გორთან ავტომაგისტრალზე დღეს კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ვიდეოს “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია.

გოგონას ანეკდოტად ქცეული ისტორია:
“მე-12 კლასი. სადაცაა სკოლას დავამთავრებთ. დირექტორმა გამოაცხადა, სანამ დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლის, ატესტატს არავის მივცემთო. ასე რომ, იძულებული გავხდით, საავადმყოფოში წავსულიყავით.
ყველა ექიმი ჩამოვიარე და ბოლოსთვის შემოვიტოვე ყველაზე საინტერესო – ნაცხის აღება. შევდივარ კაბინეტში და ვხედავ: ზის ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, სტუდენტი-პრაქტიკანტი. ბედი არ გინდა? – გავიფიქრე.
რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე… დუმილია. სრულიად არაფერი ხდება. ვგრძნობ, როგორ მიყურებს ის ვიგინდარა! ჯანდაბაშიც წასულა!
უცბად ჩაახველა და სანდომიანი ხმით მომმართა: “ახალგაზრდა ქალბატონო, რომ იცოდეთ, ნაცხს ყელიდან ვიღებთ!”

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს,– ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიური დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ 4 პირს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დამატებით ბრალი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინებათ.
სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.
ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.
გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ.
დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ, რაც დასტურდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვასა და გამოძალვას გულისხმობს – დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად, ასევე, დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ბრძოლას ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ. საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების სულ მცირე ნიშნების არსებობისას, დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებისთვის“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ჩემს სესხს, 400 ლარს ყოველთვიურად სახელმწიფო იხდის” – რა შემთხვევაში იხდის სახელმწიფო თქვენი იპოთეკური სესხის ნაწილს ყოველთვიურად?

„ეკლესიასთან დაახლოებულ პირებს შორის არსებობს არასწორი წარმოდგენა, რომ სიკვდილიანობა, ვირუსის მსგავსად, გადადის იმ საგნებით, რომლებსაც დაკრძალვასთან რაიმე კონტაქტი ჰქონდათ. ეს, რა თქმა უნდა, სიგიჟეა, მაგრამ რაც უფრო ნაკლები ცოდნა აქვს ადამიანს თავისი რწმენის საფუძვლების შესახებ, მით უფრო მეტ გიჟურ ცრურწმენას ფლობს. – განმარტავს ღვთის მსახური.
თუ არასწორად გამოთვალეთ და შეუკვეთეთ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე ქელეხის დროს გჭირდებოდა, თავისუფლად წაიღეთ ნარჩენები სახლში. ამ საკვებში არაფერია განსაკუთრებით წმინდა – ოლივიეს სალათს, თუნდაც ბარდით, არანაირი კავშირი არ აქვს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებასთან, აღნიშნა მღვდელმა.
„გლოვა გარდაცვლილისთვის მოწყალების ერთ-ერთი ფორმაა. თავდაპირველად, ქრისტიანული ტრადიცია გულისხმობდა, რომ გარდაცვლილის ნათესავები ამ დღეს ყველა მშიერსა და გაჭირვებულს გამოკვებავდნენ ღვთის სადიდებლად და სანაცვლოდ, განსაკუთრებით გარდაცვლილისთვის ილოცებდნენ“, – განმარტა მღვდელმა.

ბოტულიზმი და სხვა საკვებისმიერი ინტოქსიკაციები – “დილის პალიტრის” სტუმარია ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა.
შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, დღეს, დილით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო ჯგუფი.
ბაკურციხე-,თბილისის მაგისტრალის ბარჯისხევის მონაკვეთი განსაკუთრებით სახიფათოა და ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.

ვ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თავისი წესები აქვს და მართლმადიდებელი ქრისტიანები მაქსიმალურად ცდილობენ მათ დაცვას. წითლად შეღებილი კვერცხი და ხატის პური – ყველა ოჯახშია; თუმცა ამის გარდა, არსებობს ერთგვარი დაუწერელი კანონები, რომელთა შესრულებაც მორწმუნეებს უწევთ.
ამჯერად, გეტყვით, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. აღდგომას და მის შემდგომ დღეებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძიმე სამუშაოს კეთება – დალაგება, რეცხვა, უთო, კერვა… იკრძალება ნაკურთხი პროდუქტის გადაყრა;
ამ წმინდა დღეს ასევე არ შეიძლება გლოვა, კამათი, ბილწსიტყვაობა ან ვინმეს განკითხვა.
არაა სასურველი აღდგომას საფლავზე მისვლა, ასევე ამ დღეს არ შეიძლება მკითხაობა, სხვადასხვა რიტუალის ჩატარება, რომლებიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მიუღებელია

საქართველოს ტერიტორიაზე აპრილში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მარტთან შედარებით საშუალოდ 4-6° C-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +13, +15°, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +14°, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +9, +12°, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში +7, +9, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +3, +6° -ს შეადგენს.
ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +17, +20° და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19° –ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +14, +19° -ია, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +11, +14°, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში +7, +12°.
აპრილში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +34, +37°, ქართლსა და კახეთში +30, +36° -ს აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +29, +34° -ს შეადგენს, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +28, +32° -ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში +20, +26° -ის ფარგლებში იცვლება.
ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°, ქართლ-კახეთში +5, +11°, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +3, +7°, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში 0, +50-ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში -2, +1° -ის ფარგლებში მერყეობს.
ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -1 გრადუსის ფარგლებში იცვლება. შიდა ქართლში -11, -9° -ს, ხოლო ქვემო ქართლსა და კახეთში -7, -4° -ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -8, -6° -ს შეადგენს. აღმოსავლეთ საქართველოში -14, -10° -ს. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება -17, -11° -ს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში -21, -13° -ს მიაღწიოს.
აპრილის თვეში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 70-125 მმ-ს შეადგენს, ქართლში 40 – 70 მმ-ს, კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში 50 – 140 მმ-ს, ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებსა და მაღალ მთაში 70 – 90 მმ-ს შეადგენს
დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-14 დღეს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 8-16 დღეს.
აპრილში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 40-70 მმ -ს შეადგენს, მთიან და მაღალმთიანი რაიონებში ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შედარებით დაბალია და 30-50 მმ-ს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 20-60 მმ-ს შეადგენს.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შეიძლება აღწევდეს 250-500 მმ-ს წვიმიან და 10-50 მმ-ს გვალვიან წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში 150-250 მმ-ს წვიმიან და 8-40 მმ-ს გვალვიან წლებში.
დასავლეთ საქართველო
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +16° C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +5, +2° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +28, +31° -მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +15, +17° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +28, +31° -მდე.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +13, +15° -ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +7, +9° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -1, -4° -მდე. ხოლო მაღალმთიან რაიონებში -4, -7° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +26, +29° – მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +21, +24° -მდე.

აღმოსავლეთ საქართველო
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -1, -4°, ხოლო ქვემო ქართლში +3, 0° – მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +26, +29° – მდე.

კახეთის რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +26, +29° – მდე.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +10,+13° -ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +7, +8° -ის ფარგლებში,
რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -3, -6° -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -8, -11° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +24, +27° – მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +20, +23° -მდე.