Category: Uncategorized

  • ოქროს ფასი შემცირდა – რა ღირს საქართველოში

    ოქროს ფასი შემცირდა – რა ღირს საქართველოში

    ეკონომიკური პორტალის „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ოქროს ფასი კვლავ შემცირდა. რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 364 ლარი ღირს, 750 სინჯის – 273 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 213 ლარი ღირს.

    რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 5.51 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.82 ლარი ღირს.

  • „ახლა მხოლოდ შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა“ – რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

    „ახლა მხოლოდ შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა“ – რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

    ჯასტინ გეიჯთან გამართული მძიმე და დრამატული ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ილია თოფურია დამარცხდა, სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა არა მხოლოდ სპორტული შედეგი, არამედ მებრძოლის ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის პოსტიც გახდა.

    იგი ამჯერად გამომწერების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე თანაგრძნობა მხოლოდ შორიდან შეუძლია:

    „ზოგჯერ გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად დარჩენას ნიშნავს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე სიყვარულით სავსე საქციელი არის ერთი ნაბიჯით უკან დახევა და იმის დაშვება, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებს თავად შეხედოს. სიყვარულში საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ლოცვა, რათა საკუთარი გზის გავლის პროცესში ადამიანები იქცნენ იმად, რაც ღმერთს სურს. მისი გეგმები ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. საუკეთესო ხსნა პიროვნული ხსნაა.

    ეს მართლაც მტკივნეული და გულდასაწყვეტია. ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა მხოლოდ გვერდიდან, შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა“, – წერს ჯორჯინა უზგატეგუი.

    ცნობისთვის, UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მისი მეორე მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი ოფიციალურად განქორწინდნენ. წყვილის ურთიერთობის დასრულების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ესპანურ მედიაში გავრცელდა, მოგვიანებით კი სასამართლო დავისა და შეთანხმების დეტალებიც გახდა ცნობილი.

    გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიამ განქორწინება 2025 წლის ბოლოს მოითხოვა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო. თავად ილია აცხადებდა, რომ პირადი და ოჯახური პრობლემების გამო გარკვეული პერიოდი სპორტული კარიერაც შეაჩერა. მოგვიანებით ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა, რომ ყოფილმა მეუღლეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სასამართლო დავა დასრულდა.

    წყვილს საერთო შვილი – ქალიშვილი დედის მოსახელე, ჯორჯინა ჰყავს. ბოლო თვეებში მათი ურთიერთობა აქტიურად განიხილებოდა როგორც ქართულ, ისე ესპანურ მედიაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ერთმანეთისგან დისტანცირების შემდეგ.

  • ახალი დეტალები მეტროსადგურ „დიდუბეში“ მომხდარ ტრაგედიაზე – ლიანდაგში ჩავარდნილი მგზავრი დაიღუპა

    ახალი დეტალები მეტროსადგურ „დიდუბეში“ მომხდარ ტრაგედიაზე – ლიანდაგში ჩავარდნილი მგზავრი დაიღუპა

    დიდუბის მეტროში მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა – შედეგად სადგურის მოედნიდან ახმეტელამდე მოძრაობა შეჩერდა – ინფორმაცია ამის შესახებ დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურში დაადასტურეს.

    მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა.

    აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

    უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.

    უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, რის გამოც ახმეტელიდან „სადგურის მოედნის“ მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეიზღუდა.

  • 🔻 როგორი ამინდი იქნება 26 ივნისამდე საქართველოში?

    🔻 როგორი ამინდი იქნება 26 ივნისამდე საქართველოში?

    23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

    უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება..

    თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ილია თოფურიას ძმა ახალ მიმართვას ავრცელებს 😱😱

    ილია თოფურიას ძმა ახალ მიმართვას ავრცელებს 😱😱

    UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია, ილია თოფურიას ძმა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

    „თავი დასრულდა, მაგრამ ისტორია გრძელდება…“

    შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.

    UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

    ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.

    თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება დღის ბოლო, მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.

    ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.

    წყარო: ​primetime.ge

  • 🔻 “საუკუნის დედამთილი” – ვიდეო ქორწილიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

    🔻 “საუკუნის დედამთილი” – ვიდეო ქორწილიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

    “საუკუნის დედამთილი” – ვიდეოს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი ხვიჩა ასამბაძე აქვეყნებს.

  • „დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი“ – კახა კალაძე სამძიმრის პოსტს აქვეყნებს

    „დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი“ – კახა კალაძე სამძიმრის პოსტს აქვეყნებს

    ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო თბილისის მერი, კახა კალაძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

    „თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი გამორჩეული ხედვით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კი დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი. ვიზიარებ თემურ უგულავას ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას“,- წერს კახა კალაძე.

    ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. უგულავა ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა.

  • გარდაიცვალა დიდი ქართველი ბიზნესმენი

    გარდაიცვალა დიდი ქართველი ბიზნესმენი

    ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკალურმა პროდიუსერმა და შოუბიზნესის წარმომადგენელმა, კახა მამულაშვილმა გაავრცელა.

    „მშვიდობით, ჩემო მეგობარო…“ – წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში და თემურ უგულავას ფოტოს აქვეყნებს.

    თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნესმენად მიიჩნეოდა. მის სახელს უკავშირდება „აჭარა ჯგუფის“ შექმნა და ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა Rooms Hotels, Stamba და Fabrika. წლების განმავლობაში ის ქართული ბიზნესსექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

    ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.

  • დედის ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან იცავთ

    დედის ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან იცავთ

    დედის ლოცვა შვილებისთვის!

    ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!

    უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.

    განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:

    “მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული” (იგ.1;8,9). თუ არ “დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ” (იგ.3; 21,26).

    ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

  • 22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ენერგიული დღეა, კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა ემოციებს მოერიდე.

    კურო

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებს, შეიძლება მცირე გაუთვალისწინებელი ხარჯი გამოჩნდეს.

    ტყუპები

    კომუნიკაცია წარმატებული იქნება, კარგი დღეა შეხვედრებისა და ახალი კონტაქტებისთვის.

    კირჩხიბი

    ემოციურად მგრძნობიარე დღეა, ეცადე ზედმეტი დაძაბულობა თავიდან აიცილო.

    ლომი

    ყურადღების ცენტრში იქნები, თუმცა ზედმეტი თავდაჯერებულობა არ გარგებს.

    ქალწული

    ორგანიზებულობა დაგეხმარება, კარგი დღეა სამუშაოს დალაგებისა და გეგმებისათვის.

    სასწორი

    ურთიერთობებში ჰარმონია შესაძლებელია, თუ კომპრომისზე წახვალ.

    მორიელი

    ინტუიცია გაძლიერებულია, ენდე საკუთარ შეგრძნებებს, მაგრამ ნუ იჩქარებ გადაწყვეტილებებს.

    მშვილდოსანი

    აქტიური და დინამიკური დღეა, კარგი დროა მოგზაურობის ან ახალი იდეებისთვის.

    თხის რქა

    პასუხისმგებლობები გაიზრდება, თუმცა შედეგი სტაბილურობას მოგიტანს.

    მერწყული

    მოულოდნელი სიახლეებია მოსალოდნელი, იყავი მოქნილი ცვლილებების მიმართ.

    თევზები

    შემოქმედებითი ენერგია მაღალია, კარგი დღეა შთაგონებისა და შინაგანი განწყობისთვის.