ტელეწამყვანი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა. ახალშობილს ლუკა დაარქვეს.
Category: Uncategorized
-

წვიმა ელჭექით და სეტყვა – ქვეყნის ნაწილში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში,24- 25 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
-

“ეს ეხება 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს… რეგისტრაცია დაიწყება 6 ივლისს” – კახა კალაძე
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge.
-

🔴”მოკლეს, დაჩეხეს…” – დაპირისპირების კადრები კლინიკიდან, სადაც 35 წლის ნინო მუჯრს ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა
ხმაურია თბილისში, იმ კლინიკასთან, სადაც 35 წლის ნინო მუჯრს ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.
ვიდეო: “TV პირველი”
-

მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში
საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.
-

კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა – სურსათის უვნებლობის ექსპერტის გაფრთხილება
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გაყინული ხორცის გალღობის უვნებელ ხერხებზე საუბრობს. მისი თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ხორცი გალღობის მიზნით, ოთახის ტემპერატურაზე, რამდენიმე საათით გაჩერდეს.
„კატეგორიულად აკრძალულია და არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა. ოთახის ტემპერატურაზე გალღობას დიდი დრო სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, შესაძლებელია, ტემპერატურამ საშიშ დიაპაზონს მიაღწიოს (10 გრადუსიდან, 60 გრადუსამდე), გავრცელდეს ბაქტერიები და შემდეგ პათოგენურებად გარდაქმნა. ამიტომ, მისაღებია, პრაქტიკულია და აუცილებელია, რომ გალღობის პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხოდ და უვნებლად.
გალღობის ერთ-ერთი მეთოდია, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობა, სადაც შეფუთვის გარეშე უნდა მოვათავსოთ პროდუქტი. ამ შემთხვევაში, მალეც გალღვება. როდესაც ცივი წყალი მოდის, ტემპერატურა საშიშ დიაპაზონს ვერ მიაღწევს და დაცული იქნებით.
ასევე, არსებობს მეორე მეთოდიც, რომელსაც ინდუსტრიული ობიექტები ხშირად იყენებენ – საყინულიდან იღებენ ხორცს და მაცივარში ათავსებენ“, – ამბობს სპეციალისტი.
-

🔻 ”ნეტავ სულ არ გათენებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?!” – 35 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️
ქართველი ემიგრანტი, 35 წლის ნინო მუჯირი გარდაიცვალა – ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
“გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 35 წლის ნინი მუჯირი. ნეტავ სულ არ გათენებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?! ნუთუ ამის გასაგებად უნდა ამოსულიყო მზე?! ქართველი ემიგრანტები, “ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ნინი მუჯირის ოჯახსა და ახლობლებს.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან. ვინ იცის სად ხარ? მენანები იმ ქარისთვის შენს საფლავზე, რომ ააშრიალებს დაღლილ ხეებს… მენანები იმ ქარისთვის აბუჩად,რომ იგდებს და გამუდმებით აქეთ-იქით არწევს შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს…მენანები მიწისთვის, ცივი მიწისთვის…მენანები სამარადისო ძილისთვის…” – წერს შოთო სიხარულიძე.
-

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამსახურში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დადებით ემოციებს მოგიტანთ.კურო
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სასურველია, დიდი ხარჯები სხვა დროისთვის გადადოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.ტყუპები
თქვენი კომუნიკაციის უნარი დღეს განსაკუთრებით გამოკვეთილი იქნება. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, ახალი ნაცნობობისა და პროფესიული კონტაქტების გასაფართოებლად.კირჩხიბი
ემოციური ფონი შედარებით მგრძნობიარე იქნება. ეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ოჯახური საკითხების მოგვარება წარმატებით დასრულდება.ლომი
დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი იდეები და ინიციატივები სხვების მხარდაჭერას მოიპოვებს. ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის.ქალწული
დაგროვილი საქმეების დასრულების დროა. დეტალებზე ყურადღება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.სასწორი
რომანტიკული და შემოქმედებითი ენერგია გაძლიერდება. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად.მორიელი
ოჯახურ და საცხოვრებელ საკითხებზე კონცენტრირება მოგიწევთ. მოთმინება და დიპლომატია შესაძლო უთანხმოებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან საინტერესო შეთავაზება შეიძლება მიიღოთ. მოგზაურობისა და სწავლის თემები აქტუალური გახდება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.თხის რქა
ფინანსური შესაძლებლობები გამოჩნდება, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ. შრომა მალე შედეგს გამოიღებს.მერწყული
ენერგიითა და მოტივაციით სავსე დღე გელით. კარგი დროა საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ახლობლებთან ურთიერთობას.თევზებიდღე სიმშვიდისა და თვითანალიზისთვისაა განკუთვნილი. ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი პასუხისმგებლობებით. დასვენება და ემოციური ბალანსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
-

თოფურიას ყოფილი ცოლის პირველი კომენტარი ილიასთან განქორწინებაზე ‼️
ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ წყდება. მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს ხმაურიანად დაშორდა და სასამართლო დავები დაიწყო, მოდელი დუმილს ინარჩუნებდა. თუმცა, ბოლო მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. თოფურიას მძიმე ტრავმის ფონზე, ჯორჯინამ სოციალურ ქსელში პირველად ილაპარაკა დაშორების რეალურ მიზეზებსა და ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე.
როგორც იცით, 14 ივნისს, თეთრ სახლში გამართულ ბრძოლაში, ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან მძიმე ტრავმა მიიღო – მას თვალის ორბიტალური ძვალი გაიტყდა და ოქტაგონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სწორედ ამ ამბიდან ზუსტად ერთ კვირაში, ჯორჯინამ გამომწერებს ღიად უპასუხა.
რატომ მიატოვა მოდელმა ჩემპიონი?ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ხავი დე ოიოსმა გაასაჯაროვა ჯორჯინას მიმოწერა ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან. კითხვაზე, თუ რატომ არ დარჩა ილიას გვერდით, მოდელმა საკმაოდ ემოციური და ირიბი პასუხი გასცა:
“ზოგჯერ გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად გვერდით ყოფნას ნიშნავს, მაგრამ ხანდახან ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ უკან დახევაა. უნდა მისცე ადამიანს უფლება, თავად აგოს პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია, რომ ამ რთულ გზაზე შეიცვალონ და იქცნენ იმად, რაც ღმერთს სურს”.
-

საიდან მოდის პანაშვიდებზე სარკის დაფარვის წესი
სიკვდილთან დაკავშირებით ხალხურ რწმენასა და უძველეს ტრადიციებში მყარადაა ფეხმოკიდებული ისეთი ჩვეულებები, რომლებსაც დღესაც ზედმიწევნით იცავენ ჭირისუფლები.
მათ შორისაა სარკეების ან ამრეკლი ზედაპირის მქონე საგნების დაფარვის წესი.
ამ ჩვევასთან დაკავშირებით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, რამდენიმე მითი არსებობს:
მითი პირველი: სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული გარკვეული დროით შინ რჩება. და თუ მან სარკეში შეაღწია, სამუდამოდ იქ დარჩება და ვერ ამაღლდება ზეციურ სამყაროში;
მითი მეორე: სარკე სამყაროს შორის პორტალია, რომელსაც სულიერი ენერგიის ზონა გააჩნია. და თუ მას არ შევფუთავთ, გარდაცვლილის სული ამ ზონაში გადაინაცვლებს და ცხედრის დაკრძალვის შემდეგ, სული პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე სარკეში;
მითი მესამე: თუ ადამიანი სარკეში მაშინ ჩაიხედავს, როცა სახლში მიცვალებული ასვენია, გარდაცვლილის სული მალე მიაკითხავს მას იმიერ სამყაროში წასაყვანად…
საიდან გაჩნდა სარკის დაფარვის წესი?
ერთი ვერსიით, სარკეების დაფარვის წესს იუდაიზმში ჩაეყარა საფუძველი და მას განსაკუთრებით იცავდნენ რაბინები.
საქმე ისაა, რომ იუდეველი ღვთისმსახურების მოსაზრებით, როცა შინ გარდაცვლილი ესვენა, ჭირისუფალი მხოლოდ თავის შინაგან განცდებზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული და ყურადღება წვრილმანებზე არ უნდა გადაეტანა – მაგალითად იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა. ხოლო დაუფარავი სარკე მხოლოდ ხელს უწყობდა ადამიანის ცდუნებას და მწუხარების დროს ადამიანური სისუსტის გამოჩენას.
