Blog
-

გელა დაიაური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გელა დაიაური სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაგვეცვალა მამა… გასვენება სამშაბათს, პირველ საათზე . გარდაბნის რაიონი, სოფ . გამარჯვება.“- წერს დაიაური სოციალურ ქსელში.
-

“რა სილამაზეა” – სოფიკო შევარდნაძის სახლი-სასტუმრო – როგორ ბინაში ცხოვრობს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ოჯახთან ერთად ?
რა სილამაზეა” – სოფიკო შევარდნაძის სახლი-სასტუმრო – როგორ ბინაში ცხოვრობს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი




-

რა სიტყვები უნდა წარმოთქვა ფულის გასესხების დროს – ფენ-შუის რჩევა
ეზოტერიკულ და ფენ-შუის მიხედვით, ფულის გასესხება ენერგეტიკულ გაცვლად ითვლება, ამიტომ არსებობს პერიოდები და სიტუაციები, როცა ფულის გასესხება არ არის რეკომენდებული:
როდის არ უნდა გაასესხო ფული
მზის ჩასვლის შემდეგ
ითვლება, რომ საღამოს ფული „ბნელ ენერგიაში“ გადადის და უკან დაბრუნება რთულდება.
ორშაბათს და კვირას
ორშაბათი – ახალი ენერგიის დასაწყისია; ფულის გატანა კვირის დასაწყისში ფინანსურ ნაკადს „ხურავს“.
კვირა – დასვენებისა და სულიერი ბალანსის დღეა; ფულთან დაკავშირებული ოპერაციები არ არის სასურველი.
მზარდ მთვარეზე – არა, კლებადზე – კი
ეზოტერიკაში ამბობენ:
მზარდ მთვარეზე გასესხება = ფულის შემცირება
კლებად მთვარეზე გასესხება = პრობლემების „გატანა“
დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე
ამ დღეებში ფული ენერგეტიკულად „საჩუქარია“ და არა ვალი – შესაძლოა უკან აღარ დაგიბრუნდეს.
თუ ცუდ ხასიათზე ხარ ან ავად
ამ დროს შენი ენერგია სუსტია და ფულთან ერთად საკუთარ ძალასაც „აწვდი“.
ბოლო ფულის გასესხება
ფენ-შუიში მკაცრად აკრძალულია – ეს ფინანსურ ბლოკირებად ითვლება.
ხელიდან ხელში გადაცემა
რეკომენდებულია ფული დადო მაგიდაზე ან კონვერტში – ენერგიის „დაცვა“.
თუ შიდა წინააღმდეგობას გრძნობ
ინტუიცია ეზოტერიკაში მთავარი კომპასია – ეჭვი ნიშნავს „არა“.
ფენ-შუის პატარა რჩევა
თუ მაინც ასესხებ:
ფული გაატარე წითელ კონვერტში (სიმდიდრის ფერი)
თქვი ჩუმად: „ვუშვებ ფულს თავისუფლად და ის მშვიდად ბრუნდება ჩემთან“.
-

ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი – ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
აპრილი ასტროლოგიურად აქტიური და გარდამტეხი პერიოდია. პლანეტარული გადაადგილებები გავლენას ახდენს როგორც ემოციურ ფონსა და ურთიერთობებზე, ისე ფინანსურ და პროფესიულ სფეროებზე. ასტროლოგების შეფასებით, განსაკუთრებით გამოიკვეთება რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომელთათვისაც ეს თვე შედარებით წარმატებული და შესაძლებლობებით სავსე იქნება.
კურო – აპრილი კუროებისთვის სტაბილურობისა და მატერიალური წინსვლის პერიოდად მოიაზრება. მოსალოდნელია ფინანსური გაუმჯობესება ან ახალი შესაძლებლობები სამსახურში.
კირჩხიბი – ამ ნიშნის წარმომადგენლები მეტად იგრძნობენ ემოციურ მხარდაჭერას და შინაგან სიმშვიდეს. წარმატება შესაძლებელია როგორც პირად, ისე ოჯახურ ურთიერთობებში.
ქალწული – დეტალებზე ორიენტირებულ ქალწულებს აპრილი ახალი პროექტებისა და იდეების რეალიზების შანსს მისცემს. შრომა ამ პერიოდში მეტად დაფასდება.
მორიელი – მორიელებისთვის ეს თვე ტრანსფორმაციისა და წინსვლის დროა. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც საბოლოოდ პოზიტიურ შედეგს მოიტანს.
თხის რქა – მიზანდასახული თხის რქები შეძლებენ კონკრეტული შედეგების მიღწევას კარიერაში. განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება იყოს პროფესიული მიმართულება.
მიუხედავად ამისა, ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ თითოეული ადამიანის გამოცდილება ინდივიდუალურია და საბოლოო შედეგი ხშირად პირად გადაწყვეტილებებსა და გარემო პირობებზეც არის დამოკიდებული.
-

“წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა…” – რამაზ ნოზაძე
რამაზ ნოზაძის და ხატია სიჭინავას ოჯახმა ცოტა ხნის წინ დიდი დანაკლისი განიცადა. რამაზის მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ, სპორტსმენმა “პრაიმ ტაიმს” უამბო.
– ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი ადამიანი, მამა გამომეცალა ხელიდან. მან მაზიარა დიდ სპორტს, რომლითაც ჩემს ერს ვუყვარვარ. სულ ვცდილობ არ დავაზიანო ჩემი ოჯახი და ჩემი საქართველო. მე და მამას განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამ დანაკარგს რაღაცნაირად ვუმკლავდებით.
– რითი გარდაიცვალა მამა, ავადმყოფობდა?
– არაფერი არ სჭირდა, არ უჩიოდა ჯანმრთელობას. ფილტვის ანევრიზმით გარდაიცვალა, იმ მომენტში დედასთან ერთად იყო, წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა. დედა ძალიან ძლიერი ადამიანია, ჩვენც მის გვერდით ვართ და ვცდილობთ ეს ტკივილი ღირსეულად გადავიტანოთ.
-

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ძლიერი ინტუიცია დაგეხმარებათ მოვლენების განვითარება წინასწარ განსაზღვროთ და მოსალოდნელი შეცდომები თავიდან აიცილოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა, ამიტომ შეგიძლიათ ერთობლივი გეგმები შეიმუშაოთ და ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანოთ. ეცადეთ, უფროსი ნათესავების მონახულებისთვის დრო გამონახოთ.
კურო
თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ეცადეთ, ამ ცვლილებებისთვის მორალურად მოემზადოთ და ნუ ინერვიულებთ, თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ. მალე გაჩნდება შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად თქვენ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ახალი საქმიანი ნაცნობობა გელით, რაც მომავალში გამოგადგებათ.
ტყუპები
შრომატევადი სამუშაო გელით, რომელიც ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. ყველა, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ, რათა შეცდომები და მათგან გამომდინარე შედეგები თავიდან აიცილოთ. ახალი პროექტი წარმატებული იქნება და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
მშვიდი სამუშაო დღეა. პლანეტების განლაგება ყველა საქმესა და წამოწყებაში წარმატებას გპირდებათ. ეცადეთ, სიზარმაცის და დეპრესიის შეტევები დაძლიოთ და ყველზე რთული პროექტების განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ, პარტნიორობის ყველა შეთავაზებას დაეთანხმოთ – ისინი ფინანსურ სარგებელს და აღიარებას მოგიტანთ.
ლომი
ამ დღეს წვრილმანების გაზვიადება და გადაჭარბებული რეაქცია გახასიათებთ, თუმცა ვარსკვლავები საკმაოდ ნაყოფიერ, საინტერესო შეხვედრებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე დღეს გპირდებიან. გირჩევთ, ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
ქალწული
ეს ის დღეა, როდესაც მეტი უნდა იაქტიუროთ და ინიციატივა ხშირად გამოიჩინოთ. ბედი უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. ნუ გადაიღლებით, პერიოდულად შეისვენეთ და სამუშაოდან ყურადღება სასიამოვნო თემებზე გადაიტანეთ. ქალაქგარეთ ხანმოკლე გასეირნება ან საინტერესო ადამიანთან საუბარი ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ამ დღეს წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ – დაწყებული პროექტის ან საქმიანი შეხვედრის წარმატება დიდწილად, მათზეა დამოკიდებული. ურთიერთობა ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. საშუალება გექნებათ, რომ საჭირო ნივთები ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ, რაც სიამოვნებას და კმაყოფილებას მოგიტანთ.
მორიელი
ნუ ეცდებით მოვლენების გაკონტროლებას, ბუნებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ. უმჯობესია შექმნილ ვითარებას მოერგოთ და ცვლილებები თქვენი კარიერული წინსვლისთვის ან შემოსავლის გასაზრდელად გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ეს დროებითი პრობლემებია და მომავალ წარმატებაზე მუშაობა განაგრძეთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ემოციური ფონი მნიშვნელოვნად გაზრდილია, ამიტომ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები უნდა აკონტროლოთ. ეცადეთ, წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ხელმძღვანელობა თქვენს პროფესიულ უნარებს შეამჩნევს და დააფასებს. საკმარისია, ცოტა მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ და დაწინაურებას შეძლებთ.
თხის რქა
მეგობრებთან შეხვედრა და ურთიერთობა დაგეხმარებათ, რომ მოდუნდეთ და დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ. საკუთარი აზრის გამოთქმა და პოზიციების დაცვა არ უნდა შეგეშინდეთ. ეს გუნდში თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებს და საქმის ეფექტურად დასრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, პარტნიორისთვის მეტი დრო გამონახოთ და პატარა საჩუქრით გაახაროთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა ზემდგომებთან და ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. შეგიძლიათ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ ან კომპანიის რეორგანიზაციის შესახებ საკუთარი იდეები გაახმოვანოთ. თქვენს სიტყვებს მოისმენენ და გაითვალისწინებენ. მთავარია, ზედმეტად ემოციურად არ ისაუბროთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა საქმიანი კავშირების დამყარებისა და თანამოაზრეების პოვნისთვის. ეცადეთ, ნებისმიერ კამათს და დაპირისპირებას მოერიდოთ – ეს უსარგებლო დროის კარგვაა და სხვა არაფერი. თუ პირადი ცხოვრებას მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს, მასში ცვლილებები და სიახლეები უნდა შეიტანოთ და პარტნიორს საკუთარ გრძნობებზე მეტი ესაუბროთ.
-

“ელექტროობის ბოძს გაუჩნდა ცეცხლი და წამში გადავიდა სახლზე, მერე მეორეზეც გადაიტანა” – რა დეტალები ხდება ცნობილი ადგილიდან ამ წუთებში ვრცლად იხილეთ კომენტარებში
ხანძარი ნახალოვკაში, ილურიძის ქუჩაზე. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი სახლს ეკიდა.
ამ წუთებში ხანძარი ლიკვდირებულია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ერთ-ერთ ჯგუფში წერს, ცეცხლი ელექტროენერგიის ბოძრს გაუჩნდა, შემდეგ ცეცხლი სახლზე გავრცელდა.
“ელექტროობის ბოძს გაუჩნდა ცეცხლი და წამში გადავიდა სახლზე, მერე მეორეზეც გადაიტანა,” – წერს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
-

“მანქანა ხევში გადავარდა დაიღიპა ერთი ადამიანი” – ნახეთ სად დატრიალდა საშნელი უბედურება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა – ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი პირი უგონო მდგომარეობაშია, არიან დაშავებულებიც | ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სამების ეკლესიასთან მოხდა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო ,სახანძრო სამსახურები და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

