიერი მინისტრის თანამდებობასთან შედარებით. ზუსტად იგივეა, ანალოგიურად, ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია. ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში. ძალიან მარტივია სინამდვილეში ეს ყველაფერი. აქაც ახერხებენ კონკრეტული ადამიანები  სპეკულირებას. სამართალდამცავი ორგანოები არის ძალიან  სპეციფიკური. ყოველდღიურ რეჟიმში არის ხშირად ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც პირადად მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხითაც კი შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი რგოლის გაჩენა. აქამდეც, მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა საერთო კოორდინაციის ფუნქციას, ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა ისედაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისას, ამას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე, რაც სწორია.  ეს ფუნქცია, რეალურად, ჩვენგან ჰქონდა მინიჭებული, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობდა, თუმცა, კიდევ ერთხელ, არ იყო რაღაც ეტაპზე ფორმალიზებული და გადავწყვიტეთ ამის ფორმალიზება, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ამოცანის ფორმალიზება გადაწყდა ჩვენი მხრიდან“, –  განაცხადა პრემიერმა.

  • (ფოტოები) გაირკვა საზარელ ავარიაში გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა – “ორი ოჯახიდან 4 ბიჭი დაიღუპა, ორ-ორი ძმა… ასეთი ავარია არავის არსად უნახავს” (ფოტოები)

    (ფოტოები) გაირკვა საზარელ ავარიაში გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა – “ორი ოჯახიდან 4 ბიჭი დაიღუპა, ორ-ორი ძმა… ასეთი ავარია არავის არსად უნახავს” (ფოტოები)

    დღეს დი­ლით გარ­და­ბან­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და – სო­ფელ ბირ­ლიკ­ში BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შემ­დეგ მან­ქა­ნა ნა­წი­ლე­ბად დაიშალა. გარ­დაც­ვლი­ლია 7ადა­მი­ა­ნი, ხოლო ერთი ახალ­გაზ­რდა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ახლა ის სიკ­ვდილს ებ­რძვის.

    რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. ტრა­გე­დია მოხ­და გარ­და­ბა­ნი – რუს­თა­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

    “ჩვე­ნი სოფ­ლის, ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი ოთხი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი. ორი ძმა და კი­დევ ორი ძმა, ეს ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. სა­უ­ბე­დუ­როდ ორი ოჯა­ხი­დან ოთხი ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი. მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ და ნა­თე­სა­ვე­ბიც არი­ან. რო­გორც ვიცი, კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა იყო სა­გა­რე­ჯო­ე­ლი მან­ქა­ნა­ში. სა­გა­რე­ჯო­ე­ლე­ბიც და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან.

    დი­ლით ასე თქვეს, რომ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ გად­მო­ვარ­და მან­ქა­ნი­დან. ორი ჩარ­ჩე­ნი­ლი იყო მან­ქა­ნა­ში. ორი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი. ვი­ცო­დი, რომ შვიდ­ნი იყ­ვნენ. ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე მერ­ვეც რომ ყო­ფი­ლა. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში. იმ ად­გი­ლას ვინც იყო, ყვე­ლა შოკ­შია, მი­მო­ფან­ტუ­ლია ირ­გვლივ მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნის ნა­წილს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი.

    დაშ­ლი­ლია მთლი­ა­ნად მან­ქა­ნა, იქ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო. არ ვიცი, რა სიჩ­ქა­რით მი­დი­ოდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან ერთს ვიც­ნობ­დი ახ­ლოს, რეს­ტო­რან­ში ოფი­ცი­ან­ტად მუ­შა­ობ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. მისი ძმაც გარ­დაც­ვლი­ლია.

    თა­ნა­ვუგ­რძნობ ყვე­ლას. დიდი ტრა­გე­დი­აა, ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა”, – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

     “ამბებისთვის” ცნო­ბი­ლი გახდა სო­ფელ ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბის ვი­ნა­ო­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან შა­მილ და ქა­მილ ალი­ე­ვე­ბი, ასე­ვე კი­დევ ორი ძმა არის და­ღუ­პუ­ლი – ალილ და სა­ჰირ ჯა­ლი­ლო­ვე­ბი.

    “ქა­მი­ლი 19 წლის იყო, შა­მი­ლი 17-ის. ბი­ჭებს მშობ­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჰყავთ. ბე­ბია და ბა­ბუა ზრდიდ­ნენ. მშობ­ლე­ბი ადრე და­ე­ღუ­პათ, ჯერ მამა, შემ­დეგ დედა. ორი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ზრდი­ლო­ბით, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით, კულ­ტუ­რით და არას­დროს არა­ვის აწუ­ხებ­დნენ. ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ძმე­ბი. ძა­ლი­ან კე­თი­ლი იყო შა­მი­ლი. ყვე­ლას გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. გული მტკი­ვა ძა­ლი­ან. შა­მი­ლი მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და, შრო­მობ­და, ქა­მი­ლი სპორ­ტს მის­დევ­და, კრი­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რო­გო­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი ძმე­ბი იყ­ვნენ, გული მტკი­ვა ძა­ლი­ან და ვუ­სამ­ძიმ­რებ ყვე­ლას”, – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ბი­ჭე­ბის სკო­ლის პე­და­გო­გი.

     ცხედ­რებს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ. და­შა­ვე­ბუ­ლი ერთი პირი ამ­ჟა­მად რუს­თა­ვის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

    წყარო: ambebi.ge

  • (ვიდეო) უმძიმეს ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა

    (ვიდეო) უმძიმეს ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა

    უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და გარ­და­ბან­ში, კერ­ძოდ სო­ფელ ბირ­ლიკ­ში, დღეს დი­ლით BMW – ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, ერთი კი კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს.

    გლო­ვაა სო­ფელ­ში, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. სამი გარ­დაც­ვლი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვია.

    “ხუთი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი, სამი ჩვე­ნი სოფ­ლის ბირ­ლი­კის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, მათ შო­რის ორი ძმაა. და­ნარ­ჩე­ნი – კი­დევ ორი გარ­დაც­ვლი­ლი სა­გა­რე­ჯო­ე­ლია. ის ბი­ჭე­ბიც ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან. დიდი ტრა­გე­დი­აა. რო­გორ მოხ­და, ზუს­ტად ვერ გე­ტყვით – ძა­ლი­ან მძი­მე ავა­რი­აა, BMW – ს მარ­კის მან­ქა­ნით სოფ­ლის ცენ­ტრში, მა­ღა­ზი­ას­თან ძა­ლი­ან დიდ ხეს შე­ას­კდნენ. სულ 6 ახალ­გაზ­რდა იჯდა მან­ქა­ნა­ში. 5 გარ­დაც­ვლი­ლია და ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, სამ­ძი­მა­რი ოჯა­ხებს”, – ამ­ბობს ამბები.ge სა­უ­ბარ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კა­ლი­ნი­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში ნუშ­რა­ვან მა­მე­დო­ვი.

    ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

  • ‼️ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ‼️ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    🔻 გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა | ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ის ტიპის ავტომობილი ხეს შეეჯახა. მთავარი დეტალებს შსს-ში არკვევს.

    🔴 მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

  • საზარელი ავარია, BMW – ს ტიპის ავტომობილო ხეს შეეჯახა, გარდაცვლილია 3 ადამიანი – რა ხდება ცნობილი?

    საზარელი ავარია, BMW – ს ტიპის ავტომობილო ხეს შეეჯახა, გარდაცვლილია 3 ადამიანი – რა ხდება ცნობილი?

    ცოტა ხნის წინ, გარ­დაბ­ნის შე­სას­ვლელ­თან სა­ში­ნე­ლი ავა­რია მოხ­და.

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ხეს შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლია 3 ადა­მი­ა­ნი. ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი გარ­დაბ­ნე­ლე­ბი არ არი­ან .

    მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვას შსს-ში ვცდი­ლობთ.

  • “თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს მის ოჯახს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

    “თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს მის ოჯახს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

    „ჯუნგლების“ ძირძველი წევრი ოთიკო სიმსივე გარდაიცვალა. ინფორმაცია მათ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.

    სამწუხაროდ გარდაიცვალა „ჯუნგლების“ ძირძველი წევრი ოთიკო სიმსივე. თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს და გამძლეობას ვუსურვებთ მის ოჯახს და ახლობელ ადამიანებს. ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები ძმაო“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

  • რუსეთის დუმამ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

    რუსეთის დუმამ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

    დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

    დოკუმენტი დუმას ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა, ხელშეკრულებას კი მოსკოვში 9 მაისს პუტინმა და დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოაწერეს ხელი.

    შეთანხმება ოფიციალურად თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს.

    რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ასევე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებასა და კანონმდებლობის დაახლოებას მოიცავს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დანცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, გულის კუნთის გაძლიერება და სტრესის შემცირება ამ ბალახეული ნაყენითაა შესაძლებელი

    თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, გულის კუნთის გაძლიერება და სტრესის შემცირება ამ ბალახეული ნაყენითაა შესაძლებელი

    როზმარინი უძლიერესი სამკურნალო ბალახია, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ ართრიტის, ასთმის, ეგზემის, ღვიძლისა და გულის დაავადებების, სისხლძარღვების, სახსრების, ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად, კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

    როზმარინი კარგად იზრდება თბილ კლიმატში და აქტიურად გამოიყენება როგორც სანელებელი.

    სამკურნალო მცენარეს მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის:

    გულ-სისხლძარღვთა სისტემა

    აუმჯობესებს გულის მუშაობას, სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. როზმარინი სასარგებლოა სერიოზული დაავადებების შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად, განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევა.

    თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და გულის ფუნქციონირების  გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია როზმარინის შემდეგი წესის მიხედვით მიღება: 1 ჩ. კ. როზმარინი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადწურეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, მიიღეთ თითო-თითო ს. კ.

    კანის მოვლა

    როზმარინი აახალგაზრდავებს კანს, ატენიანებს, ამცირებს ნაოჭებს, ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას, ხსნის შეშუპებას, აშორებს პიგმენტურ ლაქებს.

    რეკომენდებულია როზმარინის ჩაის დალევალა, საცხებსა და ნიღბებში როზმარინის ეთერზეთის რამდენიმე წვეთის დამატება, აგრეთვე სახის კანის როზმარინის ნახარშით გაწმენდა.

    ანთება და სახსსრები

    მცირებს სახსრების ტკივილს, კურნავს ანთებას. როზმარინი ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების აღმოსაფხვრას. სწორედ ამიტომ, სასარგებლოა სახსრების, სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადების,  ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ.

    თავის ტვინი

    აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას. ეს გამოწვეულია იმით, რომ როზმარინი ზრდის სისხლის ნაკადს თავში. ბალახი შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უშლიან მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერის დეგრადაციას.

    ხელს უწყობს თმის ზრდას

    როზმარინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და, სწორედ ამიტომ, თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ზრდის ასასწრაფებლად საუკეთესოა მის ბაზაზე მომზადებული ნიღბები. გადაავლეთ თვალი ჩვენს გვერდს და მოიძიეთ როზმარინის ბაზაზე მომზადებული თმის უძლიერესი ელექსირი, რომელიც ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას, აუმჯობესებს თმის მდგომარეობას, მატებს მოცულობას, ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას.

    სიმსუქინის საწინააღმდეგო

    როზმარინი გეხმარებათ წონის დაკლებაში ცხიმების დაშლის დაჩქარებითა და მადის დაქვეითებით. ბევრად უფრო ეფქტურია როზმარინის, სალბის, აბზინდასა და კვრინჩხის ყვავილების კომბინაცია. მოცემული მცენარეები (გამომშრალი) აიღეთ თანაბარი რაოდენობით და აურიეთ. ნარევი გადაიტანეთ მშრალ თავდახურულ ქილაში. ნარევის 1 ჩაის კოვზს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 25 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 100-100 მლ. დალიეთ 30 დღე.

    არსებობს როზმარინის სამკურნალო თვისებების გამოყენების რამდენიმე გზა:

    • შეისუნთქეთ როზმარინის ეთერზეთის არომატი. ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დაამატეთ ჰაერის არომატიზატორს, შამპუნს, საცხს, თმისა და კანის მოვლის ნიღბებს.
    • ყოველ საღამოს, ძილის წინ, დალიეთ როზმარინის ჩაი.
    • როზმარინის ჩაის დალევა რეკომენდებულია დიაბეტის, ღვიძლის დაავადებების, ნაღვლის ბუშტის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

    როზმარინი კარგად ხარობს ქოთანშიც. ზრდასრული მცენარის ყლორტი დასაფესვიანებლად ჩადეთ წყლიან ქილაში. დაფესვიანებული ღერო გადაიტანეთ ქოთანში. ქოთანი დადგით მზიან მხარეს და უძლიერესი სამკურნალო მცენარე და  არომატული სანელებელი მუდამ ხელმისაწვდომი გექნებათ.

    როზმარინის მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ეპილეფსიური კრუნჩხვების, ორსულობის, II-III ხარისხის ჰიპერტენზიის დროს.

    გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • ცნობილია როდის დაისვენებენ სკოლები და ბაღები მაისში

    ცნობილია როდის დაისვენებენ სკოლები და ბაღები მაისში

    განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025-2026 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით, მეორე სემესტრის დასრულებამდე კიდევ 2 ოფიციალური დასვენების დღე იქნება.

    დასვენების დღეებია: 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე, 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

    წყარო: ​primetime.ge