თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა.
ვარდნის შედეგად პირი ადგილზე გარდაიცვალა.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა.
ვარდნის შედეგად პირი ადგილზე გარდაიცვალა.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. FBI-მ თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებაზე თავდასხმის გეგმის საქმეზე კიდევ 2 ადამიანი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები UFC-ის ღონისძიების დროს მაღალი თანამდებობის პირებზე თავდასხმას ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონებისა და სნაიპერების გამოყენებით გეგმავდნენ.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში, რაც მაქსიმალურ სასჯელს ითვალისწინებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მანამდე დაკავებულ ხუთ მამაკაცს ბრალი წარედგინა თავდასხმის დაგეგმვაში.
ხელისუფლების განცხადებით, გეგმა დროულად აღკვეთეს.
FBI-ის მასალების მიხედვით დაკავებულები არიან: ტაისენ პროპერი – გამოძიების ვერსიით, თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. მის სახლში ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ათასობით ვაზნა და ტაქტიკური აღჭურვილობა. მისი სავარაუდო სამიზნე კონგრესის რამდენიმე წევრი იყო.
ბრაიან როა – კალიფორნიაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მისგან ამოიღეს შაშხანა, პისტოლეტი, საბრძოლო აღჭურვილობა, ვაზნები და სხვა მოწყობილობები.
მაიკლ თომასი – ბრალდების მიხედვით, მონაწილეობდა თავდასხმის ორგანიზებაში და დაშიფრულ ონლაინ ჩატებში განიხილავდა დრონებისა და სხვა აღჭურვილობის შეძენის საკითხებს.
დენიელ ესკრიჯი – გამოძიების ცნობით, ის აშშ-ის სენატორებსა და სხვა გავლენიან პირებზე შესაძლო თავდასხმებს გეგმავდა.
აბრაამ ალვარესი – გამოძიების ინფორმაციით, დაშიფრულ ჩატებში „შეპარდის“ ფსევდონიმით მოქმედებდა და სავარაუდოდ, ჯგუფის კოორდინაციასა და თავდასხმის დაგეგმვაში წამყვან როლს ასრულებდა.

ვერძი
დღე აქტიური და ენერგიული იქნება. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმების შეცვლაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
კურო
დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.
ტყუპები
სამუშაო და ყოველდღიური საქმეები წარმატებით წარიმართება. თქვენი კომუნიკაციის უნარი ბევრ პრობლემას მარტივად მოაგვარებს. კარგი დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად.
კირჩხიბი
მზე თქვენს ნიშანშია და ეს დამატებით ენერგიასა და თავდაჯერებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
ლომი
შესაძლოა, ცოტა დასვენება და ძალების აღდგენა დაგჭირდეთ. ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი ვალდებულებებით. საღამოს მშვიდ გარემოში ყოფნა სასარგებლო იქნება.
ქალწული
მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაგიხსნით.
სასწორი
დღეს კარიერულ საკითხებში მეტი ყურადღება დაგჭირდებათ. ხელმძღვანელობის ან გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. თავდაჯერებულად იმოქმედეთ.
მორიელი
ახალი იდეები და გეგმები დღის მთავარი თემა იქნება. კარგი დროა სწავლის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. პოზიტიური სიახლეები შორიდანაც არის მოსალოდნელი.
მშვილდოსანი
ფინანსური საკითხები წინა პლანზე გადმოინაცვლებს. ყურადღებით შეაფასეთ ნებისმიერი შეთავაზება. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ.
თხის რქა
ურთიერთობები და პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. კომპრომისი და დიპლომატია სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მომენტებია მოსალოდნელი.
მერწყული
დღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევთ. ორგანიზებულობა და დისციპლინა დაგეხმარებათ დაგეგმილი საქმეების წარმატებით დასრულებაში. ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ.
თევზებიშემოქმედებითი ენერგია და შთაგონება მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. კარგი დროა სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზიც არის მოსალოდნელი.

ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოზარდებმა კონსტრუქცია დააზიანეს, ატრაქციონი მოზარდს დაეცა – მან მძიმე დაზიანება მიიღო.
ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს “გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტს, რის
გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მოზარდმა. მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაცგულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის. თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით
სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ
კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას. მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და
ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

SOS! “სასწრაფოა ამის გავრცელება, იყავით ფრთხილად” – რა უნდა იცოდეთ თაღლითური სქემის შესახებ, რომ არ მოტყუვდეთ?
ვიდეო იხილეთ სრულად:

თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ძირითადად თბილი ზაფხულის ამინდია მოსალოდნელი.
ქვეყნის დაბლობ და ბარის რაიონებში, დღის ტემპერატურა უმეტესად +27°C-დან +32°C-მდე იქნება, ხოლო მთიან რეგიონებში შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.
ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით შუადღისა და საღამოს საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
თბილისში მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +29°C-დან +32°C-მდე იმერყევებს, ღამით კი +18°C-დან +20°C-მდე დაეცემა. ნალექის ალბათობა დაბალია, თუმცა ცალკეულ დღეებში შესაძლებელია წვიმა.

2026 წლის ივნისის შუა რიცხვებში ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი კავკასია ფეხზე დააყენა. პატარა ბიჭუნას ისტორიამ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა, მომენტალურად გადაკვეთა საზღვრები და ათასობით ადამიანი უპრეცედენტო სოლიდარობის გარშემო გააერთიანა. რვა დღის განმავლობაში რეგიონი სუნთქვაშეკრული ელოდა სასწაულს, თუმცა დასასრული მძიმე აღმოჩნდა.
ყველაფერი 15 ივნისს დაიწყო, როდესაც ხიზირ დერბიჩევის დედა, რომელიც სკოლაში მედდად მუშაობს, მორიგეობაზე მიდიოდა. მან უფროს ვაჟს, 8 წლის ხიზირს სთხოვა, უმცროსი ძმისთვის მიეხედა და მამასთან ერთად ყოფილიყო. თუმცა, სეირნობისას ბავშვები მეგობრებთან ერთად მდინარე სუნჟას ნაპირას აღმოჩნდნენ. ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე წამში გადაიქცა კოშმარად, როდესაც ხიზირის მეგობარს, ადამს, ფეხი აუცურდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.
იმ მომენტში 8 წლის ბიჭუნამ გამოიჩინა ისეთი სიმამაცე, რომელიც დიდ ადამიანებსაც კი იშვიათად ახასიათებთ. მან მეორე მეგობარს, მუჰამადს გადახედა და უთხრა სიტყვები, რომლებმაც შემდგომში მთელი რეგიონი აატირა: „მოდი, ჩვენ ხომ კაცები ვართ, მოდი გადავარჩინოთ!“. ხიზირი უყოყმანოდ გადახტა ყინულიან, ადიდებულ წყალში, მიცურდა მეგობართან და მოახერხა მისთვის ხელი ეკრა და ნაპირზე მყოფი ხის ფესვებისა და ტოტებისკენ გაიყვანა.
ადამი შემთხვევით ჩავლილმა მანქანამ და უფროსებმა დროულად შენიშნეს და წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირს ძალა გამოელია და სწრაფმა დინებამ ის თვალთახედვიდან მალევე გააქრო.
ამ წამიდან დაიწყო მასშტაბური სამძებრო ოპერაცია, რომლის მსგავსიც ჩრდილოეთ კავკასიას დიდი ხანია არ ახსოვს. მდინარე სუნჟა უკიდურესად ცივი და სახიფათოა, სავსეა ლამით, წაქცეული ხეებითა და ნაგვით, რაც ძებნას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა. მიუხედავად ამისა, სოფელ იანდარესთან, სადაც ტრაგედია მოხდა, 20 ათასზე მეტი მოხალისე შეიკრიბა.
ადამიანები ტოვებდნენ სამსახურებს, ოჯახებს და მიდიოდნენ ინგუშეთში ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ოსეთიდან. საქმე იქამდე მივიდა, რომ სპეციალისტებმა მდინარის კალაპოტიც კი ნაწილობრივ შეცვალეს, ხოლო მოხალისეები წყალში ცოცხალ ჯაჭვებად ჩადგნენ და სანტიმეტრ-სანტიმეტრ ამოწმებდნენ ფსკერს. ვინც ფიზიკურად ვერ შედიოდა წყალში, მაძიებლებს საკვებითა და წყლით უზრუნველყოფდა. ძებნის პროცესში, 20 ივნისს, ხიზირს 8 წელი შეუსრულდა. სანამ ათასობით ადამიანი ყინულიან წყალს ჩხრეკდა, პატარა გმირის დაბადების დღე თენდებოდა.
რვა დღის შემდეგ, 22 ივნისს, 16:50 საათზე, იმედი საბოლოოდ ჩაქრა. მოხალისეებმა ხიზირის ცხედარი ტრაგედიის ადგილიდან 10 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
დერბიჩევების ოჯახი უკიდურესად ხელმოკლედ ცხოვრობს. ბავშვის მამა, ხასანი, სულ რაღაც 31 წლისაა დაცვაში მუშაობს. მას 8 დღის განმავლობაში თვალი არ მოუხუჭავს, პირადად დაეძებდა შვილს და ღმერთს მის გადარჩენას სთხოვდა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა დედის, მადინას მდგომარეობა. იგი თავად არის ობოლი, რომელსაც მშობლები არ ჰყავს და საკუთარი შვილების გარდა, თავის უმცროს და-ძმებსაც პატრონობს.
რაც ყველაზე ემოციურია, მადინა ახლა მესამე შვილზეა ორსულად. მან თავისი უფროსი, იმედის მომცემი ვაჟი დაკარგა, რომელიც სკოლაში ფრიადოსანი იყო და ლექსებსაც კი წერდა.
“არ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი შვილი სამუდამოდ დარჩება ხალხის გულებში“, – ამბობს დედა.
ხიზირის ცხედარი მალევე გადაასვენეს მის მშობლიურ სახლში, სოფელ ტროიცკოეში, სადაც 23 ივნისის საღამოს კავკასიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დაკრძალვა გაიმართა.
პატარა გმირის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. ხიზირის სასახლე მამაკაცებმა ფეხით გაატარეს მთელი სოფელი სასაფლაომდე. დაკრძალვაზე შეიკრიბნენ სამხედროები, მაშველები და უხუცესები რეგიონული დროშებით. ხალხი იმდენად ბევრი იყო, რომ სასაფლაოზე ფიზიკურად თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა.
ამჟამად რეგიონულ მედიაში აქტიურად ქვეყნდება ოჯახის დახმარების ანგარიშები, რადგან ორსულ დედასა და მამას ფინანსურად უკიდურესად უჭირთ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი, ხიზირის დაბადების დღე, 20 ივნისი, ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც გმირობის დღე. ხიზირ დერბიჩევმა მხოლოდ 8 წელი იცოცხლა, მაგრამ მან დატოვა სახელი, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ ნამდვილ ვაჟკაცობასა და მეგობრობას ასაკი არ გააჩნია.
“ეს ძალიან მძიმედ და ძნელად საყურებელი კადრია! მე ამას იმიტომ ავტვირთავ იქნებ ამ კადრებმა, ზოგი ადამიანების სულში და გულში გააღვიძოს ადამიანური გრძნობები, იქნებ, ბავშვებუს მკვკელ არამზადები დაფიქრდნენ რას ნიშნავს ბავშვის მოკვლა! ეს ის ბავშვია 8 წლის ვაინახი ბავშვი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა, არა მარტო კავკასია!” – დაწერა მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში და აღნიშნული მძიმე კადრები გამოაქვეყნა.

ღამის საათებში – 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება. წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
შესაბამისი ინიციატივა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში აისახა.
„ინიციატივა ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო ქსელების მიერ ღამის საათებში კონკრეტული საქონლის ქსელებში განთავსებას, რაც ერთის მხრივ, ქალაქში საცობების შემცირებისკენ იქნება მიმართული. მეორეს მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ სადისტრიბუციო მანქანები დიდი მოცულობით ივლიან და შესაბამისად ხარჯები შემცირდება, ეს სადისტრიბუციო ხარჯებს შეამცირებს, რაც მათ შორის სურსათის ფასებზე დადებითად აისახება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლე მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.
უფრო კონკრეტულად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად განისაზღვრება.
კერძოდ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით: – 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 50 ლარი; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.
გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.
კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.

ილია თოფურიას ფიზმომზადების მწვრთნელი, ხესუს გალიო, SerEbro EnlosDeportes პოდკასტის სტუმარი იყო. გალიომ „ელ მატადორის“ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„გამოჯანმრთელების პროცესი ყველა მებრძოლთან მიმართებით სხვადასხვანაირია. ყველა ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს. ფიზიკურად, რაც საკუთარი თვალით ვნახე, შემიძლია გითხრათ, რომ ილია საერთოდ სხვა ადამიანივით გამოიყურება. რა თქმა უნდა, დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ უკვე ისე გამოიყურება, თითქოს საერთოდ არ უჩხუბია. სახეზე ის ადგილები, რომლებიც დასიებული ჰქონდა, სრულად ჩაუცხრა.
დალურჯებებიც აღარ აქვს. სახეზე დისკომფორტი და მომატებული მგრძნობელობა კვლავ აწუხებს, მაგრამ მას ყოველდღე ვხედავ და შემიძლია ვთქვა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანივით გამოიყურება. თვალბუდის ძვლის მოტეხილობა? ექიმმა გვითხრა, რომ ძვალი 6-8 კვირაში სრულად აღდგება, რადგან თვალბუდის ძვლის მოტეხილობა ფრაგმენტების გადანაცვლების (ცდომის) გარეშეა (ეს ნიშნავს, რომ ძვალმა დაკარგა თავისი მთლიანობა, მაგრამ მისი ანატომიური ფორმა და გეომეტრია არ დარღვეულა). ძვალი 6-8 კვირაში თავისით აღდგება, რის შემდეგაც გარკვეული დრო იქნება საჭირო, რათა იგი სრულად გამყარდეს. საუბარი დაახლოებით 2-3 თვეზეა“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. გალიოს თქმით, თუ ორგანიზაციისგან შეთავაზება მიიღო, შესაძლოა, ილიამ ჩხუბი წლის ბოლოს შეძლოს.