სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება, რომ პიოტრ იანი მერაბ დვალიშილის წინააღმდეგ დოპინგით იყო გამოსული საბრძოლველად.
თუ აღნიშნული ფაქტი UFC-მ დაადასტურა, რუს მებრძოლს საჩემპიონო ქამარი ჩამოერთმევა.

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება, რომ პიოტრ იანი მერაბ დვალიშილის წინააღმდეგ დოპინგით იყო გამოსული საბრძოლველად.
თუ აღნიშნული ფაქტი UFC-მ დაადასტურა, რუს მებრძოლს საჩემპიონო ქამარი ჩამოერთმევა.

UFC-ს მებრძოლი ჯასტინ გეიჯი, ილია თოფურიასთან ბრძოლის შემდეგ მიმართვას ავრცელებს.
„ძალიან ამაყი ვარ იმ შედევრით, რომელიც შევქმენი ამ გზაზე, რომელიც 2008 წელს დავიწყე. ყველა ადამიანი, ადგილი თუ მოვლენა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა ან ჩემთვის მოხდა, მაძლევდა იმ ცოდნას, რომელიც მჭირდებოდა, რომ ჩემი გონება და სხეული ჩამომეყალიბებინა ამ მომენტისთვის – UFC Freedom 250-ისთვის.
მე მყავს ოჯახი, რომელსაც ჩემს მიმართ იმაზე მეტი რწმენა აქვს, ვიდრე მე ოდესმე მქონია საკუთარი თავის მიმართ და მათ გარეშე დიდი ხნის წინ დავნებდებოდი.
მე ვარ UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
ყველა შეტყობინება და გამამხნევებელი სიტყვა ჩემთვის დიდი სიხარულია“, – წერს ინსტაგრამზე გეიჯი.

“ვააიმე, ხალხო, კარი გავაღე და ეს დამხვდა…მკვდარია?” – ვრცელდება კადრები მცხეთიდან

ზაფხულის მზებუდობა (ასევე ცნობილი როგორც ნაბუნიობა ან მზის მობრუნება) წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ასტრონომიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წლის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამეა.
ეს არის მომენტი, როდესაც ასტრონომიული ზაფხული ოფიციალურად იწყება.
რა ხდება ასტრონომიულად?
ჩვენი პლანეტის დედამიწის ბრუნვის ღერძი ორბიტის მიმართ $23.5^circ$-იანი კუთხით არის გადახრილი. ზაფხულის მზებუდობის დროს, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფერო მაქსიმალურად არის მიქცეული მზისკენ.
ამის გამო: მზე ცაზე თავის უმაღლეს წერტილს (ზენიტს) აღწევს.
ჩრდილოეთ პოლარულ წრეს მიღმა მზე საერთოდ არ ჩადის და დგება ე.წ. „თეთრი ღამეების“ ანუ პოლარული დღის პერიოდი. სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს ზუსტად საპირისპირო პროცესი ხდება — იქ ზამთრის მზებუდობაა (წლის ყველაზე მოკლე დღე).
როდის ხდება ეს? მზებუდობა ყოველწლიურად 20 ან 21 ივნისს ემთხვევა (კალენდარული წლისა და ნაკიანი წლების გათვალისწინებით).
მითები, რიტუალები და სტოუნჰენჯი – უხსოვარი დროიდან კაცობრიობა ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ძველი ხალხებისთვის მზე სიცოცხლის, მოსავლისა და გადარჩენის მთავარი წყარო იყო, ამიტომ მზებუდობას დიდი დღესასწაულებით ხვდებოდნენ.
სტოუნჰენჯი (დიდი ბრიტანეთი): ეს უძველესი მეგალითური ძეგლი ზუსტად ისეა აშენებული, რომ მზებუდობის დილას, ამომავალი მზის პირველი სხივი პირდაპირ სტრუქტურის ცენტრალურ ქვაზე ეცემა. ყოველ წელს ათასობით ადამიანი იკრიბება აქ ამ ჯადოსნური მომენტის სანახავად.
კოცონები და წყალი: ბევრ კულტურაში (მაგალითად, სლავურ ივან კუპალას ან სკანდინავიურ შუაზაფხულის დღესასწაულზე) მიღებული იყო დიდი კოცონების დანთება, ცეკვა და მდინარეში ყვავილების გვირგვინების გაშვება. ითვლებოდა, რომ ამ დღეს ცეცხლსა და წყალს განმწმენდი და სამკურნალო ძალა ჰქონდა.
ქართული კონტექსტი – მზის კულტი: ქართულ მითოლოგიაში მზის კულტს (ბარბალე, კვირია) უდიდესი ადგილი ეჭირა. მზის მობრუნების პერიოდებში აცხობდნენ მზის ფორმის, მრგვალ ხაჭაპურებსა და კვერებს, რითაც ბუნებას დოვლათსა და ბარაქას სთხოვდნენ.
რა იცვლება მზებუდობის შემდეგ?
მიუხედავად იმისა, რომ 21 ივნისს ზაფხული ოფიციალურად იწყება, სწორედ ამ დღიდან დღეები ნელ-ნელა კლებას იწყებს, ღამეები კი ხანგრძლივდება – ეს პროცესი 21 დეკემბრამდე (ზამთრის მზებუდობამდე) გრძელდება.
თუმცა, ნუ იდარდებთ: ყველაზე ცხელი საზაფხულო დღეები (ივლისი და აგვისტო) ჯერ კიდევ წინ არის, რადგან ოკეანეებსა და ხმელეთს დრო სჭირდებათ იმ დიდი სითბური ენერგიის დასაგროვებლად, რასაც მზე ამ დღეებში გვიგზავნის!

ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ, “ელ მატადორს” 180-დღით (6-თვით) ეკრძალება ოქტაგონზე დაბრუნება, სანამ მას თვალის არეში დაზიანებების გამო ყბა-სახის ქირურგი , ოფიციალურად არ გასცემს ნებართვას.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ასევე გეიჯისაც UFC ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობის გამო ბრძოლის უფლებას 6 თვით არ მისცემს.
ირკვევა, რომ მას ილიას ორივე თვალის ორბიტალური ძვლის მცირე მოტეხილობა აქვს (უფრო მეტად მარჯვენა თვალზე) და გატეხილი აქვს ცხვირი.
მაშასადამე, როგორც ილია, ასევე გეიჯი 6 თვეს იუქმებენ და ოქტაგონს 2027 წლამდე არ დაუბრუნდებიან.

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი “მეგა ტვ”-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ მარშრუტკა გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” – ეუბნება წყარო “მეგა ტვ”-ს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
“მეგა ტვ” დამატებით დეტალებს არკვევს.

არახალია რომ ევა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ძალიან აქტიურია ინსტაგრამზე და ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოსურათებსაც. ამჯერად ევა ბარბაქაძემ ბიკინებში იპოზიარო, რაზეც არც მისმა გამომწერებმა დააყოვნეს და ახალ ფოტოსურათებს უკვე 9000 მოწონება აქვს. კომენტარებზე ზედმეტია საუბარი.

დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს ინფლუენსერები გიორგი ჯობავა და სალი წვერავა: „რა გავაკეთო? ცუდ დღეში ვართ…“
გავარცელებულ ჭორებს გიორგი ჯობავამ ანა ტყბუჩავას პოდკასტში ისაუბრა.