Category: Uncategorized

  • ვინ მიიღებს სამყაროსგან საჩუქარს: აპრილის ყველაზე იღბლიანი დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

    ვინ მიიღებს სამყაროსგან საჩუქარს: აპრილის ყველაზე იღბლიანი დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

    2026 წლის აპრილში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს წარმატების შანსი და სამყაროსგან სასიამოვნო სიურპრიზები ელის. გაიგეთ, თვის რომელი მონაკვეთია თქვენთვის ყველაზე ბედნიერი და ცვლილებებს მომზადებული შეხვდით:

    ​ვერძი
    ​ყველაზე ბედნიერი დღე: პარასკევი, 17 აპრილი

    თქვენს ნიშანში ახალმთვარეობა ახალი წამოწყებებისთვის საჭირო ენერგიას მოგცემთ. რისკზე წასვლისა და მოქმედების უფლება საკუთარ თავს თავად მიეცით – შედეგები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

    წარუმატებელი დღეები: 11, 28 აპრილი

    ​კურო
    ​ყველაზე ბედნიერი დღე: კვირა, 19 აპრილი

    კუროს სეზონი სწორედ ამ დღეს იწყება, რაც თქვენს ცხოვრებაში სიცხადესა და შინაგან ენერგიას შემოიტანს. ეს დღე შეჯამებისა და ცვლილებების დანერგვისთვის იდეალურია.

    წარუმატებელი დღეები: 12, 26 აპრილი ​

    ტყუპები
    ​ყველაზე ბედნიერი დღე: შაბათი, 25 აპრილი

    ურანი თქვენს ნიშანში შედის, რაც განვითარების ახალ ეტაპებსა და შესაძლებლობებს გადაგიშლით. მოულოდნელი ცვლილებების მიმართ ღია იყავით – ეს თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს.

    წარუმატებელი დღეები: 14, 29 აპრილი

     კირჩხიბი
    ​ყველაზე ბედნიერი დღე: პარასკევი, 17 აპრილი

    ახალმთვარეობა თქვენი კარიერისა და წარმატების სახლს გააქტიურებს. საკუთარ თავს თვითპრეზენტაციისა და პოტენციალის სრულად ათვისების საშუალება მიეცით.

    წარუმატებელი დღეები: 13, 27 აპრილი ​

    ლომი
    ​ყველაზე ბედნიერი დღე: ხუთშაბათი, 9 აპრილი

    მარსი თქვენს შემთხვევაში იღბლის სახლს ააქტიურებს, რაც ენერგიის ახალი საქმეებისკენ მიმართვაში დაგეხმარებათ. ახლა მოქმედებისა და რისკზე უშიშრად წასვლის დროა.

    წარუმატებელი დღეები: 15, 23 აპრილი ​

    ქალწული ​
    ყველაზე ბედნიერი დღე: კვირა, 19 აპრილი

    მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად შინაგან სიცხადესა და მხარდაჭერას მოიპოვებთ. ეს დღე როგორც პირად, ისე პროფესიულ ცვლილებებს საუკეთესოდ წარმართავს.

    წარუმატებელი დღეები: 10, 24 აპრილი ​

     სასწორი ​
    ყველაზე ბედნიერი დღე: პარასკევი, 24 აპრილი

    ახალი პროექტებისთვის ენერგიისა და შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ. კრეატიულობისა და სიმტკიცის გამოსავლენად ეს საუკეთესო პერიოდია.

    წარუმატებელი დღეები: 16, 28 აპრილი

    ​მორიელი
    ​ყველაზე ბედნიერი დღე: კვირა, 26 აპრილი

    თქვენი ინტუიცია და ნებისყოფა პიკს მიაღწევს. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად და ძველი საკითხების მოსაგვარებლად ეს დღე იდეალურია.

    წარუმატებელი დღეები: 13, 27 აპრილი ​…ვრცლად

  • როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

    როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

    ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, გადაცემაში “იმედის დილა” მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:

    – დღეს, დღის განმავლობაში, ქარი გაგრძელდება. ხვალ ჩადგება, შესუსტდება და აღარ იქნება. თუმცა, 8, 9 აპრილს ისევ ქარია მოსალოდნელი. 10-ში ცოტა შესუსტდება, 11-ში ისევ ქარი გვექნება. 12-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და აღარც ქარი იქნება.

    ძირითადად შიდა ქართლში, გორი-სურამის მონაკვეთზე, თბილისშიც, გარეუბნებში უფრო ძლიერი ქარი იქნება. 20-22 მეტრ წამამდე მიაღწევს ქარის სიჩქარე და მთიან-მაღალმთიან რაიონებშიც, დაახლოებით, 15-17 მეტრ წამამდე იქნება, ეს საკმაოდ ძლიერ კატეგორიაში გადის.

    აღმოსავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ხვალ ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 8-ში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 9-დან 11-მდე დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.

    მაღალ მთაში თოვლის სახით იქნება ნალექი. 12-ში გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში.

    12-შიც და 13-შიც (აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ქარიც არ გვექნება. ტემპერატურაც ცოტა მოიმატებს – დასავლეთ საქართველოში 23-24 გრადუსამდე, აღმოსავლეთში – 20-21 გრადუსამდე.

    11-ში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც საღამომდე გაგრძელდება, თუმცა გვიან ღამით უკვე შეწყდება. ზოგან თუ დარჩება მცირე ნალექი, უფრო მეტად ჩრდილოეთ მთიან რაიონებში.

    დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მცირე წვიმა იქნება. ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში მაინც 8-ში, 9-ში, 10-ში, 11-ში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება. ამ დღეებში ტემპერატურა 15, 16, 17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, დაახლოებით, ასეთი ტემპერატურა გვექნება. კვირას და ორშაბათს, 12-ში და 13-ში, უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს. ​

    ამ კვირაში თოვლი მაღალმთიან რეგიონებში: ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, გოდერძიზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში იქნება. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ალბათ, უფრო ღამის საათებში თოვლჭყაპი თუ იქნება. ძირითადად ნალექი მაღალმთიან რეგიონებში იქნება.

     

  • 8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ძალასა და ენთუზიაზმს გრძნობთ. წინ წასასვლელად კარგი დროა.

    კურო

    მეტი სიფრთხილე დაგჭირდებათ ფინანსურ და პროფესიულ საკითხებში.

    ტყუპი

    კომუნიკაციაში წარმატება გელით. კარგი დროა შეხვედრებისთვის.

    კირჩხიბი

    მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და ემოციური ბალანსი.

    ლომი

    ლიდერის როლში იქნებით. იდეების გაზიარება წარმატებას მოგიტანთ.

    ქალწული

    პრაქტიკულობა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

    სასწორი

    პირადი ურთიერთობები გააქტიურდება. სიმშვიდე მნიშვნელოვანია.

    მორიელი

    დაფიქრებულად იმოქმედეთ. ინტუიციას ენდეთ.

    მშვილდოსანი

    ახალი გამოცდილებების დროა. მოგზაურობა ან სწავლა შესაფერისია.

    თხის რქა

    სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

    მერწყული

    კრეატიულობა და ახალი იდეები წარმატებას მოგიტანთ.

    თევზები

    ემოციური მხარე გაძლიერდება. მოერიდეთ გაუგებრობებს.

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

    ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

    გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    „აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • „თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    „თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    კომპანია „თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

    „გაურკვეველი პირები კომპანია „თელასის“ სახელით ტელეფონით უკავშირდებიან მომხმარებლებს და ითხოვენ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის საბანკო რეკვიზიტებს და შიდა ელექტროქსელზე დაშვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან ელექტროენერგიის გათიშვით.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ზარებთან „თელასს“ არანაირი კავშირი არ აქვს.

    მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადაუმოწმებლად არ გასცეთ პერსონალური ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ⭕️‼️ “რას ფიქორბთ მსგავს მიმართვაზე? რამდენად მისაღებია? 🧐

    ⭕️‼️ “რას ფიქორბთ მსგავს მიმართვაზე? რამდენად მისაღებია? 🧐

    “მოგმართავთ მათ, ვინ ძალიან შე…ცა…” – ნინო ნადირაძე-კუზანოვამ მორიგი ეპატაჟური ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

  • ახალი და მაგარი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

    ახალი და მაგარი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა.

    მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

    „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე.

    სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.

    ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

    წყარო: ​primetime.ge

  • „ძლიერი ქარი და შტორმი“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    „ძლიერი ქარი და შტორმი“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    „აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.