Author: admin
-

საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს
შიო III – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქი ჰყავს | მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა.
1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წლიდან დიაკვანია. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.
2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
2026 წლის 18 მარტის სინოდმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
2026 წლის 28 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მეუფე შიო პატრიარქობის სამ კანდიდატს შორის დაასახელა. -

რამდენიმე დღეში პიგმენტური ლაქებისგან კვალიც არ დარჩება. საშუალება, რომელსაც დღემდე ვემადლიერები
ასაკის მატების პარალელურად სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით კანთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც სავსებით ნორმალური, ბუნებრივი მოვლენაა. პიგმენტური ლაქების გაჩენა – გავრცელებული პრობლემა, რომელმაც თავი შეიძლება იჩინოს სხვადასხვა მიზეზების გამო. კანის პიგმენტაციის დარღვევა იმდენად დიდ დისკომფორტს გვიქმნის, რომ ჩვენს თვითშეფასებაზეც საგრძნობლად მოქმედებს.
გარდა ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენებისა და სპეციალური პროცედურების ჩატარებისა, არსებობს ერთი ძალიან მარტივი და იაფი საშიანო საშუალება, რომელიც ამ პრობლემას მარტივად უმკლავდება. მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების შერევით მიიღებთ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც მინიმალურ დროში ლაქებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი საერთოდ გააქრობს.
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები
ინგრედიენტები:
- ვაშლის ძმარი
- საჭმელი სოდა
- ლიმონის წვენი
- თაფლი
ინსტრუქცია:
- ნახევარ ჩაის ჭიქა ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი.
- ძმრისა და წყლის ნარევში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, 1/3 ჩაის კოვზი კონცენტრირებული ლიმონმჟავა ან ნახევარი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. ურიეთ ძალიან კარგად, რათა სითხეში მკვრივი მასები არ დარჩეს. ამ დავალებას გაცილებით მარტივად რომ გაართვათ თავი, ნარევი მიკროტალღურ ღუმელში ოდნავ შეათბეთ.
- ჭურჭელს, რომელშიც მზა საშუალებას ინახავთ, გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა) და შეინახეთ მაცივარში. პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ჩვენი დღევანდელი საშუალება საკმაოდ დიდხანს ინახება.
- ძალიან მცირე რაოდენობით მასაში ჩაალბეთ ბამბის დისკი და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ ლაქები. წინასწარ აუცილებლად გულდასმით გაიწმინდეთ სახე მაკიაჟისგან.
- ყოველდღიური პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ!
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია!
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც დეტალური ინსტრუქციაა წარმოდგენილი:
-

“საწყალი ქალი, სახლში მიდიხარ და უცებ ვიღაც გკლავს…საშინელება იყო შევესწარი” ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა .
გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა | როგორც მთავარს შსს-ში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული.

-

ვარკეთილში სამ ახალგაზრდას ყურები და თითები მოაჭრეს
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, სამ მოქალაქეს ყურები და თითები დააჭრეს, რომ დიდი ფული გამოძალათ. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, დაზარალებულია, რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დაუდგენელი მოტივით საქართველოში, ბოლო სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდა და ყველა ერთ მისამართზე ვარკეთილში, მდებარე კორპუსში დასახლდა.
„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, 27 მარტს რუსეთიდან ჩამოსულებიდან ერთ-ერთს მობილურზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ბინაში გაზი ჟონავდა, ხელოსნები მივიდნენ და მესამე სართულიდან ეზოში უნდა ჩასულიყო. „შაბათის ეთერის” მოპოვებულ ვიდეო ფაილებში ჩანს, რომ რომან ბელოვი სადარბაზოდან ღამის პირველ საათზე კორპუსიდან ნამდვილად ჩადის, მაგრამ იქ არც ხელოსნები და არც ოპერატიული ჯგუფი არ არის. რამდენიმე ხანში კადრში ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება, რომელიც კორპუსში შედის.
ეზოდან, სახლში აბრუნებულ რომან ბელოვს ინკასატორების ნაცვლად, სახლში კრიმინალური ბანდა დახვდა, ის სახლში ძალით შეათრიეს, სადაც უკვე განეიტრალებულები იყვნენ მისი მეგობრები.
ირკვევა, რომ შეირაღებული ბანდის წევრებმა დაზარალებულების ტელეფონები გახსნეს, თუმცა დიდი ფული, მათ კრიპტო საფულეზე ვერ იპოვეს. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა რუსეთის მოქალაქეებს ცულით დაზიანებები ჯერ ყურებზე მიაყენეს. საქმის მასალების თანახმად, რადგან წამების ამ ფორმით თაბვდამსხმელებმა შედეგი ვერ მიიღეს, მათი სამიზნე უკვე დანილ მიშაევიცგახდა, რომელსაც თითის მოჭრით ემუქრებოდნენ.
თითქმის 12 საათიანი წამების შემდეგ ადგილზე დანაშაულებრივი ბანდის წევრებმა რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, აიტი სპეციალისტიმიიყვანეს. 25 წლის შოთა გაგლოშვილიპოლიციამ სამი დღის წინ დააკავა. რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გადამალულ ფულს რაც ადგილზე მიყვანილმა ტექმოლოგიებისსპეციალისტმაც ვერ მიაგნო. ამის შემდეგ გადაწყდა, პეტერბურგელების ჯგუფის სამივე წევრი გაეტაცებინათ.
საბოლოოდ, ნაწამებ ახალგაზრდები მარნეულში გაიტაცეს, ვიდეოები გადაუღეს და დაემუქრნენ, რომ თუ პოლიცია რამეს გაუგებდა, ამ კადრებს გაუვრცელებდნენ.
მძიმე დანაშაულის ბრალდებით 7 პირია დაკავებული.
-

მთავრობა ოჯახებს, მინიმუმ, 30 000 ლარს გადაუხდის – ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს სოლიდურ თანხას?
მთავრობის 1 მაისით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა დამატებით 5.375 მილიონი ლარით გაიზარდა.
აღნიშნული ცვლილება 19 მარტის დოკუმენტში აისახა.
დახმარება შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც 2025 წლის თებერვალში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდნენ და რომელთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები სრულად განადგურდა ან აღდგენას აღარ ექვემდებარება.
უფრო კონკრეტულად, თუ 2026 წლის 19 მარტის განკარგულებით ჯამურად საკომპენსაციო თანხა 10.400 მლნ ლარს შეადგენდა, ამჯერად, 15.570 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, მთავრობის ახალი განკარგულებით, 3-დან 13-მდე გაიზარდა იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობაც, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაცია გაიცემა.
დოკუმენტის მიხედვით, ფულადი დახმარება რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდება:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 4.900 მლნ ლარი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 2.250 მლნ ლარი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 3.250 მლნ ლარი
ხონის მუნიციპალიტეტი – 30 000 ლარი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი – 1.630 მლნ ლარი
ვანის მუნიციპალიტეტი – 510 000 ლარი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 1.020 მლნ ლარი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 380 000 ლარი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი -630 000 ლარი
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 50 000 ლარი
მარტვილის მუნიციპალიტეტი – 470 000 ლარი
ხობის მუნიციპალიტეტი – 210 000 ლარი
აბაშის მუნიციპალიტეტი – 420 000 ლარი
რაც შეეხება ოჯახზე გასაცემ საკომპენსაციო თანხის მოცულობას, შემდეგნაირად არის განსაზღვრული:თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი – 50 000 ლარი;
თუ დაზარალებულ ოჯახს აქვს, ან ჰქონდა საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 21 თებერვლის შემდეგ გაასხვისა;
ასევე, თუ 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ, დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული სახლის კუთვნილი ნაწილი – 30 000 ლარი.
-

ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა – არიან დაშავებულები
ახალციხეში, სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ცხენს შეეჯახა.
ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ჯგუფი და პოლიცია.



