Author: admin

  • რით არის საშიში 2026 წლის ივლისი? – ინდოელი წინასწარმეტყველი ბიჭის სკანდალური პროგნოზი

    რით არის საშიში 2026 წლის ივლისი? – ინდოელი წინასწარმეტყველი ბიჭის სკანდალური პროგნოზი

    ინ­დო­ე­ლი ნა­თელ­მხილ­ვე­ლი აბი­გია ანან­დი, რომ­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბიც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სი­ზუს­ტით სრულ­დე­ბა (მან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­აც კი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა), 2026 წლის­თვის ახალ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს. მისი თქმით, წინ გვე­ლო­დე­ბა “ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნის” წელი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს­თვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა.
    რა­ტომ არის 2026 წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, 2026 წელი გრძელ­ვა­დი­ა­ნი კარ­მუ­ლი ციკ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას მო­ას­წა­ვებს. ანან­დი გან­მარ­ტავს, რომ სამ­ყა­რო შე­ვი­და ფა­ზა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ ხდე­ბა. ეს გა­მო­იწ­ვევს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­წყო­ბას, მეც­ნი­ე­რულ გარ­ღვე­ვებ­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლას.
    პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, მარ­სის აქ­ტი­ვა­ცია და სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა გა­მო­იწ­ვევს ძვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სის რღვე­ვას, რაც შე­საძ­ლოა სა­მო­ქა­ლა­ქო მსხვერ­პლის ზრდი­თა და იდე­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გამ­წვა­ვე­ბით გა­მო­ი­ხა­ტოს.
    კრი­ტი­კუ­ლი თა­რი­ღე­ბი: აპ­რი­ლი და ივ­ლი­სი
    აბი­გია ანან­დი ორ კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდს გა­მო­ყოფს, რო­დე­საც მსოფ­ლიო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გე­ბა:

    • 2026 წლის აპ­რი­ლი : მარ­სის აქ­ტი­ვა­ცი­ი­სა და პლა­ნე­ტა­რუ­ლი შე­ჯა­ხე­ბე­ბის გამო, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის პიკი და გლო­ბა­ლუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა. ანან­დი გვირ­ჩევს, ამ დროს მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნოთ.
    • 2026 წლის ივ­ლი­სის ბოლო: ამ პე­რი­ოდ­ში მარსს “რაჰუ” უერ­თდე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს ქცე­ვის მო­დე­ლებ­ში, გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე არ­სე­ბულ ქა­ოს­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას.

    საფრ­თხის ზო­ნე­ბი და პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი
    წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი რამ­დე­ნი­მე რისკ-ზო­ნას ასა­ხე­ლებს: ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი, კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი და ფი­ლი­პი­ნე­ბი. მისი თქმით, ამ რე­გი­ო­ნებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გლო­ბა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა.
    თუმ­ცა, 2026 წელი მხო­ლოდ საფრ­თხე­ებს არ მო­ი­ტანს. ანან­დი ხე­დავს დიდ პროგ­რესს:

    1. მე­დი­ცი­ნა : გარ­ღვე­ვა დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დახ­მა­რე­ბით.
    2. მეც­ნი­ე­რე­ბა: სე­რი­ო­ზუ­ლი წინსვლა მა­თე­მა­ტი­კა­ში, ფი­ზი­კა­სა და კოს­მო­სის კვლე­ვა­ში.
    3. პო­ლი­ტი­კა: ნო­ემ­ბერ­ში სა­ტურ­ნის დო­მი­ნი­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, რა­მაც შე­საძ­ლოა არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის ეს­კა­ლა­ცია შე­ა­ჩე­როს.

    “ჩემი პროგ­ნო­ზე­ბი ხალ­ხის და­სა­ში­ნებ­ლად კი არა, მათ მო­სამ­ზა­დებ­ლად არ­სე­ბობს. თუ წი­ნას­წარ გვე­ცო­დი­ნე­ბა საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შოკი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა და უფრო გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ვი­ღებთ,” – ამ­ბობს აბი­გია ანან­დი.

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

    ბიძგების ეპიცენტრი, რომლის სიმძლავრემაც 5.29 მაგნიტუდა შეადგინა სიჩუანის პროვინციაში იყო.

    გერმანიის გეომეცნიერებების კვლევითი ცენტრის (GFZ) ცნობით, მიწისძვრა 10 კილომეტრის (6.21 მილი) სიღრმეზე მოხდა.

  • სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება

    სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

  • ძალიან მძიმედაა…მოწყდა კონსტრუქცია და თავში დაეცა.

    ძალიან მძიმედაა…მოწყდა კონსტრუქცია და თავში დაეცა.

    “მოწყდა კონსტრუქცია და თავში დაეცა … ძალიან მძიმედაა …” – ამის შესახებ ადგილობრივებმა “Tv პირველთნ” 14 წლის მოზარდის შესახებ ჰანაცხადეს, რომელსაც

    სკვერში საქანელას რკინის კონსტრუქციები დაეცა მოიყოლა.

    მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია დღეს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ავრცელა.

    “გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტს, რის

    გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მოზარდმა. მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის. თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით

    სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ

    კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას. მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და

    ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

  • რა მაგარი ამბავია – ილიას მწვრთნელი სუპერ ინფორმაციას ავრცელებს

    რა მაგარი ამბავია – ილიას მწვრთნელი სუპერ ინფორმაციას ავრცელებს

    ილია თოფურიას ფიზმომზადების მწვრთნელი, ხესუს გალიო, SerEbro EnlosDeportes პოდკასტის სტუმარი იყო. გალიომ „ელ მატადორის“ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

    „გამოჯანმრთელების პროცესი ყველა მებრძოლთან მიმართებით სხვადასხვანაირია. ყველა ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს. ფიზიკურად, რაც საკუთარი თვალით ვნახე, შემიძლია გითხრათ, რომ ილია საერთოდ სხვა ადამიანივით გამოიყურება. რა თქმა უნდა, დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ უკვე ისე გამოიყურება, თითქოს საერთოდ არ უჩხუბია. სახეზე ის ადგილები, რომლებიც დასიებული ჰქონდა, სრულად ჩაუცხრა.

    დალურჯებებიც აღარ აქვს. სახეზე დისკომფორტი და მომატებული მგრძნობელობა კვლავ აწუხებს, მაგრამ მას ყოველდღე ვხედავ და შემიძლია ვთქვა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანივით გამოიყურება. თვალბუდის ძვლის მოტეხილობა? ექიმმა გვითხრა, რომ ძვალი 6-8 კვირაში სრულად აღდგება, რადგან თვალბუდის ძვლის მოტეხილობა ფრაგმენტების გადანაცვლების (ცდომის) გარეშეა (ეს ნიშნავს, რომ ძვალმა დაკარგა თავისი მთლიანობა, მაგრამ მისი ანატომიური ფორმა და გეომეტრია არ დარღვეულა). ძვალი 6-8 კვირაში თავისით აღდგება, რის შემდეგაც გარკვეული დრო იქნება საჭირო, რათა იგი სრულად გამყარდეს. საუბარი დაახლოებით 2-3 თვეზეა“.

    შეგახსენებთ, რომ თოფურიას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. გალიოს თქმით, თუ ორგანიზაციისგან შეთავაზება მიიღო, შესაძლოა, ილიამ ჩხუბი წლის ბოლოს შეძლოს.

  • 8 წლის ინგუში ბიჭის პოვნის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა.

    8 წლის ინგუში ბიჭის პოვნის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა.

    🔻 მდინარეში დაღუპული 8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა | ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 19 წლის მოხალისე დაღესტნიდან იყო. 🔴 8 წლის ხიზირ დერბიჩევს 20 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. მიმდინარე წლის 15 ივნისს ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში 8 წლის ბიჭი ორ მეგობართან ერთად მდინარის პირას იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი დინებამ წაიღო. ხიზირ დერბიჩევი კი მდინარეში გადახტა და მეგობარი გადაარჩინა, თუმცა ის თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურის დასავლეთით შვიდ კილომეტრში, სოფელ ხონჭიორში იყო.

    ბიძგები თბილისის დროით 08:07 საათზე დაფიქსირდა.